იუდა და პოსტ ნეოპლატონური მენჯი

ჩემი საყვარელი დღესასწაულია ვნების კვირის ოთხშაბათი, მოღალატეების ხსენების დღე, კაცობრიობის ცოდვების მტვირთავი ხალხის დღესასწაული. ყველა მოღალატეს ვულოცავ ამ სევდიან დღეს. მაგ დროისთვის მე ერთ მეგობართან კრიზისული კონტაქტი დაშორებით დავასრულე. იყო ნარცისული ისტერიკა, რომ მე მეგობრობა არ ვიცი, ზედაპირული ვარ და მის სირთულეს ვერ ვერევი. რეალურად, კარგი მეგობარი ნამდვილად არ ვარ, ვცდილობ ადამიანი ჩემთან კომფორტში ვამყოფო, მაგრამ ამ სადინარის გადაკეტვაც მიადვილდება თუ ამ ჩემგან გაცემული დათმობის კრედიტი ვადაგადავადებაშია. ერთადერთი რასაც ვეჯაჭვები სისხლია, ოჯახის თემი. არა და ღალატი წმინდანებს ბადებს თუ პირი აქტს თვითკრიტიკულად მიიღებს. და თუ პირს ოჯახი ან მოყვასი უპირობოდ უყვარს, მასში ქრისტეს კლავს. უფრო სწორად, აცოცხლებს და ჯვარზე არ აცვავს.

ერთი ძველი გერმანული თეორიის თანახმად, ევოლუციის ზენიტური ეტაპია სულიერი, აბსტრაქტული ურთიერთობები ანუ მეგობრობა და ერთხელაც მიწიერ, მატერიალისტურ კავშირებს ანუ დედა-შვილობის ინსტინქტებს ჩაანაცვლებს. დღევანდელი ევოლუციის თანახმადაც, ადამიანს რაც უფრო ნაკლები ინსტინქტი გააჩნია, მით უფრო განვითარებულად ითვლება. მეტიც, დღევანდელ თაობაში ინსტინქტები იშვიათად არსებობს. მომავალში კი ოჯახის წევრები დატოვებენ თემს სულიერი კავშირების შესაქმნელად გაცილებით მასიურად და მსგავსი ერთობა იქნება მყარი, სიბოროტის დამმარცხებელი, ვინაიდან ბოროტება მატერიალური, სქესობრივი კავშირისგან შექმნილი თემის მიჯაჭვულობისგან ჩნდება. ამ პრელაბორატორიულ ხანაში ჩასახული თეორიის მიხედვით გამოდის, რომ ლაბორატორიაში ჩასახული ბავშვები იქნებიან ახალი მესიები.

როგორც წვრილმენჯიანი ქალები გახლდათ მესიას კონტეინერები გასულ საუკუნეში. ყოველ ჯერზე, როცა მამაკაცს წვრილმენჯიან ქალზე უდგებოდა, ის მედიცინას ავითარებდა. კოკო შანელის ლატენტური თეორიის არ იყოს, ქალს კაბის ქვეშიდან თეძოს გარშემოწერილობის იმიტატორი რომ მოაშორა, მკერდის დასამალი ლიფები ჩააცვა, ამით დეპროდუქტიულობა ესთეტურად აღიქვა. სწორედ შანელის ჩაცმულობიანი ქალების დამსახურებაა, ჩემი მეგობარი რომ მშობიარობდა საკეისრო კვეთით და ექიმთან ერთად ცნობილ საუნდტრეკებს მღეროდა პარალელურად. არისტოტელე რომ პლატონს განუდგა და კვერცხის ესთეტიკა ქათმის სილამაზით ჩაანაცვლა, ამით ქმნილების ძალა აღიარა. ასე რომ, ყოველ ჯერზე, როცა ქალს შანელი აცვია, და ეს სამოსი მენჯებს კიდევ უფრო უვიწროებს, თუ კაცს პროდუქტიულად აუყენებს, სადღაც პოტენციაში ექთნის ხელობა უმჯობესდება და თეორიტიკოსი ლაბორატორიებს ხაზავს ჩემნაირი მოღალატე თაობის მოსასპობად.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s