სუფრები ციური სხეულების მიხედვით ტემპერამენტის ჯგუფებზე ძველ საქართველოში (შესავალი)

“იანვარსა დილეულად წყალს ნუ სვამ”.
“თებერვალსა ნუ სჭამ ჭაკუნტელასა”.
“მარტსა ტკბილსა საჭამადსა ნუ სჭამ”.
“აპრილსა დილეულად წყალს შესვამდე”.
“ივლისსა დიაცსა თანა ნუ დასწვები”.
“აგვისტოსა მალოქს ნუ სჭამ, (წყალსა) შესვემდი”.
“სეკტენბერსა სძე ჭამე”.
“ოკდენბერსა მწვანილსა ნუ სჭამ.”
“ნოემბერსა თავსა და ტანსა ნუ დაიბან”.
“დეკემბერსა კალნაბსა ნუ სჭამ”.

რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად დიდი აცდენაა ძველ ტრადიციების მიმდევარ ადამიანებსა და ძველ ტრადიციებს შორის, თუნდაც პატრიოტულ სუფრაზე მოხვედრისას, ჯერ ძველი ქართველების დაბადების შეხედულებაზე, კალენდრულ ანატომიაზე უნდა შევიქმნათ წარმოდგენა. რომელიც თავის თავში სუფრის სქესობრივზე მეტად ასაკობრივ დაყოფას მოიცავს დროის სხვადასხვა მონაკვეთში. გვწამდა, რომ მუცელი ადამიანის სალარო იყო, რომლის დასაცავად შენდებოდა ხელები და ფეხები. თუ სალარო ფუღურო იქნებოდა, კიდურებიც გაუღარიბდებოდა.
ყველაფერს 4 ბუნება აქვს: ქარი, სიცხე, მიწა და წყალი. ესინია: მხურვალე, ხმელი, გრილი და ნედლი. ქარი მხურვალე და ნედლია და ქარი მისგანაა და სული მისგან იძვრის. და ცეცხლი მხურვალი და ხმელია და ზაფრა არის. მიწა გრილი და ხმელია და შავი ბალღამი მისგან არის. წყალი გრილი და ნედლია და ბალღამი მისგან არის. 1 სტიქიის დაზიანებას მეორითი მკურნალობენ. ვიცოდით, რომ თვეში 30 დღე იყო, აქედან შვიდნახევარი დღე სისხლის გუნება გვქონდა. შემდეგი დღეები თხუთმეტამდე – “კვერცხის გულის ნაღველის”. 22 და ნახევარ დღემდე “შავი ნაღველის ბუნება” ჩაგვერთვებოდა. შემდეგი პერიოდი ოცდაათამდე “თელგამის ბუნება” იყო, ნაღვლიანი და მწყურვალი. თან დღე-ღამეს 24 საათად ვყოფდით: დღის სამ საათამდე სისხლის ბუნება იყო, 3-დან 6-მდე კვერცხის ნაღველის, 9-მდე – შავი ნაღველის, შემდგომ კი მთელი ღამე თელგამის ბუნება გვქონდა.
მე იმ ასაკში ვარ, “კვერცხის გულისა ნადუღისა ბუნება” მქონდეს, ეს გულისხმობს, რომ 17-დან 35 წლამდე ქალები ერთ სუფრაზე გამოვკვებულიყავით. ამასთან, სუფრის მენიუ კალენდართან იმდენად იყო შეხამებული, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ყვითელი ბალღამი დუღდებოდა, ზაფრა, როგორც ახლა ვეძახით, ყვითელი ნაღველი. ამ დროს, ძირითადად, ჩვენს ასაკობრივ ჯგუფში სუფრებზე სიმჟავეს დებდნენ, ძმრიანსა და გრილს. ღვინოს ვსვამდით, ოღონდ ოდნავ წყალგარეულს, ვატანდით ფლავს ზაფრანით. ყველა ასაკობრივი და ტემპერამენტის ტიპი საკვების მუცლადღების შემდეგ “პირის გასახმობად აკეთებდა ბოყინს”, კუჭი გაწმენდილიყო, რომ საჭმელი აღარ მოსდომებოდა.
