რექტიფიკაცია დაკარგული დროის ძიებაში

timthumb

ალბათ შეუძლებელია რექტიფიკაცია გიტაცებდეს დეტექტივობანას გარეშე. არის ამაში რაღაც შერლოკ ჰოლსმური, როცა იმის ნაცვლად, რომ დაბადების დროის მიხედვით ადამიანი გაიცნო, პირიქით, მიზნად დაბადების დროის გაგებაა ადამიანის ცხოვრების მიხედვით. რექტიფიკაცია, ძირითადად, დაბადების ზუსტი საათის არ ცოდნის შემთხვევაში გამოიყენება და, ვფიქრობ, სპორტული მოსაზრებითაც საინტერესო უნდა იყოს.
მაგალითად, თუ დაბადების საათი ვიცით სადღაც ორი საათის სხვაობით, რუკაზე მათ საშუალო საათს ვაყენებთ; ვიცით, რომ ადამიანთა თვისებებზე, ძირითადად, პირველი რვა სახლი/ნიშანი მოქმედებს; ბავშვობაში მამის აღმზრდელობით დანაკლისზე მზე, პლუტონი ან სატურნი მეთორმეტე სახლში მიუთითებს; სისხლთან (ქირურგია, სამხედრო საქმე) დაკავშირებული პროფესიისას ემცესთან მყოფი მარსი მოვნიშნოთ და სხვა.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი მაინც ქორწინებაა, მითუმეტეს ქორწინებამდე ქალწული წყვილის შემთხვევაში და შვილების გაჩენა განსაკუთრებით ქალის ჰოროსკოპის შედგენისთვის, და უფრო განსაკუთრებით პირმშოსი. თუ განქორწინებაზე მიუთითებს ტრანზიტული სატურნისა ან პლუტონის ნათალურ მეშვიდე სახლში გავლის პერიოდი, დაბადების საათი მის პარალელურ საათზე მოინიშნება.
ზოგადად, რექტიფიკაციისას განსაკუთრებით აკვირდებიან სატურნის პოზიციას და თვლიან, რომ განსაკუთრებით მათ გამოსდით მათი გამოკვლევა ან მათ რუკაზე სათანადო წერტილების დასმა, როცა ჰოროსკოპში ეს პლანეტა ძლიერი გავლენითაა. თუ ვინმემ მოყვა, რომ თავისზე მაღალ სოც. საფეხურზე მდგარი კაცი გაიცნო, შეიძლება ტრანზიტული იუპიტერის დესცედენტთან გავლის შემთხვევა მოვნიშნოთ ან პლუტონის შესვლა დაბადების საათის მომენტში, – გააჩნია მათ შორის დაწყებული ურთიერთობის ხასიათს. ამ მიდგომებით დაისმევა სიმბოლოები რუკაზე და საბოლოოდ დაბადების მომენტში დახაზულ ზეცას მივიღებთ.
აქედან შეგიძლიათ წაიკითხოთ ასტროლოგიური სახლების გამოთვლის სისტემა.
აქედან შეგიძლიათ წაიკითხოთ რექტიფიკაციის წესები რუსულ ენაზე: Agafonov-Rektifikaciya.
აქედან შეგიძლიათ ჩაიტაროთ ტესტი: წაიკითხეთ ინსტრუქცია, საათის არ ცოდნის შემთხვევაში მონიშნეთ +-12, ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი თარიღები და პროგრამა მიახლოებით დააანგარიშებს.

 timthumb (1)

შავ ხვრელამდე, დიდო დედაო, დემესთვის!

