ხურდაში მოყოლილი ამბები

tumblr_mynamnRuCm1rqx7xyo1_r1_500

ამ კვირაში მარჯანიშვილზე სეირნობისას ლარად ერთი ძველი წიგნი ვიყიდე, რომელიც ათას რვაასიანი წლების საქართველოში პირველი ლაზერების გამოჩენაზე მოგვითხრობდა, გლეხური ქართულით ასახავდა ნიკოლა თესლას შრომებს და ახალი ფობიის შექმნას, როგორ უკვირდათ ქართველებს ტელეფონი და სხვა რობოტები. ეს არის ამბავი, რომლის შემდეგაც გაჩნდა სატელეფონო წიგნი – მხოლოდ პერსონაჟების ჩამონათვალით, პერსონაჟები, მოყოლილი ამბების გარეშე.
შორს გალაკტიკაში არსებობებს ერთი ფიქციური პლანეტა სადაც ფულის ნაცვლად ვალუტას მოგონებები წარმოადგენს. სასურველი ნივთის მისაღებად მოგონებებით ვაჭრობენ. მე კი მათ შორის თავი ისეთი ღატაკი მგონია, სხვათა ამბების ქურდობაშიც შევინიშნები და მეგობრებს ვაყოლინებ ამბებს, ვუყურებ ისტორიებს ტარდისის შესახებ, იმ ტარდისის, სამყაროს დასასრულიდან დასაწყისი რომ მოიარა და პარაზიტივით ვივსებ ცნობისმოყვარეობას, იმ პარაზიტივით, ცნობისმოყვარეობა არსებობის ბიძგს რომ აძლევს, იმ სასიცოცხლო ბიძგს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ბოლოს მოუღებს.
მაღფრთოვანებს ქართული ისტორიები ღმრთის დასაწყისის შესახებ, (ღმ)ერთი, რომელიც ორი სიტყვისგან შედგება, ღრმისგან და ერთისგან, ნულისგან და ერთისგან,  რომელიც თავის თავში ქალურსა და კაცურ საწყისს მოიცავს. აქვე ისტორიები ანბანის შექმნისა, როცა თითოეული ასოს მოხაზულობა ცალკე სიტყვაა რომანისოდენა გააზრებით. როცა ასომთავრულით დაწერილი “ანი” ძველ მთვარეს განასახიერებდა, ხოლო მხედრულით დაწერილი “ა” ახალ მთვარეს ნიშნავს. როცა ასო-ბგერა “ტ-ანი” უსასრულობისნაირად იწერება, ხოლო სიტყვა “ტანი” უსასრულო მთვარეს ნიშნავს, ჩვენი ტანები სავსემთვარეა. და თავს რაც არ უნდა ბერძნული ქრისტიანობის მიმდევრები ვეძახოთ, ჩვენში ანბანშივეა ბარბაროსულად არმაზული, მატრიარქატულად მიწათმოქმედი ტრადიცია.
მაგრამ კიდევ უფრო მაღფრთოვანებს სიმბოლოთა გააზრებისას რამდენიმე თეორიის ქონა, რომ არ არსებობს ერთი უეჭველი ისტორია და მათზე ფიქრები იტოტებიან და ყოველ გაფიქრებას სათანადო ისტორია აქვს. და მე ვარ პარაზიტი, რომელიც ძალიან ღარიბია, უსინდისოდ მათხოვრობს, აფერისტულ ცრემლებს არ ერიდება, კუჭს მაინც სანახევროდ იძღობს და შრამებად ჩამოსხმული სამკაულები არ აქვს.
მაგრამ მათზე მეტად მაღფრთოვანებენ ადამიანები, რომლებმაც იციან რაზე საუბრობენ, შინაარსით გიყვებიან ამბებს, თითქოს ყველა ის დრო გაიარეს, დღემდე ასოების დასაბამიდან, თავიანთ თავებზე განიცადეს გრამატიკის სტატიკური თუ დინამიკური მდგომარეობა, როცა ამბობენ, რომ პირველ მერცხალს გაზაფხული არ მოუყვანიაო, იციან, რომ სიტყვა “უმერცხლო” მშობიარეს ჰქვია, “მერცხალი” კი – ქალურ თვიურს, გაზაფხულის მოყვანა კი გოგოობიდან ქალწულობაში გადასვლას ნიშნავს ნიშნავს. მაგრამ მათზე კიდევ მეტად მაღფრთოვანებენ ადამიანები საკუთარი ისტორიებით, ამბებით, რომლებსაც სხვაგან ვერსად მოისმენ, ვერ წაიკითხავ, მხოლოდ მათგან შეიძლება მივიღო, ადამიანები, რომლებიც სატელეფონი წიგნების პერსონაჟებშიც ხედავენ ამბებს და დავდივარ ასე აღფრთოვანებული სრული იდიოტივით.
