მას შემდეგ, რაც სამსახური დავკარგე, გადავწყვიტე წავიკითხო ყველა წიგნი რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში დევს და ვუყურო ყველა ფილმს, რაც ”ონლაინში” დევს. იქამდე მაინც, სანამ ახალი ჰობი არ გამიჩნდება. აღმოჩნდა, რომ ადამიანები წაკითხულ წიგნებს ითვლიან და შედეგიც გამოაქვთ. ტედის კონფერენციაში ერთ გაერთიანებას მივაგენი, ინგლისურ წიგნებს რომ აჯამებენ. ბევრი წაიკითხეს თუ ცოტა წაიკითხეს, ასეთი საუბარი დაიწყეს (სრული შინაარსი შეგიძლიათ მოისმინოთ აქ, მე მოკლე შინაარსს მოგიყვებით, თუ გაგრძელება გინდათ, დაგუგლეთ.) :
– ამბობენ, ერთხელ ნახატი ათას სიტყვად ღირსო. მაგრამ ჰარვარდელები არ ვიქნებოდით, რომ არ დავეჭვებულიყავით და გადამოწმება ვცადეთ. დავასკვენით, რომ ნახატი არ ღირს ათას სიტყვად, მეტიც, ისეთი ნახატებიც ვნახეთ, 5 მილიარდ სიტყვად რომ გიღირთ.
– ვფიქრობდით, როგორ მიგვეღო კაცობრიობის კულტურისა და ისტორიის საერთო გეგმა. ამის გამო გადავწყვიტეთ, წაგვეკითხა მთელი ეს მილიონი წიგნი. კომპანია გუგლმა (სპონსორმა) წლების წინ 15 მილიონი წიგნი გააციფრულა და კითხვას შევუდექით.
– მოდით, ახლა მოვყვეთ, როგორ იქმნებოდა წიგნები. უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ ავტორები, რომლებიც რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, წერდნენ. მერე საბეჭდი მანქანა გაჩნდა და წერას დაუჩქარეს, მერე გუგლმა გააციფრულა ისინი. ეს ტექსტები ერთიანად რომ დავწეროთ, მთვარეს მიაღწევს და უკან დაბრუნდება, წავა და მოვა 10-ჯერ.
– კი ვიფიქრეთ, სიმბოლურად ამ წიგნების კოლექტიური ვერსია გამოგვეცა, თუმცა არაპრაქტიკული იქნებოდა. საქმეს პრაქტიკულად შევუდექით და სტატისტიკა გამოვაქვეყნეთ. მაგალითად, ავიღეთ ფრაზა ”ბედნიერების გაელვება” («A gleam of happiness ») და 1801 წ-დან 2008 წ-მდე რამდენჯერაა ნახსენები, ვნახეთ. ამოწერამ 2 მილიარდი სტრიქონი წაიღო.
– რომელი ვარიანტი უნდა ვიხმარო: გუშინ მე გავიფურჩქნე (throve) თუ გუშინ მე გავიფურჩქნე (thrived)? აი, ასე იცვლებოდა ამ სიტყვების ურთიერთობა წლების მიხედვით:
– წაკითხულ 500 მილიონი სიტყვიდან სიტყვა ”გრიპის” რაოდენობით იმ წლებს ვარკვევთ, როცა ეპიდემია პიკზე იყო.
– ცხრილზე გამოვსახეთ, ასევე, ზღვების აღელვებისა და მსოფლიოს ტემპერატურის ცვალებადობა.
– ხოლო ამ დიაგრამის ნახვისას ნიცშეს ვეუბნებით, რომ ღმერთი არ მომკვდარა, მას უკეთესი პუბლიცისტი სჭირდება.
– ამ ინსტრუმენტის წყალობით, აბსტრაქტულ კონცეფციებში ჩავიხედოთ. მაგალითად, ნება მიბოძეთ მოგითხროთ, 1950 წლის შესახებ. იგი ათას შვიდასიან, რვაასიან, ცხრაასიან წლებში არავის ადარდებდა. არც 20-იანი და 30-იანი წლები იკლავდნენ თავს. მაგრამ 40-იანებში მიხვდნენ, რომ დრო მოვა და 1950 წელი მოვა. ჰყვებოდნენ, რას აკეთებდნენ/გააკეთებდნენ ამ წელს, იმ განუხორციელებელ ოცნებებზეც, რომლებსაც აიხდენდნენ და სხვა. სინამდვილეში, ეს იმდენად აღმაფრთოვანებელი წელი იყო, რომ ხალხი აგრძელებდა საუბარს ყველა იმ საოცრებაზე, რაც მოხდა 1951-ში, 52-ში, 53-ში და 54-ში ვიღაცამ აღმოაჩინა, რომ მოძველდა 1950.
ეს 1950 წლის ისტორია მეორდება სხვადასხვა წელს, რამდენადაც გრაფიკზე ვხედავთ და ვასკვნით: წარსული ძალიან მალე გვავიწყდება.
– პატარა რჩევა კარიერაზე: მათთვის, ვისაც დიდება უნდა, შეუძლია ისწავლოს 25 პოლიტიკოსისგან, ავტორისგან, მსახიობისგან.. თუ ცნობილი გინდათ იყოთ ადრეულ ასაკში, იმიტომ, რომ მათი წარმატება მესამე ათეულის ბოლო წლებში იწყება. მწერალი – 40 წლამდე, პოლიტიკოსი მეექვსე ათეულის ბოლოს გახდები. ცნობილი მეცნიერი 70 წლისთვის იქნები. ეს იმდენივე დიდებაა, რაც მსახიობობა 30 წლის ასაკში.
შენიშვნა: მათემატიკოსებს არ გეხებათ. თქვენ არავის აინტერესებთ.
– გვაქვს მარკ შაგალის (1887-ში დაიბადა) ცხრილი, სადაც გერმანული ენის ცნობილობაა აღწერილი.
– ცენზურის ცხრილი ასე გამოიყურება. როგორც ხედავთ, ერთ ადგილასაა თავმოყრილი. აღმოჩნდა, რომ აღმ. გერმანიაში საჭიროზე 10-ჯერ ნაკლებს ლაპარაკობდნენ.
– მერე ენგრამა გავაკეთეთ, პროგრამა, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ ფრაზა და გაიგოთ მისი კულტურული, ეტიმოლოგიური თუ სხვა ასავალ-დასავალი.
– პირველივე დღეს მილიონმა ადამიანმა ისარგებლა ამით. რა აღარ ჩაწერეს. ადამიანები საკუთარი ცუდი განწყობის გამოხატვა ”აჰ”-ს ხმარებით ახერხებდა და ახერხებს, ოღონდ ამჯერად, ”ა”-ს რაოდენობაა გაზრდილი. 80-იანი წლებიდან იზრდება. ეტყობა რეიგანმა იქონია გავლენა.
– გუგლმა გააციფრულა 15 მილიონი წიგნი, რაც არის 12% ყველა დაბეჭდილი წიგნისა.
შედეგი ჩვენი ენის, ისტორიისა და კულტურის გაგებას შეცვლისო.