ჩვენი ფუძის ანგელოზი

large

ხანდახან, როცა ძალიან მოვიწყენ, მცენარეებში მოვკალათდები და სამ სტუდენტ გოგონას ვუთვალთვალებ ხოლმე. ცუდად არ გამიგოთ, სინამდვილეში მხოლოდ სახლს ვათვალიერებ, უბრალოდ დაემთხვა, რომ იმ სახლში ადამიანებიც ცხოვრობენ. გპირდები, მანიაკალური დეპრესიითაც კი არ ვიტანჯები, სულაც არ მტანჯავს.
არა თუ ადამიანებს, ოთახებსაც ვერ ვხედავ, ეზოდან მხოლოდ მეექვსე სართულის თეთრად შეღებილი რაფა მოჩანს, რაფა, რომელიც ოდესღაც ჩემი იყო. ეს არის სახლი მეექვსე სართულზე, ხის კარებით, რომელსაც ასაკის მთვლელი წრეები ისევ ემჩნევა და ის ჩემია.
ჩემი ფუძის ანგელოზი ერთხელ გასხლეტილი ფიქრების ხელაა. მე არ ვიცი სხვა ელემენტარებისგან თუ განსხვავდება, მაგრამ როგორც კაცებს მოსდით რაღაც ჰორმონალური ცვლილებები წითური გოგონების დანახვაზე, ისე, თითქოს ხარებს წითელი თავშალები აუფრიალესო, ინტელექტის მიუხედავად, ისეთივე აბორიგენული აქტია და ჩემი მოკრძალებული დაკვირვებით, ფესვებს იმაში პოულობს, ახლადშობილი მხოლოდ მზეს რომ ხედავს ანუ პრიმიტივისთვის აღსაქმელი ფერია, ინსტინქტური ფერია.
ვინაიდან ყველა ადამიანში და მომავალში კიბერმენში ცხოვრობს პირველყოფილი ინსტინქტები, ვიტყოდი: არაფერი ისე არ მიზიდავს, რამდენადაც მოგზაურობას ნაკლული ადამიანები სახლებით, ვინტაჟური საძინებლებითა და ვეგანური სამზარეულოთი.
გამომიცდია რამდენჯერმე გადაფიქრებული სადარბაზოში შეპარვა, ყოფილი მეზობლებისთვის გვერდის ოსტატურად ავლა და მეექვსე სართულზე კაკუნი: “გამარჯობა. მე ანნა ვარ და მე აქ ვცხოვრობდი. შეიძლება სახლი დავათვალიერო? თქვენთან ჩემი ფუძის ანგელოზი დამრჩა, რომელსაც წითელი ვაშლები მივუტანე”.
გამომიცდია წარმოდგენილი თანხმობაცა და უარიც, როგორც რუტინული სიზმრები, აივნიდან ალპინისტური ცოცვა და ცხოვრება ყოფილ საძინებელში, სანამ გოგონები ლექციებზე არიან, ბოლოს ჩვენება კოშმარულ სიღრმეებში რომ აღწევს და მეპატრონეები ფაქტზე წამასწრებენ.
რამდენიმე თვის წინ კი გადავწყვიტე სიზმრები თავგადასავლად მექცია, იმ სტუდენტ გოგონებს დავახლოვებოდი, რადგანაც სახლში დავეპატიჟებინე.
ყოველთვის მიტაცებდნენ ქალები, რომლებთანაც საზიარო კაცები მყავდა, მერე მივხვდი, რომ მათში ჩემი გემოვნება მიყვარდა, მათი კონტაქტი კი ურთიერთობის შესაძლო განვითარება, ალტერნატიული გზა იყო.
ამიტომ საერთო ინტერესიც მალე გამოგვიჩნდა და ორიოდე საათში სამედიცინო ინსტიტუტის ეზოსთან ისეთ საჭირბოროტო თემებს განვიხილავდით, როგორიცაა “აბაზანის მიღება ხშირად იმიტომ გვიწევს, რომ შხაპის ქვეშ ღვინოს ვერ დავლევთ”, “ამ ჭიქით ებრაელების იმ მეფისგან გათავისუფლებას გაუმარჯოს, რომელიც ჯოფრიზე უარესია”, და მსგავსი ტიპის ხუმრობები.
ერთხელაც, ეს არ მომხდარა ოცნებაში ან სიზმარში, მითხრეს, რომ სახლში მპატიჟებდნენ.
სახლს ისევ ხის კარები ჰქონდა, რომელსაც ასაკის მთვლელი წრეები ემჩნეოდა და გაღებისას ადგილი ჰქონდა სადაც ხმაურობდა. ოთახები ავეჯის გარეშე, გამიკვირდა და, პატარა ჩანდა. მეთქი, რასისტი ვარ, რადგან ინდოელ მძღოლს მხოლოდ იმიტომ ჩავეხუტე, რაჯი კუტრაპალი მეგონა. მათ ვაშლები გამომართვეს და ინდური ჩაი მომიხარშეს.
მეთქი, პატრიოტიზმი, თავისი ვრცელი არსით შეუძლებელია, რადგან არასდროს მომინდება აფხაზეთისა თუ სამაჩაბლოს დაბრუნება ისევე, როგორც ოჯახის. მეთქი წარმოუდგენელია გლობალური მასშტაბით შეყვარებული ადამიანი, რადგან შეყვარება ძლიერი ემოციაა იმისთვის, რომ ფართო ადგილებზე გადანაწილდეს.
მე კი ოჯახისა და სახლისადმი მიჯაჭვა ჩემი პატარა ნერვებით ისეთ დარტყმებს მიღწევს, შეუსწავლელი ადგილებისადმი ემოცია ნაკლებად მრჩება. მათ თავიანთი მშობლიური სახლი ამიღწერეს ინდოეთში. ინით მოვიხატეთ მუცლები და ვიცეკვეთ.
ჩემი ელემენტარი არიეტის ფერისაა და ზომით უფრო პატარა, სადღაც ნამცეცებისხელა, ოღონდ ტოტოროსავით მრგვალი.
არ ვიცი რომელ ასაკში შევწყვიტე ზრდა, მაგრამ სადღაც შუაში გავიჭედე, რადგან არასდროს დამსიზმრებია ახალი სახლები და სამსახურის შენობებიც სკოლის ინფრასტრუქტურით მინახავს. ერთხელაც მივატოვებ წარსულს, მაგრამ ჯერ – არა. რას მიშლის, იყოს.

სინტოისტური საკურთხეველი ანიმეების მიხედვით

იქნება ეს მიაძაკის თუ სხვა სინტოელთა ანიმეები, შეიძლება თვალი მოვკრათ პატარა ხის სახლს, რომელზეც არის გამოსახული დრაკონები, ჩინური ფენიქსები, კიდია სარკე და სხვა მისტიური ნივთებია განლაგებული. მითოლოგიის თანახმად, სწორედ ეს არის კლასიკური იაპონელის სალოცავი ადგილი და, ძირითადად, ჭურჭელთან ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ბაზრობებზე იყიდება.

1240

1. 標縄・注連縄・七五三縄 სიმენავა ანუ ბრინჯის მცენარისგან დაწნული თოკი, რომელსაც ზიგზაგისებურად აკრავს თეთრი ქაღალდი – სიდე 紙垂, 四手. რაც სიმბოლურად სუფთა სივრცეს განასახიერებს, კამის მყოფადობას ადგილზე.
2. იაპონური მარადმწვანე საკაკი 榊 თავის ჭურჭელთან ერთად. ითვლება, რომ ეს მცენარე ღმერთებს იზიდავს.
3. კაგამი 八咫鏡 ანუ წმინდა სარკე, რომელიც გვახსენებს გულისა და ფიქრების სიწმინდეს. მოკლედ, ამატერასუს 天照大神 , მზის ქალღმერთს განასახიერებს.
4. მიძუტამა 水玉「みずたま」 არის სავსე წყლით.
5. 皿「さら」სარა – ლამბაქი ბრინჯისთვის.
6. სარა – ლამბაქი მარილისთვის.
– ეს ორი ფიზიკური და მორალური ზრდისთვის გაღებულ მსხვერპლს განასახიერებს.
7. 瓶子「へいじ」ჰეიძი – ბოთლი საკეთი お神酒.
8. 灯籠、灯篭、燈籠、燈篭「とうろう」ტომიო, ტორო ანუ წმინდა გამწმენდი ცეცხლი.
9. 神殿「しんでん」სინდენი ანუ ღვთის სახლი.
ამის გარდა გვხვდება ო-ფუდა お札「おふだ」მფარველი ანგელოზების სიმბოლოები, სადაც ალაგებენ იარაღს, გარდაცვლილთა პორტრეტებს და მსგავს გადაუყრელ ნივთებს.

159392_original

როგორც წესი, ეს სახლის მაკეტისმაგვარი საკურთხეველი სასტუმრო ოთახის კარების თავზე იკიდება და სინტოელს ტაძარში წასვლა აღარ ევალდებულება. ლოცვის წინ ჯერ ტაშს შემოკრავენ, რომ მიიზიდონ სულები, შემდეგ ჩუმად ლოცულობენ. ხმამაღლა ლოცვა მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია. სხვა მსხვერპლშეწირული საკვები, ძირითადად, ქვირითი ან კვერცხია. ყოველ ტაძარს საკვების მომზადების და მირთმევის თავისებური გზა აქვს. ზოგადად, სინტო რიტუალებითაა აწყობილი.
მიმაჩნია, რომ სახლუკა კამიდანა ყველა იაპონიის მოყვარულმა უნდა იქონიოს, მიუხედავად იმისა, რომ სინტოს ეგოისტურად მხოლოდ იაპონელი  ღმერთები ჰყავს.

გაზაფხულის მფარველი ანგელოზები კაბალაში

შემოდგომის მფარველი ანგელოზები
ზამთრის მფარველი ანგელოზები

C69როქელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 1-დან 5 მარტამდე
ემოციური: 5 იანვარი, 17 მარტი, 30 მაისი, 13 აგვისტო, 26 ოქტომბერი
მენტალური: 22:40-22:59
რაქელი მფარველი ანგელოზია 1-დან 5 მარტამდე დაბადებული ადამიანების, ასევე იცავს 27 მაისს, 7 აგვისტოს, 18 ოქტომბერს, 29 დეკემბერს, 11 მარტს დაბადებულებს (ანუ ვისი ნათალური მზეც მდებარეობს 8°-8°59′ ტყუპებში, 20°-20°59′  ლომში, 2°-2°59′ მორიელში, 14°-14°59′ თხის რქაში, 26°-26°59′ თევზებში). ასევე მისი სახელი მფარველობს 22:40-დან 22:59საათამდე დაბადებულ ადამიანებს.
მასზე იმ შემთხვევაში ლოცულობენ, ვინც რაიმე ნივთს კარგავს. შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი დაოსი. მიეკუთვნება ანგელოზთა მეცხრე ჩინს. მისი ღვთაებრივი განსახიერება არის ყოვლის მნახველი.

