თმა

სტუმარს თეთრი წინდები ეცვა, ლოგინზე ააწყო და დამამახსოვრდა. მე კი კაბა მუხლებამდე ჩამოვიწიე, მუდამ მეწევა სიარულისას. სახეზე ღვინის ბოთლი დავიდე. მეხუმრებოდა ვენეციური ტიპის სმის გამო. ეს ღვინო არ ათრობს.
ამას წინათ ქალი პირველად ვნახე სიმსივნისგან მოჭმული მკერდით. დაკეცილ კანზე გამჭირვალე ბინტი ეფარა და ხელი დავადე. ვკითხე: ”ღვინო გინდა?” მერე დიდხანს დავდიოდი ლამპიონებისგან განათებულ თბილისში ან დავრბოდი.
თავისი ბინის გასაღები მომცა ბიძამ. წლების მანძილზე სხვა ქვეყნებში ცხოვრობდა, ახლაც უნდა მსოფლიოს შემოვლა. ისე, ხშირად ჰყვება ბავშვობის სიყვარულზე: როგორ ვუყვარდი, ეროვნების გამო დავშორდი, მაშინ სხვანაირად გვზრდიდნენო.
ერთად ბედნიერად ვცხოვრობთ, საღამომდე ლინგვისტიკაში ნაშრომს ვწერ, საპრეზენტაციო დღე ახლოვდება, ის რემონტზე მუშაობს. დაღლილი მოდის, მაგრამ მცენარეულ საკვებზე გადამყავს, ხორცს ვერ ვიკარებ. შემდეგზე რაფებს დავალაგებთ. სუფრას ვშლით, ღვინო მაცივრიდან გაგვაქვს და ვსვამთ.
ერთხელ დედამ ღვეზელები დააცხო და გვესტუმრა. სუფრის ბოლომდე ეგონა, რომ ლიმონათს ვსვამდით. ფერებში ღვინოს ჰგავს. როცა ვთვრები, ბიძა თავის პერანგს მაძლევს, აბაზანაში შევყავარ და ცივ წყალში მკეტავს. თან ვუბრაზდები, რომ ბავშვივით მექცევა, მერე ვეხუტები.
სხვა ბიძაც მყავს. მახსოვს, სკოლაში რომ შევდიოდი, ის ამთავრებდა. ღელავდა. მერე ვიღაც ქალზე წუწუნებდა, თითში ჩაქუჩი ჩამარტყაო, მერე კარში ხელი მომაყოლაო. ხშირად საუბრობდა ქალებზე, პორნოგრაფიულ გაზეთსაც უშვებდა სადღაც 90-იანებში. მერე ცოლი მოიყვანა, გაშორდა. მერე სხვა მოიყვანა, გაშორდა. ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ამბობს, რომ ცოლი მოჰყავს. ამბობს, რომ ბოლოა. ახლაც მოტოციკლით მოძრაობს და რჩევებს არ მაძლევს.
დედას და მამას ბავშვობა არ ჰქონიათ.
გადავწყვიტე უჯრები დავალაგო, როგორც კომპიუტერი და ჩანთა. გადავწყვიტე თმა შევიღებო, თმა, რომელიც ინსტინქტს ჰგავს, მთელი ცხოვრება იზრდება, მაგრამ ვიჭრით, იზრდება, მაგრამ ვიჭრით. დედამ საღებავი მომიტანა, რძალმა წამისვა. 40 წუთი უნდა გავაჩერო, ნახევარი საათი გავიდა, მერე არ ვიცი რა მოხდება. მინდა, რომ მომეწონოს.

2 responses to “თმა

  1. საინტერესოხარ ხოიცი შენააააააააააააააააა…. წიგნი ბრომ იყო წაგიკითხავდი ალბათ მაგრამ ჯობს სდ ან დვდ დისკი იყო საინტერესო ფილმებზე ვგიჟდები!!

  2. შენი მეორე ბიძა უფრო მომწონს თუ პირველი?
    მაგრამ რადგან ამის აკრეფისას, მეორე ავკრიფე პირველი და არა პირველი პირველი, გამოდის მეორისკენ უფრო მიმიწევს გული,
    ))

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s