სამეცნიერო ქართული ცრურწმენების მიმართულებები

მინდა ვისაუბრო ცრურწმენებისადმი ჩემს სიმპათიაზე, როგორც ინდივიდის შეცნობის ხერხზე ან მათში დანახულ ისტორიულად განმეორებად ამბებზე კოლექტივში. ჩემი აზრით, გავრცელებული ცრურწმენები ორად იყოფა, პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ინდივიდის ფსიქიკური გამოვლინება. მაგალითისთვის, სახელმძღვანელო წიგნის დავარდნა მოსწავლეს იმ საგანში ცუდ ნიშანს უქადდა. არ შეიძლება ამ ნიშნის, როგორც სხეულის ენის უგულვებელყოფა. რადგან წიგნის ხელიდან გავარდა გამოხატავს ძნელად რეალიზებად თუ დაბნეული ინდივიდის ქცევას. და როცა ეს ინდივიდი გაკვეთილის ჩაბარების წინაშე დადგება, თუ მანამდე თავზე მუშაობა ვერ მოახერხა, ჩაიჭრება დიდი ალბათობით. ყავაში ჩახედვის დროსაც იგივე წესრიგი მოქმედებს, ოღონდ სხვა ადამიანის მიმართ განწყობა მეორისადმი რორშახის ტესტით ვლინდება. ჩემთვის ყავის ნალექის ფიგურები რორშახის ტესტის წრფივი გამოვლინებაა. წრფივი იმიტომ, რომ, როგორც წესი, ყავაში გარეშე პირი იხედება. რომელიც წრფის მეორე პუნქტში მდებარე პირზე ინტუიტიური ძალით ხვდება შედეგს ამოცანის გარეშე. მეცნიერებაში ინტუიცია სწრაფად მოაზროვნე ადამიანის პრეროგატივაა, ვისაც შედეგამდე მისასვლელი მანძილი იმდენად სწრაფად გადაულახავს, გააზრება ვერ მოუსწრია და მხოლოდ საბოლოო პასუხს აღიქვამს. რორშახზე გამახსენდა, რომ ამ ბოლო დროს მომეწონა დუდლის თამაში უცნობ ადამიანებთან ერთად. მთელი ჩვენი ინდორ ფანტაზიები უნებლიედ გადმოვალაგეთ. რა ჭიანჭველები შამპანურზე გადადიან და ნაპოლეონმა ხელი ჩაიტანა?

არსებობს ასეთი რწმენა-შელოცვა მაისურ წვიმებზე: “შვიდ მაისის წვიმაო, თმა კოჭებამდინაო”. მოცემული ცრურწმენა ინდივიდთან აცდენით კოლექტიურ რიტუალს განეკუთვნება და ალბათ იმ დროისთვის ლატენტურმა სტატისტიკოსმა წარმოთქვა. გვაქვს მოცემულობა, რომ თბილ და ნესტიან ჰავაში თმის ზრდა ჩქარდება, და მოცემულობა, რომ მაისში წვიმები ხშირდება, ჰაერი თბილდება. პირადად მე, ვაკვირდები და მშრალი შვიდი მაისი ჯერ არ შემხვედრია. მითუმეტეს, რომ ძველ დროს თმის დაბანის ლამის ერთადერთი საშუალება წვიმა გახლდათ. ამიტომ, პრესტატისტიკოსებმა ისტორიულად განმეორებადი მოვლენები შეაჯამეს და თმის ზრდა კი არ იწინასწარმეტყველეს, არამედ, აღწერეს. სწორედ მსგავსი კოგნიტური კომპონენტებია გამოყენებული სხვადასხვა ზოდიაქოს ფაზებში სხვადასხვა კოგნიტურ ქცევებზეც. მაგალითად, ქორწილი რომ სასწორის ფაზაში ანუ ოქტომბერში უნდა გადავიხადოთ, იმ პრაგმატული მიდგომიდან უნდა მოდიოდეს, სადაც ოქტომბერი პოსტ რთველური პერიოდია, ყურძენი დაიწურა და ღვინო გამოხდილია. ან ქალწულის ფაზა ანუ სექტემბერი რომ შრომისა და ფიზიკური გამძლეობის თვეა, იმ პრაგმატული მიდგომიდან მოდის, როცა შრომა მოსავლის მომკვასთან იყო კავშირში, მათი სიმბოლოც კი ქალწულია ფოცხით ხელში. თუმცა, ჩემი აზრით, დღეს ახალი ჰოროსკოპია დასაწერი, სადაც სექტემბერი ისევ შვებულებებისა და უშრომველობის თვეა ურბანულ ყოფაში და ღვინის მარაგის გაჩენით აღარ ვართ საქორწინოდ ერთ რომელიმე თვეზე დამოკიდებულნი, მეტიც, ერთი გუშაგის ქალიშვილის გამო ქორწინების აურამ გადაინაცვლა, კლასიკური გაგებით, ყველაზე უსიყვარულო მერწყულის ანუ თებერვლის თვეში.