C70იაბამია
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 6-დან 10 მარტამდე
ემოციური: 6 იანვარი, 18 მარტი, 31 მაისი, 14 აგვისტო, 27 ოქტომბერი
ინტელექტუალური: ყოველ დღე 23:00 – 23:19
მისი სახელი მფარველობს ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 6-დან 10 მარტის ჩათვლით ანუ ვისაც ნათალური მზე თევზების ზოდიაქოს მეოთხე მეექვსედში აქვს. მისი ასტრალური სული გავლენას ახდენს მათზე, ვინც დაიბადა 28 მაისს, 8 აგვისტოს, 19 ოქტომბერს, 12 მარტს, ანუ ვისი ნათალური მზეც მდებარეობს ტყუპებში 9°-9°59′, ლომში 21°-21°59′, 3°-3°59′ მორიელში, 15°-15°59′ თხის რქაში. 27°-27°59′ თევზებში. ასევე 23:00 – 23:19 საათებში დაბადებული ადამიანების მფარველია.
ასტროლოგების აღწერით, იგი ადამიანებს აღდგომაში ეხმარება. შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი არისი. ანგელოზთა მეცხრე ჩინი აქვს. მისი ღვთაებრივი განსახიერებაა ზმნა, რომელიც საგნებს შეირწყამს. მისი ბოროტი სული ხელს უწყობს ათეიზმის დამკვიდრებას ლიტერატურაში. ხოლო კეთილი სული ჭეშმარიტებას ქადაგებს ფილოსოფიაში.

C71აიაიელი
ანგელოზის ყოფნის დრო: 11 მარტიდან 15 მარტამდე
ემოციური: 7 იანვარი, 19 მარტი, 1 ივნისი, 15 აგვისტო, 28 ოქტომბერი
ინტელექტუალური: ყოველ დღე 23:20 – 23:39
მისი სახელი მფარველობს ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 11-დან 15 მარტამდე, ნათალური მზე აქვთ თევზების მეხუთე მეექვსედში. მისი ასტრალური სული გავლენას ახდენს 29 მაისს, 9 აგვისტოს, 20 ოქტომბერს, 13 მარტს დაბადებულებზე, ვისი ნათალური მზეც მდებარეობს ტყუპებში 10°-10°59′, ლომში 22°-22°59′, მორიელში 4°-4°59′, თხის რქაში 16°-16°59′, თევზებში 28°-28°59′. მფარველობს მათ, ვინც იბადება 23:20 – 23:39 საათებში.
იგი მფარველია მათი, ვინც სთხოვს დახმარებას. მასზეა დამოკიდებული გამარჯვება და მშვიდობა. რაცაა ომში მნიშვნელოვანი: ციხესიმაგრეები, არსენალი. მას შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი ზეუტი. ანგელოზთა მეცხრე ჩინის მფლობელია.

C72მუმიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო: 16 მარტიდან 20 მარტამდე
ემოციური: 8 იანვარი, 20 მარტი, 2 ივნისი, 16 აგვისტო, 29 ოქტომბერი
ინტელექტუალური: ყოველ დღე 23:40 – 23:59
მისი სახელი მფარველობს ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 16-20 მარტის ჩათვლით, ნათალური მზე აქვთ თევზების ბოლო მეექვსედში. მისი ასტრალური სული ბატონობს 30 მაისს, 10 აგვისტოს, 21 ოქტომბერს, 14 მარტს დაბადებულებზე, ვისი ნათალური მზეც მდებარეობს ტყუპებში 11°-11°59′, ლომში 23°-23°59′, 5°-5°59′ მორიელში, თხის რქაში 17°-17°59′, 29°-29°59′ თევზებში. ასევე მასზე ვინც დაბადებულია 23:40 – 23: 59 საათების შუალედში.
მისი სახელი მფარველია ქიმიკოსების, ფიზიკოსების და მედიცინის დაფარული გამოვლინებების. მას შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი კოლო. ეკუთვნის ანგელოზთა მეცხრე რიგს. ღვთაებრივად განასახიერებს ნივთების ბოლოს, დასასრულს. მისი ბნელი გენია ადამიანს უბიძგებს დაწყევლოს საკუთარი დაბადების დღე და საათი და ეხმარება თვითმკვლელობაში. ხოლო ნათელი საწყისი ეხმარება ადამიანს საიდუმლოს გახსნაში, რომელიც სხვა ადამიანებს დაეხმარება ცხოვრების გზაზე.

C01ვეჰუიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო 21-25 მარტი
ემოციური ყოფნის დრო: 9 იანვარი, 21 მარტი, 3 ივნისი, 17 აგვისტო, 30 ოქტომბერი
ინტელექტუალური: ყოველ დღე 00:00 – 00:19 საათებში
მისი სახელი მფარველია 21-დან 25 მარტამდე დაბადებულების, რომლებსაც ნათალური მზე აქვთ ვერძის პირველ მეექვსედში. მისი ასტრალური სული მფარველობს 31 მაისს, 11 აგვისტოს, 22 ოქტომბერს, 15 მარტს დაბადებულებს, რომელთა ნათალური მზეც იმყოფება ვერძში 0°-0°59′, ტყუპებში 12°-12°59′, ლომში 24°- 24°59′, მორიელში 6°-6°59′, თხის რქაში 18°-18°59′. მათაც, ვინც იბადება 00:00 – 00:19 საათებში.
ატანასიუს კირჰერი მას მიაწერს ებრაელებზე მფარველობას. მიესატყვისება ღვთაებრივი სახელი იაჰოვა. მიეკუთვნება სერაფიმების პირველ რიგს. მისი ღვთაებრივი განსახიერებაა ღმერთი, რომელიც ყოველზე მაღლაა. მის მფარველობაში მყოფს აქვს მარსის დიდი გავლენა ომისას. მისი ბნელი მხარე მფარველობს ანარქიას, ბრაზსა და ფეთქებადობას.

C02იელიელი
ანგელოზის ყოფნის დრო
ფიზიკური: 26.03 – 30.03
ემოციური: 10 იანვარი, 22 მარტი, 4 ივნისი, 18 აგვისტო, 19 აგვისტოს  00:00 – 11:59 საათები, 31 ოქტომბერი
მენტალური: ყოველ დღე 00:20 – 00:39
მისი სახელით იფარება ადამიანები 26-დან 30 მარტამდე დაბადებულები, რომლებსაც ნათალური მზე აქვთ ვერძის მეორე მეექვსედში. მისი ასტრალური სული იფარავს 21 მარტს, 1 ივნისს, 12 აგვისტოს, 23 ოქტომბერს, 3 იანვარს დაბადებულებს, ნათალური მზე რომ აქვთ ვერძში 1°-1°59′, ტყუპებში 13°-13°59′ , 25°- 25°59′ ლომში, მორიელში 7°-7°59′, თხის რქაში 19°-19°59′.
მფარველობს თურქებს. შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი ეიდი. ანგელოზების პირველ ჩინს ეკუთვნის. მისი ღვთაებრივი განსახიერებაა ღმერთი დამხმარე. მისი გავლენის ქვეშაა ქორწინება და განქორწინება.

C03სიტაელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 31.03 – 04.04
ემოციური: 11 იანვარი, 23 მარტი, 5 ივნისი, 19 აგვისტო 12:00 საათიდან, 20 აგვისტო, 1 ნოემბერი
ინტელექტუალური: ყოველ დღე 00:40 – 00:59 საათებში
სიტიელის სახელი მფარველობს 31 მარტიდან 4 აპრილამდე დაბადებულ ადამიანებს. ვისაც ნათალური მზე აქვს ვერძის მესამე მეექვსედში. მისი ასტრალური სული გავლენას ახდენს 22 მარტს, 2 ივნისს, 13 აგვისტოს, 23 ოქტომბერს, 4 იანვარს დაბადებულებზე. გავლენას ახდენს ვერძის 2°-2°59′, ტყუპების 14°-14°59′, ლომის 26°- 26°59′, მორიელის 8°-8°59′, თხის რქის 20°-20°59′ ადამიანებზე.
სიტაელი მფარველობს ადამიანებს მოულოდნელი თავდასხმისგან და მტაცებელი ცხოველებისგან. ეს ანგელოზი ეკუთვნის სერაფიმების პირველ ჩინს. მისი ღვთაებრივი განსახიერებაა ყოველი ქმნილების იმედის ღმერთი. ერთგულია საკუთარი სიტყვის და მათი, ვისაც მისი იმედი აქვს. მისი ბნელი გენია არის აფერისტობის და დაუნახავობის მფარველი.

C04ელემია
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 05.04 – 09.04
ემოციური: 12 იანვარი, 24 მარტი, 6 ივნისი, 21 აგვისტო, 2 ნოემბერი
ინტელექტუალური: ყოველ დღე 01:00 – 01:19სს-ში
იგი მფარველია 05-დან 9 აპრილამდე დაბადებული ადამიანების, რომლებსაც ნათალური მზე ჰყავთ ვერძის მეოთხე მეექვსედში. მისი სახელი მფარველობს 23 მარტს, 3 ივნისს, 14 აგვისტოს, 24 ოქტომბერს, 5 იანვარს დაბადებულებზე. გავლენას ახდენს ვერძის 3°-3°59′, ტყუპების 15°-15°59′, ლომის 27°- 27°59′, მორიელის 9°-9°59′, თხის რქის 21°-21°59′ ადამიანებზე.
ელემია, ასტროლოგთა თქმით, მფარველობს მოგზაურებს და ზღვით გადაადგილებულ ადამიანებს, ხელს უწყობს გეოგრაფიაში სასარგებლო აღმოჩენებს. ატანასიუსი თვლის, რომ განსაკუთრებით არაბებს იფარავს. მისი ღვთაებრივი სახელია ალაჰი. ანგელოზების პირველ რიგს განეკუთვნება.

