მეცადინეობა თავისუფალ ვარდნაში ნ1

არაცნობისმოყვარე ხალხი მაკვირვებს, წარსულში რომ დავბრუნდე, მაინც არაფერს შევცვლიდიო, რომ ღადადებენ. ბიტკოინს მაინც არ იყიდიდნენ? პარადოქსისთვის თავიანთ ბაბუებს არ მოკლავდნენ? და კიდევ ბუდას ფოლოუერები მაკვირვებენ. გაქვთ ისეთი რელიგია, რომლის რთული არქეტიპი თქვენ იქნებოდით? ჩემთვის ასეთია ბუდიზმი. აი, მე ეთერით თუ დანარჩენი არაასტრალური ტანით რიგითი, მედიუმ სტატისტიკური ქრისტიანი ვარ ვნების განსაცდელში “ცეცხლითა და მახვილით” მორკინალი. ბუდა მეუბნება, თუ გინდა ბედნიერი იყო, სურვილი არ უნდა გაგაჩნდესო. ქრისტე მეუბნება, თუ გინდა ბედნიერი იყო, მე უნდა გსურდეო. ამიტომ ქრისტეს ფოლოუერებს სურვილების მიმართვა უფრო გამოგვდის მათ დეზოლუციაზე მეტად. მგრძნობელობის ნაკადი სიარულშიც მეტყობა, რაშიც დაუკვირვებელი პირიც ამოიცნობს ჩემს ოჯახურ თუ კარიერულ სიტუაციას იმ ლოკალურ დროში: სწრაფი ნაბიჯებით, წაქცევებით, შუა გზაზე გაჩხერვით. აი, თამარამ, მყინვარის მეტეომდე ბასანოჩკებით ავდივარ ხოლმეო. მე კიდევ ჩემი სალაშქრო ტიპის ფეხსაცმლით ბორჯომის გოგირდის აუზებამდე ძლივს მივაღწიე მდინარის ქვები ისეთი მოყინული იყო. ჩამიქროლეს პენსიონერებმა ძაღლებით, ორსულებმა “კალიასკებით”, ჰოკინგიც კი იდრიფტავებდა თავისი სმარტ სავარძლით.

ამ ზაფხულს კოგნიტიური ფსიქოლოგიის თერაპევტს ვეწვიე, ვინც თავის პრაქტიკაში სხეულის ენას იყენებს სამკურნალოდ. ცდილობდა სხეული ზედმეტი დაჭიმულიობისგან ეხსნა, მაგალითად, ბუმბულით დაღუტუნების დროს იმდენად უნდა გამეთიშა ლოკალური ნერვებისგან ყურადღება, რომ აღარ გამცინებოდა. პრაქტიკას ტკივილზეც გავდიოდით, ხელოვნურად ვიღებდი და განვიზიდავდი მას. სეანსის დასაგვირგვინებელი ფაზა კი ერთდროულად ყველა კუნთის იმ დონეზე მოდუნება იყო, რომ წავქცეულიყავი. ინსტრუქტორმა მირჩია, როდესაც რაიმე საშიშის გაკეთება მიწევდა, რაიმე სასიამოვნო გამეხსენა ჩემი წარსულიდან. ანუ სასიამოვნო მოვლენის წარმოდგენის ქვეშ წავქცეულიყავი. თქვენ რა მოვლენას წარმოიდგენდით? აი, მე არაფრით წარმომედგინა რამე იმდენად სასიამოვნო, რომ წაქცევის დროს მუხლი ოდნავ მაინც არ შემეტეხა. შემრცხვა და ახალი გამოსავალი ვიპოვნე. ვარდნის დროს ოთახის ერთ-ერთი ჩუქურთმიანი აქსესუარი ამოვიჩემე და გონებაში იმ ჩუქურთმების ხაზვა დავიწყე. გამომივიდა. ესეც სუფთა ქრისტიანული მიდგომაა, როცა აბსტრაქციის მატერიალიზაციას ვახდენ.

