ორსულობის მეხუთე თვეში ქალები ვრწმუნდებით ბიოლოგიური საათის თანხვედრაში მთვარის კალენდართან მზის კალენდარზე მეტად, რასაც მანამდე ყოველთვიურად რუტინული მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში უბრალოდ ვეჭვობდით. იმიტომ, რომ 28 დღიანი სისტემის მიხედვით ტრიმესტრები უფრო დაყოფილი ჩანს.
ამ თეორიის მიხედვით, აზიაში, მაგალითად, იაპონიაში, მუცლადმატარებლობის სტანდარტული პერიოდი ათი თვეა, როცა ევროპული კალენდრის მიხედვით ბავშვები 9 თვიანები იბადებიან. ხოლო კონკრეტულად ორსულობის მეხუთე თვეში თუ რატომ ვხვდებით ქალები მთვარის კალენდრის ძალას, ამაზე პასუხს ახალი ტრიმესტრის დასაწყისი გვპასუხობს, გასული ტრიმესტრის გაანალიზებით, 28 დღიანი ციკლები მეტად ადეკვატურად გამოხატავს ვადებს.
ორსულობის დროს ქალები იმასაც ვხვდებით, რომ ფიტნეს კლუბში ჩვენზე ოფლისგან სველი ქალები შეიძლება უფრო ეფექტურად არ იკლებდნენ წონაში და ჩვენ მათი ტყუილად გვშურდა. ზაფხულობით ყველა ორსულ ქალს აქვთ თითქოს შიგნიდან შენთებული საუნა, რადგან ორსულობისას საშუალო ტემპერატურა 37 გრადუსი ხდება 36-ის ნაცვლად, მაგრამ წონის კლებას მაინც არ იწვევს.
ამ ტრიმესტრში ქალის იმუნიტეტი ბავშვის იმუნიტეტთან ნებდება და გულისრევებით აღარ გამოიხატება მოწამვლა, რასაც განაყოფიერებული უცხო სხეული იწვევდა. სწორედ გულისრევის სიმბოლო მიმაჩნია დედის იმუნიტეტის განმსაზღვრელად. რაც უფრო მეტად ერევა ქალს გული, უფრო მეტად იბრძვის ქალი უშვილობისკენ და სადღაც მეხუთე თვისკენ ნებდება. როგორც იმუნიტეტი, ასევე ქალის პიროვნებაც სუსტდება.
ჩემი აზრით, ორსულობა დედობის პრელუდიაა, როცა ქალი წინააღმდეგობის გადალახვებში კაჟდება, და ყველა იმ მოკლე ანოტაციას გადის, რასაც შვილთან თანაცხოვრების გენერაციისას გადააწყდება. ამზადებს როგორც ნებისყოფას, არამედ ფიზიკურ გამტანობასაც. შეიძლება ამიტომ ბუდიზმში საჭიროების გარეშე მშობიარე ქალისთვის გაუტკივარების დანიშვნა აკრძალულია. მან თავად უნდა ჩააბაროს გამოცდა, როგორც რაინდები აბარებდნენ გაკვეთილს 9 თავიან ურჩხულთან შებრძოლებისას.
რომელიმე ბავშვის დაბადების თარიღს რომ გავიგებ, ავტომატურად ვიწყებ გონებაში დათვლას, ა, ესე იგი დედამისი მთელი ზაფხული ორსული იყო. ყველა მეცოდება :))
ჩემთვის ორსული იმდენად მაღალ საფეხურზეა ასული, პირიქით, მიკვირს თუ წუწუნებენ :დ