კიკნაძის ჩაწერილებში სააღდგომო კვერცხების ქართული წარმომავლობა მოვიძიე, ამბავი ძმებისა, დიდი მარხვის პირველ კვირაში კვერცხებს ცეცხლზე რომ შედგამენ და ორმოცი დღით ჩაეძინებათ, გაღვიძებულზე კი აღმოაჩენენ, რომ კვერცხები წითლად შებრაწულიყვნენ. მე არ ვარ იუნგი მითებისგან არქეტიპები რომ შევქმნა და არც ლევი სტროსი, არქეტიპებს შევეწინააღმდეგო და ისინი სინქრონიულ-დიაქრონიულ ასპექტში განვიხილო, მაგრამ როგორც მოყვარული კომპარატივისტი, ამ პროფესიის განსაზღვრებას საყვარელ წინამორბედს დავესესხები: ნაკლებადაა ჩემი ინტერესის სფერო კერძოდ სამოთხე ან კერძოდ ჯოჯოხეთი, არამედ, მათი ურთიერთმიმართება, – ამიტომ ასე დუალისტურად მაღფრთოვანებენ მითები, რომელთა გაგებისთვის დამატებითი თქმულებებია საჭირო, იქნება ეს წითელ კვერცხებზე ამბების დაკრეფა თუ სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის ერთმანეთით ჩანაცვლება.
ამიტომ დავხატე გოლუმის გარეგნობის მქონე ნოე, რომელმაც ათი საუკუნე განვლო და ქედივით თეთრწვეროსან კაცად ვეღარ წარმოვიდგინე; წმინდა გიორგი, რომელსაც ჰარი პოტერის ჯადოსნური შუბი აქვს და სამძიმირის ნაცვლად ჰერმიონას იხსნის გველისგან. (ინსტაგრამი) გაგიკვირდებათ და მე სულაც არ მსურდა ქრისტიანობის შეურაცჰყოფა, პირიქით, ქრისტიანობის პოპ კულტურასთან ადაპტირება. ავხსნი: ეკლესიისა და მრევლის სიჭარბის მიუხედავად, იმ სივრცეში სადაც ყოველდღიურად მიწევს ცხოვრება, იქნება ეს სამეზობლო წრე, სამუშაო ადგილი, სანათესაო თუ სამეგობრო, ათეიზმი უკვე კომფორმიზმია და თუ როდისმე ვნახავ ადამიანს, ვინც ტაძარში წაყოლას მთხოვს, ჩემთვის საკმაოდ უცხო, მასისგან გამორჩეული ნაბიჯი იქნება. მაგრამ ჩემი საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად საუბრობს რელიგიის ზღაპრულობაზე უარყოფითი კუთხით, როდესაც ფენტეზი მათი საყვარელი ჟანრია ეს ორმაგი სტანდარტები კი ისეთივე ალოგიკური მგონია, როგორც ბერიკაობის მომხრეთაგან ჰელოუინის კრიტიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ აქვს ეროვნული ფუძე. ეს კი იმის ფონზე, რომ ორივე რიტუალი მკვდრების ერთი მიმართულებით აღდგენას ეხმიანება. პირადად მე, იმდენად მხიბლავს კოსტუმირებული წვეულებები, თანაც თუ ჰორორის ფონზე მიმდინარეობს, რომ შემიძლია ნებისმიერ აქტივობას შევუერთდე, მითუმეტეს, თუ გადაცმული საღამოები დასაშურებელია საქართველოში. ხოლო როდესაც ვუყურებ ამ ჩემს ქვეყანას ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც მაგია არ აინტერესებთ, სანახევროდ ადამიანებს და სანახევროდ მაგებს და მაგებს; მაგებს ანუ მრევლს რომლებიც უკვე თავის მხრივ იყოფიან კეთილებად და ბოროტებად. მე ხომ არ მაინტერესებს ტოლკინის, როულინგის და სხვა ფანტაზიორთა სამყარო რამდენად არსებობს და ისე მხიბლავს, შესაბამისად, თომას, იოანეს და სხვა მოციქულთა ამბების სინამდვილე ნაკლები ინტერესის საგანია.
