პარაშუტები


სარკეს ვერ ავიღებ ხელში. გამიტყდება. მოკვდები შენ.
გადაგაფარებენ იასამნისფერ იასამანებს. გიყვარდა ადრე.
ჰამაკში დათვერი ადრე ლუდით. და ირწევი. და წითლდები.
გახურებინებს თვალებს. მომწვანო ბალახებს არ დაგანახებს.
შენ ჰამაკს არწევ.
ან შევიშლები და თეთრი ჩამეცმევა. კი, მიხდება..
შენ თეთრი გიყვარდა და იასამანი.
ეს მე კი – არა.
სარკე მსხვრევადია. ხელში ნუ აიღებ. გაგიტყდება.
მოკვდები. მშობლები ოთახის სარკეებს გადაგაფარებენ ტირილით ნაჭრებს.
2008.