ოთხმოცდაშვიდიანელები

forever-27-85745804

თუ ვინმეზე გამიგია, რომ გრიგოლ რობაქიძე მოსწონს, მიფიქრია, რომ ამ ადამიანს მოვწონვარ, მერე რა, რომ არ მიცნობს და ალბათ ვერასდროს გამიცნობს. დაგმართნიათ ასე?
ან ვის შეიძლება მოსწონდეს ქვასავით მოუხელთებელი სიტყვების რახუნი, ტიპი ხომ სერიოზულად ამტკიცებს, რომ რახან ოქტომბერში დაიბადა, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებიც ამ თვეში უნდა მოხდეს..
და იცით, რას გეტყვით? ნოემბერში დავიბადე და მთელი ცხოვრებაა ვამტკიცებ, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები ნოემბერში დაიწყო.
ერთხელ ბექამ მკითხა, რას ვგრძნობდი ოცდაექვსი წლის ასაკში, როცა ოცდაშვიდს ვუახლოვდებოდი. დიდი არაფერი მიპასუხია, მაგრამ მივხვდი, რომ ემოციურად, მაგრამ არა პრაქტიკულად, დატვირთული წელი გამოვიარე:
– დავკარგე რამდენიმე სამსახური, ვიარე გასაუბრებებზე, შევიძინე ისინი ხელახლა. მაგრამ ოღონდაც სამსახურებზე არ ვისაუბრო ახლა, როგორც ყველა ურბანელი გოგო, ამაზე ფიქრით ვიღვიძებ და ვიძინებ;
– მკაცრად გავფილტრე ზედმეტი ადამიანები, მხოლოდ ე.წ. კრისტალური ურთიერთობები დავტოვე, რომლებსაც შინაარსი ექნებოდათ ჩემს ცხოვრებაში. ოღონდ მანამდე გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, რადგან რადიკალურ ურთიერთობებს მათი რადიკალური დამსხვრევა მოყოლოდა;
– მოვასწარი გაჩენილიყო ბავშვი ოჯახში, ნუ მე რა, მოასწრეს..;
– შემეცვალა საცხოვრებელი ბინა, რადგან ჩემი სასტუმროებში ფულის ყრა უკვე ტოტალურ თანხებს აღწევდა;
– განვაახლე კრემაციის სწავლა, ოღონდ ამჯერად კრიმინალური ექსპერტიზის განხრით;
– მოვასწარი დამეკარგა ორი კაცი, რომლებიც სტიმულს მაძლევდნენ, რომ მეცხოვრა;
– საავადმყოფოებში გამეტარებინა მაისი-ივნისი. მათ შორის განსაკუთრებით რთული ქრონიკული უძილობის გამო იყო. საკუთართან ერთად გამომევლო ჯერ ერთი მშობლის, მერე მეორის ავადმყოფობა;
– მოვახერხე თმის ფერი შემეცვალა ათჯერ და დავბრუნებოდი ორგანულ ჭაღარას;
– გუდრიდს თუ დავუჯერებთ, სადღაც გაზაფხულიდან მოყოლებული წამიკითხავს ასიდან ოთხმოცი წიგნი, ტაბლეტს თუ დავუჯერებთ, გადამიღია ერთი გეგაბაიტის სელფი, დავიწყე მუსიკის კეთება, ოღონდ ეს ამბავი ძალიან სასაცილოა;
– დავამუშავე დოკუმენტური ფილმი მშობიარობაზე, რომელიც ჩემი სცენარით შეიქმნა და მოხვდა საზღვარგარეთ, რეჟისორი არ იყო ქართველი, თუმცა ჩემი საავტორო უფლებების დამალვის ხათრით – ძალიან არ მომწონდა რაც გადავიღე;
– განვაახლე აფხაზური ენის სწავლა და ამის შესახებ აუცილებლად დავწერ;
– ღვინის გარდა სხვა სასმელი თითქმის არ მიმიკარებია, თან ვასკვნი, რომ ფრანგულ ღვინოს ავსტრალიური ღვინო სჯობს;
– შევეცადე მელანქოლიის დაძლევა სპორტით: სტაბილურად დავდიოდი ფიტნეს დარბაზებში, ვცადე გადმოვმხტარიყავი პარაშუტით, მეფრინა პარაპლანით, მეჯომარდა და მეცურა. მთასვლელთა კლუბშიც კი ჩავეწერა და ბოდიალით გამოვამჟღავნე.
ზოგადად, ძალიან ვცდილობ რომ კარგად ვიყო, მაგრამ თანდათან ფანტაზიის ნაკლებობას განვიცდი. იმდენი დრო იხარჯება წახალისების მოფიქრებაში, მთელი წელი ისე გავიდა, რომ ნოემბერს პირველად ვხვდები დაძაბული, არაშეყვარებული და ავად.
თანაც სინდისი მქენჯნის იმდენი სამხიარულო თემის ფლობის გამო, რომ მივიღე მე და ვერ ვიყენებ. მაგალითად, წუხილი იმის შესახებ, რომ ოჯახში ბავშვის ყოლა სხვას გაახალისებდა და მე – არა, ამ სინდისის ქენჯნას იქამდე მივყავარ, რომ ვფიქრობ, ალბათ არის ვიღაც, ვისაც ჩემი აუხდენელი სურვილები აქვს და არ აფასებს, ოცნებობს იმაზე, რაც არ აქვს და მე მაქვს. და ეს ცალკე მელანქოლიის თემაა.
ვიცი, რომ ოთხმოცდაშვიდიანელებმა რაღაც დავამთავრეთ და გადავდივართ ცნობიერების სტაბულურ საფეხურზე.
ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი მოვლენა ან ვინმე გასაფილტრი დამრჩა, კრისტალიზაციის პერიოდზე ვარ ჩაციკლული.
სხვა წლებისგან განსხვავებით, შესასრულებელ სიას აღარ დავწერ, უბრალოდ ვიცხოვრებ. ნუ მხოლოდ ის, რომ კიდევ გავაგრძელებ ფიქრს იმაზე, კარგად როგორ ვიყო, ვიმოგზაურო ფართო მასშტაბით და სამუშაოები გავცხრილო.
გოეთეს “ფაუსტს” ვგავარ: სანამ არ გავიგებ, ბედნიერს რა მხდის, ორჯერ დაბადებაც რომ დამჭირდეს ამისთვის, არ მოვისვენებ 🙂

10 responses to “ოთხმოცდაშვიდიანელები

  1. 87-იანელები რა მაგრად ჟღერს.
    ვფიქრობ, მშვენივრად ნაყოფიერი პერიოდი გქონია.
    ერთი-ორი სელფი მაინც დაგედო მრავალფეროვნებისთვის :დ

  2. გილოცავ ოთხმოცდაშვიდიანელო ^_^ რა მაგარია და რაღაცნაირად ჩემი თავი გამახსენდა, ოღონდ ჩემი რუტინა და არაფრის კეთება, ამ მრავალფეროვნებასთან ახლოსაც ვერ მოვა 🙂

    ჰოდა კიდევ აი ეს გამახსენდა:

    Go to Tibet
    Ride a camel.
    Read the bible.
    Dye your shoes blue.
    Grow a beard.
    Circle the world in a paper canoe.
    Subscribe to The Saturday Evening Post.
    Chew on the left side of your mouth only.
    Marry a woman with one leg and shave with a straight razor.
    And carve your name in her arm.

    Brush your teeth with gasoline.
    Sleep all day and climb trees at night.
    Be a monk and drink buckshot and beer.
    Hold your head under water and play the violin.
    Do a belly dance before pink candles.
    Kill your dog.
    Run for mayor.
    Live in a barrel.
    Break your head with a hatchet.
    Plant tulips in the rain.

    But don’t write poetry.

  3. არ არის ბედნიერება, მაგა, უმაღლესი მიზანი. მაგრამ მომენატრა მისი განცდა. განცდა იმის, რომ მახარებს რამე. ზოგადად, უმაღლესი ჩემთვის კვლავ საკამათოა..

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s