2323545.png

სანთლის როლი რიტუალებში

524796_10151432810342266_1966055787_n

სანთლის ჩამოსხმა ბავშვობაში ვისწავლე, თაფლს ძაფზე წამოვაცვამდით და ნაზუქებს ვაკრავდით. ცხელსა და მოტკბო  ვაშლის წვენში ფერად ფანქრებს ვთლიდით, ფორმის მისაცემად ღვინის თასებში ვაშრობდით, კვერცხის ნაჭუჭებში არ მიჩერდებოდა და მიანიან ქილებში კომპოტივით ვტენიდი.
ახლა მოგიყვებით როგორც ვიცი თუ რა მნიშვნელობა აქვს სურვილის რიტუალიზაციაში სანთელს. მაგალითად, ცხოველის ცხიმისგან დამზადებული სანთლები რომ მსხვერპლშეწირვას წარმოადგენს, რომ ის მხოლოდ მოქმედების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ გასაღები.
ზოგადად, ის იმ ნივთიერებებს შეიცავს რისი გამოყენებაც რიტუალებში ხდება. თხოვნის გაგზავნა ცეცხლისთვის ქაღალდზე დაწერილი სურვილის დაწვით ხერხდება. თუ მიწის სტიქიაში სურვილის ჩადება ასრულების ხანგრძლივი პროცესია, ცეცხლის სტიქიას იმ სურვილებს აძლვენ, რისი ასრულებაც მომენტალურად და დროებით სჭირდებათ.
სხვადასხვაა რელიგიებში სანთლის როლი. ბუდიზმში მისი დანთება მზის კულტისთაყვანისცემაა, გამწმენდი ძალის მატარებელს ბუდას ქანდაკებასთან სასმელსა ყვავილებს უძღვნიდნენ. კაბალაში სამი სანთელი სილამაზეს, ძალასა და სიმამაცეს აღნიშნავს.

 სანთლის ფორმაზე
კლასიკური გრძელი სანთელი გამოიყენება უნივერსალურად, თუ მრგვალი ფორმის სანთლებს აქვთ მთლიანობად აღქმის დანიშნულება, მას ხშირად სასიყვარულო შელოცვების დროს იყენებენ. სამკუთხედი ფორმის სანთელი ჩამოიქნება კარმული ვალების დროს და მფარველი ენერგიის გამყოლის მისაზიდად. როცა კვადრატული ფორმის სანთლები გამოიყენება სამსახურისა და შემოსავლის გამო.
ხუთკუთხოვანი სანთელის გამოყენება იკრძალება სასიყვარულო თხოვნებისას და ძირითადად, მეგობრული ურთიერთობისას ანთებენ.
მაღალი ცილინდრის ფორმის სანთელი ახლოს დგას კლასიკურ გრძელ სანთელთან ალის სიმაღლის გამო და გამოყოფს დიდ ენერგიას. ძირითადად, სწორედ მასში ამატებენ ცხიმსა თუ მცენარეებს.
მაგრამ არსებობს შერეული ფორმის ტიპის სანთლებიც, სადაც მნიშვნელოვანია ერთი ფორმიდან მეორეში გარდასვლა და მრავალპლანიანი რიტუალებისას იხმარება. ასეთი სანთელი თავისი შინაარსით უნიკალურია, თუმცა იშვიათი და საშიში.
იმ სანთლების ტიპს, რომელთა ფორმის აღწერა სირთულეს წარმოადგენს, აბსტრაქტული ფორმის სანთლები ეწოდება. იგი ინდივიდუალურ ასოციაციების ეყრდნობა და მეტწილად მედიტაციებისას გამოიყენება.
არსებობს მოცურავე სანთლები წყალში, ისინი წყლის სტიქიასთან შეერთებით და, ძირითადად, დიზაინერული გათვლებისთვის გამოიყენება.
კიდევ კრისტალური ფორმის სანთელი ჩამოიქნება მედიტაციებისთვის, ყვითელი ან მწვანე თუა შეილება ფულთან ურთიერთობისას გამოვიყენოთ.
მიხვდებით  და, გულის ფორმის სანთლები სასიყვარულო შელოცვებისთვის ინთება.

