ხშირად ისმევა კითხვა, რომ პირადი ჰოროსკოპის განხილვისას, აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ნება შეზღუდულია, ნაწილობრივ ვენერას, განსაკუთრებით მერკურის მდებარეობის მიხედვით.
სიტყვაზე, ვერძს ეს ორი პლანეტა ვერ ექნება სხვა 7-9 ნიშანში, ანუ მერკური მხოლოდ საკუთრივ ვერძში ან მეზობელ ნიშნებში: თევზებსა და კუროში აქვს. ვენერა (აღქმა, გრძნობა) შედარებით მეტგან.
თუ მერკურის სივრცე აუცილებლად მზესთან ახლოსაა, ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ადამიანის ცნობიერთან (იგივე ზოდიაქოსთან) მხოლოდ სამი სახის აზროვნება დაეშვება, რაც ისედაც ჩარჩოში ჩასმულ ნათალურ რუკას, კიდევ უფრო კლიშეში ჩასვამს?
პასუხი ასეთი მაქვს:
თუ ადამიანი მადლს იღებს ან ისჯება არა საზოგადო მორალის, არამედ პირადი შესაძლებლობების მიხედვით, ევოლუცია/ინვოლუციის კითხვარი საკუთარ ზოდიაქოში უნდა ვეძიოთ.
მაგალითად, ტყუპებს სიკვდილის შემდეგ პასუხი კომუნიკაციის მიხედვით მოეთხოვებათ: აბა, როგორ იშუამდგომლე?
იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულოს, აზროვნება უნდა უწყობდეს ხელს. აქ ის ირჩევს, ტყუპების გაორებული ბუნებიდან გამომდინარე, როგორი აზროვნება (მერკური) დასჭირდება:
ა) ემოციური (კირჩხიბი),
ბ) გონებრივი (ტყუპები) თუ
გ) პირველ რიგში, მგრძნობიარე (კურო) მერკურით შეეცდება თავისი მეების გაერთიანებას.
მაშასადამე, სამებიდან – ემოცია/გრძნობა/გონებიდან – ირჩევს ერთს. და ფაქტი, რომ მას, სიტყვაზე, ურანული (მერწყულური) მერკური არ ყავს, ვერ შეუქმნის წინააღმდეგობას, რადგან ურანი მასობრივი აზროვნებაა, კოლექტიური გონი, ასევე მერწყულს, ტყუპური გონება არ გამოადგებოდა.
ჩვენ ვიცით, რომ ორგანოები შეესაბამება ნიშნებს, ამიტომ ორგანოების მიხედვით უკეთ ავხსნი:
ავიღოთ მორიელი, სიმბოლურად სასქესო ორგანოებს განასახიერებს, როცა გარემოში გადმოაქვს შიგნით დაგროვილი მასალა, ორიდან ერთი: ან მშობიარობს ან ისაქმებს. მორიელს, თავისი ფუნქციის შესასრულებლად, კავშირის დამყარება უწევს ან ქვედა მუცელთან ან ბარძაყთან. ამ ფუნქციის შესრულების დროს კუჭი (ანუ კირჩხიბი მერკური) ან ტერფები (თევზი მერკური) კონტექსტიდან ამოვარდნილია. ამიტომ მორიელს ჭინთვისას სამი სახის აზროვნება უწევს:
ა) ის, ვინც სასწორი მერკურით დაიბადა, აბალანსებს დასარჩენ მასალას გარე მასალასთან,
ბ) მორიელი მერკურით დაბადებული თავად გამოყოფის და მიღების პროცესს განასახიერებს,
გ) ხოლო მშვილდოსან მერკურიანი ხედავს გამოყოფილ ნაყოფს და მასვე სათანადოდ უმიზნებს.
ამიტომ მორიელს თევზური აზროვნება (გწამდეს და გამოვა), კირჩხიბული (იგრძენი და გამოვა) მას ვერ დაეხმარება.
მშვილდი თუ დაიბადა, მისი ფუნქციაა ამაღლებულ ადგილას შედგეს, მორალი იკითხოს და იფილოსოფოსოს, ანუ ღმერთის პოზიციიდან იყოს, ანუ მორიელის შობილი ბავშვი გაზარდოს. მაგრამ როგორ? სამებიდან ირჩევს:
ა) მოწყალე იყოს – მშვილდი მერკური
ბ) დამსჯელი იყოს – მორიელი მერკური
გ) სხვის საქმეში არ ჩაერიოს და თავად გაანძრევინოს ხელი – თხის რქა მერკური.
თხის რქას შემთხვევაში. აი, თხის რქა უკვე მუხლია. მუხლის ფუნქციის შესრულებისთვის უკეთ დაეხმარება ბარძაყი ან წვივი. სწორგოჯა ნაწლავი (ქალწული) ან ნესტო (კურო) რა შუაშია. თხის რქას დაესმის კითხვა: როგორ გინდა მიაღწიო წარმატებას?
ა) ჩემით (თხის რქა მერკური)
ბ) ღმერთით (მშვილდოსანი მერკური)
გ) კოლექტივი დამეხმარება (მერწყული მერკური).
და ასე გრძელდება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ადამიანში უკლებლივ თორმეტივე ნიშანია, ანუ პიროვნება მხოლოდ ზოდიაქოს (ცნობიერის) კუთვნილება არ არის.
ისიც, რომ მერკურისგან განსხვავებით, მთვარე ან სხვა პლანეტები ამ ჩარჩოებს ცდებიან და თორმეტივე ნიშანში მოგზაურობენ. თერმომეტრის ღმერთი და აფროდიტე მხოლოდ გამონაკლისია.