აღდგომა ვახსენე და დღესასწაულებისადმი პროტესტის მიუხედავად, ჩემი საყვარელი დღე სულთმოფენობაა. ის, რაც დავითაშვილთან არის აღწერილი, მჭედლების გრდემლზე დაკვრა სწორედ ამ მოძრავ თარიღთანაა დაკავშირებული. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი მჭედლიძეობის გამო სისხლის ყივილს ვგრძნობ; ან მთიულეთში ხშირი ქეიფის გამო, როცა ნებისმიერი ვახშმის დროს, როგორც გურულებს აქვთ მშვიდობის სადღეგრძელო პირველ ადგილზე, ჩვენთან იძახიან “მივაგებოთ”-ს, “მათ ხელთ ყოფს” და სვამენ; ქორწილის რიტუალებშიც კი წინაპრების სულების მოგონებითაა სუფრა გაჭედილი და კაი სინტოელივით ტაძრის ნაცვლად გვარის სალოცავებში ლოცულობენ, გენეტიკაა ორივესთვის მთავარი ღმერთი და სულთმოფენობა ვეგანური დღესასწაული, ბუნების ზეიმი. ამიტომ მიკვირს ხალხისგან, ვისაც სინტოისტური ფილოსოფია ხიბლავს, ჩვენთან აღნიშნულ წინაპართა და მცენარეთა დღეს რომ ვერ ამჩნევენ. დღეს, როცა ყვავილების დაჭერისას ვლოცულობთ, თაიგულებს ერთმანეთს ვუნაწილებთ და სხეულს ამ მცენარეებისგან ვიბანთ, მერე ჩვენთან შერწყმულ ყვავილების ნახარშს ბუნებას ვუბრუნებთ და მცენარეებს მოვრწყამთ, ჩვენს სხეულებთან ერთად რომ ამოიზარდონ. ქრისტიანობამ თუ ადამიანი მიწა-ბუნებას მოაშორა, მზისა და ზეცისკენ სწრაფვა მისცა, სულთმოფენობაზე გამონაკლისი დაუშვა და გაამიწიერა. პატრიარქს აკრიტიკებენ, რომ მაგიური რიტუალებისკენ მოწოდება დაიწყო, ბოლო დროინდელი ქადაგების გარდა, მანამდე ისაუბრა თანადროული სიტყვების აღვლენაზე და სხვა. მაგრამ ჩახედულმა პირმა იცის, რომ მაგიას აქვს განხრაც, როგორც წრეებში უწოდებენ “საეკლესიო მაგია”. მაგალითად, ნალოცავი სანთლის ტაძრიდან სახლამდე მიყვანა და კარის ჯვარის ფორმით ამოწვა. და თუ კლასიკურ განსაზღვრებას დავეშურებით რელიგიისა და მაგიის განსხვავებებზე, რომ რელიგიისას ადამიანი მიიწევს ღვთაებრივისკენ და მაგიისას ღთაებრივი მოიწევს ადამიანისკენ, სულთმოფენობა ორივეს ნაზავია, ბუნებრივისა და ადამიანის ნაზავია. მე კი ძალიან მწყდება გული, ამ დღესასწაულის არასათანადოდ დაფასების გამო. ვწუხვარ იმიტომ, რომ ამ დღეს მე არავინ მაჩუქებს მინდვრის ყვავილების თაიგულს და არავინ მეტყვის რომ შევერწყა ჩემს წინაპარ ბუნებას.
Tag Archives: სადღეგრძელო
ლუდით დალოცვის შესახებ
მას შემდეგაც, რაც პატრიარქმა ლუდი აკურთხა, ზოგი ქართველი, ადანაშაულებს რა ქართველობისგან გადაგვარებას, ლუდით დღეგრძელობას მაინც გაურბის: აი, რა გვიქნა დასავლურმა ცივილიზაციამო, – მაგრამ, მოდი, გავიგოთ რა არის ქართული და რა შეძენილი, ამისთვის გავიხსენოთ ლეგენდა ხახმატის წმინდა გიორგის შესახებ, როცა ქაჯეთიდან ადამიანებს ფურის რქა ამოგვიტანა, გვითხრა, ლუდი ჩაგვესხა და ლოცვით მადლობა გადაგვეხადა, მეტიც, ლუდის შექმნა წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება.