საინტერესო ოჯახში მოვხვდი, რამდენადაც რელიქვიური ქარქაში ვნახე სატურნისა და მთვარის ეზოთერული სიმბოლოებით. ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი პლანეტები შეერთებაში იმყოფებოდნენ და გარშემო ოთხქიმიანი ვარსკვლავები ერტყათ წრიულად. პარალელურად ტელევიზიით მსოფლიო არქეოლოგი დასკვნას აკეთებდა: “ძვლებს ტყუილი არ შეუძლიათ”, – ჩონჩხით აღწერა რა გარდაცვლილის ფიზიკური ცხოვრება და ცოტა ემოციურიც. იქვე, როცა ტელევიზიით ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზებს ისმენ, მომავალში შესაძლო მისაღებ ტრავმებსა თუ გაჯანსაღებაზე /ფიზიკურ თუ მორალურ პლანში/, ხშირად ბარტის სიტყვები მახსენდება, თავის “მითოლოგიებში” ახსენა, სადაც თანამედროვე ყოფას სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა, მაგალითად, სარეცხი საშუალებების რეკლამებისთვის გამოყენებული სიღრმე და ქაფიანობა, სიღრმეზე ქვეცნობირად ღირსების და იდუმალების განცდას რომ გვიტოვებს, ხოლო ქაფიანობაზე მარკეტოლოგები ფუფუნების უჯრედებს გვიაქტიურებენ. “როგორც ჩანს, საფრანგეთში “მისნობისთვის” წლიური ბიუჯეტი დაახლოებით სამასი მილიარდი ფრანკია. ეს კი ღირს იმად, რომ თვალი გადავავლოთ კვირის ასტროლოგიურ კალენდარს…. მოლოდინის საწინააღმდეგოდ აქ არ გვხვდება რაღაც ფანტასტიკური სამყარო. პირიქით, აქ არის ზუსტი რეალისტური აღწერა იმ სოციალური გარემოსი, რომელსაც მიეკუთვნებიან ამ ჟურნალის მკითხველები,” – ასტროლოგია არ წინასწარმეტყველებს ცხოვრებას, არამედ – აღწერს, – როცა ხელში მთელი კვირის პროგნოზი გიჭირავს, მოცემულ სფეროებს ვერ შევაჯერებთ ერთმანეთთან, ვერ გავიაზრებთ ცხოვრების ტოტალურ გაუცხოებას. პატიმრები გადაჰყავთ ერთი კამერიდან მეორეში, მაგრამ ამ კამერებს ვერ შევადარებთ ერთმანეთს. ვარსკვლავები არასდროს იუწყებიან წესრიგის დარღვევას.

მაინც მგონია, რომ ასტროლოგია მისნობად ამგვარმა ჟურნალებმა აქცია, უარესი კი ის არის, რომ ჟურნალისტთა მსგავსად იქცევიან, არ დავასახელებ და, ცნობილი ასტროლოგებიც, ადამიანთა ნახვის, პირისპირ კონტაქტის, საცხოვრებელი სივრცის და დროის გათვალისწინების გარეშე, როგორც ინკუბატორში გამოყვანილ წიწილებზე იწყებენ მუშაობას. ცალკე საკითხია წითელი თუ მწვანე, ნეგატიური და პოზიტიური დღეების შესახებ. ერთხელ, როცა ერთ ასტროლოგს ტრანზიტულ რუკაში სიკვდილის ნიშნის შესახებ ვკითხე, როგორ ამომეცნო ზუსტი თარიღი და სივრცე, მიპასუხა: დიდი ხანია ვაკვირდები და იცი რა ვნახე? ადამიანები უფრო ხშირად პოზიტიური დღეებისას კვდებიან, – ანუ თითქოს ლატარიაში ჯეკპოტი უნდა მოიგო და კვდები. შესაბამისად, ზედმეტად სიმბოლურია კარგი და ცუდი, ვინაიდან, შეჯამებით რომ ვთქვათ, ტრანზიტული წითელი ხაზი ენერგიის დახარჯვას ემსახურება, ხოლო მწვანე ნიშანი პიროვნების მიმღეობაზე, მის პასიურობაზე მიუთითებს. ასე რომ ნეგატიური დღის შემთხვევაში, სახლიდან გასვლას ნუ შეშინდებით, სავსემთვარეობა არა მხოლოდ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას აღგიგზნებთ, თქვენში ჩადგმულ პოტენციას გამოამჟღავნებს და შეეცდება პასიური მკვდარი არ იყოთ.

