ქალი, რომელიც მიატოვეს

”ქალი, რომელიც მივატოვე,
ნეტავ სად არის,
ან ვისთან არის.”

მარიტა მიცუ დამჯერი გოგონა იყო.

აი, რომანტიკულ ფილმებს რომ უყურებს და კინოვარსკვლავების პლაკატებით აჭრელებს ოთახს.

ღარიბია. არც ახალი ტანსაცმლით გაანებივრებს თავს, – თავიდანვე შეჩვეულია სურვილთა დათრგუნვას. ერთი დღეც რომ არ იმუშავოს, – შიმშილით მოკვდება. სხვის მაგივრადაც მუშაობს.

ეუბნებოდნენ, ღმერთი ცუდ გოგოებს სჯისო და ისიც კარგად იქცეოდა. ანუ არც ქურდობდა და არც იტყუებოდა. არც დედას შეპასუხებია. მეტიც, როცა იგრძნო, დედინაცვალს აწუხებდა, სოფლიდან ტოკიოში გადასახლდა. მეტი რა ექნა.

ტოკიოში ბევრი ხალხი ცხოვრობს. ქვეყანა კაპიტალისტურია. არც ეშმაკია რქიანი, რომლითაც ბავშვობაში აშინდებდნენ. მეტიც, სიმპათიური ტიპია და უნივერსიტეტში სწავლობს. ნაგასიმა ჰქვია. ნაქირავებ ბინაში ჯგუფელთან რომ ცხოვრობს, გაურეცხავი საცვლები აცვია და ოთახი მტვრით აქვს სავსე. (შეგიხედავთ ალბათ ორი უცოლშვილო, მარტოხელა კაცის ბინაში, ერთმანეთის ხალათები რომ აცვიათ და გასარეცხ ტრუსებს ხელმეორედ იცვამენ, ეგეც ისეთია).

მერე რა რომ მარიტა მახინჯია, მსუქანი, გაცვეთილი კოფთა და ფეხსაცმელი აქვს.

მერე რა, რომ საზოგადოებაში ვერ გამოიყვან, მოსატყვნელად მაინც გამოდგება.

თუ ხალხს ორ ნაწილად დავყოფთ: ვისაც აჯვამენ და ვინც აჯვამს, – მარიტა ნაჯვამია.

თუ ქალებს ორ ნაწილად დავყოფთ, პირველში შევლენ: ვინც უყვართ, ცოლად უნდათ და ზედმეტს არ შეჰკადრებენ, მეორეში კი – მეძავები და სხვა მახინჯი გოგოები, – მოატყუო, გაჟიმო და გადააგდო.

ჰოდა, მარიტაც მოატყუეს. მიყვარხარო, უთხრეს. საკუთარი ავადმყოფობაც მოიმიზეზეს. იწუწუნეს, არავის ვუყვარვარო. ქალთა ემანსიპაციასა და სიყვარულზე ესაუბრნენ, როცა თავადაც არ სჯეროდათ. იძალადეს.

მარიტა მიცუ შეყვარებული იყო. პატარა მკერდზე რომ ეხებოდნენ, ისე მოსწონდა.. ჰოდა გაჟიმეს. თანაც ისე გაჟიმეს, მის მსუქან ბაყვებზე გული ერეოდათ, კოცნის დროს თავს დამცირებულად გრძნობდნენ: გაჭირვება მანახეო.. და გაქრნენ.

მარიტა მიცუ ალალი გოგონა იყო. უეჭველი რაღაც შეემთხვა და დამირეკავსო.

მარიტა მიცუ იაფფასიან სიმღერებს მღეროდა.

მარიტა მიცუ ერთგული გოგონა იყო. ხელს არავის აკარებინებდა, ნაგასიმა მომაკითხავსო. ნაგასიმამ ცოლად ლამაზი, დახვეწილი და ქალიშვილი გოგო შეირთო. ნუ ალაგ-ალაგ მეძავებიც ყავდა.

მარიტა კი ისევე ბავშვად დარჩა. არ მალავდა სიხარულს როცა უხაროდა, არ ფარავდა ცრემლს უბედურების დროს.

ტოკიოში მაშინაც ბევრი ხალხი ცხოვრობდა. იფასებდნენ თავს. სულ იფასებდნენ. მარიტას კი რომც დაეფასა, უფრო გადაავიწყდებოდათ.

ტოკიოში დადიოდნენ ერთნაირი, ერთმანეთის მსგავსი ადამიანები.

2 responses to “ქალი, რომელიც მიატოვეს

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s