სანთლის ტიპებზე:
ტიპის მიხედვით სანთლები შეიძლება რამდენიმე ნაწილად დაიყოს:
არსებობს მოჯადოებული სანთლები, როცა სანთელი თავისთავად არის რიტუალის ნაწილი ჩამოქნის დღიდან და მხოლოდ მისი დანთებაა საჭირო.
პროგრამული სანთლები – როცა სანთლის ტექნიკურ მხარეს და მისი ანთების წესს ენიჭება მნიშვნელობა, რაც მოჯადოებული სანთლების დროს უმნიშვნელოა.
სანთელი-თილისმანები – როცა მისი დაწვა საჭირო არ არის, მისი ფლობაც საკმარისია. მათ რიცხვს, მაგალითად, ჩვენთან ნათლობის ან ქორწინების სანთლები მიეკუთვნება, რომელსაც არ წვავენ, მხოლოდ ინახავენ საბუთად. ასეთი ტიპის სანთლებს მაშინ ანთებენ, როცა მოვლენების აქტივაცია სურთ, შემდეგ კი ცხოვრება თავისით მიდის.
თალისმანთა რიცხვში რუნის სანთლებიც შედის, რომელთაც სხვა თილისმანი სანთლებისგან განსხვავებით პირადი ხასიათი აქვთ. მათი დაწვა მფლობელს ენერგიის განსაზღვრულ კომპონენტს აძლევს.
საეკლესიო სანთლები სხვა სანთლებისგან არაფრით განსხვავდება მზაობის გარდა, ანუ გარდა იმისა რომ დამზადებული და ნაკურთხია.

საკურთხევლის კურთხევის შესახებ:
ითვლება, რომ საკურთხეველთან ანთებული სანთელი, გაცილებით მეტადაა კონცენტრირებული თავის მეობაზე, რადგან თავად საკურთხეველი მაგიდა განსაზღვრავს ენერგიის კონცენტრირებას და მიზანიც მეტადაა საზღვრული, რაც ენერგიის უმიზნოდ გაფანტვას ხელს უშლის.
როგორც წესი, საკურთხეველს ახალმთვარეობისას, პლიუს-მინუს ორი დღე, ცენტრში წითელი სანთლით აკურთხებენ. სასურველია პირადი საკურთხევლის ოთახში სხვა შუქი არ ანათებდეს. ამ დროს უყურებენ ცეცხლის ენერგიას და მისგან გამოყოფილ სილუეტებს, ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ის ენერგია. წითელი სანთლის მერე სხვა ფერის სანთელს დავანთებთ და თითოეულზე იგივე მეორდება. ბოლო ფერი თეთრი სანთელია, ბოლო სანთელი, რომელიც ბოლომდე თქვენი თანდასწრებით უნდა დაიწვას. შეიძლება ამ დროს ნატურალური სასანთლის გამოყენება, ოღონდ აუცილებლად ნატურალური მატერიებისგან დამზადებულის.

