ნოემბერში წაკითხული წიგნებიდან

წიგნი “მორიელთა რბოლა” რეალური ისტორიიდან იღებს სათავეს, უფრო სწორედ ტრადიციიდან, ყოველ ნოემბერს მორიელთა რბოლა იწყება. ცხენები სამკვდრო–სასიცოცხლო თავგადასავალში ებმიან, სადაც გამარჯვებული მხოლოდ ისაა, ვინც ცოცხალია. წიგნი ერთი ქალის თავგადასავალია, რომლის სურვილებიც გარემოსთან ისეთ კონფლიქტშია, რომ იძულებულია მონაწილეობა მიიღოს ბრძოლაში. წიგნი კი ისე იკითხება, თითქოს წინადადებები თავისით გარბიან, ესაა წიგნი სირბილზე და მისი კითხვაც დინამიურია. ლიტერატურაში გზის ფენომენი ხომ ცალკე საკითხია, სათავგადასავლო რომანებში ხომ მითუმეტეს. ამ წიგნში ყველა იბრძვის, განსხვავება მხოლოდ მოტივშია. ბრძოლაა გადარჩენის ინსტინქტს რომ გამოხატავს და ბრძოლა ამბიციისთვის, იმისთვის, რომ იყო წარმატებული, კარგად.

სხვანაირია სინტია “ნოემბერში”, მთელი წიგნი სიტყვით აღწერილი ჩვენი ეს გიორგობისთვეა, როცა ჰაერი და მიწა ცივია, ფოთლები აღარ ჭრაჭუნობენ და ზამთრისთვის ემზადება ბუნება. საბავშვო მწერალია, წიგნიც და მე ეს მომწონს. ლირიკული ენით დაწერილი ნატურალიზმია, რასაც არ ვიცი რისი თქმა უნდა. ალბათ იმის, რომ გარემო და ადამიანი ერთმანეთშია ათქვეფილი. ამას იმით მივხვდი, რომ წიგნი იმგვარად იწერება, რომ ვერ იგებ, აღწერილია ცხოველები, ადამიანები თუ მცენარეები. ფურცლები შემოდგომის, პლასტერის ფერებითაა ილუსტრირებული.

წიგნი “22 ნოემბერი, 1963” ჯონ კენედის სიკვდილის დღეზეა, სადაც რეალური პიროვნებების თვალითაა დანახული მოვლენა: კაცი, რომელიც პირველ ლედის უზიარებს სიგარეტს სატრაუმო დარბაზში, პოლიციელის თვალით, ადამიანით, რომელსაც მოვლენის გადაღება უნდა, პრეზიდენტის მსახურების თვალით, და მათი თვალით, პრეზიდენტს რომ კრძალავენ. მოკლედ, ავტორმა, ადამ ბრავერმა, პოსტმოდერნული თამაშის ხერხს მიმართა, სადაც სუბიექტი სამყაროს ობიექტური მოვლენის მოლეკულაა. წიგნი ასევე მოიხსენება როგორც “ოცი წუთი”.

“ნოემბერი ქსოვს” არის წიგნი შემოდგომით შთაგონებული დიზაინერების შესახებ, რომლებიც კერავენ გაზაფხულზე, მაგრამ საშემოდგომო კოლექციას ქსოვენ. ნაჩვენებია 23 პროექტი, უნდა ათვალიერო ბუხართან, საქსოვი ჩხირებით ხელში და პირადად მე სულ მეგონა, რომ ფუმფულა კატა ამომაცოცდებოდა და მიმექლისებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერზე ნოემბრამდე ვკითხულობდი, ამ წიგნების წასაკითხად თქვენ ერთი კვირა დაგრჩათ, და მერე საინტერესო ზამთარს გისურვებთ.

გამოთქვით აზრი