ერთ თბილისურად თოვლიან საღამოს მეტროში საკმაოდ ლამაზი, ვიკინგური აღნაგობის კაცი დავინახე. გორასავით მაღალი მხარ-ბეჭები ჰქონდა, წელამდე ხორბლისფერ თმას ჩამოფხატებულ კაპიშონში მალავდა. ნასვამი არ ჩანდა, მაგრამ საზოგადოების ყურადღებას ეგრევე ჩაცმულობის გამო იქცევდა, – თოვლიან საღამოს მოკლე შარვალი ეცვა და დაკუნთულ ფეხებს ამზეურებდა. ისე ამპარტავნად მოძრაობდა, თითქოს ქალაქის ტემპერატურას ბაიყუში არ აგდებდა. გარშემო გოგოებს ძალიან მეტყველი თვალები ჰქონდათ, თითქოს მათი კვერცხუჯრედები დარწმუნებულები იყვნენ რომ ეს ვაჟკაცი თითო გასროლაზე ტყუპებს სახავდა. ზუსტად ვიცი, რომ მისი მომხიბვლელობის სამიზნე არ ვიქნებოდი კომბოსტოსავით შეფუთნული ქალი. ამიტომ, როცა ექსკალატორზე ერთმანეთთან “შემთხვევით” მოვხვდით, ამ კაცმა წვლინტები შეისრუტა.
მაშინ გამახსენდა სტერეოტიპი, რომელიც აქვთ ჩემს ნაცნობ ქალებს კაცების მიმართ: “კაცს ცოტა უნდა სციოდეს”. სანაცნობო ქალების ალბათ 80%-ს ესექსუალება მოსაწევად შენობის აივანზე პერანგის ამარა გამოსული კაცის ხატი ქურთუკმოხვეულზე მეტად. მესმის, რომ რეფლექსიით სქესობრივად ჯანსაღი პარტნიორები გვიზიდავს, მაგრამ საიდან გაჩნდა სტერეოტიპი სიჯანსაღესა და სიცივის ამტანობის ტოლობაზე? მაშინ ძალიან გავბრაზდი ყველაზე, ვინც ჯანმრთელობას ჯანმრთელად წარმოჩენაში ცვლიდა. ვუყურებდი ამ კაცს და ვხედავდი სუსტ ადამიანს, რომელსაც 2 დღეში “მამაკაცური ღირსებების” ანთება დაემართება. მესმის, რომ ლოგინმა ტემპერატურა არ იცის, მაგრამ შუა ზამთარში ბადე ჩულქებით მოსული ქალი კი არ აღმაგზნებს, ეგრევე ცისტიტზე მაფიქრებს, ხოლო ზაფხულში – ფეხის სოკოზე. ამ ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, როცა ერთი ნაცნობი ბიჭუნა შემხვდა, მომესალმა და მკითხა: “ასე თხლად რომ ხარ, არ გცივა?”
ძირს სტერეოტიპები! :))
ამ დღეებში ვუსმენდი სიმღერას თქვენ რომ დამილინკეთ და გაგიხსენეთ:) ძალიან მომწონს.
აღარ მახსოვს რომელი სიმღერა იყო, მაგრამ მიხარია თუ მოგეწონა 🙂
პ.ს. გამიხარდება თუ შენობით მომმართავ 🙂
კეთილი. ფუძის ანგელოზზე.
ერთიორად მიხარა, რადგან საკუთარი მუსიკაა 🙂