სხეული, როგორც ანტიდეპრესანტი

– როდესაც ხუთი ათასი მეტრის სიმაღლეზე იმყოფები და ფილტვებში სუნთქვა აღარ მიგეწოდება, მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი გახსენდება, – ჩემი მეგობარი კულტურულ სნობს მეძახის, ვინაიდან თუ სადმე მივდივარ, ბუნების ან არქიტექტურის დათვალიერება მსიამოვნებს. ვერ გაგიგია, ბოდიალშიაო სიამოვნება, არა იმაში, რა დაგხვდებაო.
მიუხედავად იმისა, რომ მე მეკამათება, მისი მჯერა. სულ მინდება რომ ბლოგი გააკეთოს, რამე სოც ქსელში მაინც დარეგისტრირდეს, ტელეფონი მაინც ჰქონდეს, რადგან იშვიათად შემხვედრია მასზე მაქსიმალისტი ქალი, რომელსაც შეუძლია დაცემამდე იაროს. ერთხელაც გამომიტყდა, რომ სიკვდილის ძიებაში იყო, დაინვალიდების ძიებაში მაინც.
და დავფიქრდი, მოგზაურ ადამიანებში რამდენია თავისთვის შარის ამტეხველები, დეპრესიულები და თავგადასავლით სიკვდილის მსურველები. ჯანდაბა, რატომ გარბიან ადამიანები ადგილიდან ადგილზე და როდესაც სიარული უკვე მანიასავით ექცევათ, ტრიერის ჯოსავით ცახცახს აუტანიათ.
სექსი, როგორც ანტიდეპრესანტი.
სასმელი, როგორც ანტიდეპრესანტი.
კვება, როგორც ანტიდეპრესანტი.
ვარჯიში, როგორც ანტიდეპრესანტი.
სიარული, როგორც ანტიდეპრესანტი.
ზოგადად, სხეული, როგორც სამშვინველის ანტიდეპრესანტი.
ჩემგან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა. ნეტა იმ ქვეყანაში ვიყო, სადაც ჩემი ერის ხალხი არ დამხვდებაო. დიდი რუკა ვიყიდო და სხვადასხვა ფერის ჭიკარტებით მგზავრობები აღვნიშნოო.
მაგრამ როდესაც ჩემთვის საინტერესო ქალაქისკენ ბილეთი უნდა შემეძინა, ისე დამეზარა, როგორც პურის ამოსატანად მაღაზიაში ჩასაგზავნი ჩემი თავი. მანამდე თვეში სამი ავარია მოხდა, რამაც თავის ტკივილები დამიტოვა და ფეხზე შრამი, თითქოს ტონობით მომატებული თავის წონა ფეხებს დააწვა და ვფიქრობ:
გამართულად სიარული რომ ვერ შევძლო, ქალაქი რომ ფეხით ვეღარასდროს შემოვიარო, მთებზე უფრო მეტად რომ ვეღარ ავცოცდე, ის–ღა დამრჩეს, რომ სხვათა სალაშქრო ჩანაწერები ვიკითხო და ჩემთან მოსული მეგობრები ვეღარ გავაგდო, ალბათ ისეთი შეგრძნება იქნება, როგორც ჩაის სახლის საპირფარეშოს სარკეში ხელახლა აღმოჩენილი ძარღვები რომ დავინახე ფეხებზე.
მოდი, შეიარეთ, ლიმნიანი ნამცხვარი აიღეთ, სარკეში შიშველ ფეხებს დააკვირდით და თუ ლურჯ ზოლებს იპოვნით, მიხვდებით. კიდევ უფრო უნდა მეტკინოს, რომ მქონდეს შანსი, სიარული ახლიდან ვისწავლო.

 dont-miss-the-train_1242

3 responses to “სხეული, როგორც ანტიდეპრესანტი

  1. მალე სიტყვა ხეტიალის გაგონებაზევე დამეწყება დეპრესია მგონი.

    “სექსი, როგორც ანტიდეპრესანტი.
    სასმელი, როგორც ანტიდეპრესანტი.
    კვება როგორც ანტიდეპრესანტი.
    ვარჯიში, როგორც ანტიდეპრესანტი.
    სიარული, როგორც ანტიდეპრესანტი.
    ზოგადად, სხეული, როგორც სამშვინველის ანტიდეპრესანტი.” :)) :/

  2. თიკო, ეს ის დაპირებული ბლოგპოსტია, ხომ? 🙂
    სასმელის, კვების, ვარჯიშის ანტიდეპრესანტობის არ ვიცი, მაგრამ სიარული რომ დეპრესიული ადამიანების ანტიდეპრესანტადაა ჩაფიქრებული ღრმად მწამს.
    კარგად “გამოგივიდა” ^^

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s