17 წლამდე სისხლის ბუნება არის, ცეცხლს კი აბანო აქრობს. ამიტომ მათ სუფრაზე შეინიშნებოდა დიდი რაოდენობით წყალი. თან გვჯეროდა, რომ პირველი საკვებია სისხლი, ხოლო ორსულ ქალს თვიური თუ მოუვიდოდა, ნიშნავდა, რომ ბავშვს საკვები დააკლდებოდა და ამიტომ შიმშილით მოკვდებოდა. ხოლო მოზარდი ადამიანის შემთხვევაში, განსაკუთრებით, მარტსა, აპრილსა და მაისში სისხლი დუღდა და ყმაწვილის გუნება დგებოდა, მხურვალე და ნედლი. ამ დროს რეკომენდირებული იყო ტკბილი საკვების მიღება და სუფრები შარბათებით იყო სავსე. შაქრის ან თაფლის ნახარშებს სვამდნენ. აგებულების მიხედვით, კვერცხის გულის ნაღველზე იყოს, მალე დაბერდეს. თელგამის აგებულებიანი გვიან ბერდება. სუფრაზე აუცილებლად იყო ცხელი კორკოტი ხორბლის ქონდრით. ქერის კორკოტი გრილი, რომელშიც ხანდახან ვარიასა ან ბატკანს დებდნენ. ყველაზე მეტი ხორცეული მათ და შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის სუფრაზე დევს. “ისეთსა ჭამდეს, ესეცა იცოდი, ერთი მარცალი უნაბი ერთსა ლიტრასა სისხლსა დააწყნარებს”.
35-58 წლებში შავი ნაღველის ბუნებაა. ეს ასაკი შემოდგომას განასახიერებდა. ამ დროს შავი ბალღამი იძვრებოდა და შუაკაცობის გუნება ეძლეოდა. კაცი ჩამოხმება და გაგრილდება. ამ დროს მხურვალე და მწარე საკვები იყო სუფრებზე და ღვინო ყველა დროზე მეტად. “და წამალი აიღოს, რომე შავი ბალღამი დააკლდეს და დედაკაცისაგან იფარეზოს”. ხოლო ნაბახუსევზე ვიღებდით წინა დღის დაწურულ ბროწეულის მარცვლებს და პიტნას. დანაყული ძირტკბილა შერეული ღვინოში. წიწმატი და ხახვი შევატანეთ. ეს ასაკი განასახიერებდა სავსემთვარეობას და მივირთმევდით ისეთ საკვებს, რაც თვალის ტკივილისთვის იყო კარგი, მაგალითად, თევზის თვალს. თევზი იჭმებოდა გრილი. ქართულ სუფრაზე უფრთხობდნენ ერთდროულად ნედლი თევზისა და კვერცხს ერთდროულად მირთმევას, ადამიანი ამ დროს იღლებოდა და დამბლა ეცემოდა. ისევე უფრთოდნენ, როგორც ერთ სუფრაზე რძისა და ღვინის დადებას. არც კვერცხს შეატანდნენ რძეს. საღამოოებით მლაშე საკვებს არ იღებდნენ, რადგან სიბნელეში ვეღარ დაინახავდნენ. ასევე წყლის ზომიერად მიღების წესი იყო: “ვინცა ყელი გაიხსნას და მერმე უზმამ ბევრი წყალი სვას, მისგან ყოლინჯი დაიბადების”. ყოლინჯი თიაქარს ნიშნავდა და სხვანაირად ითარგმნებოდა როგორც “ღმერთო მიშველე”. ამასთან, დანაყრებული ჭამის მერე აბანოსაც არავინ იღებდა თუ თიაქარის გაჩენა არ უნდოდა.
58 წლიდან ადამიანი ბალღამისა გუნებაზედ იქნება. განასახიერებს ზამთრის პერიოდს, როცა ჩანს, რაც წლის მანძილზე/ცხოვრების მანძილზე/დღის მანძილზე არის დაავადება. ბერი კაცის ბალღამია მეტი, იღებს ხმელ საკვებსა და ღვინოს. მწუხრის დროს, როცა ადამიანი არ ჭამს, ნიახურისა და კამის წყალი უნდა ვასვათ ჯერ ვარდის წნილთან ერთად და მუცელი ამით გავუხსნათ. ამ ასაკობრივ კატეგორიის სუფრაზე, სწორედ, მუცლის გამხსნელი საკვები ეწყო. იჭმეოდა აუცილებლად ცხელი კორკოტი ხორბლის ქონდრით. ღვინოს, როგორც ვხედავთ, საქართველოს ნებისმიერი დროის სუფრაზე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, სეზონური პერიოდის მიხედვით – გაზაფხულის გარდა, დღის მონაკვეთის მიხედვით – დილის გარდა, ხოლო ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით – 17 წლიდან. ასევე  რეპროდუქციულ მოთხოვნებს, რომელიც ასევე სუფრის შემადგენელი ნაწილი იყო, ძირითადად, შემოდგომასა და ზამთარში იკმაყოფილებდნენ, დღის მონაკვეთის მიხედვით კი – საღამოსა და ღამე. “ბალღამისა წამალი აიღოს, რომე ბალღამი დაკარგოს და ზედა ზედ არწყევდეს წამლებითა და დედაკაცისაგან ფარეზი იყოს”.

