თუ შუა ქუჩაში წაქცეული გოგონა შეგხვდებათ, მე ვარ. გუშინაც ჯიქიიდან ქავთარაძეზე მოვსეირნობდი, რომ ფეხი გადამიბრუნდა დღის განმავლობაში მერვეჯერ.
ასეა, თაბაშირის მოხსნიდან მთელი თვის მანძილზე ვიქცევი სახლში, სამსახურში, ქუჩაში, ფეხით ყოველი ორასი მეტრის გავლისას.
ვათვალიერებ სპორტული მაღაზიის ვიტრინებს და ვოცნებობ იმ მთიან დღეებზე, როცა ვარჯიში შემეძლება, სალაშქრო ხეტიალი და მწვერვალებს დავიპყრობ.
როცა მოვიტეხე, ექიმთან ერთი თვის მერე მივედი, მანამდე ვიარე სამსახურში, “მტკვარზე” და “ბასიანზე” ვცეკვავდი, მოვიარე შიდა ქართლი და თუშეთი, ამიტომ აიღეთ და გადახიეთ სტერეოტიპი, რომ მოტეხილობამ დიდი ტკივილები იცის და ადამიანს არ ძალუძს სიარული.
ყავარჯენი თავიდანვე ავითვალწუნე და ქუჩაში გასვლისას თუ ვხმარობდი, სახლში კი ასკინკილათი დავხტოდი. უნდა გენახეთ გუდვილში, სტომატოლოგიდან ანესთეზიით ახალი გამოსული ყავარჯნებზე ვიდექი, გამობერილი ყბით, ჩექმის მაგივრად წინდით. შეიძლება ბედმა ჩამიარა და ვერ მიცნო.
გუშინ კი ვიწექი დავარდნილი შუა ქავთარაძეზე და ვფიქრობდი მფრინავ თეფშზე ამხედრებულ სიმპათიურ ყმაწვილზე, რომელიც ხელებით მტკივნეულ ადგილებს დამიამებდა, ვიქნებოდით ჯანმრთელად და ბედნიერად, სანამ ღალატი არ დაგვაშორებდა.
საღამოს ძმის შვილთან სტუმრობა მოვინდომე, თათას რომ მეძახის და იმ ასაკშია, საუბარს შედარებებით რომ სწავლობს. გადაუშლიან ანიმაციებსა და წიგნებს, ფლორასა და ფაუნას. მოძრავ კალიაზე ეკითხებიან: “ამას რა ჰქვია?” რაზეც პასუხობს: “თათა”.
მოტეხილობაზე მწარედ არაფერი მახსენდება 🙂
დღესაც მაწუხებს 7 წლის წინ მოტეხილი ფეხის ტკივილები 🙂
მართლა? ლაშქრობებთან როგორ ხარ? ძალიან განვიცდი, რომ ბობღვას ვეღარ შევძლებ.
მიყვარს ლაშქრობები, მაგრამ ენთუზიასტი ვერ ვარ მაგ მხრივ.
ბობღვას შეძლებ, დრო დაგჭირდება ოღონდ და შეიძლება ხანდახან სარისკო იყოს :დ
მარა რას ვიზამთ
ჩემი ცხოვრება დამთავრდა 😦