სასანთლეს შესახებ:
სასანთლის არჩევა მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან თავისი არსით ცეცხლის სტიქიის ველს წარმოადგენს:
გამჭირვალე მინის სასანთლე პროცესის დროს დიდ მნიშვნელობას არ იძლევა და ძირითადად, გლამურული ხასიათისაა. ამიტომ სასურველია მინის სასურველ ფრად შეღებვა.
თიხის სასანთლის ენერგეტიკა ნეიტრალურია, თუმცა გააჩნია შთანთქმის თვისება და აღმოაჩენთ, რომ ცეცხლის ძალა გაითავისა, რიტუალისთვის სანთელს ნაკლები ძალა აქვს.
სპილენძის სასანთლეს მკვეთრად გამოხატული ენერგია აქვს, მაგრამ, როგორც ყველა მეტალს, მხოლოდ იმ ენერგიის დაკავება შეუძლია, რომელიც გამოდის მათგან ან მათზე. სპილენძის სასანთლეს ნაკურთხი მარილით წმინდავენ.
ოქროს სასანთლეს დიდი ძალა აქვს, საკუთარი ენერგიის ხარჯზე, იძლევიან ძალას, ისინი ხომ ნეგატიურის ვამპირები არიან, შეიძლება ითქვას, და შეცდომების ხარისხს ადაბლებენ. მათი გაწმენდა მარილით ხდება და იმაზე ხშირად საჭიროებს, ვიდრე სპილენძი.
ხის სასანთლების გამოყენება ხშირი არ არის, მათი მოკლე სიცოცხლის გამო, თუმცა თუ ხმარობენ, ხმარობენ მუხის, ცაცხვისა და ფიჭვის ხეებისგან დამზადებულს.
ქვის სასანთლეები უგრძნობები არიან რიტუალების მიმართ, მაგრამ ადამიანებთან მაინც დაკავშირებულნი. ასე რომ ქვა შუამავლის ინტერესების, ენერგეტიკის მიხედვით ირჩევა.
ტყვიის სასანთლის გამოყენებაც ხანმოკლეა, რიტუალის მერე სასურველია მიწაში ჩაიდოს. ძირითადად, ფიზიკურობასთან დაკავშირებულ რიტუალებში გამოიყენება.

სანთლის ფერზე:
ლურჯი განასახიერებს ოცნებებსა და სიმშვიდეს, სიზმრებსა და ასტრალურ პროექციას.
იზიდავს მთვარის, ვენერის, სატურნისა და იუპიტერის ძალას.
ლურჯ ფერს ძირითადად მედიტაციებისას იყენებენ, ღია ლურჯს მითუმეტეს, რადგან მუქი ლურჯი უფრო ღრმად აღწევს ქვეცნობიერში და დეპრესია მოაქვს. ამ შემთხვევაში სიხალისისთვის უკვე ოქროსფერს მიმართავენ. ცისფერს ხშირად შემოქმედებითი პოტენციის ასამაღლებლად, ჰარმონიული ურთიერთობების წარმართვისთვის იყენებენ.
იისფერი განასახიერებს დამცავ ენერგისა და მაღალ იდეალებს, ძალასა და სენტიმენტალიზმს.
იზიდავს იუპიტერის ენერგიას.
იისფერი რიტუალის ენერგიას მართავს, მაგრამ მისი გავლენა სუსტია და იშვიათად გამოიყენება.
ფირუზისფერი განასახიერებს ჯანმრთელობასა და ზრდას, აცილებს სტრესსა და ამშვიდებს.
მწვანე სანთელს მატერიალური კეთილდღეობისთვის ანთებენ. იყენებენ რიტუალის ზრდისა და გააქტიურებისთვის.
შავი განასახიერებს მოხუც ქალსა და ბებრუხანა ღვთაებას, შურისძიებასა და სპირიტულ სეანსებს.
მისი პლანეტაა პლუტონი და სატურნი.
მისი დღეა: შაბათი.
ზოდიაქოს ნიშანი: მორიელი და თხის რქა.
ხშირად შავ ფერს თეთრ ფერთან ერთად ექსორციზმის დროს იყენებენ, მტრის ლიკვიდიციისთვის.
თეთრი განასახიერებს სავსე მთვარესა და ექსორციზმს, მშვიდობასა და სულიერ ძალას.
იზიდავს მთვარის ენერგიას.
მისი დღეა ორშაბათი.
ზოდიაქოს ნიშანი: კირჩხიბი.
თუ იგრძნობ, რომ ირგვლივ შავი გახვევია, თეთრი სანთელი უნდა დაანთო, როცა თავად გააკეთე ბნელი და ინანე,
თეთრი უნივერსალური სანთელია, მისი გამოყენება თითქმის ყველგანაა შესაძლებელი.
ვერცხლისფერი განასახიერებს არტემიდესა და ქალურ ენერგიას, მთვარესა და უცენზურო გონებას.
იზიდავს მთვარის ენერგიას.
ვერცხლისფერი სანთელი რიტუალში ენერგიას არეგულირებს, აკონტროლებს რომ ძალის უკონტროლო დახარჯვა არ მოხდეს.
ოქროსფერი განასახიერებს მზესა და კაცურ საწყისს, ჯანმრთელობასა და აქტიურობას.
იზიდავს მზის ენერგიას.
მისი დღეა კვირა.
ზოდ. ნიშანია ლომი.
ოქროსფერი სანთელი რიტუალის რეალიზების დამაჩქარებელი სანთელი. გამოიყენება ძალის მომცემ და მამაკაცური მომხიბვლელობის რიტუალებში.
ყავისფერი განასახიერებს დედამიწასა და დაკარგულ ნივთებს, ოჯახის დაცვასა და ხეებს.
იზიდავს ვენერის ყველანაირ ენერგიას, მთვარის ნამზეურ ენერგიას, სატურნის მუქ ყავისფერ ენერგიას.
ყავისფერს, ძირითადად, ოჯახური მაგიისთვის იყენებენ, ან მაშინ, როცა მიწიერებას ექცევა ყურადღება.
ვარდისფერი განასახიერებს უეგოისტოდ ფამილარულ და ემოციურ სიყვარულს, მეგობრობასა და არასაკუთრებას.
ვარდისფერ სანთლებს იყენებენ პირადი მომხიბვლელობისთვის, პოპულარობის მისაღწევად. ხოლო წითელს იმ რიტუალებში, სადაც ვნება ფიგურირებს.
თუ იმ სანთლის ფერი არ მოგწონთ, რომელიც უნდა გამოიყენოთ, არ უნდა მოხდეს კონფლიქტი პიროვნებასა და სანთელს შორის და უმჯობესია მიმსგავსებული ფერით შეიცვალოს, ვიდრე ნეიტრალურით.

