ყველა ქვეყანას აქვს მითი როგორ ვრცელდებოდა შიდსი მათთან. საქართველოს შემთხვევაში იგი ომს უკავშირდება. რეჟისორი რომ ვიყო აფხაზეთზე კინოს ამ კუთხით გადავიღებდი, კადრებს მაკაკების თავისუფლებაზე და ბოლოს აივ ინფექციანი აფხაზებით დავასრულებდი, ქართულ პასპორტებს რომ იღებენ უფასო მკურნალობის სანაცვლოდ. ეს გაცვეთილი, ზოოფილური ვერსია იმდენად შემზარავად მეჩვენა, აფხაზეთის ომის ალეგორიად ვაქციე, ტყვიის მასრებით მოთამაშე ბავშვებზე მეტად.
საბჭოთა აფხაზეთი მეცნიერების კუთხით საინტერესო პოსტერნი გახლდათ, რადან ტექნოლოგიების საწყობს წარმოადგენდა. მაგალითად, ღრუბლების გამფანტავი აპარატი, სეტყვის დამშლელი დანადგარი, გეოლოგიური პროგნოზატორები ამ რეგიონში გვქონდა განლაგებული. ომის პერიოდში მათი საქართველოში ტრანსფერი ვერ განვახორციელეთ და ძალადობრივი დონაცია მოგვიწია. მოარული ამბების მიხედვით, აფხაზეთის საექსპერიმენტო, ბიოლოგიური ბაღებით გაშენებულ ლაბორატორიაში მაიმუნებზე ცდებს ატარებდნენ სხვადასხვა ვირუსებზე, მათ შორის აივზ ინფექციაზეც. ყვებიან როგორ ჭყიპინით გამორბოდნენ მაკაკები, ძაღლები და ზაზუნები გალიებიდან ომის დასაწყისში და დევნილებთან ერთად ეპიდემიები შემოჰქონდათ.