C05მაჰასიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 10.04 – 14.04
ემოციური: 13 იანვარი, 25 მარტი, 7 ივნისი, 22 აგვისტო, 3 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 01:20 – 01:39
მაჰასიაჰი მფარველობს 10-დან 14 აპრილამდე დაბადებულ ადამიანებს, ანუ ვისაც ნათალური მზე ჰყავს ვერძის მეხუთე მეექვსედში. მისი სახელი ეხმარება 24 მარტს, 4 ივნისს, 15 აგვისტოს, 25 ოქტომბერს, 6 იანვარს დაბადებულებს. ანუ როცა ნათალური მზეა ვერძში 4°-4°59′, ტყუპებში 16°-16°59′, ლომში 28°- 28°59′, მორიელში10°-10°59′, თხის რქაში 22°-22°59′.
როგორც ასტროლოგები აღწერენ, მფარველობს მაღალ მეცნიერებებს, როგორიცაა ოკულტური ფილოსოფია, თეოლოგია, თავისუფალი ხელოვნება. ატანასიუსი მას ეგვიპტელთა მფარველობას ანიჭებს. მას შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი თეუთი. მიეკუთვნება ანგელოზთა პირველ რიგს. მისი ღვთაებრივი განსახიერება არის შემწე ღმერთი.

C06ლელაელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 15.04 – 20.04
ემოციური: 14 იანვარი, 26 მარტი, 8 ივნისი, 23 აგვისტო, 4 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 01:40 – 01:59
ლელაელი მფარველობს 15 – 20 აპრილში დაბადებულებს, ანუ ვისაც ნათალური მზე ჰყავს ვერძის ბოლო მეექვსედში. მისი ასტრალური სული გავლენას ახდენს დაბადებულებზე 25 მარტს, 5 ივნისს, 16 აგვისტოს, 26 ოქტომბერს, 7 იანვარს. ანუ როცა ნათალური მზეა ვერძში 5°-5°59′, ტყუპებში 17°-17°59′, ლომში 29°- 29°59′, მორიელში 11°-11°59′, თხის რქაში 23°-23°59′.
იგი მიეკუთვნება პირველ სერაფიმებს. მისი ღვთაებრივი სახელია აბგდი. მისი ბოროტი გენია უღვივებს ადამიანს სურვილს ნებისმიერი ხერხით გამდიდრების. აქვს მამრობითი თვისებები.

C07აჰაიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 21.04 – 25.04
ემოციური: 15 იანვარი, 27 მარტი, 9 ივნისი, 24 აგვისტო, 5 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 02:00 – 02:19 სს
იგი მფარველობს 21-დან 25 აპრილამდე დაბადებულ ადამიანებს, რომლებსაც ნათალური მზე აქვთ კუროს პირველ მეექვსედში. მისი ასტრალური სული გავლენას ახდენს 26 მარტს, 6 ივნისს, 17 აგვისტოს, 27 ოქტომბერს, 8 იანვარს დაბადებულ ადამიანებზე, ანუ რომლებსაც ნათალური მზე ჰყავთ ვერძში 6°-6°59′, ტყუპებში  18°-18°59′, ქალწულში 0°- 0°59′, მორიელში 12°-12°59′, თხის რქაში 24°-24°59′.
იგი მიეკუთვნება ანგელოზთა პირველ რიგს სერაფიმებს. ატანასიუსი მას მიაწერს სომხებზე მფარველობას. იგი ღვთაებრივად განასახიერებს კითილსა და მომთმენ ღმერთს. უყვარს მუსიკა და სასიყვარულო ურთიერთობაში ეხმარება ადამიანებს.

C08კაჰეტელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 25.04 – 30.04
ემოციური: 16 იანვარი, 28 მარტი, 10 ივნისი, 25 აგვისტო, 6 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 02:20 – 02.39
იგი მფარველია 26 – 30 აპრილს დაბადებულების ანუ ვისაც ნათალური მზე აქვს კუროს მეორე მეექვსედში. ასევე გავლენიანია 27 მარტს, 7 ივნისს, 18 აგვისტოს, 28 ოქტომბერს, 9 იანვარს დაბადებულ ადამიანებზე. ანუ ვისაც ნათალური მზე ჰყავს ვერძში 7°-7°59′, ტყუპებში 19°-19°59′, ქალწულში 1°- 1°59′ , მორიელში 13°-13°59′, თხის რქაში 25°-25°59.
ასტროლოგთა თქმით, იგი ეხმარება კაცობრიობას ბოროტ სულთა განდევნა-განადგურებაში. ატანასიუსი მას საქართველოს მფარველად თვლის. შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი მოთი. მიეკუთვნება ანგელოზთა პირველ რიგს სერაფიმების. აქვს განაწყენებული ღმერთის განსახიერება. არის მიწათმოქმედი და სოფლის მაცხოვრებელთა მფარველი. მისი ბოროტი გენია აჩენს ადამიანში კმაყოფაზე ყოფნასა და უშვილობას.

C09ჰაზიელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 1-5 მაისი
ემოციური: 17 იანვარი, 29 მარტი, 11 ივნისი, 26 აგვისტო, 7 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 02.40 – 02.59 სს
იგი მფარველია 1 – 5 მაისში დაბადებული ადამიანების, რომლებსაც ნათალური მზე კუროს მესამე მეექვსედში ჰყავთ. აგრეთვე 28 მარტს, 8 ივნისს, 19 აგვისტოს, 29 ოქტომბერს, 10 იანვარს დაბადებული ადამიანების, რომელთა ნათალური მზე არის ვერძში 8°-8°59′, ტყუპებში 20°-20°59′, ქალწულში 2°- 2°59′, მორიელში 14°-14°59′, თხის რქაში.
ასტროლოგთა თქმით, მეგობრული და პირობის შემსრულებელი ანგელოზია. მიეკუთვნება ანგელოზთა მეორე რიგს, ქერუბუმებს. მისი ღვთაებრივი სახელია აგზი. განასახიერებს მოწყალე ღმერთს. ცოდვათა მიმტევებელია.

ალადიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 6.05 – 10.05
ემოციური: 18 იანვარი, 30 მარტი, 12 ივნისი, 27 აგვისტო, 8 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 03.00 – 03.19
იგი მფარველია 6 მაისიდან 10 მაისამდე დაბადებული ადამიანების, ანუ რომლებიც დაიბადნენ ნათალური მზით კუროს მეოთხე მეექვსედში. აგრეთვე მფარველობს 29 მარტს, 9 ივნისს, 20 აგვისტოს, 30 ოქტომბერს, 11 იანვარს დაბადებულ ადამიანებს. ანუ ვისაც ნათალური მზე ჰყავს ვერძში 9°-9°59′, ტყუპებში 21°-21°59′, ქალწულში 3°- 3°59′, მორიელში 15°-15°59′, თხის რქაში 27°-27°59′.
იგი, ასტროლოგთა თქმით, დამნაშავეებს დაცვაში ეხმარება. იცავს ადამიანებს ჭირებისაგან. ატანასიუსი მას სპარსელებზე მფარველობას მიაწერს. მისი ღვთაებრივი სახელებია სირე  და ეიფი. მიეკუთვნება ქერუბიმების, ანგელოზთა მეორე რიგს. ღვთაებრივი განსახიერებაა მწყალობლის.

C10ლაუიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 11.05 – 15.05
ემოციური: 19 იანვარი, 31 მარტი, 13 ივნისი, 28 აგვისტო, 9 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 03:20 – 03.39
იგი მფარველია 11-დან 15 მაისამდე დაბადებული ადამიანების, ანუ რომლებიც დაიბადნენ ნათალური მზით კუროს მეხუთე მეექვსედში. აგრეთვე მფარველობს 30 მარტს, 10 ივნისს, 21 აგვისტოს, 31 ოქტომბერს, 12 იანვარს დაბადებულ ადამიანებს. ანუ ვისაც ნათალური მზე ჰყავს ვერძში 10°-10°59′, ტყუპებში 22°-22°59′, ქალწულში 4°- 4°59′, მორიელში 16°-16°59′, თხის რქაში 28°-28°59′.
ასტროლები მას ჭექა-ქუხილისგან შემწედ მიიჩნევენ. მისი ღვთაებრივი სახელია დეუსი. ქერუბიმთა რიგს მიეკუთვნება. ადამიანებს ეხმარება იდეების რეალიზებაში. მისი ბოროტი გენია შურისა და ეჭვის დამთესია.

C12ჰაჰაიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 16.05 – 21.05
ემოციური: 20 იანვარი, 1 აპრილი, 14 ივნისი, 29 აგვისტო, 10 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 03:40 – 03:59
იგი მფარველია ადამიანების რომლებიც დაიბადნენ 16 – 21 მაისს, ანუ ვისაც ნათალური მზე აქვს კუროს ბოლო მეექვსედში, აგრეთვე მფარველობს 31 მარტს, 11 ივნისს, 22 აგვისტოს, 1 სექტემბერს, 13 იანვარს დაბადებული ადამიანების. ანუ ვისაც ნათალური მზე ჰყავს ვერძში 11°-11°59′, ტყუპებში 23°-23°59′, ქალწულში 5°- 5°59′, მორიელში 17°-17°59′, თხის რქაში 29°-29°59′.
ასტროლოგების თქმით ჰაჰაიაჰი იფარავს იმ საიდუმლოებებს, რომელიც მომკვდავებისთვის არ უნდა იყოს გაცხადებული. ატანასიუსი მას მიაწერს ბერძნებზე მფარველობას. შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი თეოსი. მიეკუთვენა ქერუბიმთა რიგს. ღვთაებრივად განასახიერებს შემფარებელ ღვთაებას. მისი ბოროტი გენია მიუთითებს ნდობის ღალატად გამოყენებისკენ, ჭორაობისკენ.

C13იეზალელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 22.05 – 25.05
ემოციური: 21 იანვარი, 2 აპრილი, 15 ივნისი, 30 აგვისტო, 11 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 04:00 – 04:19
იგი მფარველია 22-25 მაისს დაბადებული ადამიანების, რომლებსაც ნათალური მზე ჰყავთ ტყუპების პირველ მეექვსედში. მფარველია 1 აპრილს, 12 ივნისს, 23 აგვისტოს, 2 სექტემბერს, 14 იანვარს დაბადებული ადამიანების. ანუ ვისაც ნათალური ზოდიაქო ჰყავს ვერძში 12°-12°59′, ტყუპებში 24°-24°59′ , ქალწულში 6°- 6°59′, მორიელში 18°-18°59′ , მერწყულში 0°-0°59′.
იეზალელი, ასტროლოგთა თქმით, იფარავს მეგობრებს, მეუღლეთა შორის ერთგულებას. შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი ბოოგ. ეკუთვნის ქერუბიმთა რიგს. მისი ბოროტი გენია იფარავს ტყუილს, ბუნდოვანობას.