“ი ცალ რქა ძროხა რო მაუყვანავ, იმისთვის რქაი მაუტეხავ, უთქვამ ი წმიდა გიორგის, რო ჩემს ლუდს რო მახარშავთო, ამ ქაჯვეთური ფურის რქით არწყევით სალუდე ფორიო,” – და სხვა მრავალი მაგალითია ქართულ ფოლკლორში, ასევე, ის ქართული ჯვრის დღესასწაულის მთავარი ელემენტია.
პირადად მე, იმ სასმელებს არ ვსვამ, სწრაფად დალევის კატეგორიაში რომ გადიან, ლუდიც ასეთია და ქაფიან ფსელს ვადარებ, მაგრამ ალბათ ამ შაბათ-კვირას ფესტივალზე მიხვალთ და როცა ლუდითა და თევზით გაგრილდებით, გახსოვდეთ, რომ ამისთვის თავის დროზე მეტალისტმა გიორგიმ, მძიმე ლითონზე მუშაობა რომ გვასწავლა, ლუდისთვის ბევრი ბაყბაყ დევიც მოკლა.
გადავხედავ რა ჩემი ბლოგის ინტერესებს, სულ ვამბობ, ფენტეზის უნდა ვწერდე, მაგიურ რეალიზმს მაინც, უფრო ნაცადია.
ებრაული მაცა, უხამეცო ღვინო და სხვა
ებრაელთა ტრადიციაა, რომ ადამიანს, მაშინ შეუძლია პასუხის მიღება, თუ კითხვის სწორი ფორმულირება შეუძლია. ამიტომ სუფრასთან საუბარი კითხვა-პასუხის ფორმით მიმდინარეობს. საუბრის დაწყებამდე მაცას ხსნიან, კითხვას სვამენ, ღვინოს სვამენ, მერე მაცას აფარებენ ხელსახოცს და მეორე ჭიქას ასხამენ. მთავარია, მოხერხებულად იწვე, მარცხენა ხელს ეყრდნობოდე. რადგან ეგვიპტეში ფეხზემდგომელნი ჭამდნენ. სხვა დღესასწაულთა შორის გათავისუფლების დღესაც აღნიშნავენ. ძირითადად, ოთხ სადღეგრძელოს სვამენ: პირველი – თავისუფლების, მეორე – დღესასწაულის და სხვა.
ყველა ებრაელს საერთო ბედი აქვს. ებრაელი გძულდეს, ნიშნავდეს, მისი ერი გძულდესო, ნათქვამია. მაგალითად, 1475 წელს ერთმა ტრიდენტში მცხოვრებმა ებრაელმა თავისი სახლის წინ მდინარეში მკვდარი ბავშვი ნახა და თავადვე აცნობა მმართველობას. ამის მერე ებრაელთა ხოცვა დაიწყეს და მათი ქონების მიტაცება. ამბობდნენ, ”საშინელ სიმყრალის გასაწმენდათ” ხმარობდნენ ქრისტიანთა სისხლს. გამოძიების პროცესი 1835 წელს დასრულდა და ბრალდებულს დანაშაული არ დაუმტკიცდა.
ხოლო 1952 წელს რამდენიმე ურიას და სალდათებს ორი ქრისტიანი ბავშვის მოკვალს აბრალებდნენ. ყურადღება დასურათებულ წიგნაკზე გამახვილდა, რომელზეც გამოსახული იყო ურიებისგან ქრისტიანის სისხლის ხმარება. წიგნი ებრაული პასექის საღამოსთვის იყო დანიშნული. შეიცავდა ლოცვებსა და ლექსებს და ამსტერდამში უცენზუროდ დაბეჭდილიყო. სინამდვილეში ნახატზე გამოსახული იყო დაავადებული ფარაონი, რომელიც ებრაელთა სისხლში ბანაობდა. ქვემოთ კი ესპანურ ენაზე ებრაული ასოებით ეწერა: ”ებრაელთ ბავშვების სისხლში ბანაობს ფარაონი კეთროვნებისაგან მოსარჩენად”.
