– არ შეგრცხვება?
კითხვაზე მტკივნეულად გამეღიმა და სული გავყიდე.
რაც უფრო გადიოდა დრო, მით მეტად მექაჩებოდა სული სხეულზე, მძიმდებოდა და ეკვროდა.
სიმწრისგან ავიძრე და იმხელაზე ვიღრიალე, რომ ხმა ყელიდან არ ამოვიდა.
დაბალი კურსი დაემთხვა, თან ისედაც ეწურებოდა ლიმიტი, ასე რომ მხოლოდ ლიმონი მომივიდა და ლიმნიანი ჩაი მოვუდუღე.
ნეტა გამოკეთდეს მეთქი, – ხელებს ვიფშვნეტდი და ვიჭამდი.
ფრთხილად მოწრუპა და ოფლისგან დაცლილი ტუჩებით მითხრა, რომ სიცხე აღარ აქვს.
გაჭირვებით გაახილა თვალები, მე კი სიხარულისგან მივნაბე, – მთავარია, რომ გამოკეთდა.
საბანზე გადავწექი და სახე სხეულთან ახლოს მომიტანა.
პირიდან ლიმნის ქერქი გადმოაგდო და თქვა:
– უსულო ჩანხარ. მომშორდი.
ლამაზი საღამო იყო.
მრცხვენია მეთქი.
მიხარიაო.
უცნაურია მთელი ღამე სულის გაყიდვაზე მომდიოდა ფიქრები, ამაზე უნდა იყოს ჩემი ახალი პოსტიც. შენ ბლოგზე რომ შემოვდივარ საკუთარ თავს იმდენგან ვპოულობ რომ მუდმივად გაოცებული და ენაჩავარდნილი ვრჩები ხოლმე.
იმედია, მაღალ ვალუტას დაუცდი შენ მაინც