ამას წინათ ვკითხულობდი შრომებს რა განსხვავება იყო ქართველი მთიელების ხატსა და სალოცავს შორის. რამდენიმე თეორიას შორის ერთი დაწინაურდა, სხვა ფილოლოგთა წყაროები დაისაბუთა და თქვა, რომ მათ შორის ისეთივე განსხვავება იყო, რაც გვარისა და წმინდანთა სიმბოლოებს შორის. თურმე ადამიანებს მთელი ცხოვრება წიგნებში გაუტარებიათ იმის გაგებისთვის, რაც მე დაბადებით ვიცი: აწიე ტაკო წიგნებიდან, წამოდი, ჩემთან სოფელში წაგიყვან, იმ ოჯახში, სადაც ჯერ კიდევ გვყავს მორიგე ღმერთი, ჰაერს ჩაყლაპავ, გლეხებს დაელაპარაკები, სუფრაზე გასწავლიან იმას, რასაც ცხოვრებას უძღვნი, და მერე იმ დროს მნიშვნელოვან საქმეებს მოახმარ. არ მესმის ფოლკლორის სახლიდან შესწავლა.
ჩემთან მოდის უცნობი და მეუბნება, რომ, სიტყვაზე, გიორგი ჰქვია. მე ამ დროს მახსენდება ამ სახელის წარმოშობის ლამის მთელი სამას სამოცდახუთი ვერსია, მახსენდება თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც ეს სახელი ჰქვია, ბოლოს მოსმენილი მათი ცხოვრების ისტორიები, შეძლებისდაგვარად, მათი მეზობლებისა და მეგობრების, სოფლები, სადაც არც ერთ მცხოვრებს არ ჰქვია ეს სახელი ცრუ რწმენის გამო, რომ მორიგე ღმერთმა ბავშვი კონკურენტად არ აღიქვას, არ მოკლას, და თუ რაღაცა არ მახსენდება, სიმწრით ვიძაბები. რა თქმა უნდა, ხშირად ვერ ვიხსენებ. ამის შემდეგ კი სიმწრით ვიძახი: – სასიამოვნოა, – მგონი ავად ვარ. უნდა მოვდუნდე.

7 responses to “ხურდაში მოყოლილი ამბები

  1. გააჩნია საიდან შეხედავ: ბევრი შეიძლება იყოს much და many-ც, ანუ კვერცხიც და ქათამიც, ისევე, როგორც გააჩნია ადამიანს, არის იგი much თუ many ჩემთვის.

  2. კკკ არგი )) ზოგადად, როცა ვამჩნევ რომ ასეთ დეტალებში “მქექავენ” და იმის მიხედვით მიპირებენ განსჯას, ძალზე შემაშფოთებელია.
    პრინციპში. ნუ კაი )))

  3. შენს პოსტრს რომ ვკითხულობ, ვფიქრობ, რამდენი რამე შეიძლება იცოდე. ალბათ ძალიან ბევრი. შენი ხურდა ჩვენს ოქროს სჯობს. რამდენჯერმე წაკითხვის მერეც ვეჭვობ, მივხვდი თუ არა, რისი თქმა გინდოდა. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რომ ძალიან მიყვარხარ.
    წარმატებები

  4. მადლობა, ეველინ, ვიცი არა, უფრო მატრაკვეცა ვარ) სულ ვცდილობ, გავამარტივო წერა, მაგრამ არ ვიცი როგორ. ერთხელაც გამომივა.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s