გსმენიათ ხუმარაზე, რომელიც ტახტზე ასულა?
ბენიამ შესძლო.
მის შესახებ ახლახანს მოვისმინე და წავიკითხე. მინდა მოგითხროთ:
ამტკიცებდა, რომ უკაცოდ იშვა. ამიტომაც არ ჰქონდა გვარი. სამაგიეროდ, გრძელი კისერი და თავი ჰქონდა, ტანმაღალი იყო და ავადმყოფურად გამხდარი, კიდურებს კი ინით იღებავდა. სასაცილო სანახავი ყოფილა.
დედამიწა ბრუნავსო, – როცა ფრანგი კათოლიკეები ჩამოვიდნენ, თავიანთ ფილოსოფიას ასწავლიდნენ თავადებს. სამყაროს ამბავი მეჯლისზე ბატონიშვილის ყურამდეც მივიდა, რომელმაც თომა პატრი მოიხმო: რა და როგორო?
მეცნიერები ამბობენ, თორემ არც მე მჯერაო, – თეიმურაზისთვის უპასუხია თომას.
მერე დიდხანს დავობდნენ იმის შესახებ, თუ რაზე უნდა მდგარიყო მიწა რომ ებრუნა.
დედამიწა თევზზე დგასო, ფარფლებს გააქიცინებს და დატრიალდებაო.
ცეცხლზე კი არა, ზღვაზე დგასო.
უმრავლესობას სწამდა, რომ ბრუნავდა, მაგრამ საყრდენით.
იქვე ანტონ კათალიკოსი იყო, პლატონსა და ბიბლიაზე საუბრობდა.
იქვე ბენიაც იდგა.
მეჯლისის დასრულებამდე ერთ ადგილზე უნდა მდგარიყო და ვახშმისთვის პირი არ შეეხო.
ჯავახელი ბრძენი იყო, – ყველა თავზე გაზისო, – ერთხელ თეიმურაზს უთხრა, – მეფე კი არა, ბატონი ხარო.
სპარსები არ ჰყვარებია.
ერთხელ თათართა გამართულ მეჯლისზე არავინ სცემდა ხმას.
ბენიამ, ჯერ ყიყლიყოო, – იძახა, მერე ღორის ხორცს მოვიტანო, ბოლოს გახდა დაიწყო.
ამოიღეს ხმა და თქვენისთანა მოლები, ესაო ისაო, მეჩეთში ათი შაურიაო, ბენიას უპასუხია.
ქართულ კარზე კი ყველა ესაუბრებოდა. ამტყდარან, ბენიას ეცოდინება, დედამიწა რაზე დგასო.
მაჭამეთო.
ბატონიშვილმა ხუმარას სუფრა შესთავაზა. გაფაციცებით დაუწყია ჭამა, როცა მთელი მეჯლისი მას შესცქეროდა.
გაძღა და მუცელზე მოუსვია ხელი: რაზე დგასო და დედამიწა მუცელზე დგასო. როცა მშიერი ხარ, მუცლის იქით არაფერი გადარდებს და დანარჩენი საკითხები გაძღომის მეორეო. აი, ამიტომო.
თავადებმა გადაილაპარაკეს ერთმანეთში, ჭკვიანი კაციაო ბენია.
სპარსი ბრძენებიც აქებდნენ.
როცა ყეინმა ანტონს ბიჭები გაუგზავნა: მე ოცი ცოლი მყავს, შენ უცოლო ხარ, მე ვერ ვძლებ და შენ როგორ ძლებო? – ანტონი შეკითხვით გაოცებული დარჩა, რა ვუპასუხოო.
არაფერი უპასუხო, ბიჭები ფეხზე დააყენეო, – შეუნიშნავს ბენიას.
ბიჭებმა პასუხი რომ ვერ მიიღეს, ბიჭები სათათრეში დაბრუნდნენ და ყეინს ამბავი მოახსენეს.
ყეინმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, ბრძენები მოიხმო: რას უნდა ნიშნავდესო? მათ კი ერთხმად უპასუხიათ: ამის მთქმელი ჭკვიანი კაცი უნდა იყოსო.
