თურმე ლავიწების დაცალკევების გამო არ შეგვიძლია ადამიანებს ფრენა, ევოლუციურად აიდოსტი გვაქვს გადატეხილი. ის ძვლები, გამხდარ ქალებს რომ უხდებათ და აპოზიორებენ. მგონია, რომ ადამიანის რომელიმე პრელუდიას ფრენა შეეძლო სანამ ლავიწები არ გაიტეხა. მას მერე თუ ფრინველის გულ-მკერდს მივირთმევთ, მას ლავიწები უნდა გადავუტეხოთ და ვთქვათ “აიდოსტ”. ეს შურს ნიშნავს.
ერთი ძალიან ლამაზი გოგო გავიცანი, ლავიწები რომ ლამის ტანსაცმლიდან ეტყობოდა. სცენაზე ასკეტური სახით უკრავდა, თითქოს საკუთარ ყურთსასნებებში ცეკვავდა და რაღაც მომენტში შეყვარებულს დელიკატურად გაუღიმა. მეტი რა მინდოდა, რომანტიკული ფილმებისკენ გადამამისამართა. სადაც პერსონაჟი მშობლების გარეშე გაზრდილი მარტოსული, ჰეროინჩიკური აღნაგობის გოგოა. ვინმეს სიკვდილი რომ გაიგოს, იმდენად არ დარდობს, რამდენადაც თავის თავს უბრალო გაციებისას. ობოლ გოგოებს ხომ მამების პირველი სიყვარული აკლიათ. ვიცი, რომ სახლსაა მიჯაჭვული, თითქოს იზოლაციურ ნიჟარაში გამოიკეტა თავის სტუმრებთან და მაკრო წვეულებებთან ერთად. ასეთ ქალებს კაცები მძაფრად აღიქვამენ, მასთან პიროვნების იმ კონტურებს ამჟღავნებენ, რომლებზეც წარმოდგენა თავადაც არ აქვთ. ჩემნაირებს ასეთი მეამბოხე გოგოების შურთ. სახლიდან გაუსვლელად რომ იქმნიან ისტორიებს. ანი, გილოცავ დაბადების დღეს.