წამო, აღვშფოთდეთ და ასე შემდეგ

იუმორი იცით რაშია?
ჩემს სანაცნობოში წამებით აღშფოთებული ხალხის ნაწილს, ფიზიკური ძალადობისთვის თავადაც მიუმართავს.
თან რატომღაც მგონია, თან უკვე იმუქრებიან, დამნაშავეებს რომ დაიჭერენ, მათაც წამებით გაუსწორდებიან.
მერე ვიღაც ამასაც გადაიღებს
და წლების მერე ამაზეც აღვშფოთდებით: დამნაშავის დასჯას მოვითხოვთ.
და ასე შემდეგ.

19 responses to “წამო, აღვშფოთდეთ და ასე შემდეგ

  1. ლოგიკურია ეგ, ძალადობა ძალადობას შობს, სიძულვილი-სიძულვილს, სისასტიკე-სისასტიკეს…

  2. კი, ასეა. ამას სპეკულაცია (პოლიტიკური და არა მხოლოდ) პოპულიზმი, “ხომ ვამბობდის” ძახილი, პირად რეიტინგზე ზრუნვა, “არიქა, არ ჩამოვრჩე, მეც ვიხეირო” ფიქრებიც მიუმატე და მშვენიერი კოქტეილი გამოდის.

  3. იმდენი აგრესიაა ქვეყანაში რომ თამამად შემიძლია ვთქვა ის რაც ციხეში ხდებოდა ჩვენი, საზოგადოების დაკვეთა იყო და ახლაც მზად ვართ იგივე წრეზე წავიდეთ. ქვები დავუშინოთ ერთმანეთს ყვირილით “არა ძალადობას!” სასწაულია!

  4. მოლი, მახსოვს, ერთი წლის წინ მუშაობა მინდოდა იმ ციხის ბიბლიოთეკარად. უბრალოდ მერე რაღაც მოხდა და განაცხადი ვერ შევავსე. მაგრამ ახლა უფრო მომინდა. ამბობ, რომ წერას წყვეტ, რადგან პეპლების თავი არ გაქვს, მე კი მგონია, პეპლები უნდა იყოს, ერთ–ერთი გზაა წიგნებით რამე შეცვალო. ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ის მაშინებს, რომ ხალხი პესიმიზმს მიეცემა, მაინც არაფერი გვეშველებაო და გაჩუმდება.

  5. ფინიკი, ასეთ დროს ფინქ ფლოიდის სიმღერა მახსენდება შინაარსით: შეიძლება ეს ომი მარგარეტ ტეტჩერის ბრალია ან ჩემი, მე ხომ ტელევიზორს ვუყურებ.
    გამოდის, ხელისუფლება კი არაა შესაცვლელი, ადამიანია.

  6. ნუ ახლა…
    არის განსხვავება შენს ნაცნობსა და იმ ადამიანს შორის, ვისაც თანამდებობრივად ევალება ძალადობის აღკვეთა.

  7. და რამდენი ნაცნობი ყავს, რომელიც სხვებს აუპატიურებს? პირადად მე ასეთი ნაცნობი არ მყავს.

    და განსხვავება მაინც არის. იურიდიულადაც კი არის განსხვავება – სხვადასხვა მუხლით ისჯებიან. და ვინც ეს მოიფიქრა პირველმა – რომ უნდა იყოს განსხვავება, ძალიან ჭჯვიანი ადამიანი იყო.

  8. გაუპატიურებას თავი დაანებე და სხვა სახის მოძალადეებს მაინც არავის იცნობ? გაგიმართლა თუ ასეა.
    თან ციხეებში რომ ხალხს აწამებენ და აუპატიურებენ, არ მგონია სიახლე ყოფილიყო..
    კი, იურიდიულად მგონი პოლიციის დანაშაული უფრო მკაცრად ფასდება. მაგრამ მორალური მხრით, სხვის თვალში ძაფის დანახვა მგონია.

  9. ვიცნობ. და საერთოდ ძალის გამოყენებით პრობლემების “მოგვარების” მცდელობებიც მინახავს.
    მაგრამ შენ ისე გამოგივიდა, ვინც აღშფოთდა – ყველანი თავადაც ეგეთები არიან და ყველას პოლიტიკური მოტივი ამოძრავებს ჰოდა არც ერთია სიმართლე და არც მეორე – ასე მგონია.

    გაგონილი და ნანახი რომ ერთი ძალის არაა ეგ არაა ახალი ამბავი. მითუმეტეს 21 საუკუნეში.
    ტუღუშს არაერთხელ უთქვამს, რომ ასეთი ამბები ხდება, მაგრამ ტყუილს ამბობ და ვერ ამტკიცებო ეუბნებოდენ.

    მოკლედ პოლიტიკოსებს და სპეკულაციებს თავი დავანებოთ და უმრავლესობის აღშფოთება არის სრულიად გულწრფელი. და სულ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ხალხი ვიცი ვინც აღშფოთდა და ახლა თქვენ თავად ეგეთები ხართ და ფარისევლებიო… არაა ეგ სწორი.