სანთლის დანთების დროზე:
მთვარის რიტუალები წყლის სტიქიის ძალით ტარდება. მზარდი მთვარისას ატარებენ სასიყვარულო კავშირების რიტუალებსა და ჯანმრთელობის შესახებ ლოცვებისთვის.
დაღმავალი მთვარისას ლიკვიდაციის რიტუალები ტარდება, სამართლიანობის აღდგენისთვის ლოცვებისთვის, შურისძიებისთვის.
სავსემთვარეობისას შემეცნებითი, მედიტაციური რიტუალები ტარდება.
ახალმთვარეობისას – განახლებითი რიტუალები.
მზის რიტუალები თავის არსში წყალს არ შეიცავს. აქ მზე იყოფა ოთხ ნაწილად: დილის, შუადღის, საღამოსა და ღამის მზე. დილა მზის ამოსვლის პერიოდად ითვლება და სიტუაციასთან თუ ადამიანთან დაკავშირებით პირველი რიტუალები მაშინ ტარდება.
შუადღისას ხანგრძლივი რიტუალები ტარდება.
საღამოში იგულისხმება მზის ჩასვლის დრო და ამ დროს პირადი რიტუალები ტარდება.
შუაღამისას სანთელი ბნელი საქმეებისთვის ინთება, მაგალითად, ადამიანთა მართვის ან დესტრუქციის.
ხოლო მეტი კონკრეტიზაციისთვის უკვე ინდივიდუალურ ციფრებს ანგარიშობენ.
გავაგრძელებ,

