ალექსა

როცა ექიმმა მითხრა, რომ პრე ონკოლოგიურ ფაზაში ვარ, პირველი რაც გავიფიქრე იყო: ჯანდაბა, ისევ ბრიტვაზე გადასვლა მომიწევს. მეთქი იმუნიტეტის ამაღლება მინდა და კლინიკიდან ასპრიაში წავედი. სარბენი ბილიკი ხომ ურბანული სივრცის მოქალაქეებს თავისუფლების და გაქცევის ილუზიას გვიქმნის. სპორტულ დარბაზებს მე დახშულ ყვირილს ვეძახი. იმ დღეს სამსახურში გადაღება გვქონდა და ბრჭყვიალა კოქტეილის კაბა ჩამაცვეს. სულ ვბზრიალებდი ისე მომწონდა. ღამით ბასიანზეც ამ კაბით მივედი. მჩხრეკავად ის გოგო შემხვდა, სულ რომ ხალისიანია. არ შეიძლება ამ ნივთების ჰოლში შეტანაო, – სენსორული კალამი და ბრიტვა გადამიყარა. ბასიანს საშუალო კლასის სხვებისგან გარიყვის მცდელობას ვეძახი. შუაში გაჩხერილი ფენის ერთ სივრცეში მოთავსების და გამოწურვის. სახლში რომ დავბრუნდი, შხაპის ქვეშ დავდექი. თურმე აბაზანაში ბრჭყვიალა კაბით რომ ჩაწვები, ონკანის წყალიც ბზინვარებს. დაძინებისას თეთრი ხმაური ჩავრთე, ოთახიდან გამოსხივების გასაფანტად. მე რა, ალექსას მივმართე და ჩართო. “ალექსა, რას უშვრებიან ჩემს ბრიტვას ბასიანზე?” ექომ იფიქრა-იფიქრა და მიპასუხა: “დამამახსოვრდა ეს დღე”.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s