C14მებაჰელი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 26.05 – 31.05
ემოციური: 22 იანვარი, 3 აპრილი, 15 ივნისი, 31 აგვისტო, 12 ნოემბერი
მენტალური: ყოველ დღე 04:20 – 04:39
მებაჰელი მფარველია 26 – 31 მაისს დაბადებული ადამიანის, ანუ ვისაც მზე ჰყავს ტყუპების მეორე მეექვსედში. მფარველია 2 აპრილს, 13 ივნისს, 24 აგვისტოს, 3 სექტემბერს, 15 იანვარს დაბადებული ადამიანების. ანუ ვისაც ნათალური ზოდიაქო ჰყავს ვერძში 13°-13°59′, ტყუპებში 25°-25°59′, ქალწულში 7°-7°59′,  მორიელში 19°-19°59′, მერწყულში 1°-1°59′.
მებაჰელი მფარველობს ქურდებისგან დასაცავად. ატანასიუსი თვლის, რომ ესპანელების მფარველია. მისი ღვთაებრივი შესატყვისი სახელია დიოსი. ეკუთვნის ქერუბიმთა რიგს. მისი ღვთაებრივი განსახიერებაა მფარველი ღმერთის.

 

 

 

 

შემოდგომის მფარველი ანგელოზები კაბალაში

C32ვასარიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 29 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე.
ემოციური: 8 თებერვალი 22 აპრილი, 5 ივლისს 12:00-დან 23:59-მდე. 6 ივლისი 18 სექტემბერი, 30 ნოემბერი.
გონებრივი: ყოველ დღე 10:20-დან 10:39-მდე.
ვასარიაჰი მათი მფარველი ანგელოზია, ვინც დაიბადა 29.08-2.09-მდე, ანუ ქალწულის ზოდიაქოს მეორე სექტორში ჰყავთ ნათალური მზე. გავლენას ახდენს 20 აპრილს, 1 ივლისს, 11 სექტემბერს, 22 ნოემბერს და 2 თებერვალს, ანუ კუროს 1°-1°59′-ში, კირჩხიბის 13°-13°59′-ში, ქალწულის 25°-25°59′-ში, მშვილდოსნის 7°-7°59′-ში, მერწყულის 19°-19°59′-ში. ასევე 10:20 საათიდან 20 წუთის განმავლობაში დაბადებულთა მფარველია.
ვასარიაჰი შენდობაშია დამხმარე და თავისი ფრთის ქვეშ იურისტებს ზრდის. ნიჭს აძლევს იცოდეს სხვადასხვა ენა და მოახდინოს ადაპტაცია ნებისმიერ გარემოში.

C33იეჰუა
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 3-7 სექტემბერი.
ემოციური: 9 თებერვალი, 23 აპრილი, 7 ივლისი, 19 სექტემბერი, 1 დეკემბერი.
ინტელექტუალური: ყოველ დღე 10:40სთ-დან 10:59სთ-მდე.
იეჰუა მფარველია 3-7სექტემბრამდე დაბადებული ადამიანების, ანუ ნატურალური მზე როცაა ქალწულის ზოდიაქოს მესამე სექსტურაში. გავლენას ახდეს 21 აპრილს, 2 ივლისს, 12 სექტემბერს, 23 ნოემბერსა და 3 თებერვალს (ანუ ნატალური მზის 2°-2°59′ კუროს ან 14°-14°59′ კირჩხიბის ან 26°-26°59′ ქალწულის ან 8°-8°59′ მშვილდოსნის ან 20°-20°59′ მერწყულის ზოდიაქოებში მდებარეობისას) დაბადებული ადამიანებში. ასევე 10:40-დან 10:59-მდე დაბადებული ადამიანების მფარველია.
იგი იფარავს ყველა ქრისტიანულ სახელმწიფოსა და ადამიანებს იცავს ტყუილისა და სიცრუისგან.

C34ლეჰაია
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 8 სექტემბრიდან 12 სექტემბრამდე.
ემოციური: 10 თებერვალი, 24 აპრილი, 8 ივლისი, 20 სექტემბერი, 21 სექტემბრის 00:00 სთ-დან 11:59-მდე, 2 დეკემბერი.
ინტელექტუალური: ყოველ დღიურად 11:00 სთ-დან 11:19-მდე.
ლეჰაია მფარველობს 8-12 სექტემბრამდე დაბადებულ ადამიანებს ანუ რომელთა ნატალური მზეც არის ზოდიაქოთი ქალწული მეოთხე სექსტურაში, გავლენიანია ადამიანებზე, რომლებიც დაიბადნენ 22 აპრილს, 3 ივლისს, 13 სექტემბერს, 24 სექტემბერს, 24 ნოემბერს და 4 თებერვალს ან თუ აქვს ნატალური მზე კუროში 3°-3°59′, კირჩხიბში 15°-15°59′, ქალწულში 27°-27°59′, მშვილდოსანში 9°-9°59′, მერწყულში 21°-21°59′. ასევე მფარველი 11:00 – 11:20 საათებში დაბადებული ადამიანის.
ბრაზის გამნელებელი ანგელოზია, აღელვებს ჩვენს ინტუიციას და აღმოგვაჩენს ადგილებსა და სიტუაციებში, სადაც არ გვეგონა თუ ოდესმე მოვხვდებოდით.

C35კავაკიაჰი
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 13-17 სექტემბერი.
ემოციური: 11 თებერვალი, 25 აპრილი, 9 ივლისი, 21 სექტემბერს 12:00 საათიდან 23:59 -მდე, 3 დეკემბერს.
ინტელექტუალური: ყოველ დღე 11:20 სთ-დან 11:30-მდე.
კავაკიაჰი მფარველია 13 – 17 სექტემბერს დაბადებული ადამიანების, მისი ასტრალური სული გავლენას ახდენს 13 აპრილს, 4 ივლისს, 14 სექტემბერს, 25 ნოემბერს და 5 თებერვალს დაბადებულ ადამიანებზე. თუ ნათალური მზე აქვთ კუროში 4°-4°59′-ზე, კირჩხიბში 16°-16°59′-ზე, ქალწულში 28°-28°59′-ზე, მშვილდოსანში 10°-10°59′-ზე, მერწყულში 22°-22°59′-ზე. ასევე დაბადებულების დღის 11:20 – 11:40 საათებში.
კავაკიაჰი მფარველია მემკვიდრეობის მწერი ადამიანებისა, ანუ იმ საქმეებში ეხმარება, რასაც ოჯახური თანხმობა სჭირდება.

C36მანადელი:ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 18-23 სექტემბერი.
ემოციური: 12 თებერვალი, 26 აპრილი, 10 ივლისი, 23 სექტემბერი, 4 დეკემბერი.
ინტელექტუალური: ყოველ დღე 11:40 – 11:59 საათებში.
მფარველი ანგელოზია ადამიანების, რომლებიც დაიბადნენ 18-23 სექტემბერს. ნათალურ რუკაში ქალწულის ბოლო სექსტურაში აქვს მზე. ასტრალური სული მფარველობს 24 აპრილს, 5 ივლისს, 15 სექტემბერს, 26 ნოემბერსა და 6 თებერვალს დაბადებულ, ანუ ნათალური მზის მქონე ადამიანებს კუროს 5°-5°59′-ზე, კირჩხიბის 17°-17°59′-ზე, ქალწულის 29°-29°59’0-ზე, მშვილდოსნის 11°-11°59′-სა და მერწყულის 23°-23°59’გრადუსებში. მისი სახელი მფარველობს დილის 11:40 – 12:00 საათებში დაბადებულ ხალხს.
მანადელი მფარველობს ემიგრანტებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ, წართმეული ქონების დაბრუნებას ან მაზრებს შორის ურთიერთობებს. მისი შესატყვისი სახელია ალაჰი (ალლა). ეკუთვნის ძალაუფლების მეხუთე ჩინი. მისი ბოროტი გენია კი ეხმარება სამართლიდან გაქცევაში.

C37ანიელი:
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 24-28 სექტემბერი.
ემოციური: 13 თებერვალი, 27 აპრილი, 11 ივლისი, 24 სექტემბერი, 5 დეკემბერი.
ინტელექტუალური: ყოველ დღე 12:00 – 12:19.
ანიელი მფარველობს ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 24-დან 29 სექტემბრამდე ანუ მათ, ვისაც ნათალური მზე აქვთ სასწორის პირველ სექსტურაში. ასტრალური სული გავლენას ახდენს 25 აპრილს, 6 ივლისს, 16 სექტემბერს, 27 ნოემბერს, 7 თებერვალს დაბადებულ ადამიანებზე ანუ ნათალური მზის კუროს 6°-6°59′, კირჩხიბის 18°-18°59′, სასწორის 0°-0°59′, მშვილდოსნის 12°-12°59′, მერწყულის 24°-24°59′ გრადუსებში მქონე ხალხზე. ასევე მათზე, ვინც დაიბადა 12:00სთ-დან 12:20სთ-მდე.
ანიელი მფარველობს მეცნიერებასა და ხელოვნებას. შეესაბამება ღმერთის აბადას სახელს. მიაკუთვნებენ ძალაუფლების მეხუთე ჩინსა და ფილოსოფოსები ლოცულობენ მასზე. მისი ბოროტი გენია მფარველობს შარლატანებს.

C38ჰაამიაჰი:
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე.
ემოციური: 14 თებერვალი,28 აპრილი, 12 ივლისი, 25 სექტემბერი, 6 დეკემბერი.
ინტელექტუალური: ყოველ დღე 12:20 – 12:39.
ანგელოზი მფარველობს ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე. ნათალური მზის მქონეებს სასწორის მეორე სექსტურაში. გავლენას ახდენს 26 აპრილს, 7 ივლისს, 17 სექტემბერს, 28 ნოემბერს, 8 თებერვალს დაბადებულებსა ანუ ნათალური მზის 7°-7°59’კუროში, 19°-19°59′ კირჩხიბში, 1°-1°59’სასწორში, 13°-13°59’მშვილდოსანში, მერწყულში 25°-25°59′. მფარველობს ნათალურ რუკაში 12:20 – 12:40 საათების მქონე ადამიანებს.
ჰაამიაჰს ახსენებენ მრავალ რიტუალში, მათ შორის ექსორციმის, ინიციაციის. ადამიანის მაქსიმალური შესაძლებლობის გამოვლენაში ეხმარება. მისი ღვთიური შესატყვისია აგლა, ეკუთვნის ძალაუფლების მეხუთე ჩინი და მისი მიწიერი განსახიერებაა ღმერთი იმედის ბავშვებისა. მისი ბოროტი გენია ათეისტების წინამძღოლი და მატყუარების მფარველია.

