ექიმი ფრიმენის ტვინში, მაშინიმა როგორც ჟანრი

gordonკვირა ფრიმენის ტვინში გავატარე ანუ “კიბერ გეიმში” <half life 1>. იმ ასაკში ვარ, კომპიუტერული თამაშები და მე ერთად რომ ვიბადებოდით, ვვითარდებოდით და ერთად ბევრი გასახსენებელიც გვაქვს. მეოცნებე ბავშვი ვიყავი და სულ მაინტერესებდა რას აკეთებდნენ პერსონაჟები გამორთულ მდგომარეობაში, ამიტომ ისტორია გამოვუგონე მონიტორში ჩარჩენილ დედა-შვილზე, მოკაკვულები რომ სხედან და ცდილობენ ჯოისტიკის კნოპკებს დაამთხვიონ ქაღალდისგან გამოჭრილი ფიგურების აქტივი. სასაცილო ბავშვი ვიყავი, აპარატში პურის ნამცეცებს ვყრიდი, რომ მოშივდეთ ჭამონ მეთქი, – ეს იყო ჩემი თამაში, არა თამაში ჯოისტიკიდან მონიტორზე, არამედ ჩემი მიმართება აპარატთან. მერე სკოლაში შევედი.

გორდნონ ფრიმენი სიეტლში დაიბადა, ვაშინგტონის შტატში. მისი კუმირები იყვნენ ეინშტეინი, ჰოკინგი და ფეინმენი. 90-იანების ბოლოს მასაჩუსეტის ინსტიტუტის სამეცნიერო დოქტორის ხარისხი აიღო შრომით  Einstein-Podolsky-Rosen Entanglement on Supraquantum Structures by Induction Through Nonlinear Transuranic Crystal of Extremely Long Wavelength (ELW) Pulse from Mode-Locked Source Array (თავად თარგმნე). ცხოვრების დიდი ნაწილი საკუთარი ცოდნის რეალიზებას ვერ ახერხებდა, სანამ მისი გონება მსხვილმა “შავმა მესამ” არ იყიდა ტელეპორტაციის შესასწავლად. ამ დროს ექიმმა გორდონმა განაცხადა:
“ლაბორატორია მიწის ქვეშ?
ბოროტი მეცნიერი ხომ არა ვარ?!
სულ მინდოდა ბოროტი მეცნიერი ვყოფილიყავი.
ჰაჰაჰჰაჰჰაჰჰააჰჰ”.

გორდონ ფრიმენი თამაშის <half life> ცნობილი პერსონაჟია, სახასიათო წვერითა და ოთხკუთხედი სათვალით. მის პერსონას სხვა თამაშებიც, და არა მარტო, რომანები და ფილმებიც იყენებენ. რითია ექიმი ფრიმენი განსხვავებული? არაფრით, უბრალოდ ტრადიციული ბოევიკური გმირის თარგად იქცა.

1311344994_day_shift_by_viaestelar-d3hyka2თამაში დაყრდნობილია უცხო პლანეტელთა იერარქიების მითებზე და აწყობილია ტვინის სხუელის სხვა ნაწილებში გადასვლის ლაბირინთებზე, ასევე გამოყენებულია კიბერნეტიკული თავსატეხები და ტელეპორტაციის გზა არტიფაქტის – კრისტალის მეშვეობით, მატერიის სხვა სამყაროებში გადასვლის შესაძლებლობებზე. ექიმი გორდონი ფილმის პერსონაჟი არ არის, გაჭირვებულებს ეხმარებოდეს ან დაჭრილებთან ჩერდებოდეს პირველადი დახმარების გამოსაჩენად, ბოევიკური თამაშის გმირია და როგორც ამგვარ თამაშებში ხდება, ემოციებ მოშორებული გმირია დაპროგრამებული მიზნისკენ რომ იბრძვის:

“მე არ მინდა რომ მე მოვკვდე, მინდა ჩემ მაგივრად სხვები კვდებოდნენ”.
მაგრამ ცინიზმი იმაშია, რომ თამაშის ბოლოს სიტუაცია ისე შეტრიალდეს, პერსონაჟის თვალწინ მრწამსი დაინგრეს, ნალოდინევი მიზანი ინდივიდუალურმა შეცვალოს.