NYC44912

ჯეიმს ნაშთვეის არქივიდან

“Every minute I was there, I wanted to flee.
I did not want to see this.
Would I cut and run, or would I deal with
the responsibility of being there with a camera”

(James Nachtwey)

აგვისტოს ომი რომ დაიწყო, ბევრი წერილს წერდა და ჩამოსვლას სთხოვდა. პარალელურად, ჩემი ძმა მისი კოლექციონერი იყო და მასზე დაწერილი წიგნები და რეცენზიები დამიგროვა დისკებზე. რა იცოდა, პოსტისთვის თუ გამომადგებოდა. მერე მისნაირი კამერაც იყიდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ განზრახ. უფრო, ერთი ბედნიერი შემთხვევის წყალობით.

ჯეიმსს ერთი თვისება აქვს, ნებისმიერი მოვლენის ეპიცენტრში უნდა აღმოჩნდეს. მაგალითად, თავისი ოფისის ხედით ტკბებოდა, როცა მის წინ ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრი აფეთქდა, რამდენიმე ფუტის რადიუსით მივიდეს შეიარაღებულ ჯარისკაცებთან და მისი სახე ახლოდან დააფიქსიროს.

ხმარობს როგორც ფირის, ისე ციფრულ კამერასაც და ძირითადად, ”ქენონისტთა” რიცხვშია. მგონია, რომ როცა მძიმე ფოტოს იღებ, შეიძლება ტექნიკური ხარვეზები მოგიტევონ. თუმცა მისი კადრები ტექნიკურადაც საკმაოდ გამართულია. ”პეწი” ფოტოგრაფია. მისი ფოტოების დიდი ნაწილი შავ-თეთრია. არ ჰყავს ოჯახში და ამბობს, რომ არ ნანობს ასეთი ცხოვრება რომ აირჩია.

შეიძლება გახსოვდეთ, ინტერნეტ სივრცეში მოდებული შვეიცარული, ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმი ”ომის ფოტოგრაფი”, რომელიც სასწაულებრივი ძალით უჩინარდებოდა და მერე ისევ ბრუნდებოდა. ფილმი მისი მუშაობის პროცესს იღებს. თუ გინდათ, მისი ფოტოები მოძრაობაში აღიქვათ, უნდა უყუროთ.

ნაშთვეი დაახლოებით ასე საუბრობს: თუ ჩვენ არ დავეხმარებით მათ ამას სხვა ვინ გააკეთებს?… ამიტომ ვაკეთებ ამას, მათ ვისაც საკუთარი თვალით არ უნახავს ეს სისასტიკე, ვაჩვენო და გავაგებინო თუ რახდება იქ… და არა მარტო ფრონტზე, არამედ უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყნებში… როგორი არათანასწორია ეს ქვეყანა, როცა ერთი ნახევარსფერო მილიონი დოლარების გამო იბრძვის, მეორე ნახევარში შიმშილი და სიკვდილიანობაა. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც როგორც ომის ფოტოგრაფი ვხვდები ის არის, რომ როდესაც მუშაობ, ძალიან დიდი რისკია, რომ სხვა ადამიანების უბედურება შენს სასარგებლოდ არ “გამოიყენო”. ეს აზრი თავს არ მანებებს, ამბობს ნაშთვეი. დღე არ გადის, რომ ამაზე არ ვიფიქრო. რადგან წარმატებული კარიერის და ფულის ქონის სურვილმა რომ გამიტაცოს, ერთ დღეს, ჩავთვლი, რომ სული გავყიდე… ომები მას მერე არსებობს, რაც კაცობრიობა არსებობს, მე კი ალბათ ძალიან იდეალისტი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ მისი შეცვლა შემიძლია. სწორედ ეს ამბიცია მიბიძგებს ომების გადაღებისკენ.