მეჯლისის ბოლოს მეფემ ბენიას სწავლა შესთავაზა:
პლატონი და არისტოტელეო, ნახე, ანტონი როგორი მაღალი შტილით საუბრობსო.
ბენია დათანხმდა.
მაშინ მოწაფეებს დღეში შვიდ ასოს ასწავლიდნენ და გამოაწირინებდნენ ხოლმე, მერე ათ მცნებასა და 9 ნეტარებას.
ანტონი საგულდაგულოდ გამოკითხავდა ხოლმე ყველა მოწაფეს, ერთხელაც ბენიას ჯერი დადგა:
ბენია, ათი მცნება წაიკითხე და ახსენიო.
ბოლოს შეუქია, რა კარგი მოწაფე ხარო.
იმ დღის მერე ბენია სკოლაში აღარ მისულა.
ანტონი თეიმურაზთან მისულა საჩივრისთვის, თეიმურაზს ბენია დაუბარებია: რად არ დადიხარო?
ყველაფერი ვისწავლეო, – ბენიამ.
ხალხი 20 წელი სწავლობს და შენ ორ კვირაში როგორო?
მაშინ ოც წელში ყველაფრის სწავლას ასწრებდნენ.
ათი მცნება ვისწავლე და ეს ცოდნა ყველა ბრძენთა სწავლელებს უდრისო, – მიუგია ბენიას.
ჭკვიანი მოსამართლე იყო ბენია: მომდურავს არავის ტოვებდა, ყველას ამართლებდა. ასე მეგობრულობას ვინარჩუნებო. მას მიაკუთვნებენ ორი კაცის საქმის გარჩევას, მიწას რომ ედავებოდნენ.
გავუყოთ მიწებიო, ბენიამ.
ამაზე ერთი დათანხმდა, მეორემ, – ჩემი მიწა სხვას როგორ გავუყოო, – თქვა.
მანამდე, სანამ მოსამართლე გახდებოდა ბენია, მეფის კარზე ხუმრობდა ხოლმე.
თან ყველას ეხმარებოდა.
ერეკლემ რომ ღარიბებს თავისი ქონება დაუნაწილა, თავადებმა თქვეს: ჩვენ არაფერი გვაბადიაო.
ჰოდა, ამდგარა ჩვენი ხუმარა და ერთისთვის ხრიკებით გამოურთმევია ქონება, მეორეს ცოლი შეუცდინა და იმას მიუცია. მეფე ერეკლისთვის დაუყრია ოქროები და უთქვამს:
აი, ვითომ არ ჰქონდათო.
კაით, ღარიბებს მიეცითო, – თავადებმა.
ბენიამ შემოიღო ქართული გვარები, როგორებიცაა ბერელაშვილები, ჩოდრიშვილები და ფითუაშვილები. ეს უკანასკნელი მას შემდეგ, რაც სიტყვა ”ფინთი” გამოიგონა. ფინთი ფინთი ხარო, ვიღაცას ეუბნებოდა, შენ კიდეო, ჩოდრი ხარო და ა.შ. ძველად კახეთშიც სცოდნიანთ მიცვალებულის დატირება და აკრძალა, ასე მიცვალებულს კი არა, ცოცხლებს გლოვობთო. ერთხელ ლეკებმა მოიტაცეს.
ლეკთა მეფეს საყვარელი ცოლი ჰყავდა, თვალი ასტკივნია და დაბრმავებულა. ბენიას შეუთავაზებია მკურნალობა სახლში დაბრუნების სანაცვლოდ, – ის მცენარეები კახეთში ყვავისო.
ჩამოვიდა, მოკრიფა და ამალას გაატანა, თავად აღარ დაბრუნებულა.
წამალს მართლა უშველია ქალისთვის. ბენიას კი ერეკლისთვის ლეკთა ამბები უამბია.
სპარსეთის შაჰს სულ უნდოდა ბენიას ნახვა.
როცა ქვეყანათა შორის მოლაპარაკებაზე დადგა ჯერი, ბენია გაემგზავრა.
შაჰს დამცინავად უკითხია: შენ ხარ მშვენიერი საქართველოს შვილიო?
კიო, – უპასუხია.
მერე შენზე მშვენიერი ვერ იპოვნესო? – შაჰმა.