1380036_725818977432601_147440259_n

ტანტრა ქალებისთვის

დასაწყისი: მზისა და მთვარის ტანტრა

ცაციების პირველ მტრად ქრისტე გამოცხადა. მას შემდეგ, რაც თავად ღვთისგან მარჯვენა სკამი გაიმზადა, ხოლო ადამიანები ცოდვა–უცოდველობის მიხედვით მარჯვნივ თუ მარცხნივ გაანაწილა. აღმოსავლეთში მარცხენა ქალურ ანუ დემონურ საწყისთან ასოცირდება და სიმამაცეს განასახიერებს. მარცხენა ხელით ჩატარებული ტანტრა “შაკტაიზმის” გავლენას განიცდის და შივას მეუღლეს ემსახურება. ამ თეორიის მიხედვით, ღმერთი მხოლოდ მაშინ ხდება ღმერთი, თუ საკუთარ “შაკტას” – მეორე ნახევარს იპოვნის.
ზოგადად კი ტიბეტური ტანტრა ოთხ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ:
1) რიტუალების მეშვეობით სრულყოფილების მსურველი მოქმედების ტანტრა;
2) შესრულების ტანტრა, სადაც რიტუალი და მედიტაცია გაერთიანებულია;
3) იოგურ მედიტაციაზე დაფუძვნებული იოგური ტანტრა;
და 4) მაღალი იოგის ტანტრა, უკიდურესობის გაერთიანებით და, როგორც ამბობენ, სამყაროს მცოდნეობის პრაქტიკაში დაგეგმვაა.
ეს უკანასკნელი შეეხება მხოლოდ იმ ბერებს, რომლებმაც სულიერ სფეროში მიაღწიეს მაღალ საფეხურს, იგივე ქალთან ურთიერთობაში მაღალ საფეხურს. თითქოს ქალებს იგივე საფეხურზე ასვლა არ შეუძლიათ, მაგრამ “ანუტტარა–იოგის ტანტრა” ამას უარყოფს. ვაჯაიოგინის მთავარ ღვთაებას ქალის სახე აქვს.
ანუტტარაიოგის ტანტრა” ის მაღალი კლასის ტანტრაა, სადაც აქცენტი შინაგანობის პრაქტიკაზე ტარდება და ენერგეტიკულ სისტემისკენაა მიმართული.
ხოლო “გუჰიასამაჯას ტანტრას” თვლიან ქალისთვის მთავარ დამხმარედ, რომ ერთ ცხოვრებაში მიაღწიონ მთავრების მთავრობას.

დაბადება

 

ახალი წელი ყოველთვის გეგმებს უკავშირდება: ”ამ დღიდან არავითარი ალკოჰოლი” ან ”ახლა მაინც დავიწყო კარგი სამსახური”, – სურვილები სტიმულს გვაძლებს ახალი ცხოვრება შევქმნათ ძველის მოკვლით, შენაცვლებით ანდაც მასთან თანაარსებობით. ახალი კალენდრის დადგომამ და მეგობრის დაორსულებამ ამ თემაზე დამაწერინა. ანუ მანქანის მიზეზსა და შედეგზე.  ამ საახალწლოდ ამეკვიატა ფრაზა, რომ ქრისტე  მკვლელობამდე დაბერდა. დაბადებამდე. არ ვმკრეხელობ. ხანდაზმულობა რადიკულიტს არ ნიშნავს მხოლოდ.

როგორც აღვნიშნე, ჩემი მეგობარი ორსულადაა. დიდი ხანია გაიგო და უხარია. მხოლოდ შარშან ამ დროს სამ მეგობარს გაუჩნდა ბავშვი, – დღემდე ვერ შევეჩვიე მათ ხელში დაჭერას. მგონია, ვატკენ. ვერც მოფერებას. მგონია, ჩემი შეეშინდებათ. მეგობრებს კი ჰგონიათ, ბავშვები არ მიყვარს. არ ვიცი. ალბათ პასიური ვარ. თუ არ მოდიან, იქით მე – ვერ.

მახსოვს, პირველად რომ ვნახე ბავშვი ექოზე, ოთხის ვიყავი. შავ-თეთრ მონიტორზე ბევრი შავ-თეთრი ლაქა რომაა და მკითხაობ, რომელი ლაქაა უცხო სხეული. მერე სქესს გეუბნებიან და გიკვირს, თანდათან იჯერებ. ოღონდ რომც სხვა ლაქაზე მიგითითონ, ალბათ მაინც დაიჯერება. ბოლოს ამგვარად სამი წლის წინ ვიყავი. ამჯერად, მეტად შედეგიანად. ვერის ბაღის მიწისქვეშა გამოვიარე. თეთრი ქსოვილი მახსოვს, ქალები რომ ყიდიდნენ ბავშვისთვის წინდებს.

სახლში მოვედი და გამუდმებით ვამტკიცებდი, რეინკარნაცია რომ არ არსებობდეს, რა უსამართლო იქნებოდა სამყარო. ღარიბების დაბადებას ვერ გავამართლებდით იმით, რომ ქონებას სხვათა საზიანოდ იყენებდნენ წინა ცხოვრებაში, რომ მტაცებელ ნადირად დაბადება ნიშნავს, წინაზე ხორცის ჭამის მოჭარბებულ იმპულსს, რომ ხეიბრებს უსამართლოდ არ მოქცევია  ცხოვრება უხელფეხოდ რომ დაიბადნენ, თავი მოიკლეს ფანჯრიდან ასფალტზე გადმოხტომით და სხეული დაუზიანდათ, რომ მილიონობით უდანაშაულო ადამიანი შიმშილობს ან ომში იღუპება, უსამართლობას როდი ნიშნავს, არამედ – სამართალს. მართლაც, რა უსამართლო იქნებოდა სამყარო, ადამიანთა უთანასწოროდ გაჩენის გამო.

