როცა ვინმე მეკითხება ტელეფონის ნომერს, და ვპასუხობ, რომ ტელეფონი არ მაქვს. რატომ-ღაც არავინ მიჯერებს. რეალურად კი, მაქვს სამსახურის ტელეფონი სამსახურის ნომრით, მაგრამ იმასაც უკვე ძირითადად სამსახურში ვტოვებ ასევე სამსახურეობრივი მიზეზების გამო ბოლო კვირებია. და ისიც, მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ჩაკეტილმა წრემ თუ იცის. დაახლოებით ათმა ადამიანმა, ვინც იცის ჩემი სამუშაო ადგილი.
არა და შეიძლება მომწონს ეს ადამიანი ან მჭირდება მასთან ურთიერთობა. ვფიქრობ, სხვა ალტერნატიულ ვარიანტს შემომთავაზებს ან შევთავაზებ საკონტაქტოდ. და აი, ისიც მეკითხება: “ფეისბუქში როგორ ხარ?” “არა, არც მანდ ვარ”. ჰგონიათ, რომ ვატყუებ და გარბიან. ან რას ვერჩი, არც ჩემს არსებულ კონტაქტებს სჯერათ, რომ ისინი ბოლო ადამიანები არიან ვინც გავიცანი, ბოლო მეგობრები, შეყვარებულები თუ გაცნობილები იყვნენ.
შეიძლება მობილობის შიში მაქვს, კონტაქტისთვის ხელმისაწვდომობის. უფრო სწორად, როცა სხვები არიან მუდმივად ხაზზე. შეიძლება ექშენია, რომ ყველა ზარს მხოლოდ გარკვეულ საათებში ვუპასუხო, ხოლო დილით სამსახურში იმედით მივდიოდე. შეიძლება ურთიერთობები იმდენად მომბეზრდა, სამსახურეობრივი ვალდებულება რომ არა, ტელეფონს არც კი გავეკარებოდი. ალბათ ყოველი პასუხია სწორი, იმის მიუხედავად ,გამორიცხავენ ერთმანეთს თუ არა.
ასევე ვცდილობ დარეგისტრირებულიც არ ვიყო ჩათისთვის განკუთვნილ სოც ქსელებში (ვაიბერი, ტელეგრამი) და მხოლოდ დისტანციური კონტატაქტის ნეტით შემოვიფარგლო (ტვიტერი, ლინკინი და ა.შ.). და აი, როცა ვიზიტორთა ცენტრში დავრეკე სასურველი ტურის დასაჯავშნად, ოპერატორმა ბოდიში მომიხადა, ერთ ადამიანზე არაფერს ვჯავშნითო, ტური თავად ააწყეო. მერე იწვალა და არსებულ ტურებში ჩემი ჩაკვეხება სცადა, ცდილობს და, სავარაუდოდ, მომავალშიც უშედეგოდ ეცდება.
მივხვდი, რომ მარტოობა ძალიან ძვირია, ყველა პიცერიაში ხომ არ იყიდება პიცა ნაჭრებად, გჭირდება პარტნიორი ჭამაშიც და ფინანსებშიც. გადავწყვიტე ჩემი გასაჭირი მეგობრისთვის შემეჩივლა და ფსიქოლოგთან წავედი.
ჰო, კაი, ვიცი, დასაცინი ვარ, მეგობრულ ამოთქმაში რომ ფულის გადახდა დავიწყე. ოღონდ ჯერ თხუთმეტმა ფსიქოლოგმა მითხრა უარი მიღებაზე დაკავებული განრიგის გამო და მეთექვსმეტე დამთანხმდა. თან ქალაქში ცნობილი ექიმია და მაინტერესებს ვინ კურნავს თბილისს ასეთი. მთელი დღის ნამტირალი ვარ, დავდივარ სათვალით, მხრებზე პლედი მაქვს მოხვეული, განვიცდი, რომ სასურველ ტურზე უარი მითხრეს და რას განვიცდი.
