მე რომ არიმანი ვიყო

მე რომ არიმანი ვიყო,
ვერტიკალურ მდგომარეობას
მივიღებდი და ეთერი
აღარ გვეტკინებოდა.
შევიდოდი შენში და დავღრღნიდი
არსებულ ღრუბლებს შენამდე.
ღრუბლები ხომ ისეთი უსარგებლოა.

მაგრამ მე არიმანი არ ვარ.
ის ჩემშია.
შენ ჩემშია.
და მე, ჩვენ,
სპირალის მსგავსად
შრეებს გავდივართ,
ოცნებას მაძლევ, და ვინ იცის
აღმა თუ ჩაღმა.