ალბათ შეუძლებელია რექტიფიკაცია გიტაცებდეს დეტექტივობანას გარეშე. არის ამაში რაღაც შერლოკ ჰოლსმური, როცა იმის ნაცვლად, რომ დაბადების დროის მიხედვით ადამიანი გაიცნო, პირიქით, მიზნად დაბადების დროის გაგებაა ადამიანის ცხოვრების მიხედვით. რექტიფიკაცია, ძირითადად, დაბადების ზუსტი საათის არ ცოდნის შემთხვევაში გამოიყენება და, ვფიქრობ, სპორტული მოსაზრებითაც საინტერესო უნდა იყოს.
მაგალითად, თუ დაბადების საათი ვიცით სადღაც ორი საათის სხვაობით, რუკაზე მათ საშუალო საათს ვაყენებთ; ვიცით, რომ ადამიანთა თვისებებზე, ძირითადად, პირველი რვა სახლი/ნიშანი მოქმედებს; ბავშვობაში მამის აღმზრდელობით დანაკლისზე მზე, პლუტონი ან სატურნი მეთორმეტე სახლში მიუთითებს; სისხლთან (ქირურგია, სამხედრო საქმე) დაკავშირებული პროფესიისას ემცესთან მყოფი მარსი მოვნიშნოთ და სხვა.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი მაინც ქორწინებაა, მითუმეტეს ქორწინებამდე ქალწული წყვილის შემთხვევაში და შვილების გაჩენა განსაკუთრებით ქალის ჰოროსკოპის შედგენისთვის, და უფრო განსაკუთრებით პირმშოსი. თუ განქორწინებაზე მიუთითებს ტრანზიტული სატურნისა ან პლუტონის ნათალურ მეშვიდე სახლში გავლის პერიოდი, დაბადების საათი მის პარალელურ საათზე მოინიშნება.
ზოგადად, რექტიფიკაციისას განსაკუთრებით აკვირდებიან სატურნის პოზიციას და თვლიან, რომ განსაკუთრებით მათ გამოსდით მათი გამოკვლევა ან მათ რუკაზე სათანადო წერტილების დასმა, როცა ჰოროსკოპში ეს პლანეტა ძლიერი გავლენითაა. თუ ვინმემ მოყვა, რომ თავისზე მაღალ სოც. საფეხურზე მდგარი კაცი გაიცნო, შეიძლება ტრანზიტული იუპიტერის დესცედენტთან გავლის შემთხვევა მოვნიშნოთ ან პლუტონის შესვლა დაბადების საათის მომენტში, – გააჩნია მათ შორის დაწყებული ურთიერთობის ხასიათს. ამ მიდგომებით დაისმევა სიმბოლოები რუკაზე და საბოლოოდ დაბადების მომენტში დახაზულ ზეცას მივიღებთ.
აქედან შეგიძლიათ წაიკითხოთ ასტროლოგიური სახლების გამოთვლის სისტემა.
აქედან შეგიძლიათ წაიკითხოთ რექტიფიკაციის წესები რუსულ ენაზე: Agafonov-Rektifikaciya.
აქედან შეგიძლიათ ჩაიტაროთ ტესტი: წაიკითხეთ ინსტრუქცია, საათის არ ცოდნის შემთხვევაში მონიშნეთ +-12, ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი თარიღები და პროგრამა მიახლოებით დააანგარიშებს.
რა მაგარია!!! ამაზე პირველად გავიგე ^^ უნდა ჩავუჯდე გემრიელად. ზუსტად პასუხობს შენი პოსტები იმას, რაც კონკრეტულ პერიოდში მაინტერესებს, რაზეც კონკრეტულ პერიოდში ვფიქრობ 🙂 ძალიან მაგარია.
ექნება ამასაც რამე სინასტრიული ახსნაც:)
ეს კარგად ვერ გავიგე.
დიდად ვერ დავინტერესდი ზოგადად ჰოროსკოპით.
არა და როგორ გხიბლავს წაკითხული წიგნების მიხედვით ცხოვრება, მიკვირს მითოლოგიური ღმერთების მიხედვით რომ- არა.
იცი რა, ამ შემთხვევაში თავიდანვე ვერ გავერკვიე, არადა, სვტიცხოვლის და სხვა ჰოროსკოპები ვისწავლე. არა, ვტყუი. ზოგადად ის იდეა მაღიზიანებს, რომ სადღაც რაღაცის მიერ ჩემი პიროვნება გაწერილი და დაგეგმილია :დ
სვეტიცხოვლის ჰოროსკოპი?
ზოგადად, ზღუდავს თუ არა ასტროლოგია ადამიანის თავისუფალ არჩევანს, ეს უკვე იმ რელიგიაზეა დამოკიდებული, რომლის გავლენის ქვეშაც ექცევა. მაგალითად, მართლმადიდებლობის შემთხვევაში არ შეზღუდავს, რადგან ღმერთი თავისუფალ ნებას ანიჭებს. თუმცა სრულიად თავისუფალი ადამიანი არც ერთი რელიგიის შემთხვევაში არ არის, ქრისტიანობის ოპოზოცია რომც ავიღოთ “იმასაც” კი აქვს წესები. გამოსავალი ალბათ სრული უკარმო, უმიზან-შედეგობრივი ანარქიის აღიარებაა.
ხო, ზოდიაქო უნდა მეთქვა: http://www.orthodoxy.ge/skhva/zodiako/zodiakos_rkali.htm
ამიტომ შევქმნათ საკუთარი რელიგია, 1 კაცისთვის :დ
მანდ ყველაზე მეტად ფალოსის გამოსახულება მომწონს ხოლმე :დ
ეგ აღარ მახსოვს
თუმცა რორშახს შეუძლია რომ შემედავოს.