პოლიტკორექტულობა: იტალიკა და ამერიკა

ერთმა ქართულმა ტექნოლოგიების ბლოგმა გამოაცხადა ინოვაციური ბლოგპოსტების კონკურსი, სადაც ძირითად პირობებში მიუთითა, რომ ტექსტი აკრეფილი ყოფილიყო აუცილებლად ვორდის ფაილში აუცილებლად Sylfaen შრიფტით. ბარემ აკადნუსხური მიეთითა. მაიკროსოფტის ბობის სუნი მეცა. რამდენი გიკი იყენებს მაიკროსოფტის ოფისსა და შრიფტს? გარდა იმისა, რომ სილვაინს მოძველებული სტრუქტურა აქვს, სექსისტურია, ბოლდთან ერთად პატრიარქატულ ფონტად ითვლება. ამ სტერეოტიპს ხელი შეუწყო ფრაზამ – კაცები არიან მარსიდან, – რომელიც სილფაინის უხეში და წვეტიანი ფონტით დაიწერა და გაიტალიკებული ასოებით – ქალები არიან ვენერადან. ქალური ნაწილი იტალიკის ფონტით დაიწერა. იმ ირონიული სიმბოლიკით, რომ ქალების საქმე გადაწოლაა. იტალიკის ქალურ ფონტად წარმოჩენას მოყვნა ქალური საიტების მთლიანად დაწვენილი ფონტით წარმოება. გახსოვთ, ჯერ კიდევ 5 წლის წინ სადაც კი მაკიაჟისა თუ ბიუსჰალტერის შესახებ იწერებოდა, ყველგან ვარდისფერი იტალიკური ფონტი გვხვდებოდა?! დღეს იტალიკის ფონტი შედარებით ნაკლებად, იმ სიტყვებზე/ფრაზებზე ყურადღების გასამახვილებლად გვხვდება, რაც თვალში საცემი უნდა იყოს. აი, როგორც ბევრ ფილმშია, რიტუნულ პასაჟებ შორის ვამატებთ შიშველი ქალებით სცენას, – თვალს გადაახალისებს და შემდგომი დაძაბული პასაჟის აღქმისთვის გვამზადებს. იტალიკის ფონტს ყურადღების მობილიზაციის გარდა ვიყენებთ ჟარგონების, უცხო სიტყვების, ციტატების და სათაურების წერის დროს. თუმცა არის გამონაკლისებიც, ვერსად ნახავთ იტალიკის ფონტით დაწერილ სიტყვას – ბიბლია. ბიბლიას გადაწვენა არ შეიძლება.

დღევანდელი პოლიტკორექტულობა ამერიკის პოლიტიკაზე უფროა აგებული ვიდრე გლობალურზე. ზოგჯერ ბუნებრივია, რადგან სიტყვა bitch ქალის ობიექტად წარმოჩენას განასახიერებს, მაგრამ მისი ქართული შესატყვისი – ძუკნა – არა მარტო ქალის ცხოველურობას უკეთებს აქცენტს, ცხოველთა უფლებებსაც არღვევს. შემედავებით, თვითონ ქალები ეძახიან ერთმანეთს bitch-ს და კაცმა რომ ქალი იგივეთი მოიხსენიოს, რა მოხდა. იგივენაირიად შემედავებით, რომ niga’-ს, ქართულად ზანგები ეძახიან ერთმანეთს და არ სწყინთ ერთმანეთისგან, მაშ თეთრებმა რატომ უნდა შევიკავოთ თავი. პასუხია, რომ პოლიტკორექტულობა მოიცავს ხელისუფლების ზრუნვას დაჩაგრულ პირზე მაშინაც კი თუ დაჩაგრული ვერ გრძნობს თავს დაჩაგრულად. თუ ფემინისტი ქალი ვერ გრძნობს პრობლემას რომ სხვა ქალს ძუკნა ან კახპა დაუძახოს, ან თუ ნეო შავი პანტერელი ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას სიტყვა ზანგის მტკივნეულ აურაზე, ეს არ ნიშნავს რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს. და დიახ, როცა ქალი მოიხსენიებს ქალს კახპად და აფროამერიკელი ნათესავს ზანგად – მაინც ისჯება. თუმცა, რა თქმა უნდა, საპირისპირო მხრიდან უფრო მტკივნეულია. მაგრამ ამერიკის პოლიტიკაზე აგებული პოლიტკორექტულობა სხვა ქვეყნებისთვის ხშირად ბუნებრივი არ არის. მაგალითად, ბოლო ხანებში სიტყვა – შავკანიანი – დემონიზებული გახდა და შეიცვალა სიტყვით – აფროამერიკელი. იმ იდეით, რომ სიტყვა – შავკანიანი – გამოხატავს რა არის ადამიანი, ხოლო – აფროამერიკელი – გამოხატავს ვინ არის ადამიანი. მაგრამ საქართველოს ბაზაზე, სადაც ზანგები უფრო ხშირად აფრიკიდან არიან, ვიდრე აფროამერიკიდან, უფრო გამართლებულია მათი შავებად ან ზანგებად მოხსენიება. თორემ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ პოლიტკორექტულობის ნიღბით ამერიკამ საკუთარი გლობალურობა ჩააშენა სხვა ერებში და იძახის, რომ ნიგერიელიც ამერიკელია, მაშინაც კი თუ მას ფეხი არ დაუდგამს ამერიკის მიწებზე.