C39რეჰაელი:
ანგელოზის ყოფნის დღე:
ფიზიკური: 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე.
ემოციური: 15 თებერვალს, 29 აპრილს, 13 ივლისს, 26 სექტემბერი, 7 დეკემბერი.
ინტელექტუალური: ყოველ დღე 12:40 – 12:59.
ანგელოზი მფარველობს 4-დან 8 ოქტომბრამდე დაბადებულებს, ნათალური მზის მქონეებს სასწორის მესამე სექსტურაში. გავლენას ახდენს 27 აპრილს, 8 ივლისს, 18 სექტემბერს, 29 ნოემბერსა და 9 თებერვალს დაბადებულ ადამიანებზე. ანუ ვისაც აქვთ კუროს 8°-8°59′, კირჩხიბის 20°-20°59′, 2°-2°59’სასწორის, 14°-14°59’მშვილდოსნისა და მერწყულის 26°-26°59′ ნათალური მზე. ასევე 12:40 – 13:00 საათებში დაბადებულ ადამიანებზე.
რეჰაელის შესატყვისი ღვთაებაა გოოთ (GooT). იგი მკურნალი ანგელოზია. მფარველობს რეგენერაციას. მთელ შოტლანდიას. მისი ბოროტი გენიის სახელობისაა მკვდარი ან დაწყევლილი მიწები, ითვლება ყველაზე ბოროტ და გამცემელ ადგილებად.

C40იეიაზელი:
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 9-13 ოქტომბერი.
ემოციური: 16 თებერვალი, 30 აპრილი, 14 ივლისი, 27 სექტემბერი, 8 დეკემბერი.
ინტელექტუალური: ყოველ დღე 13:00 – 13:19.
მფარველობს ადამიანებს დაბადებულს 9 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრამდე. თუ ნათალური მზე აქვთ სასწორის მეოთხე სექსტურაში. გავლენას ახდენს 28 აპრილს, 9 ივლისს, 19 სექტემბერს, 30 ნოემბერს, 10 თებერვალს დაბადებულებზე. ნათალური მზის მქონეებზე 9°-9°59’კუროში, კირჩხიბის 21°-21°59′, სასწორის 3°-3°59′, მშვილდოსნის 15°-15°59′, მერწყულის 27°-27°59′. ასევე ვინც დაიბადა 13:00 – 13:20 საათებში.
მფარველი ანგელოზია ბელგიელების. მისი ღვთაებრივი შესატყვისია ხარების ღმერთი გოედი. იფარავს არტისტებს და განსაცდელში ჩავარდნილებს. ხსნის ალკოჰოლ-ნიკოტინ-ნარკოტიკ დამოკიდებულებისგან. მისი ბოროტი გენიის შესატყვისია ადამიანთა ბნელი მხარეები, საზოგადოებისგან განმარტოების მდომელები. თავად ანგელოზი ეკუთვნის ძალაუფლების მეხუთე ჩინს.

C41ჰაჰაელი:
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 14 ოქტომბრიდან – 18 ოქტომბრამდე.
ემოციური: 17 თებერვალი, 1 მაისი, 15 ივლისი, 28 სექტემბერი, 9 დეკემბერი.
მენტალური: ყოველ დღე 13:20 – 13:39.
ჰაჰაჰელი მფარველია მათი, ვინც დაიბადა 14-დან 18 ოქტომბრამდე. ანუ ვისაც ნათალური მზე სასწორის მეხუთე სექსტურაში აქვთ. ან ვინც დაიბადა 29 აპრილს, 10 ივლისს, 20 სექტემბერს, 1 დეკემბერს, 11 თებერვალს. ანუ ვისაც ნათალური მზე აქვთ კუროში 10°-10°59′, კირჩხიბში 22°-22°59′, სასწორში 4°-4°59′, მშვილდოსანში 16°-16°59′, მერწყულში 28°-28°59′. ან ვინც დაიბადა 13:20 – 13:39 საათებში.
ეს ანგელოზი იცავს მორწმუნებს ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლისას. თავის კალთის ქვეშ იფარავს მისიონერებს. თვლიან ირლანდიის მფარველ ანგელოზად. შეესატყვისება ღვთაებას გუდის. ეკუთვნის ძალაუფლების მეექვსე ჩინი. სამსახოვანი ღმერთი მისი ღვთაებრივი განსახიერებაა. აძლევს ადამიანებს ენერგიას, რომ ემსახურონ ნათელს. არ უშინდება მის გამო ეწამოს. ბოროტი გენია ზრუნავს იმაზე, რომ ადამიანებს ცრუ რელიგია მიეცეთ.

C42მიქაელი:
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 19 – 23 ოქტომბერი.
ემოციური: 18 თებერვალი, 2 მაისი, 16 ივლისი, 29 სექტემბერი, 10 დეკემბერი.
ინტელექტუალური: ყოველ დღე 13:40-დან 13:59საათამდე.
მიქაელი მფარველობს 19 – 23 ოქტომბერს დაბადებულ ხალხს, ასევე მათ, ვისი ნათალური მზეც იმყოფება სასწორის მეექვსე მეექვსედში. ვისი მზეც იმყოფება 30 აპრილს, 11 ივლისს, 21 სექტემბერს, 2 დეკემბერს, 12 თებერვალს. ან ნათალური მზის მქონეს 11°-11°59’კუროში, 23°-23°59’კირჩხიბში, 5°-5°59’სასწორში, 17°-17°59’მშვილდოსანში, 29°-29°59’მერწყულში. ასევე 13:40სთ-დან 13:59სთ-მდე დაბადებულებს იფარავს.
მიქაელი ზრუნავს მათზე, ვინც ავარიაში ყვება. ამყარებს სამოთხეს დედამიწაზე. მოგზაურებსა და თავგადასავლის მოყვარულებს იფარავს. მისი ღვთაებრივი შესატყვისია ბიუბი (ან ბიუდი). შეესაბამება ქვეყანა კანადა. მიეკუთვნება ანგელოზთა ძალის მეექვსე ჩინს. მისი ღვთაებრივი გარდასახვა ხდება ღვთის სახლად/სახლში. მისი ბოროტია გენია იფარავს მოღალატეებს, აწყობს ავარიებს, პოლიტიკურ ანარქიებსა და დემოკრატიულ სისტემას, სადაც ქვედა ინსტინქტები მისაღებია.

C43ვევალიაჰი:
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 24 ოქტომბერი – 28 ოქტომბერი.
ემოციური: 19 თებერვალი, 3 მაისი, 17 ივლისი, 30 სექტემბერი, 11 დეკემბერი.
ინტელექტუალური: ყოველი დღე 14:00 – 14:19.
ვევალიაჰი ( ვეულიაჰი) მფარველობს 24-28 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანებს, მათ, ვისი ნათალური მზეც იმყოფება მორიელის პირველ მეექვსედში. გავლენას ახდენს მისი სახელი 1 მაისს, 12 ივლისს, 22 სექტემბერს, 3 დეკემბერს, 13 თებერვალს დაბადებულ ადამიანებზე. ანუ ვისი ნათალური მზეც იმყოფება 12°-12°59’კუროს, 24°-24°59’კირჩხიბის, 6°-6°59’სასწორის, 18°-18°59’მშვილდოსნის, 0°-0°59’თევზების თანავარსკვლავედში. ასევე 14:00 – 14:19 საათამდე დაბადებულ ადამიანებზე.
ეს ანგელოზი მხსნელია მონების, იწვევს გაყვავებასა და ჰარმონიას. მისი ღვთაებრივი ანალოგია არის სოლუ. ეკუთვნის ანგელოზთა ძალის მეექვსე ჩინს. მისი ღვთიური გარდასახვაა მეფე-მბრძანებელი. ბოროტი გენია შუღლს აგდებს მბრძანებლებს შორის, იწვევს სამეფოთა ნგრევას, აწყობს რევოლუციებსა და პარტიებს შორის კონფლიქტს.

C44იელაჰია:
ანგელოზთა ყოფნის დრო:
ფიზიკური: 29 ოქტომბრიდან – 2 ნოემბრამდე.
ემოციური: 20 თებერვალი, 4 მაისი, 18 ივლისი, 1 ოქტომბერი, 12 დეკემბერი.
ინტელექტუალური: ყოველ დღე 14:20 14:39საათებში.
ეს ანგელოზი გამოარჩევს ადამიანებს, რომლებიც დაბადნენ 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე. ანუ ნათალური მზე ვისაც აქვს მორიელის მეორე მეექვსედში. ეს ასტრალური სული შეესატყვისება 2 მაისს, 13 ივლისს, 23 სექტემბერს, 4 დეკემბერს, 14 თებერვალს. ანუ ნათალური მზის 13°-13°59’კუროში, 25°-25°59’კირჩხიბში, 7°-7°59’სასწორში, 19°-19°59’მშვილდოსანში, 1°-1°59’თევზებში. ასევე 14:20 სთ-დან 14:39სთ-მდე დაბადებულ ადამიანებს.
იელაჰია იფარავს მამაც ადამიანებს. ქვეყნებიდან შეესაბამება მექსიკა. მისი ღვთაებრივი შესატყვისია სახელი ბოსა. უყვარს თვითშესამეცნებლად მოგზაურები. მისი ბოროტი გენია მართავს ომს და არღვევს კაპიტულაციებს.

C45სეალიაჰი:
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 3 ნოემბერი – 7 ნოემბერი.
ემოციური: 21 თებერვალი, 5 მაისი, 19 ივლისი, 2 ოქტომბერი, 13 დეკემბერი.
მენტალური: ყოველ დღე 14:40სთ-დან 14:59სთ-მდე.
სეალიაჰი მფარველობს ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 3-დან 7 ნოემბრამდე. ანუ ნათალური მზე ვისაც აქვს მესამე მეექვსედში მორიელში. ასევე გავლენას ახდენს 3 მაისს, 14 ივლისს, 24 სექტემბერს, 5 დეკემბერს, 15 თებერვალს დაბადებულებზე. ანუ ვისაც ნათალური მზე აქვს კუროს 14°-14° 59′-ში, 26 °-26° 59’კირჩხიბში, 8 °-8° 59’სასწორში, 20 °-20° 59’მშვილდოსანში, 2 °-2° 59’თევზებში.
სეალიაჰს შეესატყვისება ღვთაებრივი სახელი ჰობო. ეკუთვნის ანგელოზთა მეექვსე ჩინი. მისი ღვთაებრივი განსახიერებაა ამოძრაოს ნივთები. მისი ბოროტი გენია მოქმედებს ატმოსფეროზე. სეალია იცავს შხამებისგან და შხამიანი ცხოველების შემოტევისგან. იწვევს ტკბობას სიცოცხლით.