ვცდილობ ხელის მიდებით ვიგრძნო, როგორ მოძრაობს ბავშვი მეგობრის მუცელში, წარმოვიდგინო როგორი ცხოვრება ჰქონდა. რატომღაც მგონია, რომ ჩვენ თავად ვირჩევთ, დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, დაბადების ადგილს, დროს, მშობლებს.. ვფიქრობ, რა მინდოდა ამ კონკრეტულ ქალაქში ან რატომ ავირჩიე ეს საუკუნე, 24 წლის ჩვეულებრივი წყვილი დედა და მამად. ამ დროში, იმის მაგივრად, რომ ღმერთის არარსებობას ადამიანისთვის ფუნქცია წაერთმია, პირიქით – გააძლიერა.

წლების წინ როცა ერთ მეგობარს ვკითხე წინა ცხოვრების შესახებ როგორ იგებდა, რამდენიმე წიგნი მირჩია, – მათი წაკითხვის მერე ხვდებიო. მერე ჰოროსკოპი შევადგინე, ანუ გრაფიკული ნახაზი ჩემი თვისებებისა. ამის მიხედვით, წინადან დაგროვილი გამოცდილება აწმყოში რეალიზდება. არ არსებობს შემთხვევითობა. სპონტანურად გადასხმული ყავაც კაბაზე დროის მანძილზე დაგროვილ ინსტინქტს უკავშირდება. ცხოვრების ანარეკლიაო და პროგნოზი, და არა წინასწარმეტყველებას, ვაკეთებ: წინა ცხოვრებაში ბავშვებს ცუდად ვექცეოდი. თუმცა დედად ვიღაცას მაინც მოვუნდები. ბიჭი უნდა იყოს. რატომღაც იოსები მინდა დავარქვა. ალბათ მასაც ექნება წარსული. მშობლად რომ ამირჩევს, ვფიქრობ, დედობაზე ზედაპირული შეხედულება ჰქონია. ნეტა, ქრისტეს რამდენი დაბადება ჰქონდა?

თავი ყოველთვის ფემინისტად მომქონდა, თუმცა ყველანაირ -ისტობას თავს ვარიდებდი. მომწონდა, როცა ჩემში ფემინური ჭარბობდა კაცურს, ინტუიციის, მიმღებობის, ჩაკეტილობის, დიალოგის (ანუ ყველა იმ რიგით, რითაც ქალს კაცისგან ანსხვავებენ) გამო ვაფასებდი. თუმცა ვიცი, ეს ყველაფერი პირობითია, ვამბობდი, რომ ქალად თავს სრულფასოვნად ვერ ვიგრძნობდი, თუ შვილი არ მეყოლებოდა. ეს სქესის უკვე პირობითი განმსაზღვრელი არ არის. არც საკეისრო კვეთა მირჩევნია ბუნებრივს. მინდა დაბადება რიტუალად ვაქციო. და რაც მეტად მაშინებენ მეგობრები, რომ ლამისაა მოკვდნენ, ცხოველებად იქცნენ, მით მეტად მინდა ჩემთვის ერთადერთი ქალურობის აღმნიშვნელი რიტუალი.

ამბობენ, ადამიანი კარმას რომც არაფერს აკეთებდეს, მაინც აკეთებსო. იმასაც ამბობენ, სიკვდილის წინა სურვილს დიდი მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ყალიბდება. იმასაც ამბობენ, რომ მორიელის ზოდიაქო ტრანსფორმაციის პერიოდს უკავშირდება, – სიკვდილს და ხელახლა, ფერფლიდან დაბადებას, სიკვდილს და მემკვიდრეობის დატოვებას, მოკლედ, მომენტს დაბადება-სიკვდილსა და დაბადებას შორის. და ყოველ ჯერზე ვფიქრობ, თურმე ისე მიცხოვრია, სიკვდილ-სიცოცხლის განგაში დავდე. სინამდვილეში ძალიან დაბნეული ვარ. აღარც ხორციელი ღმერთის არსებობას გამოვრიცხავ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ლამაზი სახელია იოსები.