თორი, ნოე და გარეული მხეცი

ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს რა იცის მასზე სახელმწიფომ. ეს ინფორმაცია ინდივიდუალურად საჯაროა და, თუნდაც, სამთავრობო საიტზე აიდი პირადობის დასკანირებით არის პროსპექტიული. მაგალითად, ჩემზე სახელმწიფოს ჰგონია, რომ ა) არ მყავს ძმა, რომელიც რეალურად ახლა გვერდზე მიზის და ქილიკობს რომ მემკვიდრეობა არ დარჩება; და ბ) მამაჩემი ჩემს გაჩენამდე მოკვდა, სანამ დედაჩემს შეხვდებოდა, დაბადებისას, სიკვდილი იგივე წელს უფიქსირდება როცა დაიბადა. ანუ უკვე მემკვიდრე ვარ. სახელმწიფო მაწოდებს, რომ მამაჩემი შავი ხვრელია და სახელმწიფო სტრუქტურაში მისი მუშაობის 50წლიანი სტაჟი არაფერს ნიშნავს, არჩევნებში კანდიდატს მკვდარი სული აძლევდა ხმას და მემკვიდრეც მკვდარმა გააჩინა. არა, მე არ მჯერა, რომ სახელმწიფო არ მიცნობს, საქმე ალბათ ინფორმაციის თავმოყრაშია.

ყველა თაობას თავისი სპეციფიკური ფობია გააჩნია, ჩემს თაობას კი მასონური რეჟიმის ეშინია ანუ ლავკრაფტის ურჩხულები, საწოლის ქვეშ დამალული ჩონჩხები მოითელა და ახლა კარიერისტი ხალხისგან მართულობის გვეშინია. ჩემი აზრით, ეს იგივეა რაც ნეო ღმერთის შიში, ზემდგომის შიში, რომელიც გვაკონტროლებს და საჭიროა ჩვენი ეგზოფილიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ვუძალიანდებით, მაღალი სიხშირის კომპიუტერებს ვყიდულობთ, ჩვენს IP მისამართებს რომ ვერ დაგვეწიონ ახლობლები მაინც, რომ არ გაიგონ სინამდვილეში სად დავდივართ, ვიდეო თვალებს და მიკროფონებს იზოლენტათი ვფარავთ ან დისკონექციას ვაწვებით, სუფთა ვებს ვერიდებით, პორნოს თორის ბრაუზერით ვუყურებთ, თან ისე, რომ ბრაუზერის ზომა არ შევცვალოთ და მანამდე ჯავასკრიფტი გვქონდეს ოფლაინ, არ ვუსმენთ მუსიკას ონლაინ, მხოლოდ გადმოწერის მერე, ისიც ანტივურულ დეტექტორებს თუ გაივლის, არ ვხსნით მეგობრებისგან გაზიარებულ ლინკებს სადაც ავტორიზაციის გავლაა საჭირო, ვაი და პაროლი დაინახონ, სხვადასხვა საიტებზე სხვადასხვა მეილებით ვრეგისტრირდებით და ა.შ.

