როდესაც ჩემს M Calendar-ს ვადა გაუვიდა, ახალი აპლიკაციის ძებნა დავიწყე, ასე წავაწყდი clue-ს დევიზს: სამეცნიეროა, კონფიდენციალურია, არაა ვარდისფერი (confident, scientific, not pink!). დავფიქრდი, რომ მართლაც, ჩემთვის ყველა ცნობილი period tracker-ი ვარდისფერია, შეიძლება ზომიერად გაფორმებული ყვავილებითა და პეპლებით ან მათ გარეშე, მაგრამ ყველა მენსტრუაციის კალენდარს ვარდის ფერი აქვს. რატომ?
თანამედროვე period tracker-ები არა მხოლოდ ოვულაციურ თუ მენსტრუაციული პერიოდების შემახსენებლებს წარმოადგენენ, ქალებს გვაქვს ფუფუნება, რომ საკუთარი ექაუნთები შევქმნათ, სადაც კალორიების, გამაყუჩებლების მიღებას ვაკონტროლებთ, განწყობის ცვლილებას და სექს პოზიციებსაც კი აღვწერთ. ეს ყველაფერი კი საშუალებას გვაძლევს დავიგეგმოთ სასურველ დროს ჯანსაღი ფეხმძიმობა ან ზიანის შემთხვევაში გავიგოთ როგორ მოქმედებდა ჩვენზე ესა თუ ის ჰიგიენური საშუალებები. მოკლედ, საკუთარ სხეულებს ვსწავლობთ.
ამიტომ ერთი პლიუსი, რატომაც clue-სნაირმა აპლიკაციებმა დამაინტერესა საკითხისადმი მედიცინური მიდგომაა. და რატომაც კონკრეტულად ამ აპლიკაციამ დამაინტერესა გამოხატული პროტესტული მიდგომაა, ჩართულობა ბერლინურ ვორკშოფებში. რაც უფრო დატვირთულ ფუნქციებიან პროგრამებს არ სჩვევიათ. მაგალითად, რუბის.
იყო ერთი სამეცნიერო სტატია, რომელიც clue-მ გააზიარა მითზე პმსის შესახებ. სადაც პმს არაა განხილული როგორც ფალოსის დანაკლისი, ცალსახად უარყოფითი დღე, ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა, რომ ადამიანები ხშირად უგუნებობას ორგანიზმს აბრალებენ თავის გასამართლებლად. ანუ გამოყოფენ პმსის სიმპტომებს პმსის სინდრომებისგან. მეტიც, ისეთივე მოარული სტერეოტიპია, რომ ყველა ქალს აქვს პრემენსტრუაციული პერიოდი, როგორც ვაგინალურ სექსამდე პრელუდიის საჭიროება ნებისმიერი ქალისთვის.
ჩემი აზრით, clue ან მსგავსი აპლიკაციები, პირველ რიგში, მომხმარებელს სხეულის შესწავლაში ეხმარება. გარდატეხის ასაკის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნებამ საკუთარი ორგანიზმის ფლობა ისწავლოს. შესაბამისად, რუტინულად თვეში ხუთი დღე საკმარისი უნდა იყოს, რომ ზრდასრულ ასაკში პრემენსტრუაციული პერიოდი გააკონტროლოს. მაგალითად, თუ მოზარდი ეგოისტურად აზროვნებს, რომ მისი არავის ესმის, რომ ყველაზე უცნაური პრობლემები თვითონ აქვს, ნორმალურია. მაგრამ თუ ზრდასრული ადამიანი მიმართავს ამ ფრაზებს, ე.ი. მას გარდატეხის ასაკში მისაღწევი საფეხურები არ ამოუწურია. სწორედ ეს მიდგომა მოქმედებს clue-ს შემქმნელებისგან.
Tag Archives: ცისფერი
ტიკინა პატარა ბიჭი
მინდა გიამბოთ ცისფერ თმიანი გოგოს ამბავი, სიმართლეს ილუზიისგან რომ ანსხვავებდა და პინოქიოს ცხვირი ეზრდებოდა. ფსიქოდელიურ ტყეში ცხოვრობდა მატყუარა ბიჭის ლოდინით და ზრუნვით ფერია. ლეგენდის თანახმად, სევდისგან დაიცალა და მოკვდა, მოკვდა, ოღონდ როგორც მისი მფარველი და გაჩნდა ქალი, დედა. ხის კაცის ადამიანად ქცევის პირობით. მერე დაიწერება მეცნიერული ფიქციები რობოტის ჰუმანურობაზე, ცისფერთმიანმა იაპონელმა ოცნება რომ მისცა, ფენტეზები, ხეთა სულიერებაზე, ტყის ალქაჯის შვილობილებზე, მაგრამ ორასი წლის წინ პაპა კარლომ წარმოიდგინა ცისფერთმიანი ქალის ხის ტიკინა პატარა ბიჭი.
