“კაცი ტელეფონის გარეშე” ერთი ფრანგული ფილმის კომედიური სათაურია და ძალიან მგავს იუმორით თუ კომუნიკაციის ეპოქაში კონტექსტიდან ამოვარდნილი ცხოვრებით. მეც ხომ შუალედები რომ არ ვიგულისხმო, უკვე აღარც მახსოვს ტელეფონი როდის ჩავიგორე ჯიბეში თუ ჩემს ხევსურულ ჩანთაში, ან დატენვის გარეშე ორ საათზე მეტი მიყოლებით იმუშავა.
იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდან ვმუშაობ, ტელეფონის ყიდვაში ძუნწი ვარ: მირჩევნია ლამაზი კაბები ვიყიდო ან რამის სასწავლად დავხარჯო, ლაშქრობაში წავიდე, ახალი კამერით ხელში ველად გავიჭრა. ან ტელეფონი სხვას ვუყიდო. კონტაქტისთვის კი ინტერნეტიც საკმარისია. ალბათ არც მჭირდებოდა.
მაგრამ პარასკევი გამონაკლისი იყო, ცენტრალში შესული ტებიანი ტელეფონით გამოვედი. მეღირსა. ახლა კი სამსახურში ვზივარ ტრადიციულად ქცეული პოპულის ლობიანისა და ნიკორას ტორტინკით პირდამშვენებული ჩემს პირველ ზარს ვარჩევ, სავარაუდოდ, cradle of filth-ს დავაყენებ, ადრე არასდროს ამირჩევია ტელეფონისთვის ზარი და მიკვირს. მართლა მიკვირს. ისეთი ელემენტარულები მიკვირს, სულ მიკვირს, ხალხი რომ ამბობს, აღარაფერი მიკვირსო. გაკვირვება ერთადერთია, რის გამოც სიცოცხლეს ვეჯაჭვები.
ჩემი პირველი ფოტო ჩემი პირველი საკუთარი ტელეფონიდან.
მშვიდობაში )
გილოცავ 🙂
დახატული ეგონება შენი პროფილი კაცს.
უტელეფონოდ ცხოვრების წარმოდგენაც კი მიჭირს, თუმცა ძალიან არ მიყვარს და სიამოვნებით მოვიფრენდი 🙂
მშვიდობაში 🙂
cradle of filth-იო რიდერში რო მომხვდა თვალში,ავხტი და დავეცი.
ის დააყენე,რა ქვია,ჩემი ზარი. Burzum-ის War :3 მშუიდობაში
დავაყენე
მშვიდობაში :)) ფინიკის არ იყოს, მეც ძალიან მიჯაჭვული ვარ ტელეფონზე… ზედმეტადაც 🙂
თანამედროვეობის სენად თვლიან, ვიბრაციის შეგრძნებას, მაშინ, როცა ტელეფონი არ რეკავს. რაღაც “ლომკის” მსგავსია. და უკვე ყველას აქვს.
მე მაქვწ ეგ ლომკა. და წიკი მაქვს გამუდმებით ვამოწმო ტელეფონი ჯიბეში… ზოგჯერ ხმაც მეჩვენება, მგონია რო რეკავს :)))
გამოხმაურება: ჩემი პირველი ვიზიტი ფსიქოლოგთან | Merz AnnA Blume