C46არიელი:
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 8 ნოემბრიდან – 12 ნოემბრამდე.
ემოციური: 22 თებერვალი, 6 მაისი, 20 ივლისი, 3 ოქტომბერი, 14 დეკემბერი.
მენტალური: 15:00 – 15:19.
არიელი მფარველობს ადამიანებს, ვინც დაიბადა მორიელის მეოთხე მეექვსედში. ასევე 4 მაისს, 15 ივლისს, 25 სექტემბერი, 6 დეკემბერი, 16 თებერვალი. ანუ ნათალური მზე როცა მოხვდება 15°-15°59’კუროში, 27°-27°59’კირჩხიბში, 9°-9°59’სასწორში, 21°-21°59’მშვილდოსანში, 3°-3°59’თევზებში.
არიელი მფარველობს პარაგვაის რესპუბლიკას. მისი ღვთაებრივი ანალოგია არის პინო. ეს გენია ეკუთვნის ანგელოზთა მეექვსე ჩინს. გონებრივი ნიშანია და მისი ბოროტი გენია წარმართავს მცდარ, ილუზიურ აზროვნებას.

C47ასალიაჰი:
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 13-17 ნოემბერი.
ემოციური: 23 თებერვალი, 7 მაისი, 21 ივლისი, 4 ოქტომბერი, 15 დეკემბერი.
მენტალური: 15:20 – 15:39.
ასალიაჰი მფარველია ადამიანების, რომლებიც დაიბადნენ 13-დან 17 ნოემბრამდე. ანუ მორიელის მეხუთე მეექვსედში ვინც დაიბადა. მფარველობს 5 მაისს, 16 ივლისს, 26 სექტემბერს, 7 დეკემბერს, 17 თებერვალს დაბადებულებს, ვისაც ნათალური მზე აქვთ 16°-16°59’კუროში, 28°-28°59’კირჩხიბში, 10°-10°59’სასწორში, 22°-22°59’მშვილდოსანში, 4°-4°59’თევზებში.
ასალიაჰი განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩევა და იფარავს სიცრუისგან, რეალობას ასწავლის. აძლევს შესაძლებლობას ცვალონ თავიანთი ცხოვრება როგორც უნდათ. იცავს ბრმა ფანატიზმიდან. ეხმარება ცოდვის მონანიებაში.

C48მიხაელი:
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 18-22 ნოემბერი.
ემოციური: 24 თებერვალი, 8 მაისი, 22 ივლისი, 5 ოქტომბერი, 16 დეკემბერი.
მენტალური: 15:40 – 15:59სთ.
მიხაელი მფარველობს ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 18-დან 22 ნოემბრამდე. ანუ ნათალური მზე მორიელის ბოლო მეექვსედში როცა აქვთ. გავლენას ახდენს 6 მაისს, 17 ივლისს, 27 სექტემბერს, 8 დეკემბერს, 18 თებერვალს, ანუ, როცა ნათალური მზე იმყოფება 17°-17°59’კუროში, 29°-29°59’კირჩხიბში, 11°-11°59’სასწორში, 23°-23°59’მშვილდოსანში, 5°-5°59’თევზებში.
მიხაელის ღვთაებრივი შესატყვისია ზაკა. მართავს იაპონიას. მისი სახელი ეკუთვნის ანგელოზთა მეექვსე ჩინს. მისი ღვთიური განსახიერებაა დამხმარე ღმერთის. მისი ბოროტი გენია მიდრეკილია უშვილობისა და სიხარბისკენ, არასტაბილურობისკენ და იწვევს ეჭვიანობას მეუღლეებს შორის.

C49ვექუელი:
ანგელოზის ყოფნის დრო:
ფიზიკური: 23.11 – 27.11
ემოციური: 25 თებერვალი, 9 მაისი, 23 ივლისი, 6 ოქტომბერი, 17 დეკემბერი.
მენტალური: 16:00 – 16:59.
მფარველი ანგელოზია მათი, ვინც 23 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე დაიბადა. ანუ ნათალური მზე აქვთ პირველ მეექვსედში მშვილდოსნის. გავლენას ახდენს 7 მაისს. 18 ივლისს, 28 სექტემბერს, 9 დეკემბერს, 19 თებერვალს დაბადებულებზე. ვისაც აქვს 18°-18°59′ კუროში, 0°-0°59′ ლომში, 12°-12°59′ სასწორში, 24°-24°59′ მშვილდოსანში, 6°-6°59′ თევზებში ნათალური მზე.
ეს ანგელოზი ფილიპინების მფარველია. მისი ღვთაებრივი შესატყვისია მარა. ეკუთვნის ანგელოზთა მეექვსე ჩინი. მისი მინუს გენია გავლენას ახდენს ეგოისტებსა და აფერისტებზე, სძულს ადამიანები.

ასევე ზამთრის მფარველი ანგელოზები კაბალაში.

ვინჩესტერები, დემონები და ანგელოზთა ცვენა

Bobby_Crowley_Kiss_Screencap_by_raefalcon– ადამიანები არ უნდა მოატყუო, შენ აქ უოთერ გეითი ხომ არ გგონია, ეს ჯოჯოხეთია, აწი სულს აღარავინ მოგვყიდის,-
“ზებუნებრივის” ბოლო სეზონი ჯოჯოხეთის დეფაქტო ლიდერის კროულის განკურნებით და ანგელოზთა ცვენით დასრულდა. ეშმაკს ლუცის ეძახიან. მაგრამ არაფრით გამოჩნდა ღმერთი. სერიალის წარმოდგენა ჯოჯოხეთის გეოგრაფიასა თუ დემონთა ჩინებზე ძირითადად ქრისტიანულ შეხედულებებსა და ამერიკულ ფოლკლორს ეყრდნობა. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ზედა იერარქიებით დაინტერესებულ მაყურებელს ზედმიწევნით გააცნობს.
მაგრამ გვხვდება სუბიექტური გარღვევებიც და საკითხის პირველადი წამოჭრაც. მაგალითისთვის, ჯოჯოხეთის დეფაქტო ლიდერის პროტოტიპია ჩემთვის საინტერესო მაგი და ახალი სატანიზმი ფუძემდებელი ალისტერ კროული, რომლის პერსონაჟს თავის დროზე ქმნიდა თუნდაც, მოემი, ფულერი. მაგრამ ქვესკნელის მბრძანებლის სახით მაინც პირველად ბულგაკოვმა ვოლანდის სახით წარმოგვიდგინა.. მის შემოქმედებაზე გადაღებულ ფილმში ერთგან ანტონ ლავეიმ მიიღო მონაწილეობა. და ახლა “ზებუნებრივში”..
მოკლედ, აქ ბოლო სერიაში კროულმა აღსარება თქვა და იქვე ციდან ანგელოზების ცვენასაც ვუყურეთ.
და რა შეიძლება მოხდეს მერე? ბიბლიიდან ვიცით, მეორედ მოსვლის წინაპირობა, – ჯერ ანგელოზები დაეშვებიან. ვნახოთ, ვარაუდმა თუ გამიმართლა ღმერთის მოსვლაზე, მანამდე კი შემოდგომის ანგელოზთა ცვენას ველოდები და მაინტერესებს ისინი მიწაზე როგორ იცხოვრებენ. უფრო მანამდე კი რიდერში ბ. თრეიდის წიგნი “მითები და სიმბოლოები “ზებუნებრივის” მიღმა” გადმოვწერე და ჯერ არ გამიხსნია. მაინტერესებს.

შვიდი ანგელოზის თილისმა: სატურნი და იუპიტერი

you_re_not_alone__by_evil_kitty_chan-d5lq6gw

ანგელოზ მიქაელს შეესაბამება მზის ანგელოზი;
ანგელოზ გაბრიელს – მთვარის ანგელოზი;
ანგელოზ კასიელს – სატურნის ანგელოზი;
ანგელოზ ზაჰაელს – იუპიტერის ანგელოზი;
ანგელოზ ანიელს – ვენერას ანგელოზი;
ანგელოზ რაფაელს – მერკურის ანგელოზი;
ანგელოზ სამუელს – მარსის ანგელოზი.

შესავალი

თილისმა ასტრალის ზუსტი გამოსახულების მხატვრული ფორმაა, ასტრალურ ძალებთან თანასწორუფლებიანი საუბრის საშვია.  მისი სრული ცოდნა ერთგვარი ბაკალავრის დიპლომია მაგიის სამყაროსთვის. გამოიყენება როგორც მაგიური ჟესტი. თავმოყვარე მაგი არასდროს გამოიყენებს არანაკურთხ წყალსა და ცეცხლს, ანუ მოახდენს სიტყვისა და ჟესტის მაგნეტირებას, ხოლო ჟესტი დამოკიდებულია თუ როგორია სინთეზი სუბიექტის ნებისა და იმპულსის  ქმედება და შესაძლებლობასთან.

თილისმის დამზადებისთვის საჭიროა:
– მატერია, რომელიც შეიძლება იყოს მეტალისგან დამზადებული, ქალწული ცხოველის კანისგან, პერგამენტისგან, ქაღალდისგან, რომელიც თავად მაგმა დაამზადა მასზე კეთილგანწყობილი გავლენით.
– საგნები, მაგალითად, ფანქრები, კომპასი, დანა კანისთვის, პერგამენტი, ქაღალდი, ლაქიანი სითხე, რომლითაც დაიწერება.
– და მცენარეები, რომლებშიც თილისმანი შეინახება.

კანი ნაყიდი უნდა იყოს მაშინ, როცა გავლენის ქვეშ ხარ, მაგალითად, ძველ ეგვიპტეში 23 ივნისს მკვდრად დაბადებულ ბატკანს იყენებდნენ, ამუშავებდნენ და თეთრ სახვევში ახვევდნენ. ხოლო ქაღალდი მაგის პირადი ხმარებიდან უნდა იყოს. თუ ნაყიდია, უნდა ჩავდოთ წყალში, მეტალის ფურცელზე მივაკროთ, მაკოპირებელი პრესი დავადოთ იმ პლანეტის ლოგოთი, შეგვიძლია, რომლის გავლენის ქვეშას ვიყავით შეძენისას.