ბორჯომის გოგირდული აუზი ტყიურ პირობებში საკმაოდ კომფორტულია, თუ გრილ წყალში ბანაობა გხიბლავთ. რადგან თოვლით გარშემორტყმული ცხელი წყალი საკუთარ ფარენჰეიტს ვერ ინარჩუნებს და ცივდება. აბასთუმანში გოგირდის ავზებს საბჭოთა არქიტექტურა ახურავს, ძველი სანატორიუმების მოზაიკები აგია და საღამოობით, მთვარის შუქი ჩაბნელებულ ინტერიერში სარკმელებიდან შემოდის, ისიც ხეთა ტოტები თუ განეფარებიან. შიგადაშიგ გვერდითა აუზიდან სომეხი ქალების ყიჟინა გაისმის, რომლებიც ტანსაცმლიანად შემოდიან წყალში, მაგრამ შებინდებისას შემიძლია ისე ვიწვე ამ ღვთისგან დალოცვილ ქიმიურ წყალში, რომ უქარო დაბაში საკუთარი ექოც არ მეყურადებოდეს. ვარ ამგვარ სიმშვიდეში, მოდის მირიანი და მახრჩობს, წყალში სამჯერ მაყურყუმელავებს. მერე ეგ და სანდრო წყალზე წოლას მასწავლიან. სანამ პირში ჰაერი გაქვს დაგუბებული, არ დაიხრჩობიო. მე კიდევ ძალიან მეშინია და იქამდე ვცურავ, სანამ ჰაერის შეკავება შემიძლია. სანდრო ჩემი რუმმეითია, მისი საწოლი ჩემგან ოთახის მეორე ბოლოშია. ოთხ საათზე, მაინც უნდა ავდგეთ, ამიტომ საუბრებით გაგვაქვს თავი. სიტყვა მიცვალებულებზე ჩამოვაგდეთ და ჩემი მორგის სოლო გამოცდილებები მოვუყევი, მერე სოლო ღამის ლაშქრობებიც. მთელი ღამე ეშინოდა, მგონი ჩემიც. უკვე მეჩვენებოდა მისგან აქა-იქ “მამაო ჩვენო”. როგორი უშიშარი ხარო, წარმოიდგინეთ, მე და უშიშარი. ტყუილია, მაგრამ ამის მოსმენა მაინც მესიამოვნა. რა ვიგრძენი? სიამოვნება? ხვალ ავდგები და სიამოვნების ქვეშ გავცურავ მეთქი. თბილისში რომ ჩავალ, სიამოვნების ქვეშ წავიქცევი მეთქი. შექებისგან გამოწვეული სიამოვნება უნდა დავიმახსოვრო მეთქი.

20180210_150428.jpg

მედიანა

თუ შედიხარ კლინიკაში, ხედავ ავადმყოფს და არ იცი ის რითია დაავადებული, უნდა იფიქრო, რომ შიზოფრენიკია. რადგან სტატისტიკა მხოლოდ სტატისტიკურად სათანადო სიხშირეებს აღნუსხავს.

ყოველ სტატისტიკოსს ინდივიდების შეფასებისთვის ჰყავს მედიანა პიროვნება, რომელიც არსებული საექსპერიმენტო პიროვნებების შუაში მოხვდა. მისთვის მედიანა მე ვარ. განსაკუთრებით მაშინ თუ საექსპერიმენტო პიროვნებების ოდენობა ლუწია. სტატისტიკოსს კი ის-ღა დარჩენია შეგვკრიბოს, ორზე გაგვყოს და უხაროდეს, რომ საშუალო არითმეტიკული არასდროს იქნება ნული. ამას კი ბუდისტები ვერასდროს ეგუებიან დუალისტური იდეების გამო.

რაც შემეხება მე, არ მწყინს, რომ განაწილების საყრდენის ფუნქცია მაკისრია. არც მიხარია დიდად სიხშირეთა პოლიგონის ცენტრობა. სამაგიეროდ, ჩემი გადახრების ჯამი ნულის ტოლია. არა, მიხარია სიხშირეთა პოლიგონის ცენტრობა. მომხიბვლელია იდეა უარსებობის.

