დაკარგული ულვაშის ძიებაში

ერთი ინდიკატორი, რომ თანამშრომელს ჩემი ამ ბლოგთან კავშირის შესახებ გაეგო, საკითხავში მონიშნული მარსელ პრუსტი გახლდათ, – ამდენი დამთხვევა შეუძლებელია, აბა სხვა ამას ვინ წაიკითხავდა. შეგმთხვევია, რომ გოგოები ვისკით დათვრებით, სარკესთან იტრიალებთ, წვეულებაზე წახვალთ, სანაძლეოს დადებთ, რომ ჩიფსებს ის იკისრებს, ვინც ყველაზე სიმპათიურ ბიჭს გაიცნობს და მისი სახელიც კი ეცოდინება?! ასეთ დროს თემის ამტეხიც ვარ და დამარცხებისთვის განწირულიც, რადგან ვინმესთან საცეკვაოდ გაპრანჭვაც კი ჩემგან იმდენ ფსიქიკურ ძალისხმევას მოითხოვს, მონოტონური ხმაური ჭკუიდან მშლის და ივენთებიდან ორ საათში გავრბივარ. გზაში ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ბუზისტოლასავით დარჩენილი კლუბი, მატლები რომ დაპატრონებოდა და ზოგიერთებს მუცლებში შესძრომოდათ და, რაც ყველაზე საინტერესოა, როგორ გაერთობოდა მარსელ პრუსტი, უელსთან რომ ემეგობრა, მანქანები გაეცვალათ, სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ეტარებინა და ამჟამინდელ თბილისში აღმოჩენილიყო შუბლზე ჩამოკონწიალებული ღერა ჩოლკითა და ჰიპსტერული ულვაშით, სავარაუდოდ, რომ დაეთუთქა ცხელი ჩაისგან.

ერთგან გილბერტ ადერმა გააზვიადა, წაიკითხეთ პრუსტი და თქვენ სხვა რამის კითხვა არ მოგიწევთო. მაგრამ პრუსტმა ხომ იმდენი წიგნი დაწერა, ჯერ მარტო “დაკარგულ დროებში” დანტეს საიქიოს წრეები მატერიალურ სამყაროს მოარგო. მე კი მისი კითხვა ბოლოდან დავიწყე, ილუზიით, რომ საინტერესო იქნებოდა, – სოდომი და გომორის გამოქვეყნების შემდეგ, მარსელი გარდაიცვალა. კითხვა ორი მიზეზის გამო დავიწყე, როცა მამარდაშვილმა დაკვირვება ექსტრა და ინტრო მოვლენებად დაყო და დედიკოს კირჩხიბ ბიჭუნას შინაგანი დაკვირვება მიაწერა, მის გონებას ტყავიდან გამოძვრომა არ სჭირდებოდა, რომ აღექვა და აღქმული სამყარო მასშივე რჩებოდა. მეორე მიზეზი მისი ასთმური სუნთქვა იყო, ადამიანი, რომელშიც ჰაერი ცოტაა, მძიმდება.

კითხვის პერიოდში მეცხრამეტე საუკუნის მწერლურ-კრიტიკოსთა დუელებზე წარმოდგენა შევიქმენი, თავიანთი სეკუნდანტებითა და ბასრი პეროებით. შეიძლება ითქვას, თამაშში იმდენად ჩავერთე, თანმიმდევრობით განვიხილავდი ყოველ კრიტიკულ წერილსა თუ პროზას ჟიურის ორსაუკუნოვანი სართულიდან. მენტალური დუელები ჯერ კიდევ პაპიუსის კითხვიდან შემიყვარდა. როცა დაწვას გადარჩენილი ჯადოქრები ერთმანეთს ჰიპნოზის თუ სხვა ეშმაკის მანქანებით ებრძოდნენ. პრუსტის შემთხვევაში კი ბასრმა პერომ, როცა ფროიდული გათავისუფლება ხდებოდა, ავტორი დეკადენტური რომანის ფუძემდებლად აქცია. ეს ამბავი შეიძლება იქიდან დაიწყო, როცა ექიმმა მამამ ათი წლის მარსელს ონანიზმისას წაასწრო და ათიოდე ფრანკად პარიზულ ბორდელში მიიყვანა, მარსელმა კი აღმოაჩინა, რომ პანსიონატში “ქამინ’ აუთი” უნდა გაეკეთა და თანამოსწავლე ბიჭუნას სიყვარულში გამოუტყდა. მშობლების სიკვდილის მერე ჯერ გეი ბურჟუები შემოიკრიბა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება ჰომოსექსუალთა ფსიქოლოგიურ თუ ბიოლოგიურ ანალიზს, მათი ორგიების დაკვირვებას დაუთმო, ცხოვრების ბოლოს კი მაღალ სოციალურ ფენებს ბორდელის კაცები არჩია. სიყვარულით კი ასთმიანს, არ გამიკვირდა და, ჰაერის კაცი უყვარდა, – ალფრედი ერთ-ერთი პირველი მფრინავი იყო, აეროპლანის ავარიისგან რომ დაიღუპა. რა ლამაზი სიტყვაა ქართულად ას-თმა, თითქოს ასი თმა გაქვს ფილტვებში.

