უმიზეზო საუზმეზე მოტანილი ფორთოხალი

  უმიზეზოდ ვარ

გადავიფარე დაჭმუჭნული ჩემი კოფთა.

მესიჯებს შორის ვადუღებ ჩაის

და დასერილ პიანინოს თითებით ვფხაჭნი.

შენ მიზელ მუცელს და იქიდან

ამოგაქვს კარმა.

წამიერად ადუღებ ჩაის.

სითბოს  ვსუნთქავ

დამერე კოცნით გადამაქვს შენში

დაორთქლილი ახალი ნერწყვი.

 

30. 08. 2010.

 

საუზმე უცხოსთან

 

კოპლებიანი კაბა..

ცრემლებისგან საღებავით დასვრილი

ბალიშის პირი უცხოელის

და კამერით მოსეირნე ასფალტზე.

შენ ბრუნდები სახლში ყავისთვის.

ყავის ნალექით გენეტალიებთან

დაგილაქავდა კაბა.

მუხლების ქვეშ მოსეირნე ხელები და

ოთახში ზოზინით შემოვიდა კატა, –

სხეულის წელვით.
იმ სახლში ადამიანებიც

მისნაირად ამთქნარებდნენ.

 

05.09. 2010.

 

დასაქოქი ფორთოხალი

 

ვამბობ, რომ ძალიან მინდა რომ გნახო.

შენც ინერციით იგივეს ამბობ.

პულტი, რომლითაც არეგულირებ

გონების არხებს,

გონების ხარისხს,

გრძნობის სიმკვეთრეს,

გრძნობების ხმაურს,

ძვირია, ის შესწავლილი გონება ჯდება.

06.09.2010.