ფოტოსურეალიზმი და კონსტუქტივიზმი

რეალისტურ ფოტოგრაფიაზე მეტად მხატვრული ფოტო მაინტერესებს, მათ შორის, სურეალისტური, როცა ფანქარი და ფოტოგრაფია თანამშრომლობას ცდილობენ. მისი ფესვები დაახლოებით იმდენი ხანია არსებობს, რამდენიც თავად ფოტოგრაფია. გილბერტ გარსინი თავიდან ლამპების ქარხანაში მუშაობდა და მელანქოლიკი გახდა. ეტყობა ჯინი არ გამოეცხადა და საკუთარი ჯინის ძიება დაიწყო ადამიანური და საყოფაცხოვრებო აბსურდულობით. გაურბოდა სივრცისა და დროის ადეკვატურ ასახვას. დაიბადა 1929 წლის საფრანგეთში. ფოტოების დასამუშავებლად იყენებდა წებოსა და მაკრატელს. საკუთარი თავის მოდელი იყო და მიეწოდა ”მისტერ ევრიბადის” ტიტული. იმ დროისთვის აქტიურ ფსიქოანალიზსა და ექსისტენციალიზმს დასურათების სახით წარმოაჩენდა. ასევე კაფკას, გოგოლის, ჩაპლინის და სხვათა სიუჟეტის ფოტო რეპროდუქციას. იდეების გასაგებად, საინტერესოა სათაურების წაკითხვა. გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს:

კოლექციონერი

დაფარული ნივთები

ცხოვრება მშვენიერია

მექანიკური წყვილი

არაფერია იდეალური

თავის ძიება

ზუსტი ანგარიში

სურვილი, რომ შეიცვალოს მსოფლიო

დიოგენური ან ლუციფერული

თავაზიანობა

პროგრესში მუშაობა (გადაღებულია თავად მეუღლესთან ერთად)

მამოძრავებელი ამბიციები

უპატრონო

მომავალი ის აღარაა, რაც იყო

ცვლილების ქარი

სიზიფეს შრომა


სიზიფეს გაუცრუვდა იმედი

გააჩერო წარსული

აქცენტი სიცარიელეზე

ციხე

თავის დაკარგვა

გადაცვლა

ავტო კონტროლი

შემოდგომა

ხარის თვალი

ბედნიერი ხელოვნის არ არსებობა

არჩევანის არსი

ბაბილონის გოდოლი

მუზეუმში

აკრძალული

განმეორებადი წინააღმდეგობანი

გადარჩენა

მანძილი ნაკვალევს შორის

ინი და იანი მალევიჩისგან

დასაჯავშნი ადგილი

ადამ და ევა

უცხო

ზურგის გაელვება

პარიზის განაჩენი

დავიწყებული

ინდიფერენტული

მეხსიერება

იქ,სადაც მთავრდება შენი და იწყება სხვისი

დავიწყების მექანიზმი

ქალაქი

შემთხვევითობა

საუკეთესო მომენტი

უთანხმოება

ხელოვნებაზე შეყვარებული

დრო და სივრცე

დაჯავშნა

მოწმეს არ აინტერესებს

სისუსტე

შეუძლებლობა

ცოლ-ქმრის გეომეტრია

საქართველო კი არა ….

მე ვიყიდები.
სხეულით, პირ-სახით, მიმიკით, ბიოგრაფიით, მომავალი სვე-ბედით, მშვენიერი ენით, ნაქარგი სამოსით, ვაჟკაცური ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით, დიდებული სანახაობით, კარგი სუნით, ნაამაგევი სახლით და კარით. ვიყიდები მე დედით და მამით, შეყვარებულით, შვილი ჯერ არ მყავს, ძმით, ნათესავებით, მეგობრებით, მეზობლებით(ამ ბოლოს არ გირჩევთ).

მყიდის ყველა: დედ-მამა, შეყვარებული,  შვილი ჯერ არ მყავს, ძმა, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები(ყველაზე მეტად), ლოთები და ფხიზლები, ჭკვიანები და შტერები, ვაჭრები და ბიზნესმენები.

ვიყიდები ყველგან: მაღაზიაში, ჯიხურში, ბაზარში, ინტერნეტში, გაზეთში, ტრანსპორტში დღისით თუ ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

ვიყიდები ერთიანად: თმის ღერიდან ფეხის გულამდე,  სულიდან სხეულამდე, გონებიდან ინსტინქტამდე.

მეყიდება ნაწილ-ნაწილ: ცხვირ-პირი, გულ-მკერდი, გენეტალიები,  ფეხები, ხელები, ცალკე თმა, თვალები. ვიყიდები პატარ-პატარა ნაჭრებად, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიად, ფულით, უფასოდ, ჩეკით, ქეშად, დროებით და სამუდამოდ, ადგილზე მოსვლით თუ ტრანსფერით.

მიყიდეთ ბარემ მთლად, გამწეწეთ და გამგლიჯეთ.  თორემ ეს სიზიფე აგორავებს ამ ქვებს და ტვინი შეჭამა! გმადლობთ.