მეთევზეებმა იციან, რომ მათ ხელობას წმინდა პეტრე მფარველობს, ქრისტეს, როგორც ცნობილი მებადურის მოწაფე და მეთევზე, ის, ვინც თევზებს გადააქცევს ოქროდ და სურვილებს აისრულებს. ზღაპარში, სადაც მებადურესა და მის მეუღლეს სახლი ედგათ, ზღვასთან ახლოს იყო, ანუ სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე, თევზაობა კი წყალში ჩაუსვლელად ჩაღრმავებას განასახიერებდა. იმ ლოგიკით, რომ ბრძენი ისაა, ვინც სიცოცხლეშივე აიღებს იმას, რასაც სხვები _ სიკვდილის მერეო. ეს ზღაპარი ეზოთერიკის მატერიალური მიზნებისთვის გამოყენების სიმბოლოა. ცხოვრების მანძილზე ისეთი ბერებიც მინახავს, რომლებმაც სახლი და ქონება დატოვეს და ღმერთის (უფრო სწორედ, შესაწირის) ხარჯზე იწყებენ ცხოვრებას. ისეთი მრევლიც, ტაძრის აშენება ძვრიფასი ქვებით მიზნად რომ გაიხადეს. მაგრამ ამჯერად, მსოფლიოს რამდენიმე აორდინალური ქრისტიანული ტაძარი დავათვალიეროთ, სულიერებასთან ერთად არქიტექტურით რომ გაითქვა სახელი, მკრეხელობაში არ ჩამითვალოთ და სიამოვნებით ვიცხოვრებ ასკეტიზმით:
ჯერ მეზობელ მოსკოვში წავიდეთ და წმინდა ვასილის მრგვალგუმბათიან კათედრალს შევისწავლიდი, სამყაროს შექმნის შვიდი დღის გავლენით რომ ააგეს ივანე მრისხანეს ბრძანებით ყაზანის სანახოზე გამარჯვების აღსანიშნად 1500-იან წლებში და ცარმა ფიოდორმა კაპელა რომ დაამატა, ამით ტაძარი ნეტარი ვასილის სახელობის უნებურად გახადა.
ადგილი სადაც დავიწერდი ჯვარს და გადავიხდიდი პანაშვიდს სიამოვნებით სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს. ლეგენდის თანახმად ქალწული მარიამი კოლორადოს მდინარესთან ჩნდება, ეკვადორის საზღვართან, სადაც სასახლე აუგეს, სეირნობისას რომ შეესვენა. ეს მოხდა 1916 წელს და სამხრეთ ამერიკულ კანიონში ციხე-სიმაგრე ჩააშენეს. ამ ნეო-გოთიკური ტაძრის სრული სახელია: ლას-ლახას ტაძრის ქალბატონი.
მთელი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი აგებდნენ ისლანდიაში ჰათლგრიმურის ლუთერანულ ეკლესიას. პოეტური კრებულის “ვნების ჰიმნების” ვიზუალიზაციასა და მუცელში გიგანტური ორღანით. წარმოიდგინეთ, როგორ ზანზარებს შენობა ხმებით. ზანზარებს და გცივა.
საინტერესო სანახავია ეშმაკის ამოსათხრელი მოწყობილობა კანადაში, ტაძარი, როგორც მიწიერების მხვნელი. აშენებულია რამდენიმე წლის წინ და განასახიერებს იმ პოპ კულტურასაც, რომელმაც სათავისოდ დაინახა რწმენა. სიმბოლოა ბალანსისა და მდებარეობასაც კი იცვლის.
რამდენიმე წლის წინ ბარსელონაში თუ მოხვდით, ერთ ჯერაც მშენებარე ეკლესიას ნახავდით, რომელიც 1800-იანები წლებიდან იწყება და წმინდა ოჯახი ეწოდება. კონსტრუქცია სამი წლის წინ დაასრულა. მთლიან ტაძარში რამდენიმე შიგა კოშკია, მათ შორის ცენტრალურია იესო ქრისტეს სახელობის.
მილანის კათედრალი 1300-იან წლებში ჩაისახა და საუკუნეები გაგრძელდა მისი შენება. მილანის დომო დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს და რამდენიმე ათი ათასი ადამიანი ეტევა. გამოირჩევა უზარმაზარი ზომის ფანჯრებით და იქიდან ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გადმოვიხედო.
მიწისქვეშა მარილის ტაძარი კოლუმბიაში მეტად ინტიმური ადგილია მისტიციზმისთვის. ტაძარში მინერალური ქვები ანათებს. მისი გამოჭრა დაიწყო გასული საუკუნის 50-იან წლებში და 40 წელი პერმანენტულად გაგრძელდა. ადგილი ეკოლოგიური სისუფთავითაა ცნობილი და თანამედროვე არქიტექტურის მარგალიტადაც თვლიან.
ამ კვირაში იუბილარი ვიყავი, გადახაზული გეგმების მიხედვით სიაში პუნქტების დამატება გავბედე და მოგზაურობის კატეგორია გაგიზიარეთ.