ისევე, როგორც გლობალიზაციისკენ მიმავალ პერიოდში ერებს შორის განსხვავება იკლებს, არა თუ კუთხეების წარმომადგენლები ერთმანეთში ითქვიფებიან, ასევეა ზოდიაქალური თვეებიც. მაგალითად, თუ სექტემბერში ქალწულის ნიშანი მოსავლის აღებასთან იყო ასოცირებული, ოქტომბერში ღვინის დაწურვა სასწორულ დღესასწაულებთან, სამყაროს შექმნის მეშვიდე დღესთან ანუ დასვენებასთან დააკავშირეს, გასაკვირი არაა სტატისტიკა, რომლითაც ზაფხულობით დიდი რაოდენობით მშობიარობა მივიღეთ. ხოლო მას შემდეგ რაც ცხოვრებით პროვინციულიდან ურბანულ სისტემაზე გადმოვინაცვლეთ, დასვენება, ამჯერად ზაფხულთან ასოცირდება, შესაბამისად, გამნაყოფიერებელი თვეების სტატისტიკაც შემოდგომიდან ზაფხულზე შეიცვალა.
ამასთან, გასათვალისწინებელია თანავარსკვლავედთა აცდენა ასტრონომიულსა და ასტროლოგიურ ჭრილში: ასტრონომიამ თუ რეფორმა განიცადა, აჰყვა კოსმოსში მიმდინარე გადანაცვლებებს, კლასიკური ასტროლოგია უცვლელი დარჩა, და როცა ვამბობთ, რომ მზე დგას ვერძის ზოდიაქოში, ფიზიკურად თევზების ზოდიაქოში თავსდება. ამას კი მზის გეოცენტრული ვითარებით ხსნიან: როგორც არაფერი შეიცვალა დედამიწის გეოცენტრული მდგომარეობიდან მზის ირგვლივ ტრიალამდე თანავარსკვლავეთთა პირობითობის გამო. მთლიანობაში ვერსია ძალიან ჰგავს ელემენტარების გაქრობის პროცესს ტექნიკურ სამყაროში.
ანუ თუ კი ოდესმე არსებობდა ზოდიაქალური თვეების ენერგია, ურბანულ ეპოქაში უღონოა მისი კლასიკური ვერსია.
Tag Archives: ქალწული
რექტიფიკაცია დაკარგული დროის ძიებაში
ალბათ შეუძლებელია რექტიფიკაცია გიტაცებდეს დეტექტივობანას გარეშე. არის ამაში რაღაც შერლოკ ჰოლსმური, როცა იმის ნაცვლად, რომ დაბადების დროის მიხედვით ადამიანი გაიცნო, პირიქით, მიზნად დაბადების დროის გაგებაა ადამიანის ცხოვრების მიხედვით. რექტიფიკაცია, ძირითადად, დაბადების ზუსტი საათის არ ცოდნის შემთხვევაში გამოიყენება და, ვფიქრობ, სპორტული მოსაზრებითაც საინტერესო უნდა იყოს.
მაგალითად, თუ დაბადების საათი ვიცით სადღაც ორი საათის სხვაობით, რუკაზე მათ საშუალო საათს ვაყენებთ; ვიცით, რომ ადამიანთა თვისებებზე, ძირითადად, პირველი რვა სახლი/ნიშანი მოქმედებს; ბავშვობაში მამის აღმზრდელობით დანაკლისზე მზე, პლუტონი ან სატურნი მეთორმეტე სახლში მიუთითებს; სისხლთან (ქირურგია, სამხედრო საქმე) დაკავშირებული პროფესიისას ემცესთან მყოფი მარსი მოვნიშნოთ და სხვა.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი მაინც ქორწინებაა, მითუმეტეს ქორწინებამდე ქალწული წყვილის შემთხვევაში და შვილების გაჩენა განსაკუთრებით ქალის ჰოროსკოპის შედგენისთვის, და უფრო განსაკუთრებით პირმშოსი. თუ განქორწინებაზე მიუთითებს ტრანზიტული სატურნისა ან პლუტონის ნათალურ მეშვიდე სახლში გავლის პერიოდი, დაბადების საათი მის პარალელურ საათზე მოინიშნება.
ზოგადად, რექტიფიკაციისას განსაკუთრებით აკვირდებიან სატურნის პოზიციას და თვლიან, რომ განსაკუთრებით მათ გამოსდით მათი გამოკვლევა ან მათ რუკაზე სათანადო წერტილების დასმა, როცა ჰოროსკოპში ეს პლანეტა ძლიერი გავლენითაა. თუ ვინმემ მოყვა, რომ თავისზე მაღალ სოც. საფეხურზე მდგარი კაცი გაიცნო, შეიძლება ტრანზიტული იუპიტერის დესცედენტთან გავლის შემთხვევა მოვნიშნოთ ან პლუტონის შესვლა დაბადების საათის მომენტში, – გააჩნია მათ შორის დაწყებული ურთიერთობის ხასიათს. ამ მიდგომებით დაისმევა სიმბოლოები რუკაზე და საბოლოოდ დაბადების მომენტში დახაზულ ზეცას მივიღებთ.
აქედან შეგიძლიათ წაიკითხოთ ასტროლოგიური სახლების გამოთვლის სისტემა.
აქედან შეგიძლიათ წაიკითხოთ რექტიფიკაციის წესები რუსულ ენაზე: Agafonov-Rektifikaciya.
აქედან შეგიძლიათ ჩაიტაროთ ტესტი: წაიკითხეთ ინსტრუქცია, საათის არ ცოდნის შემთხვევაში მონიშნეთ +-12, ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი თარიღები და პროგრამა მიახლოებით დააანგარიშებს.