და ჩვენ რეალურად გვეშინია, ოღონდ არა დემონი მედუზების, არამედ ბიბლიაც როგორც ჰორორი ლიტერატურა ისე მოვირგეთ. აიდი ბარათების აღების ფობია ანტი გლობალისტების წრეში. კონტროლიზაციის შიში, რომელიც მცირე შემთხვევაში მხეცის ნიშნის სიმბოლიკით იყო გამოხატული. ამის გამო სახელმწიფო უმნიშვნელო დათმობაზე წავიდა, აიდი პირადობის ბოლო სამი ციფრი 666 მოხმარებიდან ამოიღო და 665-დან 667-ზე გადახტა. ეს 667 მე შემხვდა. ანუ მხეცი მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გადავრჩი, გავხდი ბლოგერი, ოფისის მენეჯერი. არა, ეშვი კი მაქვს, დამატებითი კბილი ამომივიდა ერთ ღრძილზე ორი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩემს პრიორიტეტს ურბანული ცხოვრებისადმი, უფრო შინაური ცხოველი ვიქნებოდი, ვიდრე გარეული მხეცი. და ახლა როცა ვკითხულობ ჩემს მრავალავტორიან, ოფიციალურ ბიოგრაფიას, ცოტათი მწყინს კიდეც: რა მოსაწყენი 30 წელი გამივლია. აი, მხეცი რომ ვყოფილიყავი, ხომ ავიდოდი გრინვიჩზე ან მკვდარი ზღვის ნულოვან ზღვის დონეზე და სამყაროს შევაზანზარებდი. გამოვიდოდა ვინმე კეთილშობილი ნოე და სანათესაოს თუ სხვადასხვა ცხოველების რობოტებს პოსტ მეტროს მიწისქვეშაში შეაფარებდა. ნამდვილი რაინდები ქვეყნად არ დარჩნენო. მაგიტომ. მხეცი არ არსებობს და მისი ანტონიმიც არ იარსებებს თუ დონ კიხოტი არ გინდა. იტყოდა ნოე მიწისქვეშაში: მოდი დავიწყოთო თავიდან, სიგნალი ვაფრინოთო, – და თუ ვაი ფაი დაიჭერდა, ამოვიდოდნენ. და ვერ მიხვდებოდნენ, რომ ეს ჩემი ხრიკია, რომ ვაზი მოვაყვანინო, დავათვრო და გავაშიშვლო ისინი.

წარმოიდგინე მშვიდობის კოშკი

დედამიწას ერთი სული აქვსო, ოზიმ, კაცობრიობა მის წარწყმენდას როდის შეწყვიტავს. ლაბირინთშიაო ჩახვეული და ისტორია იმეორებს თავს.

მხოლოდ ომის სახელებია სხვადასხვა, შინაარსი იგივე: რელიგიები და საზღვრები. ადამიანი სურვილებისგან სურვილის დაკმაყოფილებით ვერ თავისუფლდება. აზარტში შედის და მერე საკუთარი  კომპლექსების გამო სამყაროს ეკიდება.

ზოგი ხალხი ელის ქრისტეს მოსვლას, ზოგი- მესიას, ზოგი – მუნთაზარს, ზოგი – მაიტრეის, სოშის, კალკა-ხვატარს. საბოლოო ჯამში, ყველა ერთია, რადგან დედამიწაზე არიან.

ადამიანებს ოცნებაც აქვთ. ოზიმ, ორი ჩვენთაგანი, უკეთეს დღეებზე რომ ოცნებობს, მე და ჯონი ვართო.

მანამდე, 70-იანებში ჯონმა წარმოიდგინა, რომ არ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი. ჩვენს ირგვლივ მხოლოდ ზეცაა და   დღევანდელი დღისთვის ცხოვრობს ხალხი.

არ არსებობს მატერიალური საზღვრები და ქვეყნები. არაფრისთვის გიწევს მოკვდე ან მოკლა. არ არსებობს რელიგიები და ხალხებიც მშვიდად ცხოვრობენ. თუ დარღვეული ბალანსი ხალხს ჰარმონიული მდგომარეობა ჰგონია, არსებობენ მისნაირი მეოცნებებიც, რომლებიც სამყაროს ზემოდან და ერთიანობაში ხედავენ, სამყაროს, რომელსაც სიყვარული ატრიალებს.

წარმოიდგინა, რომ ეს არ არის უტოპია და მარტივია. მთავარია, მშვიდობას შანსი მისცე და იოცნებო. მარტო ოცნება ოცნებაა, ერთად ოცნება კი რეალობააო, იოკომ; იოკომ, რომელმაც ჯონ ლენონის მემორიალი ააგო ქმრის იუბილეზე და ”მშვიდობის კოშკი” უწოდა.

კოშკი მაღალია და სინათლისგან შედგება. მოწყობილია იმგვარად, რომ წელიწადში რამდენჯერმე ჩანს, ისიც მზის ჩასვლის შემდეგ. სიტყვები ”წარმოიდგინე მშვიდობა” 24 ენაზე წერია. მათ შორის ქართულადაც.