ებრაელებს აბრალებდნენ საპასექო ხმიადისთვის და სხვა საიდუმლო სენის (ანუ ებრაელი კაცების მენსტრუაციის, (?) ბრმა ბავშვების, ღორის ყურებითა და ეშვებით დაბადებულთა) განსაკურნად ქრისტიანთა სისხლის გამოყენებას. ყოველი მკვლელობის დროს ბავშვს წინ-დაუცვითავდნენ და ფრჩხილებს აჭრდნენ. მთავრობისგან კანონიც შემუშავებულა: ”ებრაელებს აღეკრძალებათ ბავშვების პარვა და ვინც მოიპარავს უნდა დაისაჯოს, როგორც ავაზაკი.” ანუ სიკვდილით. მაგრამ კანონებში ისიც ეწერა, რომ ქრისტიანსაც ეკრძალებოდა ებრაელის მოკვლა. ურიები ქრისტიანთაგან განშორებულ კვარტლებში ცხოვრობდნენ, რომელთაც გეტტოს უწოდებდნენ.
თავად ებრაელები ისე იმართლებენ თავს, რომ მოსეს რჯული გატაცებას და მკვლელობას კრძალავს. ხოლო სექტანტ ებრაელებს თავისიანებად არც თვლიან. სხვათაშორის, ძველ რაბბინების ნაწერებში პერუშიმის სახელით იწოდებოდნენ. თურმე ადრე ებრაელები ყარაიმების გარდა ფარისევლების სწავლას მისდევდნენ. ის პირნი, რომელთაც განსაკუთრებით ფარისევლები ერქვათ, ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნეში, იმიტომ, რომ შემდგომ ყველა ებრაელმა მათი სწავლა მიიღო და ეს სახელწოდება გაქრა ებრაელთა ისტორიიდან. ახლა ფარისევლები, როგორც განცალკევებული სექტა, აღარ არსებობს და ის შეიძლება ყველა ებრაელს ეწოდოს, როგორც ძველ ებრაელთა სარწმუნოებრივი მიმართულების მიმდევრებს. მხოლოდ ხასსიდიმები არიან წარმომადგენელნნი ახალი კაბალისტურ-მისტიკური მიმართულებისა ზოგი ქვეყნის ებრაელებში.
სინამდვილეში, ებრაული მაცის მომზადება მარტივია. ვიღებთ 10 ცალ კვერცხს, 1 1/2 ჩჭ შაქარს, 3 სუფრის კოვზ მზესუმზირის ზეთს, ცოტა ვანილს და ვთქვიფავთ. ვამატებთ ვანილსა და ქრისტიანის სისხლს (”შუტკა”) გემოვნებით და ვზილავთ. მიღებულ ცომს გავყოფთ ხუთ თანაბარ ნაწილად. თითოეულ ნაწილს ვამტვრევთ, სასურველია სამკუთხედის ფორმით. ვდეფთ ტაფაზე და ვაცხობთ ნელ ცეცხლზე შეწითლებამდე.
მაცას მეორე, თხელი ვარიანტია, რომ ავიღოთ 4 ცალი კვერცხი და 1 ჩჭ შაქარი, ავთქვიფოთ, დავასხათ 4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, ვანილი. შევაზილოთ პურის ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. დავამზადოთ მაგარი ცომი, რომელსაც ოთხ ნაწილად გავყოფთ. თითოეული ნაწილი ძალიან გავათხელოთ და მოვათავსოთ გაზქურის ჰაერღუმელში საშუალო ცეცხლზე. მთავარია არ დაიწვას. გამოვიღოთ და სამკუთხედებად დავჭრათ.
მაცის იდეა ის არის, რომ ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლა მოხდა არა ებრაელთა ხალხის სიძლიერით, არამედ ღვთის სურვილით, რითაც ებრაელ ხალხს მეტი უპირატესობა რჩება. პურმა ვერ მოასწრო გამოცხობა და ეს სიმბოლოდ იქცა წარსულის ხსოვნისთვის. მათ გამოსვლამდე ეუწყათ კავშირი მაცისა და გამოსვლის, მაგრამ მხოლოდ შემდგომ გაცნობიერდა, მიექცა ყურადღება. ისინი ისე ნაჩქარევად გამოდიოდნენ, რომ ცომმა ვერ მოასწრო გაფუება. მოუმზადებელნი, მარაგის გარეშე მიდიოდნენ უდაბნოში და იქ 50 წელი დაჰყვეს.