პიროვნების ჩარჩოში ჩასმა ასტროლოგებთან მერკურის მზესთან დაშორების მაგალითზე
ხშირად ისმევა კითხვა, რომ პირადი ჰოროსკოპის განხილვისას, აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ნება შეზღუდულია, ნაწილობრივ ვენერას, განსაკუთრებით მერკურის მდებარეობის მიხედვით.
სიტყვაზე, ვერძს ეს ორი პლანეტა ვერ ექნება სხვა 7-9 ნიშანში, ანუ მერკური მხოლოდ საკუთრივ ვერძში ან მეზობელ ნიშნებში: თევზებსა და კუროში აქვს. ვენერა (აღქმა, გრძნობა) შედარებით მეტგან.
თუ მერკურის სივრცე აუცილებლად მზესთან ახლოსაა, ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ადამიანის ცნობიერთან (იგივე ზოდიაქოსთან) მხოლოდ სამი სახის აზროვნება დაეშვება, რაც ისედაც ჩარჩოში ჩასმულ ნათალურ რუკას, კიდევ უფრო კლიშეში ჩასვამს?
პასუხი ასეთი მაქვს:
თუ ადამიანი მადლს იღებს ან ისჯება არა საზოგადო მორალის, არამედ პირადი შესაძლებლობების მიხედვით, ევოლუცია/ინვოლუციის კითხვარი საკუთარ ზოდიაქოში უნდა ვეძიოთ.
მაგალითად, ტყუპებს სიკვდილის შემდეგ პასუხი კომუნიკაციის მიხედვით მოეთხოვებათ: აბა, როგორ იშუამდგომლე?
იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულოს, აზროვნება უნდა უწყობდეს ხელს. აქ ის ირჩევს, ტყუპების გაორებული ბუნებიდან გამომდინარე, როგორი აზროვნება (მერკური) დასჭირდება:
ა) ემოციური (კირჩხიბი),
ბ) გონებრივი (ტყუპები) თუ
გ) პირველ რიგში, მგრძნობიარე (კურო) მერკურით შეეცდება თავისი მეების გაერთიანებას.
მაშასადამე, სამებიდან – ემოცია/გრძნობა/გონებიდან – ირჩევს ერთს. და ფაქტი, რომ მას, სიტყვაზე, ურანული (მერწყულური) მერკური არ ყავს, ვერ შეუქმნის წინააღმდეგობას, რადგან ურანი მასობრივი აზროვნებაა, კოლექტიური გონი, ასევე მერწყულს, ტყუპური გონება არ გამოადგებოდა.
ჩვენ ვიცით, რომ ორგანოები შეესაბამება ნიშნებს, ამიტომ ორგანოების მიხედვით უკეთ ავხსნი:
ავიღოთ მორიელი, სიმბოლურად სასქესო ორგანოებს განასახიერებს, როცა გარემოში გადმოაქვს შიგნით დაგროვილი მასალა, ორიდან ერთი: ან მშობიარობს ან ისაქმებს. მორიელს, თავისი ფუნქციის შესასრულებლად, კავშირის დამყარება უწევს ან ქვედა მუცელთან ან ბარძაყთან. ამ ფუნქციის შესრულების დროს კუჭი (ანუ კირჩხიბი მერკური) ან ტერფები (თევზი მერკური) კონტექსტიდან ამოვარდნილია. ამიტომ მორიელს ჭინთვისას სამი სახის აზროვნება უწევს:
ა) ის, ვინც სასწორი მერკურით დაიბადა, აბალანსებს დასარჩენ მასალას გარე მასალასთან,
ბ) მორიელი მერკურით დაბადებული თავად გამოყოფის და მიღების პროცესს განასახიერებს,
გ) ხოლო მშვილდოსან მერკურიანი ხედავს გამოყოფილ ნაყოფს და მასვე სათანადოდ უმიზნებს.
ამიტომ მორიელს თევზური აზროვნება (გწამდეს და გამოვა), კირჩხიბული (იგრძენი და გამოვა) მას ვერ დაეხმარება.
მშვილდი თუ დაიბადა, მისი ფუნქციაა ამაღლებულ ადგილას შედგეს, მორალი იკითხოს და იფილოსოფოსოს, ანუ ღმერთის პოზიციიდან იყოს, ანუ მორიელის შობილი ბავშვი გაზარდოს. მაგრამ როგორ? სამებიდან ირჩევს:
ა) მოწყალე იყოს – მშვილდი მერკური
ბ) დამსჯელი იყოს – მორიელი მერკური
გ) სხვის საქმეში არ ჩაერიოს და თავად გაანძრევინოს ხელი – თხის რქა მერკური.
თხის რქას შემთხვევაში. აი, თხის რქა უკვე მუხლია. მუხლის ფუნქციის შესრულებისთვის უკეთ დაეხმარება ბარძაყი ან წვივი. სწორგოჯა ნაწლავი (ქალწული) ან ნესტო (კურო) რა შუაშია. თხის რქას დაესმის კითხვა: როგორ გინდა მიაღწიო წარმატებას?
ა) ჩემით (თხის რქა მერკური)
ბ) ღმერთით (მშვილდოსანი მერკური)
გ) კოლექტივი დამეხმარება (მერწყული მერკური).
და ასე გრძელდება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ადამიანში უკლებლივ თორმეტივე ნიშანია, ანუ პიროვნება მხოლოდ ზოდიაქოს (ცნობიერის) კუთვნილება არ არის.
ისიც, რომ მერკურისგან განსხვავებით, მთვარე ან სხვა პლანეტები ამ ჩარჩოებს ცდებიან და თორმეტივე ნიშანში მოგზაურობენ. თერმომეტრის ღმერთი და აფროდიტე მხოლოდ გამონაკლისია.