ნოტების შემდეგ მე ხელს ვადებ სარკეებს,
რომლებიც ტივტივებს,
ფეხებით ასფალტზე.
მოვზომავ მანძილებს, ის კიდევ მიპირებს:
ფიქრებით, ღილებით, ზენიტის ფერებით,
უშნოდ წაწვეტილი
ტელე მავთულებით,
ძველი მონეტებით, –
მიპირებს ჩაძირვას.
ჰოდა, მაგონდება ღმერთის სახელებით,
თუ გინდა მიწამე.
ფილტვებში ვიძახი სხვადასხვა სახელებს,
რომლებშიც მაწამეს.
გჯერა თუ მიწამეს
გკოცნიდი ფინიად,
გკოცნიდი ხატებზე, ჯვრებზე და კედლებზე,
რწმენები მიდიან.
რჩებიან ფერადი მიწის კიდეები,
ჩვენი იდეები.
დღეს არ უწვიმია,
მალე დამთავრდება
ტკივილი.
წამოვა სისხლი.
მწამს.
2009წელი