1212303784110ეს გადასვლა როს სკოტმა თავის “გეიმ სერიალში” გამოიყენა. მაშინიმა ფილმები, შეიძლება ითქვას ცალკე ჟანრია, შექმნილი რომ არის კომპ. თამაშების მიხედვით. მისი გამოყენებით როს სკოტმა დაამზადა სერიალი <Freeman’s mind>, სადაც  ნაჩვენებია თამაშის ფონზე მყოფი პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობა.:

“ღმერთო, მე ისინი მოვკალი, იმედია “ესჰოულები” მაინც იყვნენ”.
ტყვიათა ეპიცენტრში როცა გარბოდა, ფრიმენმა იხუმრა: “სიცრუის დეტექტორზე რომ შემაერთონ და მკითხონ: прагуливал ли я на работе? – ვეტყვი, რომ არა, მაგრამ მერე ეს მდგომარეობა გამახსენდება, შემეშინდება და დეტექტორი წითელს ამინთებს. ვინ-ღა დამიჯერებს”.
“რა მაგარი იქნებოდა ოთხი ხელი რომ მქონდეს, როგორც შივას აქვს.”
“დღეს იმას გავაკეთებ, რისი გაკეთებაც სკოლაში არ შემეძლო.”
“მეცნიერება ერთხელაც მადლობას მეტყვის,” – და სხვა.

იმასაც ამბობენ, ჰიუ ლორის ერთი პერსონაჟი ძველი ნაცადი ფრიმენის ტიპისგან გამოძერწერს, ორი “ხალასწიაკი” ექიმი დაწიწკნილი ნერვებით. თამაშის მიხედვით, გასახდელის კარადაში თუ შევიხედავთ, გორდონს ვაჟი ჰყავს მიშინიმას სერიებისგან განსხვავებით. აი, სულ ვიცოდი, რომ კიბერ გმირებს აზრები ჰქონდათ, ციფრული, მაგრამ მაინც.

6ShHW

სიმონა

“ყველაზე რთული იცი რა არის? როცა დილით იღვიძებ და მიზეზს ეძებ გასაღვიძებლად. ზოგჯერ იგონებ, მაგრამ ამ ბოლო დროს ძილს იბრუნებ. ძილის დაბრუნებაა ყველაზე ცუდი, – ღამე შეგროვილ ენერგიას სულ ძილში ხარჯავ. მერე წყალს ვივლებ”, – მერამდენედ მიტრიალებს დილით თავში ეს აზრი. და მერე წყალს ვივლებ.

სადღაცას წავიკითხე, ფიქრები წყლის მეშვეობით შემოდიან სხეულში და მოძრაობენო. ვიბადებით მასე, სითხით და მერე ვაკვირდებოდი წყლების კრისტალებს, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სხვადასხვა რელიგიებში ლოცვებისას მათი ფორმა სტერეოტიპულად განსხვავდებოდა.

ჯერ ერთი ადამიანი იყო, ფერების ვიზუალიზაცია რომ მოახდინა და ამბობდა: “ახლა იმას კი არ ვიცვამ, რაც კარგად გამოიყურება, არამედ რაც კარგად ჟღერსო”. ამ ფრაზაზე გავიღიმე და მეგობარს ვაჩვენე და იმასაც გაეღიმა.

ერთი ესსეს პაროდია რომ გავაკეთო, ხატი, არჩევნების გამო მოწყობილი მიტინგების, სახალხო გამოსვლების დღეს, ცარიელ მონიტორთან მჯდარი ადამიანის პოზისა, ოდესღაც ოცდამეერთე საუკუნის ანთროპოლოგიაში დამსახურებული ადგილით შევა.

ხოლო ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, იძულებითი სცენარია მხოლოდ, სიცარიელის შესავსებად მიმართული უწყვეტი ფიქცია, არა მხოლოდ ეკრანის სიცარიელიდან, არამედ, გონებრივ მონიტორს მიჩერებულები სიცარიელეში რომ ვუცდით გამოსახულებას.

ეს მაღლიდან, მაგრამ ერთხელაც მე და ჩემმა მეგობარმა ერთმანეთის შესწავლა მოვინდომეთ და გადავწყვიტეთ მიკროსკოპი გვეყიდა.

მანამდე კონფერენციებზე გამოტანილი ტვინის რუკა დავათვალიერეთ. ის ჩიზბურგერს ამერიკანოს აყოლებდა, მახსოვს, როცა დაავადებათა ნამდვილსა და ილუზიურ გამოვლენებზე მითხრობდა:

“ტვინი სულ რომ ნაწილებად დაჰყო და მიკროსკოპით უჩხიკინო, შიგნით მაინც ვერაფერს ნახავ, ცარიელია. მაგრამ ინჟინერია, სიცარიელე, როგორც გამოსახულების შემოქმედი”.