სიკვდილზე ლირიკული ჭრილისთვის, ტელევიზიით ისიც გადმოსცეს, რომ ამ დღეებში ბავშვი დაიღუპა, – ფანჯრიდან გადავარდა და სასხვათაშორისოდ ახსენეს, რომ პატრიარქის ნათლული იყო. ადამიანის თვისებაა თავდაცვის ინსტინქტი, ვერ გამოტყდნენ რა მშობლის დაუდევრობაზე, მემკვიდრეობით ცოდვებს გადააბრალეს. პოსტმოდერნიზმი ხომ ის პერიოდია, სადაც უმაღლესი წესები არის ბუნების  კანონები და მათი შემეცნება ჭეშმარიტებასთან მისასვლელი გზა, ხოლო მიდგომა “ათი მცნების” მიმართ უკვე ინდივიდუალურია. თანაც ისე,  რომ ღმერთი კი არ დაკნინდეს, არამედ  ყოვლისმომცველი სამყარო გახდეს, მისი პოვნა ერთდროულად მარსზეც შეიძლება და ხეებშიც. ვისაც რუნები დაუთლია, ნებისმიერი ხეც მოყვება შენს ისტორიას. ინფორმაცია ხომ მანამდე ინახება სანამ შავ ხვრელში მოხდება, ადამიანი კი მაშინაც აგრძელებს ცხოვრებას როცა მკვდარია, დამოკიდებულ მოღვაწეობას საფლავქვეშ და თანდათან ქვეწარმავლებში გარდაისახება, ისინი კი თავის მხრივ ფრინველებში და არაფერია ახალი, – მეტი რა არის რეინკარნაცია, ევოლუციის გზაზე ალქიმიაც ქიმია ხდება, ხოლო “სამეცნიერო ფანტასტიკა – სამეცნიერო ფაქტი”. შავი ხვრელი კი ერთხელ შექმნილი სამყაროს გარდასახვის, ნებისმიერი ტოტალური ენერგიის ანუ ტოტალური სულის განადგურებად წარმოგვიდგება, ანუ მორიელის ხანაში მცხოვრების (შავი მატერია ხომ მკვდარი მზეების შემდეგ შეიქმნა, აქ პარალელია “მზე დაცემულ” სასწორის ნიშანთან) ანუ შავი ხვრელის პირდაპირი თუ მითური გაგებით, სადაც ნებისმიერი გარდაცვალებით გაგრძელებული ცხოვრება შიგნით ატომების დონეზე ნადგურდება. ირონია კი იმაშია, რომ სამყარო შავი ხვრელიდან აფეთქდა.

სადღაც ერთი თვის წინ, სასაცილო სიტუაციაში აღვმოჩნდი, როცა ძველმა ჯგუფელმა, პირველად ლინგვისტიკის ლექციაზე რომ ვნახე და ახლა ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის, ჩაის სმისას შვილის მონათვლა მთხოვა. მორიდების გამო ყურადღება არ მიმიქცევია და თემა შემიცვლია. მაშინ არც მიფიქრია, რომ სწყინდა. ლამაზი ჯვარი ვიყიდე კიდეც და ერთი კვირის მერე ვნახე წერილი, რომ გადაიფიქრა. გადაიფიქრა? ნუ კაი. არც გავამხილე რომ ვიყიდე. დავივიწყე. მერე დამირეკა და მერე რაო, რა რომ ბავშვები არ მიყვარს, “პამპერსი” “ოლვეისის” მსგავსი მგონია და ბავშვის სქესი ყოველ ჯერზე მავიწყდება, ვიცი, რომ მისი ზოდიაქო მორიელია, და რახან კეთილი მეგობარი ვარ, ამიტომ ნათლია უნდა რომ ვიყო. ამბობენ, იყო მონათლული ეს საშვია სამოთხეში მოსახვედრად, იყო ნათლია კი შენთვისაც ერთგვარი სარეკომენდაციო წერილია. მე დემე მოვნათლე, ჩემი მეგობრის მეორე და დაუგეგმავი შვილი. ტაძარში, სადაც კვეთებულის მოსმენა ნორმაა, მაღლიდან თოლიების ცეკვას უყურებ და.. და ძვირია. იმხელა პასუხისმგებლობაა, რამდენადაც ჩემთვის შემდგარი სულის ხელახალი ყოფნა მორიელის ტრანსფორმირებული ნიშნით. მაგრამ არ ვიცი, შვილი თუ მეყოლება რამდენად მომინდება მისი მონათვლა, მითუმეტეს, ბავშვობაში და გაუაზრებლად. რასაც ყოველთვის ვეძებდი იმას, ანუ რიტუალებს მინდა მოვაკლო. მაგრამ ძილის წინ ქართული, მშობლიური ფოლკლორიდან წავუკითხავ უხმოდ ერთ პატარა ლოცვას, რომელიც საქართველოში “მამაო ჩვენოს” შემოსვლამდე არსებობდა:

