ვინჩესტერები, დემონები და ანგელოზთა ცვენა

Bobby_Crowley_Kiss_Screencap_by_raefalcon– ადამიანები არ უნდა მოატყუო, შენ აქ უოთერ გეითი ხომ არ გგონია, ეს ჯოჯოხეთია, აწი სულს აღარავინ მოგვყიდის,-
“ზებუნებრივის” ბოლო სეზონი ჯოჯოხეთის დეფაქტო ლიდერის კროულის განკურნებით და ანგელოზთა ცვენით დასრულდა. ეშმაკს ლუცის ეძახიან. მაგრამ არაფრით გამოჩნდა ღმერთი. სერიალის წარმოდგენა ჯოჯოხეთის გეოგრაფიასა თუ დემონთა ჩინებზე ძირითადად ქრისტიანულ შეხედულებებსა და ამერიკულ ფოლკლორს ეყრდნობა. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ზედა იერარქიებით დაინტერესებულ მაყურებელს ზედმიწევნით გააცნობს.
მაგრამ გვხვდება სუბიექტური გარღვევებიც და საკითხის პირველადი წამოჭრაც. მაგალითისთვის, ჯოჯოხეთის დეფაქტო ლიდერის პროტოტიპია ჩემთვის საინტერესო მაგი და ახალი სატანიზმი ფუძემდებელი ალისტერ კროული, რომლის პერსონაჟს თავის დროზე ქმნიდა თუნდაც, მოემი, ფულერი. მაგრამ ქვესკნელის მბრძანებლის სახით მაინც პირველად ბულგაკოვმა ვოლანდის სახით წარმოგვიდგინა.. მის შემოქმედებაზე გადაღებულ ფილმში ერთგან ანტონ ლავეიმ მიიღო მონაწილეობა. და ახლა “ზებუნებრივში”..
მოკლედ, აქ ბოლო სერიაში კროულმა აღსარება თქვა და იქვე ციდან ანგელოზების ცვენასაც ვუყურეთ.
და რა შეიძლება მოხდეს მერე? ბიბლიიდან ვიცით, მეორედ მოსვლის წინაპირობა, – ჯერ ანგელოზები დაეშვებიან. ვნახოთ, ვარაუდმა თუ გამიმართლა ღმერთის მოსვლაზე, მანამდე კი შემოდგომის ანგელოზთა ცვენას ველოდები და მაინტერესებს ისინი მიწაზე როგორ იცხოვრებენ. უფრო მანამდე კი რიდერში ბ. თრეიდის წიგნი “მითები და სიმბოლოები “ზებუნებრივის” მიღმა” გადმოვწერე და ჯერ არ გამიხსნია. მაინტერესებს.