დისქავერზე ვუყურებდი როგორ დაირაზმებოდა სპეც. ჯგუფი და და ვინჩის ჩანახაზების მიხედვით მექანიზმებს აწყოდბნენ, შემდეგ ბიბისი-ზე გადავრთე, სადაც ისტორიული ფენტეზი “და ვინჩის დემონები” დაიწყო.
სერიალი ახალგაზრდა ლეოს ცხოვრებას გვიჩვენებს, რისთვის და როგორ ვითარებაში მოსდიოდა იდეები თავში და თითო სერია თითო გამოგონების ახსნას წარმოადგენს. ვუყურებ ნახატებსა და იეროგრიფებში ჩადებული კოდების ინტერპრეტაციებს.
იქვე თვალს ვადევნებთ ფლორენციის შიდა თუ გარე პოლიტიკას, იმ ქალაქის, სადაც “დეკამერონის” დადგმა არ გაუკვირდათ და დიდგვაროვნები გლეხებს სახელებით ცნობენ, ებრძვის რომსა და ვატიკანის რელიგიას. სცენარი აკინძულია იმ დროინდელი კაბალის, ნოტიკის, აკაშის ქრონიკების, კელტური პოლითეიზმისა და უპანაშვიდების მიხედვით და ქვაკუთხედად მითრას მისტერია გვაქვს, როგორი იქნებოდა ფილმი იმ დროინდელ რენესანსზე საიდუმლო ორდენების გარეშე.
პლიუს ვნება ხომ ყველგან უნდა გაიკვეხოს და ლეოს ინტიმური კავშირები მოწაფე ბიჭუნებთან და მარჩვიბ ქალთან (თვითონ მერწყულია): “შეიძლება ხალხის მანიპულირება გიყვარს. მაგრამ მე უფრო.”
ამჯერად, სერიალის ოფიციალურ გვერდზე ვტრიალებ, სადაც მონაწილეები ტაროს გეთამაშებიან და სქემების მიხედვით მექანიზმებს ონლაინით აწყობ. გამოგიტყდებით და თამაში სერიალზე მეტად მომწონს. აუ, ეს ფრთა სად გავუკვეხო?