“დიდო დედაო,
ცაო მშვენიერო,
მომცველო ყოველივესი,
შემქმნელო და დამბადებელო უსასრულო სამყაროში,
დაუტეველო, უმცირესში ჩატეულო,
უწონ-უმანძილოვ,
ცარიელა და სავსევ,
უჟამო,
უძრაო,
წყვდიადო ცაო,
სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო,
ერთა და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა,
დავრჩე მართალი ჩემ თავ-უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ,
რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყო თავისუფალი,
ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.
ლოცვით პირველივე ნახვისთანავე ხიბლში ჩავვარდი, ვუყურებ ნეგატიურისა და პოზიტიურის შეერთებიან იარაღს და ვიხსენებ პრექრისტიანურ ეპოქაში შექმნილ ლოცვას: შენდობის ნაცვლად სიმართლეს სთხოვდა და პურის ნაცვლად – თავისუფლებას. ლოცვაა, რომელიც,  ეტყობა ქართული ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავს მუხლის ჩოქვით საუბარს, არამედ მიმართებას შვილის მშობელთან. თანაც მაშინ, როცა სამყაროს მეორე მხარეს, ღმერთი აღიქმებოდა არა როგორც მამა მხსნელი, არამედ ძველი აღთქმის უძღები შვილის მამა.

მე უკვე ვიცი დემე როგორ აღვზარდო: ბღუჯა წიგნებს დავიჭერ თეოსოფიაზე, ანთროპოსოფიაზე, თორაზე, ბიბლიაზე, ყურანზე და როცა მეგობართან ჩაიზე გავალ, დემეს ვუკითხავ და ვეტყვი: “მასწავლე. ჯერ კიდევ შარშან მასთან იყავი. შენ უფრო გახსოვს რა არის ღმერთი”.
983605_472001682888751_392415099_n

შვიდი ანგელოზის თილისმა: სატურნი და იუპიტერი

you_re_not_alone__by_evil_kitty_chan-d5lq6gw

ანგელოზ მიქაელს შეესაბამება მზის ანგელოზი;
ანგელოზ გაბრიელს – მთვარის ანგელოზი;
ანგელოზ კასიელს – სატურნის ანგელოზი;
ანგელოზ ზაჰაელს – იუპიტერის ანგელოზი;
ანგელოზ ანიელს – ვენერას ანგელოზი;
ანგელოზ რაფაელს – მერკურის ანგელოზი;
ანგელოზ სამუელს – მარსის ანგელოზი.

შესავალი

თილისმა ასტრალის ზუსტი გამოსახულების მხატვრული ფორმაა, ასტრალურ ძალებთან თანასწორუფლებიანი საუბრის საშვია.  მისი სრული ცოდნა ერთგვარი ბაკალავრის დიპლომია მაგიის სამყაროსთვის. გამოიყენება როგორც მაგიური ჟესტი. თავმოყვარე მაგი არასდროს გამოიყენებს არანაკურთხ წყალსა და ცეცხლს, ანუ მოახდენს სიტყვისა და ჟესტის მაგნეტირებას, ხოლო ჟესტი დამოკიდებულია თუ როგორია სინთეზი სუბიექტის ნებისა და იმპულსის  ქმედება და შესაძლებლობასთან.

თილისმის დამზადებისთვის საჭიროა:
– მატერია, რომელიც შეიძლება იყოს მეტალისგან დამზადებული, ქალწული ცხოველის კანისგან, პერგამენტისგან, ქაღალდისგან, რომელიც თავად მაგმა დაამზადა მასზე კეთილგანწყობილი გავლენით.
– საგნები, მაგალითად, ფანქრები, კომპასი, დანა კანისთვის, პერგამენტი, ქაღალდი, ლაქიანი სითხე, რომლითაც დაიწერება.
– და მცენარეები, რომლებშიც თილისმანი შეინახება.

კანი ნაყიდი უნდა იყოს მაშინ, როცა გავლენის ქვეშ ხარ, მაგალითად, ძველ ეგვიპტეში 23 ივნისს მკვდრად დაბადებულ ბატკანს იყენებდნენ, ამუშავებდნენ და თეთრ სახვევში ახვევდნენ. ხოლო ქაღალდი მაგის პირადი ხმარებიდან უნდა იყოს. თუ ნაყიდია, უნდა ჩავდოთ წყალში, მეტალის ფურცელზე მივაკროთ, მაკოპირებელი პრესი დავადოთ იმ პლანეტის ლოგოთი, შეგვიძლია, რომლის გავლენის ქვეშას ვიყავით შეძენისას.