ფსიქოლოგთან ვიზიტის ნომერ პირველი წესია: თუ ფსიქოლოგს რეზიუმეში იუნგის მეთოდიკით მუშაობა უწერია, გადამკვდარი მორწმუნეა, სასულიერო დაამთავრა და კაბინეტი წმ. პანტელეიმონის ხატებით აქვს სავსე. პანტელეიმონი ექიმი წმინდანი იყო. და ვაი თუ წამოგცდა სიტყვა “სექსი”.
უფრო სწორად, არც კი წამომცდენია, ოფიციალური კითხვარის შევსებისას, სახელიო, გვარიო, რამე მედიკამენტებს თუ იღებო და, გამახსენდა, რომ შვილოსნობასთან მაქვს პრობლემა, ჩემი ბიოლოგიური საათი ჩასახვის გარეშე იწურება და ეგ აღვნიშნე. და კაცი ჩაირთო: ოჰ, ეს ექიმებიო, რაო? სექსი გექნებაო და მოგეშვებაო? არაფერი მაგათმა არ იციანო, – ჩემს ექიმებს ლანძღავს თუ ფროიდს ვერ ვხვდები. მეთქი, ეგ არ მითქვამს, ბატონო, ეგ სულაც არ არის ჩემი სანერვიულო თემა, – მაგრამ აღარ მისმენდა.
ვუთხარი, რომ ძველ დროს პრობლემა მქონდა კრიტიკულ ფაზაში გულის წასვლასთან და მახსოვრობის პერმანენტულ დაკარგვასთან. და აუცილებლად მჭირდება აღდგენა დაკარგული ფაზლის ნაწილების. რადგან ჩემს მომავალ გადაწყვეტილებებთან ინფორმაცია შეიარაღების ექვივალენტია.
კარგიო, ტესტს გაგაკეთებინებო. და ფეისბუქში რომ ბუზზ ტესტებია, იქიდან ერთ-ერთი შემავსებინა. მწვავე დეპრესიის პირველი სტადია გაქვსო, ხვალ მოდი, სიზმრები მომიყევიო. ნამდვილად ვიცი, რომ დეპერსია არ მაქვს, ინტერესებით სავსე ვარ და სასიხარულო ამბებიც მახარებს, მაგრამ ეგ ტესტმა არ მაპასუხებინა.
მოკლედ, გადამახდევინა, ზუსტად 12 წუთში 50 ლარი. და თუ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, წამომიდგენია დღეში რამდენ ფულს აკეთებს. უკან გამოსვლისას უკვე სიცილისგან ვტიროდი და ჯობს.გეზე ფსიქოლოგის ვაკანსიას ვეძებდი. მშვენიერია, იუნგი მეც მაქვს წაკითხული, და არა მარტო. ბუზ ტესტების ამოპრინტერებას რა უნდა და ჭორაობა მეც გამომივა. ნამდვილად ასეთი ფსიქოლოგი უნდა შემხვედროდა რომ გავხალისებულიყავი ერთ სეანსში.
რამდენიმე წელია გადაწყვეტილი მაქვს მივიდე ფსიქოლოგთან და ვერც ამას მოვაბი თავი. 1 კვირის წინ თავიდან დავიწყე ფსიქოლოგის მოძიება, ამ თემას ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდები. გავეცანი კლინიკების საიტებს, ფორმუზე ვნახე ინფორმაცია და საბოლოოდ მაინც ვერ შევარჩიე ისეთი ვისთან მისვლასაც გამართლებულად ჩავთვლიდი. პოსტიდან გამომდინარე შესაძლოა არც ღირდეს.
მე წამლების დანიშვნა მინდოდა და სპეციალურად ისეთი შევარჩიე, ვისაც ევალება.
სხვა რჩევას მოგცემ: ფსიქოლოგები კვირაში ერთხელ ჯგუფებს ქმნიან პაციენტებისთვის. უფასოა, შეგიძლია მიხვიდე და დაზვერო სხვა პაციენტებს როგორ კურნავენ.
ახლა ქოუჩია ყველაზე ტენდენციური ჩემს ნაცნობებში ფსიქოლოგზე მეტად. პირად მწვრთნელს ქირაობენ პირები რომ თავიანთი პოტენციურობა შეიფასონ მესამე პირისგან და შეაგულიანონ.