7 ნოემბერი ვიღაცისთვის შეიძლება სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან ასოცირდებოდეს, ან წითელ საბჭოთა რევოლუციასთან. მაგრამ ჩემთვის ჩემი დაბადების დღეა.
მგონია, რომ თვლას ბავშვებს იმიტომ ასწავლიან, რომ უხერხულია შენს ასაკზე ნაკლები რიცხვები იცოდეს შენი ოჯახის ბავშვმა.
ქართველებს ილუზიური ტაქტიკა გვაქვს, რომ ოცდა-თი იწყებოდეს ოცდაერთიცა და ოცდაცხრამეტიც.
“რამდენი წლის გახდი?”- მეკითხება ნიკოლა. “ოცდაათის”. “მე კიდევ სამის ვარ”. “იცი, რამდენია ოცდაათი?”- ვერ წარმოიდგენთ როგორ გავბრაზდი, როცა ვერ დაითვალა.
პ.ს. ანა, შენ თუ ამ პოსტს კითხულობ, მაქვს მოსაყოლი ჩემი “13 წლის გოგოობის” ამბები.
დაბადების დღე 2011
დაბადების დღე 2012
დაბადების დღე 2014
დაბადების დღე 2016
გილოცავ ❤
მადლობა, ბექა ❤
ძალიან 13 წლის გოგოობაა არ მითხრა დაბადების დღეზე პირადად!
რომ ჩამოვალ,იფიქრე თავს როგორ გაიმართლებ!
გილოცავ ❤ 30 ცხოვრების თავდაყირა დადგომასთან ასოცირდება, ისეთ ცვლილებებთან საკუთარ თავს რომ ვეღარ ცნობ. საინტერესო 30-ს გისურვებ ❤
თინიკოს ცხოვრება დადგა თუ დადგა თავდაყირა, მე რაღა დამემართება:)