დილაობით ჩემს ქუჩაზე დაცვარული ფოთლები ყრია, ოღონდ ფანჯრიდან ფოთლებს ვერ ამჩნევ და გგონია, რომ სერ ასფალტზე ფოთლის ფორმები თეთრად ხატია. იისფერია სახურავებზე თოვლი, როცა მზე ხვდება, თავზე ამინდი მემჩნევა, – ცისა ფერს, თმისა ფერს. დილაობით უნებურად დამჩემდა პარკებში ხეტიალი და უცნობებთან მოხუცი ქალივით საუბრები, სახლში შვილიშვილებს პენსიის კვირას კალთაში დამალული მამალოებისთვის რომ უყვართ და მტრედების დაპურება. ერთხელაც ერთი ბიჭი ცისფერ თმაზე მიყურებს და ცრემლებით მეკითხება: – ცხვირი მართლა გამეზრდება? – ვიღიმი.
ოდინა
კარლ რეიხენბახმა ოდი აღმოაჩინა, სახელი ნორვეგიელი ღმერთის ”ოდინას” საპატივცემულოდ დაერქვა. ის შეგრძნებადი გამოსხივებებია, რომელსაც სხეული გამოყოფს. ადამიანის მარჯვენა ნაწილი მოცისფრო სხივებს უშვებს და მარჯვენა ხელის მსგავსად მინერალურ მაგნიტზე დადებითად მოქმედებს, როცა მარცხენა მხარე მოწითალო სხივებს ასხივებს.
ქალი და კაცი მას სხვადასხვანაირად გამოყოფს. ჯანმრთელი მკვეთრ ფერს გამოყოფს, ავადმყოფის ოდა ბჟუტავს. მას ასხივებს ყველა ორგანული თუ არაორგანული ნივთიერება. ადამიანში ქიმიური გზით წარმოიშვება და ქვედა ნაწილში მეტად მოყვითალოა, ზემოთ – მოცისფრო. ავადმყოფ სხეულში – მოყვითალო. მას ფოტოგრაფიური ფირების გაბუნდოვნება შეუძლია. ცოცხალი ორგანიზმის სითბური და ელექტრონული სხივებია.
შეგვიძლია მისი აღებაც და გაცემაც. თავის ინდივიდუალურ თვისებებს მაინც არ კარგავს, სხვა ორგანიზმს რომ გადაეცემა. სიფაქიზის გამო მკვეთრ საგნებშიც აღწევს. ხეებში, მაგალითად. მაგნიტურ რაპორტიტას შეიძლია ზიანი მიაყენოს იმ ადამიანს, რომელიც ასხივებს. ადამიანები ოდიური გამოსხივებებით მანიპულირებენ და მის ოდის ფიგურაში სვამენ, ფიგურას ჩხვლეტენ და იციან, რომ იმ ოდის მატარებელ პიროვნებას სტკენს.
ფიზიკური აღგზნება აძლიერებს ოდურ გამოსხივებას. სიბნელეში მოხვედრილი თვალი ნელ-ნელა მეტად ასხივებს და ადამიანებს ხედვა შეგვიძლია. ადამიანები ვართ მისით დაკავშირებულნი. მეტიც, ის ჩვენს ინდივიდუალობას უდევს საფუძვლად. ”ყველა ორგანული და ფსიქიკური თავისებურებანი, რომლებითაც ცოცხალი არსებები გამოირჩევიან ერთმანეთისგან უეჭველად იდიური თვისებაა.” (დიუ პრელი). თვლიან, რომ ის უკანასკნელი რგოლია, რის გამოც შევდივართ უხილავი ფიზიკის დარგში. მაგები აკეთებენ ისე, რომ შინაგანი ოდური ადამიანი შეუერთდეს ბუნების საგანთა ოდურ არსებას. აღიქვას მათი გავლენა და შეძლოს ზემოქმედება.
მატერიას გააჩნია სხივების თვითჩასახვის უნარი. ჩასახული ოდა შეუნარჩუნებლივ გამოსხივდება და შეუჩერებლივ აღდგება. თუ ოდის დანაკარგი მისი აღდგენის პროპორციულია, სხეული ჯანმრთელია. სექსის დროს ყველაზე დიდი რაოდენობით სხივდება და ორგანიზმი მისგან სუსტდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოდების გაცვლა თვისებების გაცვლასაც იწვევს. მისგანაა, რომ ცოლ-ქმარი დროთა განმავლობაში ერთმანეთს ემსგავსება, როგორც ფიზიკურად, ისე თვისობრივად. ამის გამო სახიფათოა შემთხვევითი კავშირები.
მისი გადაცემა შეიძლება ხელის დადებით, სუნთქვით. ჭარბი ოდის შემთხვევაში ავადმყოფებს უწილადებენ ხოლმე. ოდის შეკავება არ შეიძლება. სასიცოცხლო ენერგიასთან შედარებით შეიძლება გადავცეთ შეგრძნებებიც. ბავშვის ჩასახვის წუთებში რა შეგრძნებაც არის, ბავშვზეც გადავა. დედები ასევე იყენებენ ოდიებით აღზრდის მეთოდს. ძილის დროს შვილებს ცალ ხელს თავზე დაადებენ, მეორეს – ხელებზე და ყურში რჩევა-დარიგებებს ჩასჩურჩულებენ.
ის ძირითადად თმიდან, ფეხებიდან და ხელებიდან გამოიყოფა. განსაკუთრებით შუა, ცერა და საჩვენებელი თითებიდან. ოდური ალი ოდურ ღრუბელს გავს. მბრწყინავი ნათებაა, რომელსაც სენსიტივური პირები ხედავენ. წმინდანი ადამიანის გარშემო ოდური ალია.