”და გამოცხვეს ცომი, რომელიც გამოიტანეს ეგვიპტიდან, კვერი უმარილო, რადგანაც ვერ მოასწრეს მოხარშვა, იმიტომ, რომ განდევნილნი იყვნენ ევიპტიდან და არ შეუძლიათ დროის დაყოვნება და საჭმელიც კი არ მოამზადეს თავიანთთვის”.
მაცა შეიძლება გამოვაცხოთ და არ დავჭრათ. მას არა მარტო ყოველი წევრისთვის, დამატებით სამსაც აცხობენ, სუფრის თავკაცთან ახლოს დებენ და მის გარშემო ლოცულობენ. როცა ეგვიპტელთაგან გათავისუფლებას ზეიმობენ, სუფრაზე იდება მარილიანი წყალი და ბოსტნეული, რომელსაც წყალში ჩავაწობთ და ისე მივირთმევთ. ხორცის ნასახი არ უნდა იყოს ამ დროს არა მხოლოდ სუფრაზე, სახლშიც. თუ რამე არის ძველი შემორჩენილი, უნდა გადააგდონ ან გაყიდონ, ოღონდ არა ებრაელზე. ფესახის დასრულების შემდეგ, შეუძლიათ უკან გამოისყიდონ. სხვა დღეებშიც, ებრაელს ხორცისა და რძის ნაწარმი ერთდროულად არ ეჭმევა. ამიტომ ერთად სუფრაზე არასდროს დგას. მეტიც, ისინი ცალ-ცალკე ინახება. ხორცის მირთმევისას კი ის ჯერ უნდა ”დაიქაშროს”. ამისთვის ერთი საათით წყლიან ჭურჭელში მოვათავსოთ, ისე, რომ წყალმა დაფაროს. შემდეგ მარილი დავაყაროთ. მაგალითად, ქათამს დაქაშვრის წინ სახსრებში ჭრიან, წყალმა და მარილმა ღრმად რომ შეაღწიოს და სისხლი უკეთ გამოიტანოს. სადაც უფრო მეტი სისხლია, მეტი მარილის შეზელვა უნდა.
კვერთან ერთად, თუ სადღეგრძელოს თქმას აპირებთ, უხამეცო ღვინო მიირთმევა. მხოლოდ მარცვლებს რომ წურავენ და ხის წვენად ქცევას ერიდებიან. თუ ისე მოხდა, რომ ღვინო არ აქვთ, ყურძნის წვენით ან ქიშმიშით მოხარშული კომპოტით გაგიმასპინძლდებიან. რეცეპტი მარტივია: წყლის სამ წილზე ქიშმიშის ერთი წილი მოვხარშოთ. მაგალითად, ვიღებთ სამლიტრიან ქილას 800 გრამი ქიშმიშით. ვასხამთ გაციებულ სიროფს 400 გრამი შაქრისა და 2 ლიტრი წყლისგან მოხარშულს. შეგვიძლია ჩაის კოვზი ლიმნის წვენი დავუმატოთ სიმჟავისთვის. წვენი პირამდე არ ავავსოთ. ქილას საცობი დავაფაროთ. დავდგათ თბილ ადგილას. სამ კვირაში დუღილი დამთავრდება. გავწურავთ, ბოთლებში ჩავასხამთ, ქიშმიშს სიროფი შეგვიძლია ცოტათი დავუმატოთ და როგორც იტყვიან ”მეორე მოსავალი” მივიღოთ. ებრაული ტრადიციის მიხედვით, სუფრაზე გავიტანოთ და კითხვა/პასუხით დავტკბეთ.