თუმცა ომის რეპორტიორებიდან ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელია. კარიერაში პირველი სერიოზული ნაბიჯები ჟურნალ ”თაიმსიდან” დაიწყო, მაგნუმი გაიარა და შემდეგ მიატოვა, საკუთარ სტუდიას ვქმნიო. ”მეშვიდე” ახალი სააგენტო შექმნა. კონკურსებიდან აღებულ თანხას ქველმოქმედებაში დებს.

რომ შევაჯამოთ, მისი გადაღების სფერო რამდენიმე კუთხეს მოიცავს: 1) ომი და ომის შემდგომი პერიოდი, 2) ავადმყოფობები, როგორიცაა ტუბერკულიოზი და შიდსი, 3) შიმშილობა და უკიდურეს გაჭირვებამდე მისული ადამიანები.  საჭირო დროს საჭირო ადგილას ხვდება და თანამედროვე ისტორიის მემატიანედ იქცა.

აქ მინდოდა ჩამომეთვალა ის ხელსაწყოები, რომლებსაც გადაღების დროს იყენებს.

იყო გუატემალაში: 1983 წელი, სამღვდელოება ომის ზონაში პაპის ჯონ პაულ მე-2-ის მესაზე გადაადგილდება საბრძოლო ვერთმფრენის დახმარებით:

გადაიღო ელ-სალვადორში, 1984 წელი, დაჭრილ ჯარისკაცთა თავშესაფრის ევაკუირება:

ნიკარაგუის სამოქალაქო ომის ნაშთები, 1984 წელი

იყო სამხრეთ აფრიკაში: 1992 წელი, გარდასვლის რიტუალის დროს:

აივ ინფიცირებული ბავშვი და ბებია:

იყო ავღანეთში:1996 წელს ჭირისუფალი თალიბებისგან მოკლულ ძმას რომ გლოვობს:

დაგნრეული ქაბული სამოქალაქო ომის მერე, 1996წელი:

1996 წელი, ყოფილი მებრძოლი ხელახლა სიარულს სწავლობს:

ტუბერკულიოზით დაავადებული კაცი:

1986წელი, ავღანელები ღმერთს სთხოვენ საბჭოთა არმიაზე გამარჯვებას:

ესტუმრა რუმინეთს, 1990წელს, განუკურნებელ დაავადებულთა ინკუბატორის გადასაღებად:

ჩეჩნეთი, 1992 წელი, შუა გროზნოს დაცემა:

1992 წელი, სამხრეთ აფრიკა, განსატვირთი თამაშობანი ტრამპლინით:

1993 წელი, სუდანი: ყოფილი მებრძოლი საკვების მისაღებად მოდის:

სომალი, 1992 წელი: ბავშვი, რომელიც შიმშილისგან კვდება; ქალი, რომელსაც არაფრის კეთება არ შეუძლია; და კაცი, რომელმაც მშივრები უნდა ამოხოცოს:

სუდანი, 1993 წელი: მშიერი ჯარისკაცი, რომელიც მათხოვრობს, ფულის მაგივრად კი წყლის დასხმას ითხოვს:

გასვენება სომალში, 1992 წელი:

სომალი, 1992, მშიერი მშობელი ბოლო ძალებს იკრეფს, რომ შვილი მიწას მიაბაროს, მიჰყავს სახალხო საფლავებისკენ:

ალაბამა, 1994, განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეთა ციხე:

ალაბამა, 1994, დამნაშავის წამების ხერხი: მიბმა ჯაჭვით და მისი ასე ტარება:

1994, რუანდის სახელმწიფო, სასიკვდილო ბანაკში ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი:

ინდონეზია, 1998, მათხოვარმა ბინძურ არხში მიიყვანა შვილები და ბანს:

კოსოვო, 1999, მკვდარი კაცის ანაბეჭდია, სერბებმა რომ მოკლეს:

ისრაელი, 2000 წელი: ესროლო იმას, ვინც ესვრის იმათ:

პაკისტანი, 2001 წელი, ნარკოტიკზე დამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი:

პაკისტანი, 2001, ჰეროინზე დამოკიდებული:

ნიუ-იორკი. 2001. გადაიღო 9 სექემბრის ტერაქტი, თავისი ოფისის ფანჯრიდან:

ნიუ-იორკი, 2001, ტერაქტის მერე მაშველები გადარჩენილებს ეძებენ: