რას ნიშნავს ჩემთვის სოლო მგზავრობა?!

eat-pray-love.jpg

ბევრი მხატვრული ფილმი არ ვიცი მარტო მოგზაურობაზე. ამჯერად, ჯულია რობერთსის სასიყვარულო ჭამა და ლოცვა (Eat Pray Love) მახსენდება. რომანტიკულ ურთიერთობებს განდეგილად ყოფნით რომ გაურბის ბალანსის მოსაპოვებლად და ამ მგზავრობისას ახალ რომანტიკულ ურთიერთობას რომ იპოვნის იდეით, – უნდა დაკარგოს ბალანსი, რომ ბალანსი იპოვნოს. ანუ პერსონაჟის ასკეტიზმმა შედეგი არ გამოიღო, ლაბირინთში აღმოჩნდა და იქ მივიდა, საიდანაც იწყებდა.

feature_oneWeek

მაგალითად, ფილმში “ერთი კვირა” (One Week) ვხედავთ მარტო მოგზაურ მოტოციკლეტიან მამაკაცს კანადის ტრასებზე. მისი მოგზაურობის მიზეზი სასიკვდილო დიაგნოზია და სურს ცხოვრების ბოლო ეტაპი რუკის გახსნაში გაატაროს. მოგზაურობიდან კი ისეთი ტრანსფორმირებული და ბრძენი ბრუნდება, რომ მაყურებელს მგონია, ასეთი ადამიანები უნდა მოგზავრობდნენ.

the-way-movie-poster2

ფილმში “გზა” (The Way) მთლად მარტო მოგზაურობა არ ჩანს, მაგრამ იდეალური მიზეზია მგზავრობის დასაწყებად. პენსიონერი მამაკაცი მოლაშქრე შვილის დაღუპვის მერე შვილის გზის გავლას გადაწყვეტს, ელემენტარულად იმიტომ, რომ შვილის საფლავი ნახოს. ეს რეტროგრადული მგზავრობა მშობლიდან ნაშიერისკენ დეგრადირებულზე მეტად ევოლუციური მეჩვენა.

არ ვიცი რატომ მოსწონთ მოგზაურებს Into the wild-ის პერსონაჟი. მესმის, რომ ფილმის კრისი რეალური კრისისგან შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგრამ მხოლოდ პერსონაჟისგან რომ ვიმსჯელო, ეს ბიჭი იყო თინეიჯერობაში დარჩენილი შტერი. მშობლების ყვირილი არ გავიგოო და ალიასკაზეც წავალო. ანუ იმდენად ამბიციური, რომ ეგონა საზოგადოებრივი მიღწევები ცალმხრივად სიბოროტეა და ერთი ინდივიდი შეძლებდა თავი გაერთმია ნადირობისთვის, მზარეულობისთვის, ბოტანიკისთვის, მედიცინისთვის და ა.შ. ანუ ერთი ადამიანი ქცეულიყო მთელ საზოგადოებად, იქ, სადაც ერთიანი სისტემაც ვერ გაართმევდა თავს. ტიპური ზოდიაქოთი ლომი. ან მისი ე.წ. “ჯადოსნური ავტობუსი” სადაც თავი შეაფარა, ხომ სხვა არაფერია თუ არა მისთვის საძულველი სისტემის ნაშთი. სიკვდილის წინ კი გაუნათდა გონება და, – ბედნიერება მხოლოდ მაშინაა ნამდვილი თუკი ზიარდებაო, – დღიურს მიაწერა. მიხვდა, რომ პასუხისმგებლობაზე დამყარებულ ურთიერთობაში ცუდი არაფერია, გააჩნია მისი გამოყენების ხერხს. ახლა ვიღაც სვანს რომ ეს ფოტო გადაეღო ხომ ინტერნეტში ცხოველთა დამცველები ჯვარზე აცვამდნენ.

Christopher McCandless

მსგავსი აზრი მაქვს “ველურის” (Wild) პერსონაჟზეც. გოგომ რა ცოდვაც არსებობს ცხოვრებაში ყველაფერი დაუშვა, შვილის მოშორების ჩათვლით. რა ეგონა, გაიქცეოდა ფეხით სახეტიალოდ და პრობლემები დაულაგდებოდა? სანამ ფინიშს მიადგებოდა კიდევ ნორმ პერსონაჟი იყო, მაგრამ ბოლოს იძახის: ახლა მომეტევება თუ არა ცოდვებიო. ასეთი მოლაშქრეები ლაშქრობას სახელს უფუჭებენ, რადგან ვიღაც სხვა თუ ბუნებაში მიდის, სტერეოტიპულად ჰგონიათ რომ ეს ტიპიც საკუთარ თავს გაურბის, მაგრამ საბოლოოდ ვერ გაექცევა, რადგან პრობლემები თავში აქვს და მსგავსნი. თან სასაცილო ისაა, რომ საკუთარ პრობლემებს გამოქცეული მთელი გზა ისევ პრობლემებზე ფიქრობს. მაგალითად, “მე ფემინისტი ვარ, კაცებივით ვიქცევი, ქმართან არ ვწვები და სხვებთან ვჟიმაობ” ფრაზები.

01-cheryl-strayed-2.nocrop.w529.h327

აი, სამაგიეროდ, Track-ის გოგოზე შეყვარებული ვარ. დაისახა მიზანი, იწვალა, იშრომა, იმედები გაუცრუვდა, დანებება მოუნდა, მაგრამ საბოლოოდ პროცესისგანაც მიიღო სიამოვნება და შედეგისგანაც. აი, ასეთი ადამიანები მიხარია გზებზე. თუგინდ მიზანთროპი მექლემე. პლუს ლამაზი სურათები გამოუვიდა ნაციონალურ გეოგრაფიას.

image (1)

natgeotrack

image

10 responses to “რას ნიშნავს ჩემთვის სოლო მგზავრობა?!

  1. კი, პირიქით, საკუთარ თავთან ერთად მარტო მოგზაურობაა სწორედ რომ ბრწყინვალე. მეც, ბოლო გოგო მომწონს.

  2. ჰო, უბრალოდ, ისეთი შთაბეჭდილებები მივიღე, რომ ვერაფერი დავწერე :დ მარტო ფოტოებს ხომ არ ავტვირთავ-მეთქი, კი ვფიქრობდი…

  3. ჩშშშ… into the wild-ის მხარდამჭერთა გილდიის წევრებმა არ გაგიგონ, რომ მიწასთან გაასწორე ის ბიჭი :დდ

  4. მეც რობინი მომწონს ყველაზე მეტად. ძლიერი გოგოა.
    იმ ავტობუსში სულამომხდარ ბიჭზეც გეთანხმები ნაწილობრივზე მეტად :))

  5. გამოხმაურება: ტედი და ალეკსეი ციმბირში | Merz AnnA Blume

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s