მატერიალი თილისმებისთვის:
– სატურნისთვის – ტყვია;
– იუპიტერისთვის – კალა;
– მარსისთვის – რკინა;
– მზისთვის – ოქრო;
– ვენერასთვის – სპილენძი;
– მერკურისთვის – ვერცხლისწყალი.

სატურნის თილისმანი

planetsaturn

შაბათის ანგელოზები: კეთილი – ორიფიელი, ბოროტი – ნაბამი, სული – არატრონი. ანგელოზები: დაფოკიელი, იოფილე, მეშვიდე ლეგიონიდან – ბოუელი.

img_0015

მას, ვისაც ამ თილისმის ტარება უნდა, სატურნის თილისმა თავად უნდა ამოკვეთოს, მოწმეების გარეშე, თანაც არავის უნდა უთხრას შაბათს, როცა მთვარე კუროს ან თხის რქის პირველ 10 გრადუსს გაივლის და დადებით ასპექტს ქმნის სატურნთან. ასევე ის დღეა თილისმანისთვის წარმატებული, თუ ზოგადად ტრინსა ან სექსტილში იმყოფება სატურნი. გამორიცხულია კვადრატი ან ოპოზიცია. გვადგება თუ მთვარის მეორე ან 22-ე დღეები გადის შაბათს და სატურნთან პლიუსი მხარის ასპექტები აქვს. მხედველობაში ვიღებთ სატურნის საათებს: 1სთ 12-დან, 1სთ-მდე დღის, მე-8სთ 7-დან 8-მდე დღის, მე-15 2-დან 3-მდე შუაღამემდე და 22 სთ დილის 9-10სთ-მდე. საათი ასევე ასპექტებთან უნდა იყოს შეხამებული.

სატურნი იცავს ფეხის-ხელის მოტეხვისგან, პარალიჩისგან, გარშემო სატურნული საგნების რიცხვის ზრდას უწყობს ხელს. ეხმარება მიზნის მიღწევაში იმ პირებთან, რომელთაც მაღალი თანამდებობა აქვთ, ერთგულსა და ძალაუფლებიანს ხდის, კარგ შემთხვევაში. სამაგიეროდ, უბედურია სასოფლო საქმეებში, ჩხუბებსა და მშობიარობაში.

scan0031

თილისმანის თავში ხშირად სატურნის ნიშანს წერენ, ეს ცალ მხარეს, მის ქვემოთ 5 ქიმიანი ვარსკვლავით, უფრო ქვემოთ წვერებიანი კაცია, ნამგალი უჭირავს, მეორე მხარეს ციფრების კვადრატია ან ამ რიცხვების კაბალური სახელები.

სატურნი მოხუცი კაცით გამოისახება, რომელიც ასო TAY-ზე დგას, თუ კაბალაა – ებრაულ ჯვარზე.

იუპიტერის თილისმანი
რიცხვი 34

jssmithjupiterfrontjssmithjupiterback

ხუთშაბათის ანგელოზი: კეთილი – ზაჰარიელი, ბოროტი – ჰაბი, სული:ბეტორი, ანგელოზი: სადკიელი. სიკეთის გენია: ზაკიელი. ანგელოზ მბრძანებელი მე-6 ლეგიონის – საბიელი.

ხუთშაბათს კეთდება, როცა მთვარე იმყოფება სასწორის პირველ ათ გრადუსში და შედგება კეთილი ასპექტებისგან სატურნთან და იუპიტერთან. 1სთ 12-დან 1-მდე დღისით, 8საათი 7-დან 8-მდე საღამოს. 15 – 2-დან 3-მდე შუაღამისას,  22-9-დან 10-მდე მეორე დღის დილამდე (პარასკევს).

jupiter

ეს თილისმანი იცავს დაბადების ჰოროსკოპში არსებული მოულოდნელი შემთხვევებისგან, სიკვდილის საშიშროებისგან. ნაღველს ქარს ატანს და ადამიანს იღბალს აძლევს. უმეტესად, ოქროზე იკვეთება, მაღლა იუპიტერი რომ ეწეროს, ისე. მის ქვემოთ ხუთქიმიან ვარსკვლავს სახავენ. დაბლა, უფრო ქვემოთ, მღვდელია გამოსახული ანაფორითა და ხელში წიგნით. მეორე მხარეს მაგიური კვადრატია 1-დან 16-მდე ციფრებით ან კაბალისტური ცხრილით.

jupiter