მატერიალი თილისმებისთვის:
– სატურნისთვის – ტყვია;
– იუპიტერისთვის – კალა;
– მარსისთვის – რკინა;
– მზისთვის – ოქრო;
– ვენერასთვის – სპილენძი;
– მერკურისთვის – ვერცხლისწყალი.

სატურნის თილისმანი

planetsaturn

შაბათის ანგელოზები: კეთილი – ორიფიელი, ბოროტი – ნაბამი, სული – არატრონი. ანგელოზები: დაფოკიელი, იოფილე, მეშვიდე ლეგიონიდან – ბოუელი.

img_0015

მას, ვისაც ამ თილისმის ტარება უნდა, სატურნის თილისმა თავად უნდა ამოკვეთოს, მოწმეების გარეშე, თანაც არავის უნდა უთხრას შაბათს, როცა მთვარე კუროს ან თხის რქის პირველ 10 გრადუსს გაივლის და დადებით ასპექტს ქმნის სატურნთან. ასევე ის დღეა თილისმანისთვის წარმატებული, თუ ზოგადად ტრინსა ან სექსტილში იმყოფება სატურნი. გამორიცხულია კვადრატი ან ოპოზიცია. გვადგება თუ მთვარის მეორე ან 22-ე დღეები გადის შაბათს და სატურნთან პლიუსი მხარის ასპექტები აქვს. მხედველობაში ვიღებთ სატურნის საათებს: 1სთ 12-დან, 1სთ-მდე დღის, მე-8სთ 7-დან 8-მდე დღის, მე-15 2-დან 3-მდე შუაღამემდე და 22 სთ დილის 9-10სთ-მდე. საათი ასევე ასპექტებთან უნდა იყოს შეხამებული.

სატურნი იცავს ფეხის-ხელის მოტეხვისგან, პარალიჩისგან, გარშემო სატურნული საგნების რიცხვის ზრდას უწყობს ხელს. ეხმარება მიზნის მიღწევაში იმ პირებთან, რომელთაც მაღალი თანამდებობა აქვთ, ერთგულსა და ძალაუფლებიანს ხდის, კარგ შემთხვევაში. სამაგიეროდ, უბედურია სასოფლო საქმეებში, ჩხუბებსა და მშობიარობაში.

scan0031

თილისმანის თავში ხშირად სატურნის ნიშანს წერენ, ეს ცალ მხარეს, მის ქვემოთ 5 ქიმიანი ვარსკვლავით, უფრო ქვემოთ წვერებიანი კაცია, ნამგალი უჭირავს, მეორე მხარეს ციფრების კვადრატია ან ამ რიცხვების კაბალური სახელები.

სატურნი მოხუცი კაცით გამოისახება, რომელიც ასო TAY-ზე დგას, თუ კაბალაა – ებრაულ ჯვარზე.

იუპიტერის თილისმანი
რიცხვი 34

jssmithjupiterfrontjssmithjupiterback

ხუთშაბათის ანგელოზი: კეთილი – ზაჰარიელი, ბოროტი – ჰაბი, სული:ბეტორი, ანგელოზი: სადკიელი. სიკეთის გენია: ზაკიელი. ანგელოზ მბრძანებელი მე-6 ლეგიონის – საბიელი.

ხუთშაბათს კეთდება, როცა მთვარე იმყოფება სასწორის პირველ ათ გრადუსში და შედგება კეთილი ასპექტებისგან სატურნთან და იუპიტერთან. 1სთ 12-დან 1-მდე დღისით, 8საათი 7-დან 8-მდე საღამოს. 15 – 2-დან 3-მდე შუაღამისას,  22-9-დან 10-მდე მეორე დღის დილამდე (პარასკევს).

jupiter

ეს თილისმანი იცავს დაბადების ჰოროსკოპში არსებული მოულოდნელი შემთხვევებისგან, სიკვდილის საშიშროებისგან. ნაღველს ქარს ატანს და ადამიანს იღბალს აძლევს. უმეტესად, ოქროზე იკვეთება, მაღლა იუპიტერი რომ ეწეროს, ისე. მის ქვემოთ ხუთქიმიან ვარსკვლავს სახავენ. დაბლა, უფრო ქვემოთ, მღვდელია გამოსახული ანაფორითა და ხელში წიგნით. მეორე მხარეს მაგიური კვადრატია 1-დან 16-მდე ციფრებით ან კაბალისტური ცხრილით.

jupiter

აბრა

ის ანეგდოტი იცი?
თომამ მასობრივი ფრაზით დაიწყო მოყოლა:
კაცი სიკვდილის მერე გზაჯვარედინზე მოხვდება. ორი გზა სიბნელითაა მოცული. მხოლოდ ერთგანაა ფეიერვერკი.
თქვენ საით წახვიდოდით?
ჰოდა, ადგა ისიც და განათებისკენ წავიდა.
მივიდა – სიბნელე დახვდა. აკი სინათლე იყოო?
ის რეკლამა იყოო.
ამ ანეგდოტზე ბევრი ვიცინე და მოვიხიბლე იდეით, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთი სიბნელეა, მხოლოდ ერთგან უკეთესი პიარი კეთდება.
სიცილის მერე გამალებით დაიწყო მტკიცება, რომ სამყაროში ორი სიტყვაა უშინაარსო: უცნაური და ბანალური.
რომ სამოთხე ცაში კი არ ვეძიოთ, არამედ ჩვენში, დედამიწაზე, რომელიც აღმოჩენილი სიცოცხლის მიხედვით, უნიკალური ეგზემპლარია, ჯერჯერობით.
ფანტაზია მაქვს, რომ მივაშურეთ ბაბილონს თოხებითა და სქელყრდიანი ლექსიკონებით.
გველი, როგორც პირველი სარეკლამო აგენტი, ბეგბედერთან და თავად რეკლამის სხვა გამპიარებლებთან, უხელფეხო სისინით მონანიე ხასიათს იღებს და მედიცინურ ბალახებს გვაზიარებს.
შენება ვერტიკალით დაბლა დავიწყეთ ანუ ცის მიწვდომის ნაცვლად, დედამიწის ბირთვში ჩავედით. თომა ამბობდა, ცაში წმინდანებად ყოფნას, მიწაში ღმერთობა გერჩივნოსო.
ამბობენ, იმ სამყარომ კარიბჭე მიწით გადაკეტა, რათა მომაკვდავებს არ შესძლებოდათ შეღწევა. მაგრამ მე ვფიქრობ, მათ ეშინიათ, რეკლამირებული ვაშლის საამაყო მაგალითების.
იმდენი ვქექეთ, ფრჩხილები გავიშავეთ, ნეშთები ცამდე გადავყარეთ.
ეგ არაფერი, ფრჩხილებზე ის, რომ მიწა თავისას მოითხოვს, ხოლო ნეშთები ყოველთვის ოცნებობდნენ, ცამდე აყვანას.
ეს იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც საუკუნეებით სისხლიდან სისხლში გადაცემული ვენერული და მარსული საწყისები ადგილებს ცვლიან. ჯერ წონასწორდებიან, შემდეგ ადგილებს ცვლიან. როგორც ფილმებშია, მაგიური ელემენტებით უცბად ქცევა, რათა ერთმანეთი უკეთ შეიგრძნონ, ისე არა. ეს ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია.
ვეძებდით დამალულ სამყაროს სადღაც სამოთხესა და შამბალას შორის და ჩვენმა შვილებმა, კიდევ მათმა შვილიშვილებმა და იმათმა შვილთაშვილებმა მიწას ბოლო გოროხი მოაცილეს.
ბოლო გოროხიც მოვაცილეთ დედამიწას და ვიფიქრეთ, ღრუში მცხოვრებთათვის ციდან დაშვებული ანგელოზები ვიქნებოდით.
თომას ყოველთვის უნდოდა ანგელოზობა, ბავშვობაში მარჯვენა მხარზე საკუთარი ფოტოსურათიც კი დაიწეპა.
ბოლო გოროხიც მოვაცილეთ და მუშტები დაფრენისთვის მოვამზადეთ.
ქვემოდან, ნანატრი სამყაროდან გავიგონეთ ხმები: ”საყვარელო, მიწიდან ამოდიან მიცვალებულები.”

გაყრა

მთელი დღეა, სციოდა. როცა ავტობუსში ფანჯრები დახურა, ხალხმა პანიკა მორთო დაკარგული ყლუპი ჰაერის გამო, ისედაც ათეულ მგზავრს რომ უნდა ჰყოფნოდა. ლურჯი ხელის გულებით გაყინული მხრები გაიხურა, რადიოში კი გამოაცხადეს, რომ ტემპერატურა პლიუს ორმოციდან ორმოცდაათ გრადუსამდე მერყეობდა. დაახლოებით იმდენზე, რამდენსაც ერთხელ ფეხდადგმული უცებ ფეხაშველბული ნაღმი გამოჰყოფს.

ხანდახან ფიქრობდა, რომ ნაღმზე დაიბადა. თესლი მწერებმა შეაკოწიწეს და გაზის გროვით შეკრულ საგანზე წამოაჯინეს, იმდენად დიდი ხანი გავიდა, რაც ფეხი შედგა. მაშინ ახალი შემოსული იყო ჯინსების და ბოტასების მოდა, მცენარეთა შორის ფეხი რომ ჩადგა და ნაღმზე გაშეშდა, – აქეთ სარეველა მცენარე იყო, კარტოფილს მოხვეოდა და სარას ეგონა, მოსავალი ნაადრევად ამოსულიყო.

ისტორია, თუ ფეხდაშვებით დაიწყო, ფეხაშვებით უფრო მალე დასრულდებოდა, ჩარლის რომ არ შეენიშნა სავარაუდო კარტოფილის ფარფლები. იმასაც ჯინსი და ბოტასები ეცვა. სხვა გზის არქონის გამო დისნაირად ცდილობდა ჩაცმას. ერთმანეთის სარკედ ქცეულიყვნენ და ქსეროქსულობა საჭიროც იყო. მერე სარამ ფეხი ნაღმზე შედგა და ჩარლის არც უფიქრია მისი მიტოვება მიწეპებული თავების გამო.

ასე უმშობიარიათ, საკეისრო კვეთით ერთდროულად ამოიყვანეს და მიწეპებული თავებით აკვანში ჩამარხეს. როცა წამოიზარდნენ, მცენარეულ გზას დაადგნენ და სარამ ნაღმზე შედგა ფეხი. სადგურის კიდეებთან ახალნაყიდი ბოტასებით და ცხოვრება ნაღმზე დაიწყო. საათში ერთხელ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ჯერ სარას ედო ბოტასი ნაღმზე, ჩარლი მაშინ შედგებოდა, როცა სარა იღლებოდა და ისვენებდა. საუბრობდნენ საკაცობრიო პრობლემებზე პირადულ ჭრილში და ნამდადებულ კარტოფილს ჭამდნენ.