ვინ როგორ გვყიდის?! (ანუ დროის და სივრცის პრობლემა ეგზოტიკურ ქვეყანაში)
ჩემი აზრით, ეგოისტურია თაობათა ბრძოლების განხილვა ეპოქისთვის ნიშანდობლივად. წუწუნი იმაზე, რა ხდება აქ და ახლა, მეტი არაფერია თუ არა, ნარცისიზმის გამომჟღავნება: რომ მხოლოდ ჩვენ ვართ ცუდები, დამნაშავეები.. ჩემი წერის თემა ძირითადად სულის ფსიქოლოგიურ, მათემატიკურ, თეოლოგიურ, პარამეცნიერულ სფეროებს ეხება, მაგრამ ამჯერად ქართულ სულზე მინდა დავწერო, რომელიც სახელმწიფოთა საზღვრებში არ შემოიფარგლება ( ვუფრთხი ამას ) და პრობლემა ორივე მხრიდან განვიხილო. დიდი ხანი ვფიქრობდი, რა დამერქმია სტატიისთვის. ბოლოს ორივე სათაური დავტოვე. მე ხომ არჩევნის გაკეთება მიჭირს. აქ გლობუსის ფოტო დაიდოს.
როცა ჩემი თაობის ბიჭებს ვეკითხები, მოუპარავთ რამე თუ არა, პასუხად თავის გამართლებას ვიღებ, რომ მაშინ სხვა დრო იყო, ისინიც აყვნენ. მორალის კითხვას, ქურდობა ცუდია თუ კარგია, არ ვაპირებ, მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივ მდგომარეობაზე გავამახვილებდი ყურადღებას. საკუთარი საქციელის დროით გამართლება ჩვევად ქცეულ მიმიკას წააგავს, ერთხელ მეც კი გამოვიყენე, ისე გაუცნობიერებლად.
მერე მივხვდი, რომ დაღლილი ადამიანი კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩენისას კომფორმისტი ხდება. თითქოს რა საშინლად უნდა ჟღერდეს ეს ცნება. აქ კი ყოველთვის ოქროს წესი მახსენდება, რომ თუ საკუთარ ნაკლს ვერ ვასწორებთ, მასზე ხშირად ვილაპარაკოთ. იქნებ ”შეიფუთოს” და ვინ იცის, იქნებ სარფიანად ”გაიყიდოს”.
და ჩვენც ვლაპარაკობთ, ომახიანად და სადღეგრძელოებად დაღვრილი მონოტონურობით ქართულ ეპიკურ წარსულზე და თანამედროვეობაში ვერ აღმოჩენილ გმირებზე. გვჩვევია, ყოველგვარი უკულტურობის მსახიობურად წარმოჩენა ისე, რომ ”უნაკლო უცხოელს” შურის საბაბი მიეცეს. არტისტიზმს ამოფარებული უცოდინრობა კი თავისებურ ელფერს გვაძლევს. მაგალითად, ”მოგებული” ომი ხომ თავისთავად, მაგრამ ”წაგებული” ომის ისე შეფუთვა უნდა შეგვეძლოს, რომ მსხვერპლობა დიადი და მარად დამცირებული ერის პრობლემაა და ნებისმიერ შემთხვევაში დიადემა გვშვენის.
ხალხი, რომელიც წარსულს განადიდებს ვერ ვხვდები, თუ უშვებს შესაძლო ვარიანტს წარსულის შესაძლო მცდარობაზე; რომ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება გაზვიადებული იყოს და ისტორია სხვა არაფერი, თუ არა მხატვრული ლიტერატურა; რომ შეიძლება ერთი ქართველი სულაც არ ამარცხებდეს ას მებრძოლს; შეიძლება ხდებოდა ომები, მაგრამ ქვეყნის შიგნით, კუთხეებს შორის.
თქვენ ახლა გიწითლდებათ სახეები, ნაღველის მსგავსი ბურთულა ყელში გეჩხირებათ და ამბობთ, რომ ჩემნაირი არაპატრიოტებისთვის ტყუილად გაუწირავთ თავი. მესმის, რთულია დაანგრიო ნაშენები იდეოლოგია, როცა ალტერნატიული ვარიანტი არ გიძებნია. მაგრამ მე მხოლოდ ის მაინტერესებს, თუ უშვებ, სადღაც გულის კუნჭულში, რომ არსებული რელიგია მცდარია და ჯერ კიდევ შეუმდგარი ეროვნულობა გვაქვს; თუ უშვებ, რომ ეროვნულობა თერგდალეულებიდან მოყოლებული შენდება, მანამდელ ისტორიაში კი მეფის და მებრძოლის ურთიერთობა გვაქვს, მე-19 საუკუნეში რომ პატრიოტიზმს ეწერებოდა: გმირი კაცები და მათი მებრძოლი დედები. ერთ-ერთ ძველ სპექტაკლში რომ ნახე, ქალი დაღუპული ქმრის სიკვდილს გლოვობდა, გაგიკვირდა, რომ პირადი ცხოვრება ქვეყანაზე მეტად მაშინაც აინტერესებდათ.
