როდისმე ნისლში დაგილევია?
უღრან ტყეში ფოთლების გუნდაში რომ ჩასხდებით, და ბოთლიანი ხელები გიჩანს როგორც ჰორიზონტზე დანახული უღრანი ხეები, როგორც მანქანის ჩაორთქლილი მინები. იორთქლებ, რომ შემატო ხელებს ნისლები.
თეორია მაქვს: ნაღველს იმდენი სითხე უნდა დავუმატო, რომ აორთლდეს. ბოღმიანი ქალების შედედებული ნაღველი დავალბო და ფრიი.. გავქრეთ.
ნისლშიც დამილევია და წვიმა-თქეშშიც.
მაინც არაფერი იცვლება
არც ცოტა ხნით?
ხო, ალბათ კი, მაგრამ იმასაც მოგვიანებით ვაცნობიერებთ, როგორც წესი.
საუკუნეა არ დამილევია ისე, როგორც “ახალგაზრდობაში” :დ
ჟიპიტაურის ქალღმერთი ვიყავი ერთი პერიოდი. ხო გაგისინჯავს? საძაგლობა რამეა, მაგრამ მაინც ყველაფერს ჯობია.
მე მგონია, ცოტა ხნით ყველაფერი იცვლება.
ამ ბოღმიან ქალებს კიდევ როგორ უნდა დავეხმაროთ, არ ვიცი, ისე მეცოდებიან ზოგჯერ.
დამილევია და დამიმზადებია კიდეც, ძირნაყარი ქლიავებითა და ვაშლებით. მნიამ.
ჰო, სმა არის ერთგვარი “ყმაწვილქალობის” პროცესი. როცა “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნის”. თორემ მერე იმდენი პასუხისმგებლობაა..