“სიცარიელე და ღმერთი ბევრ რელიგიაში ერთ ცნებად აღიქმება, ისევე, როგორც შემოქმედი და ღმერთი განსხვავდება ერთმანეთისგან”, – გამახსენდა და ქალაქის შუაგულში სულ ყავის გემოთი ვათრიეთ გიტარა, მერე თქვა, რომ მწვანედ შეიღებავს ისედაც მოკლე თმას. გავიცინე, რადგან მიმიკები არ ჰქონდა და უმოძრაო სახეზე უცხო პლანეტიდან ჩამოსულს დაემსგავსებოდა. მერე სხვაც შეგხვდა და სამივემ ვიცინეთ.

“ვეღარ ვწერ, – ისევ ამოიღო ხმა, – რადგან ჩემი ფიქრები დღის მანძილზე ფინანსური პრობლემებით შემოიფარგლება, გონებაში ბანკების გადასახადების ქსელები იხაზება: სად შევიტანო, რომ მერე გავიტანო, რომ მერე შესატანი იყოს, ოღონდ გატანა ხერხდებოდეს და ა.შ. და როცა თითოეულ ლარზე ვფიქრობ, ფიქრები იმდენად იტოტებიან, რომ მომიცავენ და მე სხვა რამეზე უკვე ვეღარ ვწერ.”

“მაგაზე დაწერე. საინტერესო მოთხრობა გამოვა ადამიანზე, რომელიც არ არსებული ფულით, კრედიტით ცხოვრობს და იქსაქსება”.

“კარგი აზრია,” – ენთუზიაზმი გამომდის ხოლმე, მე კი ორი კაცის, ბოდრიარისა და ჭილაძის, ენა მომწონს: როცა პირველმა ოქროს ვერძი იმას შეადარა, კაცმა რომ ბავშვს პირველად ხელი გაარტყა და ცოლმა ქმარი გააღვიძა, რომელსაც თმაში ჭაღარა გამოერია და ეს იყო პირველი ჭაღარა, რომელიც ნახა.

ბოდრიარმა კი მოქალაქეები ბევრ ტვინებად დახატა, ინტელექტუალურ სიცარიელეში მცხოვრებ სივრცეებად, ხოლო ისინი, დროთა განმავლობაში ვინც გაირიყა, ე.ი. მანამდე მასობრივი ინფორმაციის სხვა მხარეს მოხვდა.

მერე ისინი უსაქმურები გახდნენ, ხოლო უმუშევართა შთამომავლობას იმ ქალაქში დაასახლებენ, სადაც ინფორმაციული ქსელები იმატებს და გარიყულნი ხდებიან შრომის სამყაროდან. მაგრამ ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ისინი ჩვენ გამოვკეტეთ, არამედ ის, რომ ისინი ვხდებით.

“სიმონა” ალბათ გინახავთ, მშვენიერი ფილმია კაცზე, რომელსაც საკუთარი “ქალი პულტით” სულ უღებს ბოლოს, სხვის სამართავად შექმნილი კომპიუტერი მას აკონტროლებს და სიკვდილამდეც კი მიჰყავს ბოლოს.

“ჩემი სიზმრები გამახსენდა, სადაც გამოცანებს მისვამენ, მე კი ვფიქრობ და ვფიქრობ, პასუხს ძლივს ვპოულობ. რომ ვიღვიძებ მიკვირს შეყოვნება, კითხვა ხომ ჩემივე მოფიქრებული იყო ძილში”.

“ანუ ცხოვრებაშიც ასეა? თუ ცხოვრების ინჟინერი ტვინია, ხშირად ისეთ პრობლემებს გვახვედრებს, რასაც ვერ ვუძლებთ და ვხლართავთ, როცა მისივე გადაწყვეტა წინასწარ ვიცით?”

“მოდი, დღეს ისევ ვისნობებ და მომავალი ვნახოთ. ნეოპლატონიზმიდან მიღებული რელიგიები ვნახოთ: სამყაროს ოთხივე ელემენტი ადრე აბსტრაქცია იყო, ხელშეუხებელი იდეები, მერე კი მატერიად იქცა. იქნებ შესაძლებელია სხვა აბსტრაქციის ფიზიკურად აღქმაც?”

“ანუ ფიქრობ, რომ სიყვარული, სიძულვილი თუ ნებისმიერი აბსტრაქტული საგანი დროთა განმავლობაში მატერიალურ ფორმად გარდაისახოს?”

“თუ წინა თეორია სიმართლეა, ეს მომავლის სავსებით შესაძლებელი გზაა. შეიძლება აურაც მიებათ ადამიანებს და აზრები ეწეროთ შუბლზე. ეს ნებისმიერი იდეის ფიზიკურად ქცევის მაქსიმალიზაციაა”.