ყოველი შემთხვევისთვის, მესამე პირში ვწერ, იქნებ პერსონაჟის მოკვლა მომინდეს.

გათავისუფლება გადაწყვიტეს. თავისუფლება კონფლიქტმა წარმოშვა, ბორბლის მსგავსად შეზღუდულ სივრცეში მოძრაობის და გაყრის დასკვნამდე მივიდნენ. გაყრამდე უნდა გაჭრილიყვნენ, ქლიბი აეღოთ და მოექლიბათ კანი მათ შორის.  ჩარლიმ სისხლი გაყო და იქ, სადაც ორი და გაიყო, როგორც ხდება, ინდივიდუალური ამბები შექმნეს.

სარამ ფეხი შეანაცვლა ჩარლის და აფეთქდა, როცა ჩარლი გაიქცა მაშველთა მოსაყვანად, მაგრამ სარა მაშველამდე აფეთქდა. დის თვალწინ სისხლიანი თავითა და ბოტასებიანი ფეხებით. ჩარლი გაეშურა ოქროსფერი სიმინდებისკენ და გახეულ თავზე ფოჩები დაიმაგრა. მიუსწრო ჩამომავალ ავტობუსს და ავტობუსის ფანჯრები დახურა. ამიტომ ებევრებოდა ყლუპი ჰაერი.

”ძვირფასო სარა,” – მომართვის მრავალჯერადი წაშლის შემდეგ.. ”ძვირფასო ჩარლი, ვინახავ ფოტოსურათებს”, – წერილები მას შემდეგ დაიწერა. ხალხო, ჩემი ბრალი არაა, კარტოფილით ხელში მფარველი ანგელოზი ამიფეთქდა. თუ ანგელოზის პერსონაჟული ხატი. მეორე დამრჩა.

წერილი მფარველ ანგელოზს!

ძვირფასო სარა!
მომართვის მრავალჯერადი წაშლის შემდეგ, იმდენი ხანი ვიფიქრე, როგორ დამეწყო, დრო უკან გადაიწია და ტრადიციული მიმართვა – ”ძვირაფასო” – შემრჩა.
იდეები იგივე დამრჩა.
უშედეგოდ ვცდილობ, ისინი საგნებად ვაქციო და ვხვდები, მხოლოდ ”ლუზერები” აჩენენ ბავშვებს, აუხდენელი აზრებისთვის საუკუნეები რომ ჰქონდეთ დრო.
ისევ ვფიქრობ, რომ რაც უფრო სახალხოა კეთილი ზრახვები, ეგოისტურ სურვილებს მეტად ემსახურება: ნატვრა, რომ ყველა კარგად იყოს, დედამიწაზე სიმშვიდე სუფევდეს, გამოწვეულია სურვილით, დაისვენო სხვების წუწუნისაგან.
და იმ დღის მერე აღარ გამოჩენილხარ. მე კი გონებაში ყველა შესაძლო აზრი დავღეჭე და მათ შორის ყველაზე ოპტიმისტურ ვერსიაზე შევჩერდი: უბრალოდ ცვლა შეიცვალე და საკუთარ მორიგეობას დამყოლად უცდი.
ადამიანები დღესვე მოვიკლავდით თავს იმედის გარეშე: სულ ვამბობთ – დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ – და იმდენს ვმერყეობთ, ინფარქტს ვიკიდებთ და ვკვდებით.
იმედის გარეშე და იმ მეორეს რა ჰქვია? ა ჰო, ცნობისმოყვარეობა.
ინტერესი სამყაროსი, სადაც ადამიანები პერსონაჟებთან ერთად თანაარსებობენ.
იმ პერსონაჟების, სარკეების პრინციპით, მათაც თავიანთი პერსონაჟები რომ დაჰყვებათ და ერთმანეთში იქსაქსებიან. რომ გგონია, ადამიანს იცნობ, აღმოაჩენ, რომ მხოლოდ პერსონაჟია.
ამბობენ, არსებობს სამყარო, სადაც მხოლოდ პერსონაჟები ცხოვრობენ, პეროიანი ტიპები არ დაჰყვებათ, ყოველ გაფაჩუნებას რომ იწერენ (მთლად შენზეც ნუ მიიღებ). ეს კი რთული წარმოსადგენია, ისევე როგორც ადამიანებს არ ჰყავდეთ პერსონაჟები.
ძვირფასო სარა!
მწერალი ღმერთია. ღმერთი კი სხვა თვისებებთან ერთად ყოვლისშემძლეა.
მწერალი საწყისია ანუ აბორტი.
მწერლები რომ არა, გაცილებით მეტი ბავშვი გაჩნდებოდა სამყაროში დარჩენის სურვილით.
იმ სამყაროში, სადაც თანადროული კარიკატურის მსგავსად, ღმერთის არსებობაც წარმოუდგენელია, სოციალურ ქსელში თუ არაა დარეგისტრირებული, შემუშავებული არაა მისი ციფრული ვერსია.
მათვე გაავრცელეს სამიჯნურო ისტორიები და კაცობრიობა ჯვარს ეცმის იმ ქვეთავში მოხვედრის გამო.
ჩვენი დრო კი ერთგვარი პოსტმოდერნიზმი, დანამატი ანუ განვლილი საუკუნეების პოსტსკრიპტუმია.
მე – პასს.
თუნდაც თავის ლიკვიდაცია იმდენად არ შემიძლია, რამდენადაც პერსონაჟების.
ამიტომ არიან სხვადასხვა სენშეყრილნი ჩემი გმირები.
მიდრეკილი ვარ დესტრუქციის უუნარო დაავადებისკენ.
რა მკაფიოდ ჟღერს ”გმირები”.
ამაზე ჩემი გუშინდელი მეგობარი მახსენდება: სიკვდილზე იმდენი წერე, ხელოვნურად მიიწეპებ და თავსაც მოიკლავ სხვებში.
ვიცი, მარტოობა არ მემუქრება და ყოველთვის გამოჩნდება იდიოტი, ვისაც ვეყვარები, მაგრამ ეს სიყვარულებიც იმდენად რიზომულია, რამდენადაც თავად გახლავართ.
ჰოდა, მეგობარი რომ მშორდებოდა, შენ გამახსენდი, ვიფიქრე, მისი პირით მწერდი, რადგან პირდაპირ მოსვლას ვერ შეძლებდი, საკუთარ ცვლას უცდიდი.
ხომ ცოცხალი ხარ?
ისიც კი ვიფიქრე, რომ გაქრი. ჩემი თავი შენში მოვკალი და აღარ დარჩი.
შემომიარე ხოლმე.
მაშინდელი ღვინო სანამ დაძმარდა.
მოდი, ჩავუსხდეთ.

ჩემი სხვა ღია წერილები:
მოხუც მეგობარს
ჩარლის
პეპის
ჩემგან წერილია

ღვთის უკეთესი რა იქნებოდა

 /წინასაახალწლო ამბავი/

თუ დაუკვირდით, ძველ სარაინდო რომანებში გმირებს მზეთუნახავები არ უყვართ. ისინი მათ ეთაყვანებიან, გაწეული სამუშაოსთვის თამასუქად თვლიან და ზოგჯერ ვალდებულნიც არიან, შეირთონ.
ზღაპარი კი მაშინ წყდება, როცა გველეშაპთან ჭიდილის მერე ყველაზე რთული წინაღობა ჩნდება: პრინცი და პრინცესა უღლდებიან.
ჩნდება კითხვა: არსებობს სიცოცხლე ქორწილის მერე?
რომელზეც პასუხობენ, რომ ბედნიერი დასასრული არ ნიშნავს ბედნიერ დასასრულს.
ის თაობა ვარ, რომელსაც გვასწავლეს, რომ ყველა პერსონაჟის ამოხოცვა საუკეთესო ფინალია. ასე წერტილი მრავალწერტილად აღარ იქცევა.
დაუსრულებელი გმირები სარკეში ჩამწყვდეულ მოჩვენებებად აღარ დაგდევენ, – მერე რა მელისო.
ჩვენც ვხოცავთ, მაგრამ რაღაც არ გვასვენებს. ანგელოზებისგან ადამიანები ხომ იმით განვსხვავდებით, რომ სინდისი გვაქვს.
სასოწარკვეთილ მწერლებად ვიქცევით და ვამბობთ, პერსონაჟები შვილებივით გვიყვარდა.
მედეას კომპლექსი.
აი, იმის, ცოდვის ნაყოფი რომ ამოძირკვა და თავს ახალი შანსი მისცა მრავალწერტილისთვის.
დედაჩემიც სასოწარკვეთილი დიასახლია.
ჯერ არ იცის რომ მამა ღალატობს.
ცოტა ხანიც და ვეტყვი.
თუმცა მაინც მეფიქრება, უთქმელობისგან დაგროვილი სათქმელი სჯობს თუ ნათქვამისგან დატოვებული სიცარიელე.
მეც დიასახლისი ვარ.
წვრილშვილებთან ერთად წვიმისას გახვრეტილ სახურავს ვუშვერ ხელებს, ხელის გულებში ვაგროვებთ წვიმას და ვღვრით.
თუ არ წვიმს, საბანში მივუწვები მეუღლეს და რეზინის ხელთათმანებით მოვეფერებით ერთმანეთს, კიდევ ერთი შვილი რომ არ გაჩნდეს.
ძირითად დროს დავუთმობთ პრობლემების დაგროვებას და დაკიდებას.
ბოლოს იმდენს დაიკიდებს, ნაძვის ხისა და ჩიჩილაკის შუაში ჩავდგამთ და გარშემო ვურბენთ აპლოდისმენტებით:
“გილოცავთ დამდეგ შობა–დაკიდებას!”
ამ დღეს ყველა იკიდებს თავის პრობლემას, ძველ ცოდვებს, რათა მორიგ საერთაშორისო დაკიდებამდე ახლები აგროვონ.
ვიღებ გოზინაყს და შვილების ტკბილად დაბერება მინდება.
წარმოვიდგენ, ღრძილებში როგორ ეჭედებათ ნიგოზი, კბილები სცვივათ, სახე ეკუჭებათ და მაინც ტკბილად იღიმებიან:
ტიტრები არ იქნება.