რაც ვიყავით, ისინი დავრჩით. ვაჩვენებთ გაქცევის გრანდიოზულ სანახაობებს. პატრიოტიზმი სადღეგრძელოდან მორიგ სადღეგრძელომდე გვყოფნის. სამაგიეროდ, იგი ნამდვილი და ნოსტალგიურია წარსულზე, რომელიც შესაძლოა არც გაგვაჩნდა და პოტენცია მისი არც გამეორების.
ჰოდა, ჩვენც ვრჩებით წარსულში, ვამუშავებთ და ვტრიალებთ თითზე დახვეულ დროებას, ხალხურ ფოლკლორში რომ იჩენს თავს და ვუჩვენებთ უცხოეთს: რა კარგები ვიყავით, ჩოხა-ახალუხი გვეცვა, ქალი ქალობდა, ვაჟი ვაჟობდა, გული გულაობდა. უცხოეთიც გვაფასებს როგორც ეგზოტიკურ ქვეყანას. მიკვირს, რატომ უნდა გინდოდეს დარჩე ეგზოტიკად, არ გინდოდეს შექმნა ახალი, არ განვითარდე როგორც აწმყო, ამით ხომ კონკურენტუნარიანობას უსპობ ქვეყანას.
ხომ უამრავი ფრაზა მომისმენია, მაგრამ ამ შემოდგომით გაგონილმა გამაოგნა: სადღეგრძელო იყო, – მხოლოდ ქართველი დედა თუ იტირებს შვილის გამოო, – იყო გავრცობილი და დასაბუთებული აზრი. მე კი ვიჯექი და ხმაამოუღებლად ვფიქრობდი: რამე უნდა ვთქვა?
მოკლედ, ჩვილი ეროვნულობა გვაქვს. ქართული სული მხოლოდ ერთი საუკუნისაა, ისიც ნაწილი ტყვეობაშია გატარებული და განვითარებას ხელს უშლის. ახლა კი გლობალიზაცია ერთვის, რაც მეტად აფერხებს მის მოძრაობას.
უკიდურესობები მხვდება. ვამჩნევ, რომ შიშველი მეფის სამოსის დიდებამ, თუ რაოდენ არ გვძალგვიძს მოკვდავთ მისი დანახვა, ისეთ კომიკურ სიტუაციაში ჩაგვავგდო, როგორც ერთ ფილმშია: საბჭოელ ქალს რკინის ფარდის შეღების მერე პირველივე შავკანიანთან რომ ექნება სექსი, როგორც თავისუფლების, ”აკრძალული ხილის” სიმბოლოსთან.
საინტერესოა ეს ქვეყანა, – უყურებ, როგორ მოთქვამენ არშემდგარ პროფესიებზე და გარბიან; ან როგორ თვლიან საქართველოს სამყაროს ცენტრად და გარბიან. კიდევ იმიტომ, რომ მაინტერესებს, ჩამოუყალიბებელი იდეოლოგიები რომ აქვს და ჩვენ რომ ვუქმნით, ახალს ვაშენებთ, ნულიდან. მისი ეროვნულობა ქალწულივითაა, როგორც გინდა ისე გამოიყენებ, რადგან შედარების შანსი არ აქვს. პლიუს მისავით მასობრივად ყველასთვის თავის შეყვარების მანია ახასიათებს. შენ ძალით აჩეჩებ სხვათა იდეოლოგიებს ან წარსულიდან აჩეჩებ რამეს. დიახ, ეს სიყვარულია. როგორც ერთ სპექტაკლშია: ეს ნაციონალური შოკია!
გაიზარდე!