რატომ აცმევენ ახალშობილ გოგონებს ვარდისფერს?

period-clue

როდესაც ჩემს M Calendar-ს ვადა გაუვიდა, ახალი აპლიკაციის ძებნა დავიწყე, ასე წავაწყდი clue-ს დევიზს: სამეცნიეროა, კონფიდენციალურია, არაა ვარდისფერი (confident, scientific, not pink!). დავფიქრდი, რომ მართლაც, ჩემთვის ყველა ცნობილი period tracker-ი ვარდისფერია, შეიძლება ზომიერად გაფორმებული ყვავილებითა და პეპლებით ან მათ გარეშე, მაგრამ ყველა მენსტრუაციის კალენდარს ვარდის ფერი აქვს. რატომ?
თანამედროვე period tracker-ები არა მხოლოდ ოვულაციურ თუ მენსტრუაციული პერიოდების შემახსენებლებს წარმოადგენენ, ქალებს გვაქვს ფუფუნება, რომ საკუთარი ექაუნთები შევქმნათ, სადაც კალორიების, გამაყუჩებლების მიღებას ვაკონტროლებთ, განწყობის ცვლილებას და სექს პოზიციებსაც კი აღვწერთ. ეს ყველაფერი კი საშუალებას გვაძლევს დავიგეგმოთ სასურველ დროს ჯანსაღი ფეხმძიმობა ან ზიანის შემთხვევაში გავიგოთ როგორ მოქმედებდა ჩვენზე ესა თუ ის ჰიგიენური საშუალებები. მოკლედ, საკუთარ სხეულებს ვსწავლობთ.
ამიტომ ერთი პლიუსი, რატომაც clue-სნაირმა აპლიკაციებმა დამაინტერესა საკითხისადმი მედიცინური მიდგომაა. და რატომაც კონკრეტულად ამ აპლიკაციამ დამაინტერესა გამოხატული პროტესტული მიდგომაა, ჩართულობა ბერლინურ ვორკშოფებში. რაც უფრო დატვირთულ ფუნქციებიან პროგრამებს არ სჩვევიათ. მაგალითად, რუბის.
იყო ერთი სამეცნიერო სტატია, რომელიც clue-მ გააზიარა მითზე პმსის შესახებ. სადაც პმს არაა განხილული როგორც ფალოსის დანაკლისი, ცალსახად უარყოფითი დღე, ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა, რომ ადამიანები ხშირად უგუნებობას ორგანიზმს აბრალებენ თავის გასამართლებლად. ანუ გამოყოფენ პმსის სიმპტომებს პმსის სინდრომებისგან. მეტიც, ისეთივე მოარული სტერეოტიპია, რომ ყველა ქალს აქვს პრემენსტრუაციული პერიოდი, როგორც ვაგინალურ სექსამდე პრელუდიის საჭიროება ნებისმიერი ქალისთვის.
ჩემი აზრით, clue ან მსგავსი აპლიკაციები, პირველ რიგში, მომხმარებელს სხეულის შესწავლაში ეხმარება. გარდატეხის ასაკის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნებამ საკუთარი ორგანიზმის ფლობა ისწავლოს. შესაბამისად, რუტინულად თვეში ხუთი დღე საკმარისი უნდა იყოს, რომ ზრდასრულ ასაკში პრემენსტრუაციული პერიოდი გააკონტროლოს. მაგალითად, თუ მოზარდი ეგოისტურად აზროვნებს, რომ მისი არავის ესმის, რომ ყველაზე უცნაური პრობლემები თვითონ აქვს, ნორმალურია. მაგრამ თუ ზრდასრული ადამიანი მიმართავს ამ ფრაზებს, ე.ი. მას გარდატეხის ასაკში მისაღწევი საფეხურები არ ამოუწურია. სწორედ ეს მიდგომა მოქმედებს clue-ს შემქმნელებისგან.

შეკითხვას, თუ საიდან მომდინარეობს ვარდისფერის ფემინურობასთან ასოცირება, ჩვილის ფიზიოლოგიური ძირიდან (მართლა უკეთ აღიქვამენ თუ არა ახალშობილი გოგონები ცისფერთან შედარებით ვარდისფერს) თუ სოციალური წყობის მარწუხებისგან, ვუპასუხებდი, რომ ფერების ამგვარი დაყოფა მოდის მარკეტინგიდან.
მეოცე საუკუნეში, ბრენდების დაარსების ხანაში, ერთგვარი სარეკლამო სვლა იყო პროდუქციისთვის ტრადიციის მინიჭება, რადგან ტრადიციის დამკვიდრება პროდუქციის განმეორებად გაყიდვას უზრუნველყოფდა. ფერების დაკანონებისთვის მოდის ცნობილი ბრძოლა ფრანგული სახლების გამარჯვებით დასრულდა. ვინაიდან პარიზი გახდა მე-20 საუკუნის მოდის ცენტრი, სწორედ მისი შერჩეული ფერთა სისტემა გახდა დომინანტური. ბერლინური სახლებისგან განსხვავებით, რომლებიც საპირისპირო ფერთა შერჩევას ითხოვდნენ (ცისფერი – გოგონებისთვის, ვარდისფერი – ბიჭებისთვის).
ვაღიაროთ, რომ პარიზული ფერთა სისტემა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ არამოდური მშობლებიც კი მოდის მსხვერპლები გახადა. Clue-ზე წავიკითხე, რომ ბერლინური პროდუქციაა. გული დამწყდება, თუ მათი პროტესტი საუკუნის წინ დაწყებულ ქიშპობას უკავშირდება.

მათემატიკა ფსიქოლოგიაში

ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის წარმოშობის ოფიციალურ თარიღად 1879 წელი ითვლება, როცა ლაიფციგის უნივერსიტეტში ვ. ვუნდტის მიერ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტული ლაბორატორია შეიქმნა. შეიქმნა და ატარებდნენ ცდებს, ნერგავდნენ მათემატიკური მეთოდის გამოყენებას, ჩვენ რომ ”ზოგად უნარებს” ვეძახით, იმას. ცდისპირებს სხვადასხვა დავალებებს აძლევდნენ, მაგალითად, ფიგურების დალაგებას სიდიდის, ფორმის, ფერის მიხედვით. უმეტესობა ალაგებს ფერის, ფორმის და სიდიდის მიხედვით.
მე-18 ს-ის ინგლისელი ფილოსოფოსი დ. ჰარტლი თავის რელიგიურ შეხედულებებს გამოხატავდა ფორმულით: W = FxF:L
სადაც X არის ამ ქვეყნის სიყვარული, F – შიში ღმერთის წინაშე, ხოლო L კი – ღმერთის სიყვარული.
ჰარტლის აზრით, როცა ჩვენ ვბერდებით, L უსასრულოდ იზრდება, ხოლო W კი ნულისკენ მიისწრაფვის.
ბოლოს ჟ. ჯეიმსის ფორმულა:
თავის თავისადმი პატივისცემა = წარმატებულობა:მომთხოვნელობა.