უფრო მშვენიერი სხვაგან გაგზავნესო, – ამან.
შაჰი იუმორზე მიხვდა, რომ მის წინ ბენია იდგა.
სასახლეს რომ მოაშორეს, ბენია ცხენზე უკუღმა იჯდა.
ჩამოსვეს და შაჰ-აბასს მიჰგვარეს.
უკნიდან რატომ ზიხარო? დაგვცინიო?
არაო, მინდა თქვენი სასახლის მშვენება საბოლოოდ აღვბეჭდო მახსოვრობაშიო.
შაჰს ეამა და თავისთან დაიტოვა.
მან კი უამბო ისტორიები, როგორ ჩაისახა უკაცოდ და სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ, დედა ქალწულის ჩვენება მოიაზრა.
მეფე ერეკლე ამაზე ჩაბჟირებულა, როგორი მეამიტი ყოფილა ეს სისხლის მსმელი კაციო და დედად ვინმე მონაზონი გაუყოლებია.
მერე შაჰი ამტყდარა, ვინმე მინდა, სათანადო პატივი რომ მომაგოსო.
ბევრი ეძებეს შაჰისთვის შესაფერი კაცი, მაგრამ ვერავინ უპოვნიათ.
ბენია ამდგარა: მე მივაგებო.
კი, მაგრამ შენი პატივი თუ არ მოეწონა, თავს წაგაძრობსო.
ეს მოხდა საქართველოში სისხლის წვიმების დროს, როცა ასი ათასი ქართველი გადაასახლა შაჰ-აბამა სათათრეში. მათ შორის იყო ბენია, თათარი რომ გახდა და თარხანს ეძახდნენ.
ათასი ქართველის სახლში დაბრუნების სანაცვლოდ საკადრის პატივს მოგაგებო, ბენიამ.
დათანხმდა შაჰი.
ბენიამ კუბო მიიტანა და უთხრა, სიკვდილი ეს ის განძია, რომელიც ჯერ არ შეგხებიათო.
თავიდან გაბრაზდა შაჰი, მაგრამ ბენიამ დაიყოლია, რომ კუბო, ეს კარგია.
ბენია თარხანი გათათრდა და ამით კიდევ უამრავი ქართველი დააბრუნა სახლში.
ჩემი მოწოდება ვიპოვნე, ყველა გზით ქართველები საქართველოში უნდა დავაბრუნოო.
ერთხელ ერეკლე მეფეს სპარსეთთან ომი მოუხდა.
ომი ისეთი სასტიკი იყო, რომ ქალებიც იბრძოდნენ: ვაშლოვნელი თამრო, წყნეთელი მაია, წავკელი თინა და სხვანი. ერეკლეც ომში იყო, როგორც რიგითი.
მაშინ ბენია მისულა შაჰთან და ტყვეთა ნაწილის გათავისუფლებისთვის, შვიდ წელიწადში შენს მაიმუნებს კაცის ენას ვასწავლიო, – უთქვამს. გაგებული ჰქონდა, რომ შაჰს მაიმუნთა განკაცება სდომოდა.
ქართველები შიშობდნენ: ჩვენს სანაცვლოდ თავს წაგაძრობსო.
ბენიას კი უპასუხია: კაიო რაო, შვიდ წელში ან მე მოვკვდები, ან შაჰი ან მაიმუნებიო. თუ არა და მაიმუნებს თავად დავხოცავო.
ჭკვიანი კაცი იყო ბენია.
ერთხელ ერეკლისთვის მეფობა უთხობია. იმასაც არ უჭოჭმანია და ერთ დღიანი ტახტი მიუცია, თავად კი დასასვენებლად წასულა. ასე ავიდა ბენია ქართლ-კახეთის ტახტზე ერთი დღით.
გადმოცემის თანახმად, კეთილშობილი მეფე ყოფილა, პრობლემათა შიდა სფეროში ჩახედვის გამო. უდანაშაულო პატიმრების არაბრალეულობა დაამტკიცა, ქვეყნის მტრებს კი სასტიკად მოექცა. ეს მოხდა მაშინ, სისხლის წვიმების დროს საქართველოში.