ადრე ერთ წიგნს ვკითხულობდი გაუხრწნელ სხეულებზე სხვადასხვა რელიგიებში და მხოლოდ იმას მივხვდი, რომ პრექრისტიანულ ეპოქაში დაბადებულ ზეზვა და მზიას ძვლებიც შეიძლება ბუნებამ შემოინახოს.
მამა გაბრიელის ნეშთს ისეთი პიარი გაუკეთდა, სულ რომ გახრწნილი ყოფილიყო, უნდა აეწყოთ. ურწმუნო ადამიანის სინდრომი ხომ იმაშია, სასწაულს ჩაეჭიდოს, როდესაც სხვა დასაყრდენი არ აქვს და ვერ ხვდება, რომ თავად გახრწნის შედეგიც ისეთივე სასწაულია, როგორიც დაბადება.
მაგრამ საკითხი იმაშია, რატომ დასჭირდა ადამიანს სასწაულებზე ჩაჭიდება, ტრიმიფუნტელის ფაჩუჩების გაცვეთა, ფორუმელები ზომბის/ზომბირების წარმომავლობას რომ მიაწერენ, გინდაც ცოცხლად აღდგენილი ადამიანი-ღმერთის?!
რატომ არის იშვიათი მოვლენა სასწაულად აღქმული?!
რატომ ვარ მე ერი, რომელსაც ისევე სჭირდება რწმენა არსებობისთვის, როგორც ნაღალატევ ცოლს ქმრის ნუგეში ერთგულებაზე?!
რატომაა საჭირო ერთმანეთის მოფრთხილებისთვის უღიარებლობა, რომ არც ისეთი ანტიკური ეროვნული თვითშეგრძნება გვქონია?! რომ მე-19 ს-ში, როცა მსოფლიოში ყველა ერს თვითცნობიერება ახლად უყალიბდებოდათ და ჩვენთან თერგდალეული 60-იანელები პირველი მერცხლები იყვნენ, ვთქვათ, რომ რამდენიმე ათასწლოვანი თვითშეგრძნება გვქონდა.
რატომ ვწუწუნებთ, რომ მთელი ერი ჩაერია ჩვენს ოჯახურ ამბებში, მას ხომ თავად მივეცით ნება ჩარეოდა ჩვენს ოჯახებში როცა ბნელი 90-იანები იდგა?! ნავთის ღუმელებს ვცვლიდით, უფროსი მეზობლები უმცროსებს ტანსაცმელს თუ სახელმძღვანელოებს ვუთმობდით, – ერთმანეთს სიბნელე ასე გადავატანინეთ, როცა ჟურნალ-გაზეთებში გვერდი-გვერდ ვუშვებდით ერთდროულად პორნოგრაფიასაც და ხატებსაც, ეროვნულ ცნობიერებაში თეორიულიდან განსხვავებით პირველ პრაქტიკულ ნაბიჯებს ვდგამდით თავისუფალ განმარტოებას დახამებული ადამიანები.
ძალიან მაგარი გრძნობაა ეჭვიანობა, იგი ანალიტიკურ აზროვნებაში მყოფ ადამიანს განასახიერებს. სირაქლემას სინდრომის არსი კი მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ თავი დამალო, არამედ უკანალიც მიუშვიროო.
Tag Archives: სასწაული
დირე
და გააჩინა ღმერთმა თვალი და უთხრა, რომ დაინახავდა მთელ სამყაროს, მაგრამ არა საკუთარ თავს.
სპირიდონ ტრიმიფუნტელი ცოლის სიკვდილის მერე სასწაულებს ახდენდა და ეშმაკებს დევნიდა. მის დროს კვეთებულს იშვიათად თუ ვინმე მიმართავდა. გადმოცემის თანახმად, მისი სხეული ჯერაც უხრწნელი და თბილია. ხოლო მისი ფაჩუჩები პერიოდულად ცვდება. დღეს ღამიდან რამდენიმე დღიანი ვიზიტის შემდეგ მისი ნეშტი საქართველოს დატოვებს. დღემდე მსურველებს შეეძლოთ მოელოცათ, ეამბორათ მისი მკლავისთვის, ფაჩუჩის ნაწილები ოჯახში წაეღოთ. ადამიანებს გვჩვევია კაცის ზებუნებრიობის რწმენა და ხიბლი. ბუდიზმიც კი, თითქოს უღმერთო რელიგია, ბუდას გაღმერთებით დაგვირგვინდა. სადაც წმინდანები არ არიან, წმინდანებს ყიდიანო.
დილით მე და დედა სიონის საკათედრო ტაძარში წავედით. მრევლი ერთმანეთს ასკდებოდა. ბავშვებს თავი კედელზე ეჭყლიტებოდათ. ვიფიქრე, რომ არაფერი შეცვლილა რესპუბლიკურის მერე. წლების მანძილზე იქ არსებულ პატარა ტაძარში დავდიოდით და ბინის შეცვლასთან ერთად წლებია არ დავსწრებივარ წირვას. ისევ იყო რიგში მოსასულიერებელი გოგონები ( ვიცი, არც მე ვარ ჯანმრთელი) და მაგინებელი ქალები. კიდევ იერუსალიმში აღდგომას რა მოხდებოდა მეთქი ვიფიქრე. მიზანს ხომ არ აქვს მნიშვნელობა, მადლის მოპოვებაშიც ეგოიზმი გვჩვევია. სამოთხეში ათეისტები უნდა ხვდებოდნენ, მხოლოდ მათ აქვთ უანგარო სიკეთის შანსი. ისე არავინ თმობს უფალთან მიახლოების ეგოისტურ საწყისს. ადამიანი რიგში მდგარი უნდა გამოსცადო.
მეოთხე საუკუნის ხატზე დაწერილია სპირიდონის არიოზთან ურთიერთობა.