მოწმის როლი დანაშაულში

1106982-_br90cdqbgk___kgrhgoh_emejllluimhbk_wc9nz5g___12

თუ დე სადისთვის ბუნება სტრიპტიზის მოცეკვავე ქალს ჰგავს, რომელიც თავის შესაძლებლობებს განახებს, მაგრამ პოტენციას გიზღუდავს აკრძალვით, ბუნება ჩვენთან დომინანტური როლით თამაშობს ბონდაჟს. მას შეუძლია მარტო ან ვიზუალისტების თვალწინ ადამიანი აწამოს და მოკლას ნეგატივის კანონზომიერების გამო. გვაჩვენოს ნეგატიური ვნებები, მაგრამ არ გამოგვაყენებინოს, პოტენცია შეგვიზღუდოს აკრძალვით, – ციც, მხოლოდ მე მაქვს შენი მეგობრის წამების უფლებაო.

არც ერთ სადისტ მეამბოხეს არ შეუძლია იერარქიას ასცდეს და ბუნებაზე მოიპოვოს დომინაცია. ქრისტე კი, როგორც დიადი მაზოხიზმის ფუძემდებელი, თავისი საქციელით გვითითებს საბმისივის როლზე დომინაციამდე. ჩემთვის მარკიზი ჰორორია, მწერალი, რომელიც უნდა შეგვეხორცა ლავკრაფტამდე, კინგამდე. ჩემთვის მარკიზი არის ქვეცნობიერის გათავისუფლება სანამ ფროიდის კათარზისს მივაღწევდით.

ლისის ტბასთან არის პატარა ჭაობი ვაშლიჯვრისკენ გადასასვლელ გორამდე. იმდენად ამომშრალი, რომ შორიდან გგონია შუა ზაფხულში, თბილისთან ახლოს, მწვანე მინდორში თეთრმა თოვლმა დაისადგურა. ბოლოს მარიამი ავიყვანე, მარტინი და ფრიგლის ჩიფსები წავიღეთ, მონოტონურად დარდიანი საუბრები გავაჩაღეთ, უკანა გზაზე უპატრონო ძაღლი ავიკიდეთ, დარჩენილი კარტოფილი გავუნაწილეთ.

მერე როგორც ხდება, შორ მანძილზე გვდია კუნტრუშით, ისე, რომ დავინახეთ, როგორ გაიტანა მანქანამ, – მძღოლმა ჯერ ზიგზაგისებურად სვლა შეანელა, მერე კი გაზს მიაწვა და დაარტყა. იმხელაზე გადაისროლა ძაღლი, რომ 112-მა ცოცხალს ვეღარ მოუსწრო და სადღაც გადაიყვანეს კრემაციისთვის. დამამახსოვრდა ძაღლის სახე დარტყმამდე, ძალიან ბედნიერი და მოკუნტრუშე იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიის პიკში.

უკანა გზაზე მოვდიოდით და ვფიქრობდით, სად გადანაწილდა ეს ენერგია, იქნებ ჩვენში? მანამდე თუ მონოტონურად დარდიანი საუბრები გვქონდა, ახლა შეგვეძლო გვეტირა, გვეყვირა, შურისძიებისთვის გამოძიება მოგვეთხოვა. ასე გვეგონა მძღოლის გარდა ჩვენი ბრალიც იყო, უენერგიო ადამიანებმა სხვისი სიკვდილის ხარჯზე მივიღეთ ძალა. შეიძლება ნარცისიზმია, მაგრამ, რა ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, იმით, რომ ტკივილმა დღიურ პიკს მიაღწია, კათარზისი გვქონდა.

ნაცრისფერი ჰალსტუხისა და ჩულქების ბალადა

large (17)

მეტად პორნოგრაფიული რომ ყოფილიყო, უფრო მომეწონებოდა, თუმცა “ბალზაკის ასაკში შესული ქალბატონი მწერლის” ფანტაზიები შემრჩა ვნებას ჩაკიკინებული ურთიერთობის განხილვას რომ მოეცვა. დე სადიდან დაწყებული უელბეკის “პლატფორმასთან” უკვე გული არეული გვქონდა და ალბათ მეტ სიმძაფრეს ამიტომ ველოდებოდით. თავის ატმოსფეროს ქმნიდა ბარის სამზარეულო, უახლოესი პროგრამებით ჩატვირთული ტექნიკა და მომავალ ეკრანიზაციაში ვიქტორია ბექჰემის დიზაინით შექმნილი სამოსი. რაც არ უნდა იყოს, ბიდიესემ ლიტერატურაზე მეტად ეშმაკისა და პრადას ამბავს უახლოვდება.

“50 ჩრდილიდან” მეტ სიმძაფრეს უფრო იმიტომ ველოდი, რომ იშვიათად შემხვედრია ბედნიერი წყვილი, ერთმანეთის ტანჯვაზე მეტად რამე სიამოვნებდეს. მეტიც, როცა კონტრაქტით გაფორმებული წესებით იცი, რა როგორ უნდა გეტკინოს, ტკივილით აშენებული ურთიერთობისთვის საჯდომზე კონტრაქტით გათვალისწინებული ზიანის გარეშე წამორტყმა, სასაცილოდაც გეჩვენება. მითუმეტეს, რომ წამორტყმისთვის ბილიონერი ყმაწვილი ძვირფას ნივთებსა თუ ფიზიკურ, მენტალურ და მორალურ მზრუნველობას გპირდება. თუმცა სიყვარულით გირტყამს. ეს ნეო სადიზმია, როცა წიგნებში ამოკითხული წვალებაც კი სასიამოვნოა, მაზოხიზმზე დაფუძნებული ბიბლიის არ იყოს, სადაც “საბმისივები” პოსტ ტკივილის მადლით მდუმარედ ითმენენ, წმინდანთა ცხოვრებები მარკიზის  წიგნებამდე მწვალებრული ლიტერატურის პირველი ნიმუშია.