როგორ დავწეროთ ტანკა?!

როგორ იწყებოდა ტანკა:

ძველი ტანკა იაპონელ მიჯნურთა შორის საიდუმლო გზავნილებს  წარმოადგენდა. სასიყვარულო ღამის ერთგვარი პროლოგი გახლდათ, მარაოზე დაგროვილი ემოციები სიტყვებით რომ იკვრებოდა.

ჰოდა, ეს მადლობის ტანკა შუამავალს საკეს სანაცვლოდ უნდა წაეღო, ადრესატის ოჯახის წევრთან ფლირტის პერსპექტივით.

ასე ახლოვდებოდნენ ადამიანები ტანკათი.

ადრესატი კი თავის მხრივ ტანკათივე უხდიდა მადლობას საყვარელს და შუამავლის საფლირტაო არეც იზრდებოდა.

თუ ადრესატს არ სურდა ტანკას დაწერა საყვარლისთვის ლექსის ბოლოს ჩიტს ან ჯვარს (”პტიჩკას”, ”კრესტიკს”) სვამდა და ტანკას უკან უბრუნებდა.

ტანკას ეპოქა 700-იანი წლებიდან იწყება. 

თავიდან ის ორალური გზით გადაიცემოდა.

ტანკას ტექნიკური მხარე: 

ფუჯივარა ტეიკამ 1219 წელს თავის სტუდენტს მისწერა წერილი, სადაც აღწერილი იყო ტანკას წერის 10 მეთოდი. წერილი ტანკას სკოლისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცა.

ის შეიძლებოდა ყოფილიყო 1) მისტიკური და ღრმა,

2) ჩვეული განაცხადით,

3) დახვეწილი სილამაზის,

4) გრძნობათა დადანაშაულებით,

5) მოხდენილი სტილით,

6) გარეგნული გამომსახველობით,

7) გონიერი საკითხის დასმით,

8) ახალი საკითხის დასმით,

9) დახვეწილი დეტალებით, ან

10) ბოროტების ჩახშობით. 

იგი ეფუძვნება სქემას: 5-7-5-7-7.

თუმცა არის შემთხვევები, ტანკას რომ გრძელი სტრიქონებით იწყებენ.

თარგნის დროს ეს პრინციპი აქტუალური არაა, იაპონური ენის მოკლე სიტყვების გამო.

ტანკა განსხვავდება სხვა პოეზიის ჟანრებისგან, როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური მხარით.

მაგალითად, სედოკას ფორმაა 5-7-7, ჩოკასი –  5-7-5. ამით სედოკა მონდოს უახლოვდება, იმ განსხვავებით, რომ პირველი ავტორის მიერ იწერება და ჩვეულებრივ, შეიცავს კითხვასა და პასუხს. ჩოკა გრძელი პოემაა და 5 სტრიქონს სცდება. ზოგი პოემა ას და მეტ სტრიქონს ითვლის.

თავიდან კატაუტა ყოფილა იაპონიის წამყვანი ჟანრი.

(საიტი 1, საიტი 2)

მსგავსებები და განსხვავებები ჰაიკუსა და ტანკას შორის:

ჰაიკუს უფრო მოკლე ისტორია აქვს. იგი ტანკასგან წარმოიშვა.  ტანკა ჩინური ღმერთივით ორ ნაწილად გაიპო და პირველი სამი ხაზი ჰაიკუს დაუთმო. ამით განსხვავდება იგი ტანკასგან, მას დამატებული ბოლო ორი სტრიქონი გააჩნია.

2) თანაც, ტანკას ემოციების ვერბალურად გადმოცემისკენ ორიენტირებული ხალხი წერს. ჰაიკუში კი ემოციები ირიბი სახით, ლირიული გადახვევებით დევს.

3) ტანკაში ბოლო ორი ხაზი მესამე სტრიქონში გადმოცემული აზრის გაგებას ემსახურება. სამივე სტრიქონიდან ახალი გზის პოვნის მორიგი შესაძლებლობაა.

4) ჩვეულებრივ არც ტანკაში და არც ჰაიკუში ძალადობა და ომის სურათები არ გვხვდება.

5) ტანკას იანის სქესი აქვს, ფემინურია. ჰაიკუ ინია, მამრობითი.  

6) ტანკა ლირიკულია, ჰაიკუ ფრაგმენტული. 

7) ტანკა ნატიფი საზოგადოების კუთვნილებაა, ჰაიკუ – მოვაჭრეების და დაბალი კლასის.

8) ტანკა სათქმელს პირდაპირ გადმოსცემს, ჰაიკუ – თამაშით.

9) ტანკა გრძნობებს ანალიზს უკეთებს, უფრო ემოციურია და იყენებს წარმოსახვას. ჰაიკუ წარმოსახვას ამაგრებს, ამყარებს. 

10) ტანკა დადგენილ თემებზე იწერება, ჰაიკუ თავად ადგენს საკუთარი ექსპერიმენტით.

11) ტანკა ხუთი ნაწილისგან შედგება და ხუთ სურათს გვთავაზობს, ჰაიკუ – სამს.

12) ტანკა სიმახინჯეს არ აღწერს. საგალობლად ქცევის შანსი აქვს. ჰაიკუ უფრო საერთო სილამაზეზეა კონცენრტირებული და გადაჭრით მოსაუბრეა.

13) ენობრივი სტრუქტურა ტანკასთან მეტად გამართული და ტრადიციულია. ჰაიკუ საუბრობს უშუალო ენით.

14) ტანკა ეფუძვნება სუბიექტისგან დანახულ სურათებს, ჰაიკუ ისე აღწერს, როგორცაა.

ტანკას მაგალითები ნიძიოსა და ისიკავას მიხედვით:  Continue reading