ეთერული სარკე

ყოველთვის მინდოდა ჩემი დამზადებული წიგნი მქონოდა ან ტანსაცმელი. ძველ კაბებს ვიღებდი და თავიდან ვკერავდი, თმასაც ჩემით ვიჭრიდი. ერთხელაც გადავწყვიტე საკუთარი სარკე შემექმნა.
ლირიული გადახვევისთვის ვიტყვი, რომ გონების ორ ნახევარსფეროს შორის უმოქმედო კედლისმიერი ჯირკვალი მდებარეობს, რომლის დინამიკაში მოყვანა მიკრო და ტელესკოპურ მხედველობას ავითარებს.
კონცენტრირებული მზერა დაკავშირებულია აზრის კონცენტრირებასთან. მიმართულია ცენტრიდან თვალების აბსოლიტურ დამორჩილებაზე.
(იხ. ოდინა)
მას ავარჯიშებენ ოპტიკური გამოსახულების ყურებისას, მედიტაციური ვიდეოთა აღქმისას დილის ბუნებრივ შუქზე, როცა ფონში ერთ წერტილს ირჩევ და მასში იწყებ შესვლას.
მზერის ვარჯიში იწყება საგანთა თანმიმდევრული მზერისგან, მაგალითად, ჯვარედინად, ზიგზაგურად დაკვირვება საგნებზე. იყენებენ მაგიურ სარკესაც.
მოკლედ, რეცეპტია როგორ დავამზადოთ ჩვენი მაგიური სარკე:
დაგვჭირდება კამერის აქრომატიზებული ობიექტივის ლინზა, შეზნექილი გაპრიალებული მინაა.
ამოზნექილ მხარეს სპირტით გავწმინდავთ და შავი სქელი ლაქით დავფარავთ.
მასზე ლაქი თანაბრად უნდა იყოს წასმული და ადგილი არ იყოს გამორჩენილი. რომ გაშრება, გაპრიალებისთვის ლაქს ხელმეორედ გადავუსვამთ და შეზნექილ მხარეს ვწმინდავთ, ვდებთ ბამბიან კოლოფში.
იგი ისე გვიჭირავს, ცერა თითები რომ ეხებოდეს მინის ზედაპირს  და ვამბობთ, რომ ყველაზე ლამაზები ვართ.