ერთხელ სოფელში

მზით გახუნებულ ხრეშზე
ნაბიჯებს ადგამს
დაწითლებულ ზურგზე
ნამგალშემოდებული ქმარი და
ცოლი თითებდატანებით უკოცნის
გაოფლილ სახეს,
შეხებით უშრობს
სველ კისერს და ამბობს:
– ახლახანს მოვრწყე, –
ბალახებზე, სადაც
თავშალი გარბის.

ჩვენ ხორბლის თავთავებში ვწევართ
და სამყურას ვაცლით ფურცლებს,
ვმკითხაობთ,
და გვიხარია, რომ ერთმანეთი გვიყვარს,
იქაც კი, სადაც არაა სარკე.