    პირადად მე მაგალითად – მთავარი პოლიტიკური ოპოზიციური ძალა ვინცაა, მის მიმართ რომ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი რბილად რომ ვთქვათ – არ მგონია სიახლე იყოს… მაგრამ თუ გინდა, რომ ოპონენტს სპეკულაციის საშუალება არ მისცე ისეთი ^^^ეობა არ უნდა გააკეთო…

  10. მესმის შენიც. მაგრამ მე ნაწილზე ვთქვი, რომელიც იმდენი მგონია იყოს, რომ ღირდეს მათზე დამეწერა. თუმცა არ ვხარშავ ყველას ერთ ქვაბში. არ ვამბობ, რომ მხოლოდ პოლიტიკური აღშფოთებაა.
    იცი, ერთი კაცი იყო, ცოლის პირველ კაცზე ასე იძია შური: დააჭერინა და გააუპატიურა.
    ერთ პოლიციელსაც ვიცნობ, შევარდნაძის დრო რომ იყო, ოღონდ მაშინ, გაუპატიურება გამოტეხვის კარგ საშუალებად მიაჩნდა და ხშირად ამაყობდა.
    მაგრამ აქციაზე ორივე იყო.
    ისიც მესმის, შეიძლება ან ნანობენ ან საზოგადო პირადისგან გაყვეს ან ა.შ. ამასაც ვუშვებ.

  11. “მოკლედ პოლიტიკოსებს და სპეკულაციებს თავი დავანებოთ”

    ამათ თუ გამოვრიცხავთ, რაც დარჩება, გულწრფელი აღშფოთებაა, რა თქმა უნდა. ოღონდ, რატომ უნდა დავანებოთ? ანა, თუ სწორად მივხვდი, ამათზე წერს. და არც ისე ცოტაა სპეკულანტი.

    ისე არ უნდა გაეკეთებინათ, საბაბი მიეცათო, ეს მეც ვიცი. ოღონდ, საბაბი ამათ სპეკულანტობას და მათხოვრობას არ გამორიცხავს.

  12. იშვიათად, თუ დაუკვირდი, რომ კომენტარებს პასუხი გავცე, მაგრამ ეს პოსტი ძალიან პატარა მინდოდა და ბევრი “მაგრამ” დავტოვე..მხოლოდ ერთი მიმართულებით დავწერე, რადგან ჩავთვალე, რომ მეორე მხარეზე ისედაც დაწერდნენ. პირველ რიგში, არ მინდა ნაცრის შეყრასავით გამომივიდეს იმათთვის, ვისაც ძალადობა გულზე ხვდება და მივხვდი, რომ მსგავსი მოხდა. გასათვალისწინებელი შენიშვნა იყო.

  13. მე არ მეგულება ნორმალური და ჯანმრთელი ადამიანი, ეს ამბავი გულზე არ მოხვედროდა. ოღონდ, ახლა უკვე მეორე უკიდურესობის საფრთხეა. ძალადობა ძალადობის წინააღმდეგ – ერთი, სპეკულაცია არჩევნებამდე 10 დღით ადრე – ორი, ქურდული სამყაროს მიმართ სიმპატიის ნოტები – სამი (ამას არ კადრულობდნენო, გუშინ წავიკითხე. არადა, გაფუჭება და გაქათმება ზუსტად მათი არსენალია).

    ერთი სიტყვით, მე არ ვიცი, ვის რა მოხვდა, მაგრამ კარგია, რომ დაწერე. აბა, ისინი რომ პირუტყვები იყვნენ, ამას ყველა წერს.

  14. მე და ჩემი მეგობრები წარმოვიდგენდით აგვისტოს ომის დროს რუსი ჯარისკაცის ჩვენს ციხეში მოხვედრას:
    –რაზე ზიხარ?
    –გორი დავბომბე.
    ჰოდა, მერე წარმოვიდგენდით ციხეში წამების ვარიანტებს.
    ალბათ ამ ქურდებმა მადლობა უნდა თქვან, რომ კარგად გადარჩნენ კიდევ.აქციები მაინც ეწყობა მათ გამო.
    მოკლედ, არ მინდა ბლოგი დახურო და გისურვებ მიზეზი გეპოვნოს პეპლებისთვის..

  15. იმიტომ რომ ეგ მეორეხარისხოვანია. ფაქტი იმდენად კოშმარია რომ სასპეკულაციოც და გასაზვიადებელიც ბევრი არაფერია.
    სისტემის მარცხიო – მიშამ თქვა. მაგრამ ეგ მხოლოდ პენიტენციალური სისტემის მარცხი არაა – არამედ პარლამენტის და პროკურტურის.
    და საერთოდ აპრილში იყო სახალხო დამცველის მოსმენები პარლამენტში და კვორუმი არ იყო. არ ვიცი რამდენია იმათგან კვლავ სიაში, მაგრამ ვისაც სინდისი აქვს, არ უნდა შევიდეს ახალ პარლამენტში, იმიტომ რომ არ ყოფილა მაგათი საქმე დეპუტატობა.

  16. მე კი იმის თქმა მინდოდა, რომ არა სისტემის, პარლამენტის, პროკურატურის, ზოგადად, საზოგადოების მარცხია. უბრალოდ ორივე ერთმანეთისგან გამომდინარეობს..

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s