თბილისიდან სადღაც 50კმ-ში (ცხვარიჭამიას მერე) საბადურების ტყე ტურისტებისთვის ნებისმიერ სეზონზე საინტერესო ადგილია, ზოგჯერ საცობიც კეთდება, პატრულებიც პატრულირებენ უბრალოდ ხეთა წყობისთვის ჩასული ხალხისთვის. ეს ადგილი სავსეა ისტორიებით, მაგრამ ბევრმა არ იცის ერთი ღირშესანიშნავი ძეგლის ამბავი გზის მაღალ მონაკვეთში, დაღმართამდე რომ დაუდგამთ და საფლავს ჰგავს.
პოსტსტალინურ ეპოქაში ბარიდან მთაში ამოსასვლელ გზას ყაჩაღებად წოდებული ანარქისტები იცავდნენ. მათთვის სენსიტიური თემა იყო მთისა და ბარის შერწყმა, ამიტომ მთაში ამომსვლელ სტუმრებს აყაჩაღებდნენ, აფრთხობდნენ. ისინი ვერ ეგუებოდნენ მთის წესების ჩანაცვლებას ბარის კანონებით. ერთხელ ერთ მილიციელს მორიგეობის მერე გამორჩნენია სამსახურის შარვლის გამოცვლა და მთის ავტობუსს ისე გამოყოლია. უცვნიათ ყაჩაღებს მილიციელი შარვლით, ავტობუსიდან ჩამოუთრევიათ და მოუკლავთ.
ამ ამბის მერე ყაჩაღები დამარცხდნენ, ბარმა რადიკალური ზომები მიიღო, ყაჩაღებს სასტიკად გაუსწორდა და მათ “საბირჟაო” ადგილზე მსხვერპლი მილიციელის მემორიალი ააგო, როგორც მთის მოთვინიერების სიმბოლო. დღეს უბრალოდ უღრან ტყეში აღმართული ქვა არის, რასაც წარწერებიც აღარ ეტყობა.