ტანტრა ქალებისთვის

დასაწყისი: მზისა და მთვარის ტანტრა

ცაციების პირველ მტრად ქრისტე გამოცხადა. მას შემდეგ, რაც თავად ღვთისგან მარჯვენა სკამი გაიმზადა, ხოლო ადამიანები ცოდვა–უცოდველობის მიხედვით მარჯვნივ თუ მარცხნივ გაანაწილა. აღმოსავლეთში მარცხენა ქალურ ანუ დემონურ საწყისთან ასოცირდება და სიმამაცეს განასახიერებს. მარცხენა ხელით ჩატარებული ტანტრა “შაკტაიზმის” გავლენას განიცდის და შივას მეუღლეს ემსახურება. ამ თეორიის მიხედვით, ღმერთი მხოლოდ მაშინ ხდება ღმერთი, თუ საკუთარ “შაკტას” – მეორე ნახევარს იპოვნის.
ზოგადად კი ტიბეტური ტანტრა ოთხ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ:
1) რიტუალების მეშვეობით სრულყოფილების მსურველი მოქმედების ტანტრა;
2) შესრულების ტანტრა, სადაც რიტუალი და მედიტაცია გაერთიანებულია;
3) იოგურ მედიტაციაზე დაფუძვნებული იოგური ტანტრა;
და 4) მაღალი იოგის ტანტრა, უკიდურესობის გაერთიანებით და, როგორც ამბობენ, სამყაროს მცოდნეობის პრაქტიკაში დაგეგმვაა.
ეს უკანასკნელი შეეხება მხოლოდ იმ ბერებს, რომლებმაც სულიერ სფეროში მიაღწიეს მაღალ საფეხურს, იგივე ქალთან ურთიერთობაში მაღალ საფეხურს. თითქოს ქალებს იგივე საფეხურზე ასვლა არ შეუძლიათ, მაგრამ “ანუტტარა–იოგის ტანტრა” ამას უარყოფს. ვაჯაიოგინის მთავარ ღვთაებას ქალის სახე აქვს.
ანუტტარაიოგის ტანტრა” ის მაღალი კლასის ტანტრაა, სადაც აქცენტი შინაგანობის პრაქტიკაზე ტარდება და ენერგეტიკულ სისტემისკენაა მიმართული.
ხოლო “გუჰიასამაჯას ტანტრას” თვლიან ქალისთვის მთავარ დამხმარედ, რომ ერთ ცხოვრებაში მიაღწიონ მთავრების მთავრობას.

როდის ყოფილა აქამომდე?!

იყო და არა იყო რა, ღმერთმა ხატად თვისა ადამი და ლილიტი შექმნა. მათ ჰქონდათ ვნებიანი ცხოვრება, სანამ ადამმა ცოლს ღმერთთან არ უღალატა. ჰო, უღალატა, მანამდე სამივე ერთად ცხოვრობდა სამოთხეში. ადამი თამაშობდა ცხოველებთან, ლილიტი კი ცნობიერების ხის ნაყოფით იკვებებოდა. ქალი ცნობიერებას რომ ეგებოდა, ადამს ის მეტად მოსწონდა, ღმერთი შეშფოთდა. დაიბარა ადამი და უთხრა: ჩემზე სალოცავად დრო აღარ გაქვს, ცოლს შენ უნდა იქვემდებარებდე, ყურადღებას აქცევდეო. წამოვიდა ადამი და ცოლს ეკამათა. კამათი ჩიხში მაშინ შევიდა, როცა მას სექსში დომინანტობა აუკრძალა. ლილიტმა ადამი სხვის ჭკუაზე მოარულ სუსტ კაცად ჩათვალა და ცხრა მთისა და ზღვის იქით გაფრინდა.

-მეტის წაკითხვა->