“ანუ მწვანეთა მოწოდებები, რომ დავუბრუნდეთ ბუნებას და აბსტრაქციას, წარსულში უკანსვლით წავსლაა და მსგავსი უკიდურესობა ადამიანს დაბოლოების მორიგ მცდელობაში მოხვედრილ დასაწყისად აქცევს? ადამიანია, რომელიც წარსულში ცხოვრობს?”

“ჰო, წარმოიდგინე აბა, საუკუნეების მიღწევები გააქრო და ახლიდან დაიწყო ცხოვრება მერე, ისევ მატერიალიზმისკენ არ წაგიყვანს? მერე სადღაც შუა გზაზე მიატოვებ და ახლიდან დაიწყებ. იდეების სამყაროში მოხვედრა ისედაც გექნება, უბრალოდ, გავიჭრათ წინსვლისკენ, კოსმოსისკენ, იქნებ მართლა აღმოვაჩინოთ შემოქმედი და როცა კითხვებზე პასუხს მივიღებთ, მატერიებს სულ ამოვწურავთ, იდეებისკენ მერე დავბრუნდეთ. არ ვიცი. არ ვიცი.”

მე კაბაზე ჩამოვისვი ხელი და ბოლოებში მოვჭმუჭნე, ნაკეცები მის ხელებს გადავაფარე, გაურკვევლობისგან რომ კანკალებდა:

“მე ამაზე პასუხი ვიცი, ჩემი ტვინი ხომ ამ კითხვების ინჟინერია, უბრალოდ დამავიწყდა.”

“ახლა პასუხები წიგნის ბოლო ფურცელზე გვეწერია, ცხოვრება ალგებრის სახელმძღვანელოს ჰგავს, შეიჭყიტე”.

ჩემი მეთვრამეტე რეინკარნაცია

ვმოგზაურობ დროში და სივრცეში სიბრტყეზე.

ვტრიალებ წრეზე, ოთხკუთხედზე, მრავალკუთხედზე.

ვთამაშობ. მეთვრამეტედ მინდა სუიციდი. მეჩვიდმეტედ მოვკვდი. კომპიუტერული თამაშის პერსონაჟი ვარ.

დაკლიკებით ამირჩიეს სქესი – მდედრობითი,

სხეულის ფორმები – 88–64–92,

ხასიათი და ცხოვრება.

ჩემი ემოციებიც ჩამონათვალის გრძელი სიიდანაა: მგრძნობიარე, ეჭვიანი, ღრმა.

ვკლავ, მაგრამ არ მინდა მოვკლა. ვბომბავ. ვახრჩობ. ვაწამებ. მინდა მომკლან, დამბომბონ, დამახრჩონ.

თუმცა შნურის მეორე მხარეს მამაჩემი ზის, დაკლიკებით ის მაკონტროლებს.

მან პროტესტი გამოუთქვა ცხოვრებას.

თავის მეგობართან ერთად თამაშობს. სულ თამაშობს.

მასაც ყავს შვილი – ჩემი მტერი.

როცა გამოგვრთავენ, მე და ის ალბათ მეგობრები ვართ. ალბათ უნდება მაკოცოს, მაგრამ არ აქვს ამის მონაცემი. მე არ მახსოვს რას ვაკეთებთ, რომ გამოგვრთავენ.

მრთავენ. ვვარდები ორმოში, ვძვრები ორმოდან.

უგულო არ ვარ. ორგული დავიბადე. ახლა ორზე მეტი გული მაქვს. პირდაპირი გაგებით რამდენიმე.

მე ის ტყეში ვიპოვნე, ქუჩაში, შენობაში, მოკლულ ადამიანებს ბრონთან ერთად წავართვი.

ყველაზე გამაღიზიანებელია პერიოდი სიკვდილიდან დაბადებამდე, როცა თქვენთან წარწერები გადის და მუსიკა.

მიყვარს მუსიკა. სტილი ხასიათის მიხედვით იცვლება.

ის მუსიკა მომწონს, სიკვდილის წინ რომ ჟღერს, მაგრამ მიმიკა მოწყენილი მაქვს.

ჩემი მიმიკები არეულია.

ერთხელ ჩემი მტერი თუ მეგობარი მეკითხება ციფრების ენაზე (მას უყვარს ლაპარაკი) :

„ადამიანებიც ტრიალებენ წრეზე?“

ვპასუხობ, რომ არ ვიცი. მე ის უფრო მაინტერესებს, რამდენ ჯერზე კვდებიან.

„ადამიანებსაც აცხოვრებენ კლავიატურით?“
მე მეთვრამეტე რეინკარნაციისას მეგობარი სულ მოვკალი. ჩემი მიმიკა იყო ღიმილის.