“სოდომი და გომორი” ალფრედ დე ვინის აზრით იწყება ლექსიდან “სამსონის ბრაზი” და მთლიანი რომანი მდედრობითსა და მამრობითს შორის სხვაობებზეა აგებული, მარსელი თავს ქალებისგან სხვა ქალაქში მცხოვრებად მიიჩნევს. მარტო ქალური საწყისის პოეზიის მეტაფორასთან შედარება განსაზღვრავს ღმერთის მამრობით საწყისად გაგებას. მთელი წიგნის განმავლობაში ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ყვავილთა ურთიერთობების კითხვა იყო, რომელიც მეტერლინკის, დარვინის და ფრანგი ბოტანიკების ნაშრომებიდან აეღო. სამაგიეროდ, ერთი რომანით ვერ შევძელი დროისა და ხანგრძლივობის სხვაობის ნახვა, ძილში ამოჭრილი დრო განვიხილო, როგორც უსარგებლო ხვრელი კაბაზე თუ დაკარგულ ნაჭრად. ანუ ის, რაც ემილ ზოლას დააკლდა, ყოფიერების ეზოთერული გაგება, მარსელთან ცხოვრების წესებს წარმოადგენს. ამიტომ სახლში მიმავალ გზაზე მენ რეის ცნობილი ფოტო მახსენდებოდა, დაკარგული ქვეყნის მპოვნელი მარსელ პრუსტი.

sur_11g

7 responses to “დაკარგული ულვაშის ძიებაში

  1. პირველი აბზაცი წავიკითხე სიამოვნებით 🙂 ისეთი ნეტარებით რომ მუცელში მატლები კი არადა პეპლები ამიფუთფუთდნენ :დ ( ძლივს მარტივად აღსაქმელი, უშუალო ენით დაწერილი ტექსტი) დანარჩენი ჩავიკითხე და ახლა ვფიქრობ შემდეგს : რას უწოდებს პაკ ჩალანიკი ადამიანს, რომელმაც არა მარტო წაიკითხა პრუსტი, არამედ განიხილა და ბლოგპოსტი მიუძღვნა :დ :დ

  2. ადრესატიც გამოჩნდა. 🙂 საქმე რაშია:
    1) მუცელში შენმა პეპლებმა მატლისა და იგავის ამბავი მომაგონა, რასაც გიკითხავდი და მაფიქრებინა, რომ ჩემს მოძღვრებას ფუჭად არ ჩაუვლია, გათავისუფლდნენ 🙂
    2) გავითვალისწინებ :დ

  3. 1. არ გათავისუფლდნენ თუმცა შემსუბუქდნენ :დ ანუ სულ ფუჭად არ ჩაუვლია 🙂
    2. შიშების დაძლევის თემის წამოწევამ გენიალური აზრი მომაწოდა, ხვალ სიურპრიზს დაგახვედრებ :დ :დ

  4. შეიძლება არ გეშინია მაგრამ ეს არ გიცავს :დ ეს მინიშნება იყო :დ ადრე მოდი რომ პირველმა ნახო. 😉

გამოთქვით აზრი